15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by guruli » 09 ივნ 2010, 01:18

ატენგენობა როდისაა, ზუსტად არ ვიცი - კაი ხანია, ჩემ თუშებ არ დავხმიანებივარ, მაგრამ მანდ სხვადასხვა დროსაა - იწყება ჭანჭახოვანიდან ანუ ჩაღმის თემიდან, მერმედ - გომეწარ და სუ ბოლოისაკ - პირიქით. აი, ათენგენობა რომ მთავრდება, მერეა გომეწარში ის განთქმული დოღი - ხითანობა, დისქავერზეც რომ აჩვენეს ერთხელ. ეგაა გომეწრელების საერთო დღეობა, სადაც მთელი თემი იკრიბება. მაგის მეორე თუ მესამე დღესაა ლაშარობა პირიქითში, ჩიღოს თავზე მდებარე ლაშარის სალოცავში. ის დიდი დღეობაა - მთელს თუშეთში განთქმული, სადაც მთელ პირიქითის თემ იკრიბება. ეგაა ერთადერთი დღეობაა, სადაც ქალები და კაცები ჯერ ისევ ცალ-ცალკე სხდებიან, სუფრებს კი საგანგებოდ გამოყოფილი და ცომეულის ამოსარევი ჩოგანივით რაღაც იარაღებით აღჭურვილი მაქალათები დარაჯობენ, ვინმემ სიმთვრალეში ეს წესი რომ არ დაარღვიოს და ქალებთან არ გადააბოტოს. დაარღვევს და მაქალათი ეგრევე მოსცხებს უკანალზე იმ ჩოგანს. :D
ძალიან საინტერესო დრეობააო, როგორც ამბობენ, მაგრამ არ ვარ ნამყოფი. მეეჭვება, მაგ გეგმის თანახმად თქვენც მოასწროთ რომელიმე დღეობაზე დასწრება.
Last edited by guruli on 09 ივნ 2010, 01:26, edited 1 time in total.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by kotetbeli » 09 ივნ 2010, 01:20

meore monadire
გაუმაარჯოს!
დაპირების გადაკეთებული ასრულება არ იქნება,
თან მეც მინდა მეორედ დავწერო მეორე შთაბეჭდილებები :wink:

გზასთან დაკავშირებით გავარკვიე: კარგი ტემპით წმენდენ და თუ ავდრები არ იქნა, 8-9 დღეში გავწმენდთო, თუ არა და ცოტა მეტი - 14 დღე დასჭირდება.

meore monadire
Kakha
ათენგენობა და ხითანობა დაახლოებით ივლისის 11-12-ში უწევს(ანუ აღდგომიდან მე-100 დღესთან ახლოს მყოფ კვირას), მაგრამ ვაპირებ ან მანამდე წავიდეთ, ან მაგის მერე. უფრო მანამდე, ვთქვათ, 7,8,9,10 და აი, რატომ: 10 რიცხვიდან ჯიპებს აღარ ეცლებათ და დღეობებში ხალხის აყვანა-ჩაყვანაში ან სხვა სოფლებში გადაყვანასა და სამზადისში იქნებიან ჩართულები. არც ცხენებს ეცლებათ - ყველა თავის სალოცავში მიდის, ზოგიც სტუმრად გადავა სხვა სოფლებში (ათენგენობა ომალოშიც იქნება და სხვა სოფლებშიც), ამის გამო ცხენტური და, შესაძლოა, ჯიპტურიც აღარ გამოგვივა.
განსაკუთრებით ცხენტური მენანება მაგისთვის, იმიტომ, რომ მე პირადად ეგ მიხარია ყველაზე მეტად :wink:

რაც შეეხება ზუსტ თარიღს, ამინდებზეც ვარ დამოკიდებული: ჯიპების ტური კიდევ აიტანს ნალექიან დღეს, მაგრამ ცხენებს ნამდვილად არ მოუხდება (მართალია, ჩემთვის ეგეც რომანტიკაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 99% მასე არ ფიქრობს), ამიტომ ბოლომდე რომ ვისიამოვნოთ, ამინდის გამო შეიძლება რამდენიმე დღე გადაიწიოს.
თუ ვთქვათ 10-მდე დაემთხვა კარგი ამინდები, 1,2,3,4 ივლისი წავიდეთ, თუ მერე გამოიდარა - 7,8,9,10 ივლისი, ანუ 1-დან 10 ივლისამდე დავუმიზნოთ სასურველ ამინდებს.

ARCHILI
აი, ხრეშიანი და უხრეშო ყავა თუ იქნება ეგ აღარ ვიცი, მაგრამა
რაც შეეხება თუშურ ნადიმს, როგორც დღეს გადავამოწმე, ხინკალი, ყაურმა, კოტორი (თხელკედლიანი კარტოფილიანები), ხაშლამა და მწვადები იქნებაო :wink:
(მე კოტორი და გორდილა მირჩევნია მაგათ :wink: )

Toma
მაგრად გამიხარდა შენ და ნუსა რომ მოდიხართ! :wink:

teo-
ძალიან კარგი :wink:

pataputina
zuradiver
დრო და ჟამზე დავწერე უკვე და აი, როგორც ვთქვი, ამინდები უნდა დავზვერო კარგად და გობესაც დავარეკინო მზესთან :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by kotetbeli » 09 ივნ 2010, 01:30

guruli
გეთანხმები, თუშეთოლოგიის, გომეწრისტიკის, ჩაღმოლოგიისა და პირიქითისტიკის უძლიერესო სპეციალისტო, :wink: :D გესმის საქმე! მართლა მასეა, ან მარტო მაგ დღეობისთვის უნდა ჩავიდეთ და ან კიდევ ეს ტური გავაკეთოთ, თორემ ერთმანეთს ვერ შევაჯერებთ :wink:

