21/29.08.10 ტობავარჩხილობა 2010

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
georgevna
ასფალტზე მოარული
Posts: 12
Joined: 17 აპრ 2010, 20:56
21/29.08.10 ტობავარჩხილობა 2010

Post by georgevna » 11 აგვ 2010, 22:15

აუხ,
რა გემრიელი ტურია

არადა 190 გელა :შ

User avatar
baqo
მაწანწალა
Posts: 341
Joined: 01 ივნ 2009, 20:57
21/29.08.10 ტობავარჩხილობა 2010

Post by baqo » 16 აგვ 2010, 12:08

წამსვლელები:

1. არჩილი
2. ლამა
3. ჯონი ++++
8. beka
9. ნინო
10.გოგა
11.ზურა
12.დათო
13.baqo
14.

მსურველები:

1. შოთა სამხარაძე
2. არწივი9
3. არჩილის +
4. არჩილის +
5.

ტურის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 20 კაცი.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
21/29.08.10 ტობავარჩხილობა 2010

Post by ARCHILI » 16 აგვ 2010, 15:22

წამსვლელები:

1. არჩილი
2. ლამა
3.4.5.6.7. ჯონის ++++
8. beka
9. ნინო
10.გოგა
11.ზურა
12.დათო
13.baqo
14.

მსურველები:

1. შოთა სამხარაძე
2. არწივი9
3. არჩილის +
4. არჩილის +
5.

ტურის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 20-21 ადამიანი.

ყურადღება, ტობავარჩხილზე წამსვლელები ვიკრიბებით ხუთშაბათს, 19 აგვისტოს, ტრადიციულად, ვერის ბაღში, 19:00 ფულის შესაკრებად და დეტალების დასაზუსტებლად.

:)
Image

User avatar
karavi87
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
Location: თბილისი
21/29.08.10 ტობავარჩხილობა 2010

Post by karavi87 » 16 აგვ 2010, 18:32

ARCHILI wrote:წამსვლელები:

1. არჩილი
2. ლამა
3.4.5.6.7. ჯონის ++++
8. beka
9. ნინო
10.გოგა
11.ზურა
12.დათო
13.baqo
14.

მსურველები:

1. შოთა სამხარაძე
2. არწივი9
3. არჩილის +
4. არჩილის +
5.karavi 87

ტურის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 20-21 ადამიანი.

ყურადღება, ტობავარჩხილზე წამსვლელები ვიკრიბებით ხუთშაბათს, 19 აგვისტოს, ტრადიციულად, ვერის ბაღში, 19:00 ფულის შესაკრებად და დეტალების დასაზუსტებლად.

:)
ჯერ ზუსტად არ ვიცი მარა იმედია მეც შემოგიერთდებით.
მოგზაურობა

User avatar
zuradiver
ბილიკზე მოარული
Posts: 35
Joined: 17 მაი 2010, 23:45
Location: tbilisi
21/29.08.10 ტობავარჩხილობა 2010

Post by zuradiver » 16 აგვ 2010, 18:48

წამსვლელები:

1. არჩილი
2. ლამა
3.4.5.6.7. ჯონის ++++
8. beka
9. ნინო
10. გოგა
11. ზურა
12. დათო
13. baqo
14. zuradiver
15.


მსურველები:


1. შოთა სამხარაძე
2. არწივი9
3. არჩილის +
4. არჩილის +
5. karavi 87

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
21/29.08.10 ტობავარჩხილობა 2010

Post by ARCHILI » 16 აგვ 2010, 20:31

შოთამაც გადაწყვიტა წამოსვლა...

:)

წამსვლელები:

1. არჩილი
2. ლამა
3.4.5.6.7. ჯონის ++++
8. beka
9. ნინო
10. გოგა
11. ზურა
12. დათო
13. baqo
14. zuradiver
15. შოთა სამხარაძე
16.


მსურველები:


1. karavi 87
2. არწივი9
3. არჩილის +
4. არჩილის +
5.

ყურადღება, ტობავარჩხილზე წამსვლელები ვიკრიბებით ხუთშაბათს, 19 აგვისტოს, ტრადიციულად, ვერის ბაღში, 19:00 ფულის შესაკრებად და დეტალების დასაზუსტებლად.
Image

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
21/29.08.10 ტობავარჩხილობა 2010

Post by Giorgi Bagrationi » 16 აგვ 2010, 21:05

გთავაზობთ ძველ მეგრულ მითს ტობავარჩხილზე:

