Page 6 of 15

6/15.08 სვანეთობა 2010

Posted: 29 ივნ 2010, 17:02
by MIRANDA
შვებულების ამბავს როგორც კი გავარკვევ, მაშინვე ჩავეწერები წამომსვლელებში :D (იმედია გვიანი არ იქნება)

ახლა კი, betqila-ს +-ს ჩავწერ :D

წამომსვლელები:

1. ლამა
2. არჩილი
3. ჯონი
4. MeLeksa
5. ნატალია.
6. იაკო
7. იაკო +
8. იაკო +
9. ალექსანდრე თაბაგარი (ლამას +)
10. betqila
12. იაკო +
13. beka
14. ფამფალეთი
15. nata-tbilisi (საძილე ტომარა+ ნატალიას კარავში+)
16. ელე
17. არჩილის პლიუსი ნატო
18. ნინო მიხელიძე (ჩემი სტუდენტი)
19. ნინო მიხელიძის მეუღლე (ოფროუდის ფორუმის "მემბერი")
20. betqila-ს + (საბა)
21.

მსურველები:

1.ნატალია +
2. ალექსანდრე თაბაგარის +
3. ალექსანდრე თაბაგარის +
4. MIRANDA
5. Jak Sirak
6. მარიშკა
7. ლილინო
8. ლილინო +
9.ლევანიკო
10.

6/15.08 სვანეთობა 2010

Posted: 29 ივნ 2010, 19:40
by nikushanikusha
ARCHILI wrote:
nikushanikusha wrote: დეტალებს როდის დააკონკრეტებ? :)
აბა, რა დეტალები გაინტერესებს ძმობილო?

:)
ისეთი დეტალები როგორიცაა მაგალითად ფასი, ან იქ სულ კარვებში ვათევთ ღამეს თუ სასტუმროში, კიიდევ, ჩავეწერო თუ არა პოტენციურ წამომსვლელთა სიაში ძალიან ძალიან მინდა...

6/15.08 სვანეთობა 2010

Posted: 29 ივნ 2010, 19:50
by ARCHILI
nikushanikusha

ჩემო ძმობილო, ვიქნებით ხოლმე კარვებში, სასტუმრო რა მოსატანია ჩვენთან ;)

ჰო, ფასი დაახლოებით 200-210 ლარი დაჯდება და პლიუს უშგული ანუ ჯამში დაახლოებით 230 ლარი გამოდის ადამიანზე...

ამ ფასში შევა მგზავრობა, საბაზისო საკვები, მუზეუმები, სხვა საჭიროებები და ა.შ. და მცირე-მცირე სიურპრიზები.

6/15.08 სვანეთობა 2010

Posted: 29 ივნ 2010, 20:13
by nata-tbilisi
ფასი ნორმალურია, მაგრამ საკვები შეიდის ამ თანხაში თუ ჩვენც მოგვაქვს 10 დღის სამყოფი?

6/15.08 სვანეთობა 2010

Posted: 29 ივნ 2010, 20:31
by Wanderer
ARCHILI
ვიქნებით ხოლმე კარვებში, სასტუმრო რა მოსატანია ჩვენთან
თუ უნდა დარჩეს სასტუმროში. რას ერჩი? :) ჩვენ რომ ვიყავით სასტუმროში რა ცუდად ვნახეთ სვანეთი თუ? :D

თუმცა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყოველდღე სასტუმროში ვერ იქნება და კარავშიც მოუწევს რამოდენიმე ღამის გათენება. ;)

6/15.08 სვანეთობა 2010

Posted: 29 ივნ 2010, 20:47
by ARCHILI
nata-tbilisi wrote:ფასი ნორმალურია, მაგრამ საკვები შეიდის ამ თანხაში თუ ჩვენც მოგვაქვს 10 დღის სამყოფი?
ARCHILI wrote:

ამ ფასში შევა მგზავრობა, საბაზისო საკვები, მუზეუმები, სხვა საჭიროებები და ა.შ. და მცირე-მცირე სიურპრიზები.

6/15.08 სვანეთობა 2010

Posted: 29 ივნ 2010, 20:49
by ninininuca
საბაზისო საკვები რას ნიშნავს?ანუ თუ დააკლდა ვინმეს იქნება მარაგი?

