Page 1 of 9

10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Posted: 06 ივლ 2010, 14:57
by Naia
მოკლედ, გთავაზობთ 2 დღიან ლაშქრობას დაბაძველის პლატოზე.

მარშრუტი: დაქირავებული მინიბუსით ავალთ ბაკურიანში, შემდეგ გზას ფეხით გავაგრძელებთ და ჩავალთ თორში. ღამის გასათევად გავჩერდებით კახისის ტბაზე. მეორე დღეს ვნახავთ წეროს ტბას, ავიბარგებით, დაღმართ-დაღმართ დავეშვებით და ჩამოვალთ სოფ. ჭობისხევში (ბორჯომის რ-ნი). სადაც დაგვხვდება ჩვენს მიერ დაქირავებული მინიბუსი და წამოგვიყვანს თბილისში.

გასვლა: 10 ივლისს, დილის 7.00 სთ-ზე დიდუბეში სამთო ქიმიიდან

20 კაციანი მინიბუსის ღირებულებაა 200 ლარი. თანხა თანაბრად გადანაწილდება მონაწილეთა რაოდენობაზე.

მინდა გითხრათ, რომ მარშრუტის ზუსტი ხანგრძლივობა არ ვიცი. ჩემი გამოთვლით 20 კმ-მდე მოგვიწევს ფეხით სიარული (თუმცა, შეიძლება ვცდები და ცოტა უფრო მეტია მანძილი).

გასათვალისწინებელი რჩევები:

წამოიღეთ საკუთარი საჭმელ-სასმელი (წყალი არ ვიცი არის თუ არა მარშრუტზე)
არაერთჯერადი ჭურჭელი
კარავი და თბილი საძილე (ღამით ცივა და ზაფხულის საძილე არ გამოგადგებათ)
მზის დამცავი საშუალებები (აუცილებლად!)
საცურაო კოსტუმები (ტბა თბილი იქნება და ვიჭყუმპალავებთ)
და მძღოლისთვის მისაცემი თანხა :)

აბა სია შევადგინოთ. თუ შეიძლება მივაწეროთ კარვებისა და საძილეების რაოდენობა:

1. ნაია (საძილე + 2 კაციანი კარავი)
2.

10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Posted: 06 ივლ 2010, 15:01
by Naia
კახისის ტბაზე ჯერ კიდევ 2 წლის წინ წავედით კარაველები

აი, ამ გასვლის ბმულიც: http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1382

მას შემდეგ კიდევ 2 გასვლა იყო ამ მხარეში:

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2867

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2797

10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Posted: 06 ივლ 2010, 15:02
by Mta Mkvarebia
1. ნაია (საძილე + 2 კაციანი კარავი)
2. მთა მყვარებია (საძილე, კარავი არ მაქვს, ადგილი ნაიას კარავში)
3.

10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Posted: 06 ივლ 2010, 15:21
by teo-
1. ნაია (საძილე + 2 კაციანი კარავი)
2. მთა მყვარებია (საძილე, კარავი არ მაქვს, ადგილი ნაიას კარავში)
3.თეო-? (ამ ეტაპზე კითხვის ნიშნით ვიქნები)

იქნება ულამაზესი გასვლაა
სუფთა საზაფხულო თავისი დატვირთვითაც და დასვეებიტაც..
რა კარგად ვიბანავებთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთ

10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Posted: 06 ივლ 2010, 15:23
by Toma
1. ნაია (საძილე + 2 კაციანი კარავი)
2. მთა მყვარებია (საძილე, კარავი არ მაქვს, ადგილი ნაიას კარავში)
3.Toma (საძილე, კარავი არ მაქვს, )
4.თეო-? (ამ ეტაპზე კითხვის ნიშნით ვიქნები)

10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Posted: 06 ივლ 2010, 15:30
by Naia
Image

Image

10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Posted: 06 ივლ 2010, 15:37
by stranger
აუუუ რა კარგია .მოვდივარ :)

1. ნაია (საძილე + 2 კაციანი კარავი)
2. მთა მყვარებია (საძილე, კარავი არ მაქვს, ადგილი ნაიას კარავში)
3.Toma (საძილე, კარავი არ მაქვს, )
4.თეო-? (ამ ეტაპზე კითხვის ნიშნით ვიქნები)
5.stranger (საძილეც მაქვს და 2 ადგილიანი კარავიც)

10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Posted: 06 ივლ 2010, 15:45
by teo-
მე კარავია რ მაქვსსსსსსსსსსს

10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Posted: 06 ივლ 2010, 16:25
by Mta Mkvarebia
1. ნაია (საძილე + 2 კაციანი კარავი)
2. მთა მყვარებია (საძილე, კარავი არ მაქვს, ადგილი ნაიას კარავში)
3.Toma (საძილე, კარავი არ მაქვს, )
4.თეო-? (ამ ეტაპზე კითხვის ნიშნით ვიქნები)
5.stranger (საძილეც მაქვს და 2 ადგილიანი კარავიც)
6. ტ.დ. (აღჭურვილობა აქვს)
7.

