Page 1 of 2

ფოტოჩვენება დიღმის ბავშვთა სახლში 24.06.10

Posted: 23 ივნ 2010, 22:13
by ნინი_85
მაშ ასე, ვიკრიბებით ხვალ, 24 ივნისს, 6.30-ზე მაიაკოვსკის ძეგლთან და მივდივართ ბავშვებთან ფოტოჩვენების მოსაწყობად.

დასწრება თავისუფალია:)

ეს იქნება ნაყინობის, ლაშქრობის, 1 ივნისის და კონცერტის ფოტოები.
ვისაც სურვილი აქვს შეუძლაი ააწყოს სლაიდები, დაადოს მუსიკა და ასეთ მდგომარეობაში ვაჩვენოთ ბავშვებს, მოკლედ იდეებში სრული თავისუფელბაა :)

შეკრების კიდევ ერთი მიზეზია სასკვას იდეის ხორცშესხმა, ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასთან დაკავშირებით :

http://karavi.ge/viewtopic.php?t=3951&start=0


პ.ს. მე მომაქვს ჩემი სამსახურის მისიკვდილებული კომპიუტერი (იმედია არ შემარცხვენს) და პაატას პროექტორი (იმედია სახლს მივაგნებ წამოსაღებად).

ფოტოჩვენება დიღმის ბავშვთა სახლში 24.06.10

Posted: 23 ივნ 2010, 22:15
by meleksa
მოვდივარ უსიკვდილოდ :!: :!: :!:

ფოტოჩვენება დიღმის ბავშვთა სახლში 24.06.10

Posted: 23 ივნ 2010, 22:18
by basila
meleksa wrote:მოვდივარ უსიკვდილოდ :!: :!: :!:
+1

ფოტოჩვენება დიღმის ბავშვთა სახლში 24.06.10

Posted: 23 ივნ 2010, 22:59
by kiki
ნინი_85


გულით მინდოდაა ნიიი:( მაგრამ მაინცადამაინც:( ხუთშაბათს რატოომ?:(

ფოტოჩვენება დიღმის ბავშვთა სახლში 24.06.10

Posted: 23 ივნ 2010, 23:08
by ნინი_85
meleksa

basila

გაიხარეთ :)


kiki

ნიინ, ბავშვებს ფეხსაცმელები არ აქვთ, მარმენიო კი ხვალ მიდის ლილოში საყიდლად და ბარემ ხვალვე მივუტანდით, თან ფოტოებსაც ვაჩვენებდით და გამოფენის დეტალებზე მოვილაპარაკებდით. არაუშავს თუ ვერ ახერხებ, კიდევ ხშირად წავალთ და სხვადასხვა აქციებსაც მოვაწყობთ ერთად :)

ფოტოჩვენება დიღმის ბავშვთა სახლში 24.06.10

Posted: 23 ივნ 2010, 23:27
by Ledi
მარტო სურათების ჩვენება იქნება?
კიდევ რამეს ხომ არ გაგმავთ? ფიქრებით უკვე თქვენთან ვარ
:D :D :D

ფოტოჩვენება დიღმის ბავშვთა სახლში 24.06.10

Posted: 24 ივნ 2010, 01:35
by MIRANDA
უი, შემთხვევით ვნახე ეს თემა ახლა.. ხვალ, სამსახურში, თითქმის მთელი დღე არ მომიწევდა კომპიუტერთან ყოფნა და როდის ვნახავდი ვინ იცის :D .. არადა 1 ივნისის და კონცერტის ფოტოები მე მაქვს, მაგრამ გადასარჩევია და ხვალ საგიჟეთი მაქვს სამსახურში.. შეძლებისდაგვარად გადავარჩევ, მაგრამ მართლა ვერ დავდებ პირობას, რომ ისე გავაკეთებ როგორც ჩაფიქრებული მქონდა :roll:

კარგია, რომ კიდევ უფრო მეტად აღარ გადავდეთ.. დიდი ხნის წინ გამიჩნდა ეს იდეა... თუმცა, ბექასაც (betqila-ს) უნდოდა ფოტოჩვენებას დასწრებოდა და ამიტომაც ვფიქრობდი მისი ჩამოსვლის შემდეგ (კვირას ჩამოდის) მოგვეწყო ჩვენება.. თან ფოტოებზე დასადები მუსიკების შერჩევა მას არ დავავალეთ?! მაგრამ რადგან დაიგეგმა უკვე, რა გაეწყობა?!

