ჯუთადან ჭაუხებამდე, 1დღიანი ლაშქრობა, 27.06.2010
Posted: 22 ივნ 2010, 08:45
რა ხანია, თოვლიანი ჭაუხების ნახვას ვეპირები, მაგრამ რიგ მიზეზთა გამო, არ გამოვიდა.
სამაგიეროდ, გამოვა თიბათვის 27ში, 2010 წელს, ცხადია.
გუშინ ნაია მეუბნებოდა, ნატალიამ პირქიგნაკზე ჭაუხების ახლად გადაღებული ფოტოები დადო
და იქაურობა ულამაზესიაო.
ამ პირწიგნაკის ვერაფერი ვიცი. თუ შეიძლება, ეს ფოტოები აქაც დადეთ რა.
ახლა კი საქმეზე:
გავალთ კვირას, დილაადრინ, რომ ჭაუხებში ლაშქრობა შუა დღის მზეზე არ დავიწყოთ. აუცილებლად დილის 7 სთზე უნდა შევიკრიბოთ.
გავითვალისწინოთ, რომ ჭაუხები ის ადგილია, სადაც მოულოდნელად ჩნდება წვიმა-სეტყვა.
ამიტომ, გვქონდეს კგ საწვიმარი და გამოსაცვლელი სამოსი.
2-3 ადგილას ვიწრო სიფართის მდინარეა გადასაკვეთი.
ამიტომ, შესაფერისი ფეხსამოსი გეცვათ.
კიდევ რა, თქვენ წამოხვალთ ენითაუწერელი შთაბეჭდილებებით.
შეხვედრის დრო და ადგილი:
06.58 სთ
27 თიბათვე, კვირა, 2010
სქიმია
გასვლის საფასური:
16 კაციანი მინიბუსის ფასია 170 ლარი.
თანხა თანაბრად გადანაწილდება.
გასავლელი მანძილი:
ტრანსპორტით - 312-314 კმ
ფეხით - 11 კმ
ლაშქრობა ზღვის დონიდან:
2100-3500ის ფარგლებში
ამინდი:
მზედარი, ცვალებადი მოღრუბლულობა.
შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა
აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა-პირობები:
მზსიგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, საწვიმარი, წყალგაუმტარი და სალაშქროდ მოსახერხებელი ფეხსამოსი,
გამოსაცვლელი სამოსი. საკუთარი საგზალი, არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი. ცხადია, შეხვედრის
ადგილზე დაუგვიანებლად მოსვლა.
სასარგებლო ბმული ჯუთა-ჭაუხების გასვლაზე:
http://www.karavi.caucasus.net/viewtopi ... 87&start=0