15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by kotetbeli » 07 ივნ 2010, 04:18

თუში მეგობრების წამოწყება, ჩემი - ბან(ერ)ი... :wink:

ივლისის I ნახევარში 4 დღით:
ცხენტური,
ჯიპტური და
თუშური კერძები...


Image



I დღე:
• თბილისი_ალვანი (მიკროავტობუსით);
• ალვანი_ომალო (ჯიპებით).
• ომალოს სასტუმროში ვახშამი და თუშური კერძების დაგემოვნება.
• ზემო ომალოში კესელოების კოშკებზე ასვლა და ომალოს ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება.
• დაბინავება კარვებში.


II დღე:
• საუზმე სასტუმროში.
• მცირე ინსტრუქტაჟი მხედრობაში, ცხენებზე ამხედრება და შენაქოს, შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესიის, დიკლოსა და ძველი დიკლოს მონახულება.
• პიკნიკი ბუნებაში.
• დაბრუნება ომალოში და სასტუმროში ვახშამი.
• დაბინავება კარვებში.


III დღე:
• საუზმე სასტუმროში.
• ჯიპებით დართლოს, კვავლოს, ფარსმას და გირევის მონახულება.
• პიკნიკი ბუნებაში.
• ომალოში დაბრუნება.
• სასტუმროში ეკონადიმი, თუშური კერძებითა და პროდუქტებით გამასპინძლება. მსურველებს საშუალება ექნებათ, თავადაც მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი კერძების მომზადებაში.
• დაბინავება კარვებში.


IV დღე:
• საუზმე სასტუმროში.
• თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის მონახულება.
ვინც 4 დღით წამოვა, მათ გამოვაცილებთ ჯიპებით ალვანამდე ან თელავამდე, საიდანაც უარეს შემთხვევაში მიკროავტობუსით, უკეთეს შემთხვევაში - ტაქსს გამოვაყოლებთ თბილისამდე (ამის ფასიც გათვალისწინებულია), ხოლო ვინც 5 დღით ვიქნებით, ისინი გავაგრძელებთ მოგზაურობას:
• ჯიპებით გომეწრის ხეობაში შესვლა და დოჭუს მონახულება.
• პიკნიკი ბუნებაში.
• დაბრუნება ომალოში და სასტუმროში ვახშამი.
• დაბინავება კარვებში.


V დღე:
• საუზმე სასტუმროში.
• ჯიპებით გამომგზავრება ალვანში ან თელავში;
• თუ ყოჩაღად მოვიქეცით და დრო დავზოგეთ, ალავერდშიც შევივლით და მოვინახულებთ.
• ალვანიდან (ან თელავიდან) მიკროავტობუსით (ან ტაქსებით) თბილისში დაბრუნება.


ფასი
ვინც 15-18 ივლისი წამოვა - 290 ლარი.
ვინც 15-19 ივლისი წამოვა - 345 ლარი.




1. kotetbeli
2.3. kotetbeli-ს პლიუსები
Last edited by kotetbeli on 30 ივნ 2010, 16:24, edited 5 times in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by natalia » 07 ივნ 2010, 08:17

ყველაფერი შედის ამ ფასში? კვება. სასტუმრო, ცხენები, ჯიპები?

nica-nica
ბოდიალა
Posts: 294
Joined: 06 მარ 2009, 00:52
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by nica-nica » 07 ივნ 2010, 08:25

და ეს გასვლა აგვისტოში რომ დაიგეგმოს არაა? :roll:

rifi
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 25 ივნ 2009, 12:16
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by rifi » 07 ივნ 2010, 10:13

ისე მართლა აგვისტო ჯობია, ოღონდ პირველი ნახევარი :) მეორე ნახევარში უკვე სიცივეებია მანდ.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by guruli » 07 ივნ 2010, 10:25

ომალოში რომელი სასტუმროა, ვერ ვიცითაღ? :roll: ვაიდა, ბაშინურიძიანთა? :roll:
ვახ, აქამდე ერთხელ როგორ ვერ მოვხდი თჲშეთში რა!!! :cry: რიო დე ჟანეირომდე ჩავედი და თუშეთში ვერ ავედი, ესაა ცხოვრება! :cry:

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by kotetbeli » 07 ივნ 2010, 12:58

natalia

რაც ჩამოთვლილია ყველაფერი შედისო.