6/15.08 სვანეთობა 2010

Posted: 29 ივნ 2010, 20:56
by ARCHILI
ninininuca wrote:საბაზისო საკვები რას ნიშნავს?ანუ თუ დააკლდა ვინმეს იქნება მარაგი?
საბაზისო საკვები ნიშნავს აუცილებელ საკვებს, რაც ყოველდღიურად იქნება განკუთვნილი თითოეული ჩვენგანისათვის, მაგრამ... მაგალითად თუ ლუდი მოგვინდა ან სხვა მისთ. ეს უკვე საკუთარი ჯიბიდან მოხდება.

:)

6/15.08 სვანეთობა 2010

Posted: 29 ივნ 2010, 21:03
by nata-tbilisi
ძალიან კარგი, საბაზისო საკვები გავიგე რაც არის:)

6/15.08 სვანეთობა 2010

Posted: 29 ივნ 2010, 21:05
by ARCHILI
სვანურ-მეგრული ტური

სვანური ტური

I დღე 06.08.10 პარასკევი


1. 21:50 თბილისი-ზუგდიდის მატარებლით გამგზავრება ზუგდიდში
2. 06:20 ჩასვლა ზუგდიდში.

II დღე 07.08.10 შაბათი

1. ზუგდიდში ჩასვლის შემდგომ დაგვხვდება სამარშრუტო ტაქსი, რომელიც გაგვასეირნებს დილის ზუგდიდში და წაგვიყვანს ეცერის მიმართულებით.
2. მგზავრობა ზუგდიდი-ეცერის მიმართულებით, გზაში კუბდარის დაგემოვნება, მჟავე წყლების დალევა.
3. ენგურჰესის მონახულება და მდინარე ენგურის ლამაზი ადგილების პეიზაჟებით დატკბობა.
4. ეცერში ჩასვლა. ეცერის დათვალიერება. ტაძრის (ლამა სახელი გამახსენე) მოლოცვა, დადეშქელიანების კოშკების დათვალიერება, შესაძლებელია ქურაშში ასვლა, ქურაშის ტაძრის მოლოცვა და ქურაშის ოთხთავის ნახვა.
5. შემდეგ გავემართებით ბახის უღელტეხილისაკენ, ასვლა მეზურის მთაზე და დაბანაკება.
6. აღნიშვნა მეზურის მთაზე.


III დღე 08.08.09 კვირა

1. მეზურის ჯგრაგის მოლოცვა მამაკაცების მიერ.
2. მეზურის წმინდა ტბების მონახულება.
3. გამგზავრება ულამაზესი ბილიკებით ბეჩოსკენ, შესაძლებელია, გზაზე სოკოების დაკრეფა.
4. ბეჩოში ჩასვლა, დაბანაკება.
5. ბეჩოს მჟავე წყლების დაგემოვნება.
6. ბეჩოს ტაძრის მოლოცვა.
7. აღნიშვნა ბეჩოში.

IV დღე 09.08.09 ორშაბათი

1. მივემართებით ბეჩოდან მაზერში.
2. ავდივართ მაზერში და ვბანაკდებით.
3. მივემართებით შდგრასკენ.
4. შდგრას ჩანჩქერი.
5. დაბრუნება.
6. აღნიშვნა მაზერში.

V დღე 10.08.09 სამშაბათი

1. მაზერიდან გამოვემართებით ბეჩოს თემისაკენ, კერძოდ, სოფელ ლატალისკენ.
2. სოფელ ლატალიში ჩასვლა.
3. ლატალიში დაბანაკება.
4. ლატალიში არსებული უძველესი ტაძრების მოლოცვა.
5. სვანურ კოშკების ნახვა.
6. აღნიშვნა ლატალიში.


VI დღე 11.08.09 ოთხშაბათი

1. ლატალიდან ლენჯერში გადასვლა, ხოლო შემდეგ მესტიაში.
2. ლენჯერში კოშკების დათვალიერება და ტაძრების მოლოცვა.
3. ჩასვლა მესტიაში.
4. მესტიის სახელმწიფო მუზეუმის მონახულება.
5. ხერგიანის მუზეუმის დათვალიერება.
6. ბეთქილების მჟავე წყლის დაგემოვნება და დასვენება.
7. მესტიაში დაბანაკება.
8. აღნიშვნა მესტიაში.