1. ტონბა-ვარჩხილი და ოქროსბეწვიანი ვერძი

ყოფილა ერთი მწყემსი. ეს მწყემსი ღვთისნიერი და ძალიან კარგი გულის კაცი ყოფილა. მას კარგის გარდა ცუდი არავისთვის არასდროს უქნია. მისი სახლის კარი შეჭირვებულისა და გაჭირვე-ბულისათვის სულითა და გულით მუდამ ფართოდ გაღებული ყო-ფილა. სხვისთვის კარგის ქმნასა და დახმარებაზე ის არასოდეს უკან არ დაიხევდა და არც მოწსყინდებოდა თურმე სიკეთის ქმნა. ჰყოლია ამ მწყემსს დიდძალი საქონელი. მის საქონელს არავითარი მავნე არასოდეს ახლოს არ გაჰკარებია, არც რაიმე სახადი შეჰყრია როდისმე. მუდამ აღმა და აღმა თუ მიიწევდა ("დუღდა"), თორემ სიღატაკე-გაჭირვება არასოდეს გამოუცდია. ყოველ ზაფხულს მწყემსი თავის საქონელს მთაში მიერეკებოდა თურმე. იქითობასაც და აქეთობასაც ტონბა-ვარჩხილი უნდა გაევლო.

მწყემსს, რა თქმა უნდა, ტონბა-ვარჩხილი წმინდა წყლად მიაჩნდა, ერიდებოდა და ყოველთვის ცდილობდა, მის ნაპირას საქონელი არასოდეს დაეყენებინა, და, მართლაც, დიდი ხანია იგი საქონელს ერეკებოდა, მაგრამ იქ არასოდეს მოუხვედრებია.

ერთხელ, მწყემსი საქონელს რომ მიერეკებოდა, ზუსტად ტონბა-ვარჩხილთან ისეთი სქელი ნისლი ჩამოწოლილა, რომ საქონელი ვერსად დაძრულა. უცდია მწყემსს ნისლის გაფანტვისათ-ვის, მაგრამ ნისლი გაფანტვის ნაცვლად, სულ გასქელებულა და გასქელებულა და ბოლოს სულ გაშავებულა. ამასობაში დაღამე-ბულა. როცა ნახა, რომ საშველი არ არის, გაუჩერებია აქ საქონელი, დაუნთია ცეცხლი, გამოუყვანია ერთი საკლავი, ღვთისთვის შეუ-წირავს და უთხოვია, ცოდვად არ ჩაეთვალა მისთვის ამაღამ საქონლის აქ გაჩერება.
შუაღამე რომ გამხდარა, ამოსულა ტონბა-ვარჩხილიდან ოქროსბეწვიანი ვერძი, დარევია ცხვრებს და ყველა დაუმაკებია. მეორე დილას აჰყარა მწყემსმა საქონელი. არ იცის არაფერი, რაც მოხდა.

დოლი რომ დამდგარა, ცხვრებს ყველას ოქროსბეწვიანი კრავები მოუგიათ. გაჰკვირვებია მწყემსს, მაგრამ მიმხვდარა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს და ღვთისთვის მადლობა შეუწირავს.

რომ უხილავთ ამგვარი ჯერ თვალით უნახავი საოცრება სხვა მწყემსებს, რქის ამოსვლასავით გაჰკვირვებიათ. მწყემსისთვის რომ უკითხავთ, მწყემსს უამბია, თუ როგორ მოუხდა გაჩერება ტონბა-ვარჩხილთან და ის მიუჩნევია მიზეზად.

ამ დროს ყოფილა კიდევ ერთი მწყემსი, ცუდის გარდა კარგი რომ არასოდეს გაუკეთებია, ისეთი, მაგრამ დიდძალი საქონელი ამასაც ჰყოლია, რადგან საქონელში ეშმაკსაც უძევს წილი. ამ მწყემსს განზრახ გაუჩერებია საქონელი ტონბა-ვარჩხილთან, ესეც შეხვეწნია ღმერთს, მაგრამ საკლავი რომ არ დაუკლავს, ისე შეჰპირებია, თუ მისი ცხვრები ყველანი ოქროსბეწვიან კრავებს მოიგებდნენ, მაშინ გამორჩეულ საკლავს შესწირავდა.
შუაღამე რომ გამხდარა, ამოსულა ოქროსბეწვიანი ვერძი, გასძღოლია ფარას ტონბა-ვარჩხილისაკენ და იქ ჩაკარგულა. მეორე დილას უნახავს მწყემსს, რომ მისი საქონლის კვალიც არ ჩანდა, წაუშენია შუბლში, მაგრამ რას უშველიდა.