nica-nica
გზა დაახლოებით 2 კვირაში იხსნება (ცერის უღელტეხილის გადაღმა ახლა წმენდენ თოვლსო) და ივლისში რატომაც არა :wink:

rifi
აგვისტოს მე-2 ნახევარში კი არა, სექტემბერშიც გადასარევია თუშეთი :wink:

guruli
სოსო ბაბულაიძის სასტუმროშიო :wink:
რიო დე ჟანეირომდე რამდენჯერ უნდა ჩახვიდე კაცო, სულ გეუბნები, რიომდე არჩასული მარჯვნივაა გასახვევი და მანდაა თუშეთი :wink: :wink: :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by keto » 07 ივნ 2010, 13:01

ვახ, გამისკდება კიდეც გული წელსაც რომ გამემაზოს თუშეთი, არადა ეგეთი პირი უჩანს :x
Keep Smiling...

nica-nica
ბოდიალა
Posts: 294
Joined: 06 მარ 2009, 00:52
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by nica-nica » 07 ივნ 2010, 13:13

nica-nica
გზა დაახლოებით 2 კვირაში იხსნება (ცერის უღელტეხილის გადაღმა ახლა წმენდენ თოვლსო) და ივლისში რატომაც არა

ეგ იმიტო ვიკითხე, რომ მინდა წამოსვლა, მაგრამ ივლისში ვერ ვახერხებ. :(


User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by kotetbeli » 07 ივნ 2010, 13:55

keto
ადრე რომ დამიმესიჯე და მოგწერე - ცხენს მივაჭენებ, თბილისი სულ არ მენატრებათქო, გახსოვს? :wink: იმის მერე, რით ვერ დაინტრიგდი და იგივე რით ვერ განახორციელე? :wink:


nica-nica
მესმის, მეც ჩემი გრაფიკის მიხედვით დავყაბულდი ივლისის I ნახევარზე და კარავზეც ეგ დრო დავწერე, აგვისტოშიც თუ გააკეთეს, მე ვეღარ წამოვალ, მაგრამ წასვლა, რა თქმა უნდა, ყველას შეეძლება :oops: :wink:

nusa
:D
მეც მეთუშება :wink:
როგორც ერთი ძველი კარველი, ეჰ დათო იტყოდა, - ადგილი, რომელიც მეძახის... :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by kotetbeli » 07 ივნ 2010, 14:00

ტობა ტრეველიც (www.toba.ge) ბანს გვაძლევს და გვიერთდება! 8) :wink:


ცერის უღელტეხილისკენ...
Image

კესელოები
Image


ეთნოგრაფიული მუზეუმი კესელოებზე
Image

შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესია
Image

ჩემი პირველი ცხენტური თუშეთში (ცხენზე თუშური ჯდომა ახალი ნასწავლი მაქვს ამ დროს) :wink:
Image

თუშები კი აი, ასე ჯიროთობენ :wink:
Image

Image
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by lama » 07 ივნ 2010, 14:36

kotetbeli
ულამაზესი ტური გამოვა

დარწმუნებული ვარ :)

გაიხარე

დაგენაცვლე
:)

გული მეთუშება

წელს, თუშეთში აუცილებლად უნდა მოვხვდე :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by keto » 07 ივნ 2010, 15:16

kotetbeli
როგორ არ მახსოოოვს :D :D
და როგორ არ დავინტრიგდი, რას ამბობ. შარშან ისე ვგეგმავდი სექტემბერში წასვლას, ისე ვემზადებოდი, მაგრამ ჩამოიქცა ცა და აღარ დაგაიღო წვიმამ რა :(

წელს სხვა მიზეზები მაქვს ვერწასვლისა. თუმცა, ჯერ კიდევ ვნახოთ რა იქნება.
Keep Smiling...

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by Monadire » 07 ივნ 2010, 15:27

ვაჰ.. რა მადიასაღმძვრელია .
4 დღეში იმედია პარასკევი, შაბათ-კვირა, ორშაბათი იგულისხმება
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by kotetbeli » 07 ივნ 2010, 15:32

keto
გობეს დავარეკინებ ამინდის თაობაზე :wink:

Monadire
შაბათ-კვირა უნდა დაემთხვეს კი, მეც მასე მაწყობს
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]