ძველად მაგ ჩოგნების მაგივრად ხის ხმლები ჰქონიათ და იმით ტყეპავდნენ თურმე, ვინც ქალების სუფრის ზღვარს გადაკვეთდა :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by guruli » 09 ივნ 2010, 01:31

kotetbeli
კოტორი (თხელკედლიანი კარტოფილიანები),
რატომ მარტო კარტოფილიანი? :D ხალხი არ დააფრთხო მაგით და არ ათქმევინო, კარტოფილის საჭმელად არ წავალ იქო. :D ყველსაც ურევენ მაგაში და ხაჭოს თუ რომელიღაცას კიდევ. იქაურებმა ცხვრის მაგარი მწვადი იციან და ჩამონათვალში თუშური სამზარეულოს მტავარი ღირსება დაგავიწყდა - ყველი! ეს ხომ სუპერია, ვინც გუდას ჭამს.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by kotetbeli » 09 ივნ 2010, 01:40

guruli
ჰოო, მე ეგ უფრო მიყვარს და იმათი ჩამოთვლა დამავიწყდა :D

აი ჩვენი საყვარელი კოტორებიც:

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=25 ... &start=360
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by guruli » 09 ივნ 2010, 01:44

kotetbeli
ძველად მაგ ჩოგნების მაგივრად ხის ხმლები ჰქონიათ
ახლაც ხმალია, მაგრამ თავი ცოტა დაბრტყელებული რადგან აქვს - კარგად რომ ამოსცხოს საჯდომზე, დამნასავეს დიდხანს რომ დაამახსოვრდეს და კიდევ არ წაუცდეს ფეხი, :D იმიტომ შევადარე ღომის ამოსაზელ ჩოგანს. გაგებითაც უფრო იოლად გაიგებდნენ, რაზე იყო ლაპარაკი.
guruli
გეთანხმები, თუშეთოლოგიის, გომეწრისტიკის, ჩაღმოლოგიისა და პირიქითისტიკის უძლიერესო სპეციალისტო,
კაი ახლა - ნამეტანია! ამდენი ტიტული პრაფესორებს არ აქვენ. გავწითლდი. :oops: :oops:

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by Naia » 09 ივნ 2010, 09:43

ეჰ, ივლისის 1-10-ში არ მცალია, არადა რა იმედი მქონდა თუშეთს მოვინახულებ-თქო. თუმცა, მაინც დაველოდები მოვლენებს, რა იცი რა ხდება :)

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by UTUFURS » 09 ივნ 2010, 12:48

kotetbeli

ვაა, ძალიან მაგარია! :)

მაგრამ ამა ბე ივლისის დასაწყისში 4 დღე მოვიცლი? აი ეგ არის საკითხავი!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by guruli » 09 ივნ 2010, 22:14

Naia
არადა რა იმედი მქონდა თუშეთს მოვინახულებ-თქო.
მე სექტემბრის ბოლოს ვაპირებ წასვლას... :wink:

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by kotetbeli » 10 ივნ 2010, 01:37

Naia
ეგ არაფერი, მთელი ზაფხული წინაა, ცხენებით თუ არა, ისე მაინც დაათვალიერებ თუშეთს, მთავარია, რამდენიმე დღე თუშეთისთვის გადადო მთელი ზაფხულის განმავლობაში ან, როგორც გურული ამბობს, სექტემბერში მაინც :wink:


UTUFURS
თუ მოიცალე, წამოდი, დიდი დროით კომპთან ჯდომას ცხენზე ვარჯიში შველის, ხო იცი? :wink:

სიაში მე-5 ტყუილად იყო ცარიელი და ჩავასწორე:

1.kotetbeli
2.kotetbeli+
3.nusa
4.Toma
5.ნა_კა (ოღონდ რიცხვი დაწერე რა ზუსტი)
6. კოტეტბელი +
7.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by kotetbeli » 10 ივნ 2010, 18:48

თარიღი გადაწყდა:
იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 11 ივლისს მთავრდება, უახლოესი შაბათ-კვირიანი 4 დრე ავარჩიოთ -


15,16,17,18 ივლისი.

ჯიპებსაც კარგად ეცლებათ და ტკარცალა ცხენებსაც... :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by kotetbeli » 10 ივნ 2010, 19:30

ჰეჰეე, კიდევ ერთი ცხენტურის თემას მივაგენი და ამოვატივტივე :wink:

რაიოდ მეტა მომნატრებიხარ ჩემ ტკბილ თუშეთო :wink:

თუშეთს გაუმარჯოს! 100 კმ ცხენებით!..
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by ARCHILI » 10 ივნ 2010, 19:45

kotetbeli

თემის სათაურში შეიტანე თარიღი...

:)

აუ, მაგარია რა...

ჩემი ახლობლები დაინტერესდნენ - თან თუშეთისათვის საკმაოდ იაფიაო..

ალბათ მოგაკითხავენ...
Image

User avatar
GUGUA
ბოდიალა
Posts: 178
Joined: 15 მარ 2010, 20:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by GUGUA » 10 ივნ 2010, 20:43

თუ სამახური გამომიშვებს დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით :D

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by გვალდა » 10 ივნ 2010, 21:45

15,16,17,18 ივლისი
გამაკანკალა :idea: :idea: :idea:

ჯერჯერობით თარიღები მაწყობს და მინდა :!:
სვანეთოლოგი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]