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
21/29.08.10 ტობავარჩხილობა 2010

Post by stranger » 16 აგვ 2010, 21:27

ძალიან საინტერესო მითი ყოფილა,რა ცუდია რომ ვერ ვახერხებ ამ ლაშქრობა ში წამოსვლას.მშვიდობიან ლაშქრობას გისურვებთ ყველას :) :!: :!: :!:

User avatar
ninia
მაწანწალა
Posts: 326
Joined: 10 ივლ 2007, 02:18
21/29.08.10 ტობავარჩხილობა 2010

Post by ninia » 16 აგვ 2010, 21:43

Giorgi Bagrationi

დიდი მადლობა :) ძალიან საინტერესოა, აქამდე არაფერი მსმენია ამ მითის შესახებ.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
21/29.08.10 ტობავარჩხილობა 2010

Post by ARCHILI » 16 აგვ 2010, 22:02

Giorgi Bagrationi


ძალიან საინტერესოა, დიდი მადლობა,

ასეთ ტბებს ემინდა ტბებს ეძახიან, როგორც ქორულდს და მეზერისას...

უნიკალური ადგილებია.

ტობასთან ვერცერთი მივა ოღონდ.

:)
Image

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
21/29.08.10 ტობავარჩხილობა 2010

Post by Giorgi Bagrationi » 17 აგვ 2010, 00:03

აი კიდევ ერთი მითი თუ თქმულება:

ტონბა-ვარჩხილი და ოქროს კრავი

ყოფილა ერთი კაცი, რომელიც მუდამდღე მრუდე საქმეებზე ფიქრობდა და სიავეს ჩადიოდა. თქმა არ უნდა, როგორც ყველას, მასაც გაგონილი ჰქონია ტონბა-ვარჩხილის ამბავი. ზოგი ამბობდა, ხატები ბანაობენ შიგო, ზოგი - ოქროს კრავი მოდის და ტანს იბანს, მერე კი ტონბა-ვარჩხილის მთებზე დაკუნტრუშობს მზის ამოსვლამდეო. მზე რომ ამოვა, იმას ეთამაშება, მზე რომ აიწევს, მერე გაუჩინარდებაო. ზოგნი ამბობდნენ, მზეთუნახავივით გოგოები მოდიან და შიგ ბანაობენო და ვინ იცის კიდევ რას აღარ ჰყვებოდნენ.
ამ კაცს, მას რომ შეეფერებოდა, ისეთი უკუღმართი აზრი და-ჰბადებია: ან ოქროს კრავი დაეჭირა და გაეკრიჭა, ან ერთი ოქროს ხატი ეშოვნა, ანდა ერთი გოგო ჩაეგდო ხელში. მოუმზადებია მაკრატელი, სატეხი და თოკი. მაკრატელი კრავის გასაპარსავად უნდოდა, სატეხი - თუ ხატს იშოვიდა, და თოკი - გოგოს თუ მოიტაცებდა. ამის გარდა, ამ კაცს მომზადებული ჰქონია მარყუჟი, რადგან ღრმა წყალთან ჰქონდა საქმე და შიგ შესვლა საშიში იყო.
როდესაც მწყემსების მთებში წასვლის დრო მოსულა, ეს კაცი შეხვეწნია მათ, თან წამიყვანეთო, რადგან თვითონ არასოდეს ევლო იმ მხარეს. მთაში წამსვლელ მწყემსებს არაფრად ეჭაშნიკათ თურმე ასეთი უკუღმართი კაცის თან წაყვანა, მაგრამ უარი ვეღარ უთქვამთ. მოუმზადებია ამ კაცს საგზალი და გაყოლია.
ტონბა-ვარჩხილთან რომ მისულან, ყველას გადმომდინარე წყალში ხელი და პირი დაუბანია და ღმერთს შევედრებიან. ეს კაციც ასე მოქცეულა, მაგრამ, როდესაც მწყემსებს წასვლა დაუპირებიათ, იგი არ გაჰყოლია მათ და უთქვამს:
- ეს ადგილი ისე მომეწონა, რომ ჯერ აქაურობის ცქერით არ მომიჯერებია გული და ამიტომ ამაღამ აქ უნდა დავრჩეო.
მთაზე წამსვლელებს უთქვამთ:
- მართალია, ეს ადგილი მოსაწონია, შესახედავადაც კარგია, მაგრამ მოსარიდებელია. ეს უბრალო ადგილი არ არის. აქ გაჩერება არ შეიძლება.
აქამდე რომ არაფერი დამემართა, არც აწი მომივა რამე, და თუნდაც მოვკვდე, აქედან მაინც არ წავალ, თქვენ თუ გინდათ, წადით, მე ამაღამ აქ უნდა დავრჩეო - უთქვამს ამ კაცს.
მწყემსები მიხვდნენ, რომ ამ კაცს გულში ცუდი რაღაც ედო, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ არც რჩევით, არც გაწყრომით და არც მუქარით. ბოლოს ვერაფერი რომ ვერ შეასმინეს, მოილაპარაკეს, რომ წასულიყვნენ და ისეთ ადგილას დაბინავებულიყვნენ, ტონბა-ვარჩხილიდან კაცის ძახილი რომ გაეგონათ; მათთვის სამარცხვინო იქნებოდა, ეს კაცი რომ დაღუპულიყო, რადგან იტყოდნენ, მთის ამბავი რომ არ იცოდა, ისეთი კაცი წაიყვანეს და უპატრონოდ მიატოვესო, რადგან წინ სავალი გზა ამ კაცმა არ იცოდა და რომ უკან დაბრუნებულიყო, ერთხელ გავლილი, გზა სადმე უღრანში დაებნეოდა და დაიკარგებოდა. დატოვეს ეს კაცი ტონბა-ვარჩხილთან და თვითონ მოშორებით დაბინავდნენ.
დამჯდარა ეს კაცი ტონბა-ვარჩხილის ნაპირზე და დადარაჯებულა, თუ რა მოხდებოდა. შუაღამე რომ გადავიდა, დაინახა, რომ მისგან კარგა მოშორებით, ნაპირზე ოქროს კრავი იჯდა. ფეხაკრეფით ამდგარა ეს კაცი და დაუწყია მიპარვით მისვლა. უნდოდა დაეჭირა და გაეკრიჭა. ძალიან ახლოს მისულა, მაგრამ დაფეთებისა და გაქცევის ნაცვლად კრავი მისკენ წამოსულა. წაუვლია რქაში ამ კაცს, მაგრამ ხელის წავლება და სულის გაფრთხობა ერთი ყოფილა.
მეორე დილას მოსულან მთაზე მიმავალნი. ამ კაცის გაცივებული გვამი უპოვიათ, წყლის ნაპირას გაშოტილი.