VII დღე 12.08.09 ხუთშაბათი

მესტია – იფარი – უშგული - მესტია და არამარტო 

VIII დღე 13.08.09 პარასკევი

ქორულდის ტბებზე ასვლა 2700 მეტრზე.

+ მეგრული ტური

IX დღე 14.08.09 შაბათი


1. მესტიიდან ზუგდიდისაკენ გამომგზავრება.
2. ზუგდიდში შესვენება და დადიანების სასახლის მონახულება.
3. ზუგდიდიდან ცაიშში გადასვლა.
4. ცაიშის ღვთისმშობლის ტაძრის მოლოცვა.
5. ცაიშის გოგირდის წყლები და სამკურნალო ტალახი.
6. მდინარე ჯუმზე ბანაობა.
7. ცაიშიდან ხობისკენ გამომგზავრება და ხამისქურის დათვალიერება.
8. ხეთაში სამიქიოს ტაძრის მოლოცვა.
9. თუ მოესწრება, პაპანწყვირეს ტბაზე ასვლა.
10. ხობის მონასტრის მოლოცვა.
11. ღამით ხობში ჩასვლა და ხობიდან ზუგდიდი-თბილისის მატარებლით თბილისში გამომგზავრება.

X დღე 15.08.09 კვირა

თბილისში 06:50 ჩამოსვლა. დასვენება და მომავალი სამუშაო კვირისათვის მზადება.


ფასი დაახლოებით 200-210 ლარი დაჯდება და პლიუს უშგული ანუ ჯამში დაახლოებით 230 ლარი გამოდის ადამიანზე...

ამ ფასში შევა მგზავრობა, საბაზისო საკვები, მუზეუმები, სხვა საჭიროებები და ა.შ. და მცირე-მცირე სიურპრიზები.

საბოლოო პასუხის ვადაა 19 ივლისი

20-ში უკვე ბილეთები უნდა შევიძინოთ და მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატაროთ.

წამომსვლელები:

1. ლამა
2. არჩილი
3. ჯონი
4. MeLeksa
5. ნატალია.
6. იაკო
7. იაკო +
8. იაკო +
9. ალექსანდრე თაბაგარი (ლამას +)
10. betqila
12. იაკო +
13. beka
14. ფამფალეთი
15. nata-tbilisi (საძილე ტომარა+ ნატალიას კარავში+)
16. ელე
17. არჩილის პლიუსი ნატო
18. ნინო მიხელიძე (ჩემი სტუდენტი)
19. ნინო მიხელიძის მეუღლე (ოფროუდის ფორუმის "მემბერი")
20. betqila-ს + (საბა)
21.

მსურველები:

1.ნატალია +
2. ალექსანდრე თაბაგარის +
3. ალექსანდრე თაბაგარის +
4. MIRANDA
5. Jak Sirak
6. მარიშკა
7. ლილინო
8. ლილინო +
9.ლევანიკო
10.

6/15.08 სვანეთობა 2010

Posted: 29 ივნ 2010, 23:32
by Lola
ხალხო წამომსვლელებში რო ჩავეწერო და მერე თანხის გამო ვერ წამოვიდე არ გამოდის კარგი!

მიახლოებით მაინც დაწერეთ რა დაჯდება, იმიტომ რომ ძალიან მინდა წამოსვლა აქაც და ტობაზეც..

6/15.08 სვანეთობა 2010

Posted: 30 ივნ 2010, 01:03
by meleksa
გადაგდებას არ ვართ ხო? :lol: :lol: :lol:

აბა მალე მოვიდეს 6 აგვისტო თორე გავიგუდე უკვე :P :P

6/15.08 სვანეთობა 2010

Posted: 30 ივნ 2010, 07:28
by natalia
Lola ფასი ზემოთ წერია :)

6/15.08 სვანეთობა 2010

Posted: 30 ივნ 2010, 16:40
by betqila
ვახ უკვე საათებს ვითვლი ისე ვარ აგვისტოს მოლოდინში :D

6/15.08 სვანეთობა 2010

Posted: 30 ივნ 2010, 17:23
by ARCHILI