მოკლედ.. თუ გადარჩევა მოვახერხე, ხომ კარგი, თუ არადა იმედია იმის დროს გამოვნახავ, რომ ყველა ფოტო ერთ დისკზე ჩავწერო... და რაც მთავარია იმედი მაქვს, მაგ დროისთვის მოსვლას მოვახერხებ :roll:

ფოტოჩვენება დიღმის ბავშვთა სახლში 24.06.10

Posted: 24 ივნ 2010, 11:04
by ნინი_85
Ledi

წამო და ერთად დავგეგმოთ თურამეა ;)


MIRANDA

ნამდვილად კარგი იქნებოდა ბექა აქ ყოფილიყო, მარა რადგან არ ვიცით მერე რამდენად მოხერხდება, თანაც ამდენი ხნით გადაიდო ჩვენება და ბავშვებიც გაყავთ უკვე ქალაქიდან და შეიძლება აღარც დაგვხვდნენ, გადავწყვიტეთ დღეს გაგვეკეთებნა ყველაფერი ერთად, რომ შემდეგში უკვე სხვა გეგმების განხორციელებაზე ვხარჯოთ დრო და ენერგია :)
ეს დალოცვილი იდეები ხომ ისედაც გვაწუხებს ყველას, ხოდა აქ მთავარი ამ იდეების ხორცშესხმაა, ამაში კი ყველა ერთად ვღებულობთ მონაწილეობას, ამიტომაც გამოგვდის ასე კარგად :)

ფოტოჩვენება დიღმის ბავშვთა სახლში 24.06.10

Posted: 24 ივნ 2010, 11:41
by tamuna_gudarexi
ნინი_85
სამსახურის გადამკიდე ვერ შემოგიერთდებით :roll:
დიდი სიყვარულით მოკითხვებს გაბარებთ ბავშვებთან!
ლამაზ საღამოს გისურვებთ!
მომენატრნენ...

ფოტოჩვენება დიღმის ბავშვთა სახლში 24.06.10

Posted: 24 ივნ 2010, 11:59
by likakoo
ე. ი. დროა ჩემ შეგროვილ ტანსაცმელებს თავი მოვუყარო და მაიაკოვსკის ძეგლთან მოვიდე:))

ფოტოჩვენება დიღმის ბავშვთა სახლში 24.06.10

Posted: 24 ივნ 2010, 11:59
by ln_ln
კიდე კაი შემოვიჭყიტე აქეთ :)
ეს რა კარგი რაგაც დაგიგეგმავთ
თქვენთან ერთად ვარ =)

ფოტოჩვენება დიღმის ბავშვთა სახლში 24.06.10

Posted: 24 ივნ 2010, 12:37
by ნინი_85
tamuna_gudarexi

მადლობა თამო :**

likakoo

ნამდვილად დროა :))

ln_ln

მაშ გნახავთ დღეს :)

ფოტოჩვენება დიღმის ბავშვთა სახლში 24.06.10

Posted: 24 ივნ 2010, 15:04
by ნინი_85
პროექტორი უკვე ჩემთანაა სამსახურში და კომპთან ერთად მზადაა ემსახუროს ქვეყანას :D

ფოტოჩვენება დიღმის ბავშვთა სახლში 24.06.10

Posted: 24 ივნ 2010, 17:19
by ნინი_85
ხალხ, აბა გნახავთ მაშ ერთ საათში ;)

მე უკვე დავიძააარ...

ფოტოჩვენება დიღმის ბავშვთა სახლში 24.06.10

Posted: 24 ივნ 2010, 17:42
by Hereti
ნინი_85
სამწუხაროდ მორიგე ვარ დღეს :( :( :(