pampaleti
ასფალტზე მოარული
Posts: 5
Joined: 07 ივნ 2010, 11:01
21/29.08.10 ტობავარჩხილობა 2010

Post by pampaleti » 17 აგვ 2010, 16:09

ეეეეეჰჰჰ, მეგობრებოო, ეეეჰჰჰ.

ეს რო ადრე მცოდნოდა, არ წამოვიდოდი სვანეთში და ტობაზე წამოვიდოდი. სევდამ დამრია ხელი, და ფეხიც..

pampaleti
ასფალტზე მოარული
Posts: 5
Joined: 07 ივნ 2010, 11:01
21/29.08.10 ტობავარჩხილობა 2010

Post by pampaleti » 17 აგვ 2010, 16:22

ვეკიტხები უპატივცემულესს თამუსიას, ნეტა საიდან გაახსენდა ფამფალეთი? :D

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
21/29.08.10 ტობავარჩხილობა 2010

Post by stranger » 17 აგვ 2010, 20:55

Giorgi Bagrationi

ძალიან საინტერესო მითებია. :)

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
21/29.08.10 ტობავარჩხილობა 2010

Post by Giorgi Bagrationi » 18 აგვ 2010, 06:58

ეს თქმულებაც ტობავარჩხილს ეხება:

ტონბა-ვარჩხილი და ოქროს ვერძი
(ვარიანტი)

იყო ერთი მართლაც უბადო მწყემსი. გაგონილი ჰქონდა, რომ ოქროს კრავი ტონბა-ვარჩხილში ტანს იბანსო და იმ წყლის გარდა სხვას არ სვამსო. თქვა: "მოდი, გავრეკავ საქონელს იმ გზით; შეიძლება ოქროს კრავი ვნახო, ან ვერცხლის". გარეკა საქონელი ტონბა-ვარჩხილზე. დააბინავა იქ, ცოტა ხანმა რომ გაიარა, ნახა ოქროს ვერძი ცხვრებს შუა იდგა. მოინდომა დაჭერა, მაგრამ ვერ დაიჭირა. მაშინ მშვილდ-ისარი ესროლა - დავჭრი და ხელთ ვიგდებო. ვერძს ისარი ასცდა. მაშინ ვერძი გაუძღვა ცხვრებს და სუყველა - ერთიც რომ არ დარჩენილა ისე - ტონბა-ვარჩხილში ჩაცვივდა. ტონბა-ვარჩხილში, სადაც წყალი გადმოედინება, ცხვრის ბალნის გადმოღება დაიწყო, ისე რომ მთლად აივსო ბალნით. ამის შემდეგ, ამ წყალს ნაცხვარევი წყალი დაარქვეს. ამბობენ, რომ ტონბა-ვარჩხილში ჩაყოლილ ცხვრებს უბრალო ბალანი ოქროს ბალანზე შეეცვალა და წყალს რომ გამოაქვს, ის ძველი თმა არისო.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]