კიდევ ერთი, პირველ დღეს დაახლოებით 14-18 კმ იქნება გასავლელი, მეორე დღეს - 14 კმ.
ეს მარშრურტი სპეციალურად იმისთვის შეარჩია ნაიამ, ჭობისხევი-დაბაძველის (კახისი) გზა 2-ჯერ რომ არ გავიაროთ(ასვლისას და ჩამოსვლისას), წრიული მარშრუტი გავაკეთოდ და უფრო საინტერესო ხედები ვნახოთ და მეორე პლიუსიც აქვს ამ მარშრუტს, ისეთი აღმართები არ გვექნება გასავლელი, როგორც ჭობისხევი-დაბაძველი-ჭობისხევი მარშრუტის გავლისას, რადგან ბაკურიანი უფრო მაღალზეა , ვიდრე ჭობისხევი.

10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Posted: 06 ივლ 2010, 16:33
by Hereti
1. ნაია (საძილე + 2 კაციანი კარავი)
2. მთა მყვარებია (საძილე, კარავი არ მაქვს, ადგილი ნაიას კარავში)
3.Toma (საძილე, კარავი არ მაქვს, )
4.თეო-? (ამ ეტაპზე კითხვის ნიშნით ვიქნები)
5.stranger (საძილეც მაქვს და 2 ადგილიანი კარავიც)
6. ტ.დ. (აღჭურვილობა აქვს)
7. hereti ? (ცელოფნით, კარავის მაგიერ) (რათქმაუნდა ყველა ტბაზე ბანაობის უფლ)

10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Posted: 06 ივლ 2010, 17:16
by Falcon
1. ნაია (საძილე + 2 კაციანი კარავი)
2. მთა მყვარებია (საძილე, კარავი არ მაქვს, ადგილი ნაიას კარავში)
3.Toma (საძილე, კარავი არ მაქვს, )
4.თეო-? (ამ ეტაპზე კითხვის ნიშნით ვიქნები)
5.stranger (საძილეც მაქვს და 2 ადგილიანი კარავიც)
6. ტ.დ. (აღჭურვილობა აქვს)
7. hereti ? (ცელოფნით, კარავის მაგიერ) (რათქმაუნდა ყველა ტბაზე ბანაობის უფლ)
8. Falcon (90% მოვდივარ, 2 კაციანი კარავით)

10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Posted: 06 ივლ 2010, 17:17
by teo-
ისე თქვენ რო დარჩით ზაფხულში
ღამე ციოდა?
ანუ საძილე ძალიან თხელი მაქვს საზაფხულო და.

10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Posted: 06 ივლ 2010, 17:22
by Mta Mkvarebia
teo-
ციოდაო, თეო. ასე თქვეს ნაიამაც და ტომამაც. თხელ საძილეში შეგვცივდაო. მეც დილემის წინ ვიყავი, მეზარებოდა თბილი საძილის თრევა, მაგრამ გაყინვას ჯობია მაგის წამოღება.
თუ 1 ადამიანით მეტი დაიძინებთ კარავში, ალბათ არ შეგცივდება. ასე იყო ჭაუხებში, 5 ადამიანს რომ გვეძინა 3 კაციან კარავში და დავიწვით, ისე დაგვცხა.

10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Posted: 06 ივლ 2010, 17:53
by Naia
teo- wrote:ისე თქვენ რო დარჩით ზაფხულში
ღამე ციოდა?
ანუ საძილე ძალიან თხელი მაქვს საზაფხულო და.
კი თეო, შეგვცივდა. აგვისტოს თვეში ვიყავით, დღისით ძალიან ცხელოდა, ღამით კი საზაფხულო საძილეებში გავიყინეთ. ასე, რომ გირჩევთ თბილი საძილეები წამოიღოთ

10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Posted: 06 ივლ 2010, 18:05
by keto
Mta Mkvarebia wrote:
კიდევ ერთი, პირველ დღეს დაახლოებით 14-18 კმ იქნება გასავლელი, მეორე დღეს - 14 კმ.
ეს მარშრურტი სპეციალურად იმისთვის შეარჩია ნაიამ, ჭობისხევი-დაბაძველის (კახისი) გზა 2-ჯერ რომ არ გავიაროთ(ასვლისას და ჩამოსვლისას), წრიული მარშრუტი გავაკეთოდ და უფრო საინტერესო ხედები ვნახოთ და მეორე პლიუსიც აქვს ამ მარშრუტს, ისეთი აღმართები არ გვექნება გასავლელი, როგორც ჭობისხევი-დაბაძველი-ჭობისხევი მარშრუტის გავლისას, რადგან ბაკურიანი უფრო მაღალზეა , ვიდრე ჭობისხევი.
ძალიან ჭკვიანურად არის მოფიქრებული :) ჭობისხევი-დაბაძველი კაი მწარე აღმართია :roll: დაღმართად არც ისე რთული, სოფლის შარაგზასავით :)