შიომღვიმე, 30 მაისი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
შიომღვიმე, 30 მაისი

Post by MIRANDA » 29 მაი 2010, 21:18

Hereti wrote:აბაშიძეზე ვარ, მოველაპარაკები დავურეკავ დღეს, ხოდა ვინც უეჭველი მიდიხარ ვინმემ ნომერი მომწერეთ რა პმ ში რომ დაგეკონტაქტოთ ხვალე
877 442230 - მირანდა
ნამდვილად მოვდივარ :) :) :)

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
შიომღვიმე, 30 მაისი

Post by ika-bebo » 29 მაი 2010, 21:24

მეც მოვდივაააააარ
9:30 მაიკოვსკთან ვიქნებიიიი
დილით უცებ არჩევნებზეც შევირბენ გზად......
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
შიომღვიმე, 30 მაისი

Post by nikushanikusha » 29 მაი 2010, 21:58

ნინიი ჩეემო პლიუსიკო აუ რა კარგი გასვლაა.. სამწუხაროდ გვიან ვნახე რაღაც.. თან გამოცდები და ეხ... იმედია კიდევ იქნება რაღაც ამის მაგვარი და კარგი :)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
შიომღვიმე, 30 მაისი

Post by Archil » 29 მაი 2010, 22:32

ეჰ, აივანი მაქვს დასამთავრებელი ხვალ... დედაჩემს ყვავილები ვერ გამოაქვს გარეთ და მაგი რომ არ გავაკეთო, მშიერს დამტოვებს

ასე რომ ვერ მოვდივარ...

გზა როგორ უნდა..

შიომღვიმის მონასტერს ხომ ნახავთ.

მერე ბრუნდებით ისევ ქვემოთ, აღმოსავლეთისკენ მიდის ბილიკი (ორიენტაციისთვის - მონასტრის უკან რომ მთა, ის მხარე ჩრდილოეთია). ამ ბილიკს აყვებით ზემოთ. ერთ ადგილას გზა ორად იყოფა - მარჯვნივ წახვალ, კიდევ ერთ ეკლესიას ნახავ, მარცხნივ წახვალ და სხალტბაზე გახვალ...

მარცხნისკენ მიმავალი ბილიკი ჩრდილოეთისკენ მიდის. ზუსტად როგორ მიდის, არც კარგად მახსოვს და აღწერითაც ცოტა არ იყოს რთულია. ორიენტირად როგორც გვალვამ თქვა ჯვარი გექნებათ. ამ ჯვარს გვერდით გაუვლით და გააგრძელებთ გზას. სერპანტინებად დაკიდულ ბილიკებზე მოგიწევთ სიარული. ბილიკი რაღაც მომენტში აღმოსავლეთისკენ უხვევს. ანუ ქედზე გადასასვლელი ქედის ჭრილი მონასტრიდან აღმოსავლეთით მდებარეობს. ამ ქედს რომ გადახვალთ, მერე მარცხნივ - დასავლეთისკენ უნდა გაყვეთ გზას. ერთ ადგილას გზა ორად იყოფა - უნდა აირჩიოთ მარცხენა მხარე და |შიომღვიმის გადასახედს მიადგებით.

სხალტბა გაცილებით ადვილი მისაგნებია. გაუყვებით იმაევ გზას, რომელმაც გადასახედზე მიგიყვანათ აღმოსავლეთისკენ და გზად დაინახავთ სხალტბის ეკლესიას.

ისე, ბავშვებისთვის ბევრი სასიარულო გამოვა, თორემ სხალტბის ნახვას დასავლეთით გზის გაგრძელებას და ქსნის ციხის ნახვას გირჩევდით. ერთი წმინდა გიორგის ეკლესიაც შეგხვდებოდათ გზად.

სხალტბიდან გზას რომ გააგრძელებთ, სოფელს შეხვდებით და იქ დაკვალიანდებით უფრო ზუსტად როგორ გახვიდეთ გზატკეცილამდე.

რუქის დადება მინდოდა, მარა ბილიკი არ ჩანს გუუგლში და...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
შიომღვიმე, 30 მაისი

Post by ika-bebo » 29 მაი 2010, 22:37

Archil wrote:შიომღვიმის მონასტერს ხომ ნახავთ.

მერე ბრუნდებით ისევ ქვემოთ, აღმოსავლეთისკენ მიდის ბილიკი (ორიენტაციისთვის - მონასტრის უკან რომ მთა, ის მხარე ჩრდილოეთია). ამ ბილიკს აყვებით ზემოთ. ერთ ადგილას გზა ორად იყოფა - მარჯვნივ წახვალ, კიდევ ერთ ეკლესიას ნახავ, მარცხნივ წახვალ და სხალტბაზე გახვალ...

მარცხნისკენ მიმავალი ბილიკი ჩრდილოეთისკენ მიდის. ზუსტად როგორ მიდის, არც კარგად მახსოვს და აღწერითაც ცოტა არ იყოს რთულია. ორიენტირად როგორც გვალვამ თქვა ჯვარი გექნებათ. ამ ჯვარს გვერდით გაუვლით და გააგრძელებთ გზას. სერპანტინებად დაკიდულ ბილიკებზე მოგიწევთ სიარული. ბილიკი რაღაც მომენტში აღმოსავლეთისკენ უხვევს. ანუ ქედზე გადასასვლელი ქედის ჭრილი მონასტრიდან აღმოსავლეთით მდებარეობს. ამ ქედს რომ გადახვალთ, მერე მარცხნივ - დასავლეთისკენ უნდა გაყვეთ გზას. ერთ ადგილას გზა ორად იყოფა - უნდა აირჩიოთ მარცხენა მხარე და |შიომღვიმის გადასახედს მიადგებით.

სხალტბა გაცილებით ადვილი მისაგნებია. გაუყვებით იმაევ გზას, რომელმაც გადასახედზე მიგიყვანათ აღმოსავლეთისკენ და გზად დაინახავთ სხალტბის ეკლესიას.

ისე, ბავშვებისთვის ბევრი სასიარულო გამოვა, თორემ სხალტბის ნახვას დასავლეთით გზის გაგრძელებას და ქსნის ციხის ნახვას გირჩევდით. ერთი წმინდა გიორგის ეკლესიაც შეგხვდებოდათ გზად.

სხალტბიდან გზას რომ გააგრძელებთ, სოფელს შეხვდებით და იქ დაკვალიანდებით უფრო ზუსტად როგორ გახვიდეთ გზატკეცილამდე.
ამას ამოვბეჭდავ ახლა და ხვალე წამოვიღებ.
გზაში შეიძლება გამოგვადგეს... ;)
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
შიომღვიმე, 30 მაისი

Post by ნინი_85 » 29 მაი 2010, 23:14

nikushanikusha

გაგვიხარდებოდა რომ წამოსულიყავი, მაგრამ გული არ დაგწყდეს შემდეგშიც მოეწყობა მსგავსი გასვლები და იმედია არაერთი ;)

Archil

მადლობა არჩილ, ნამდვილად დეტალური ინფორმაციაა :)

ika-bebo

კარგს იზამ თუ ამობეჭდავ, ნამდვილად გამოგვადგება :)


მაშ ასე, ვიკრიბებით ხვალ დილით 9.30-ზე მაიაკოვსკის ძეგლთან

პ.ს. დამატებითი საკვებისთვის ავაგროვებთ სავარაუდოდ 5-5 ლარს და იქვე შევიძენთ კიტრს, პამიდორს და პურს.
მეაც გავთუშდ მეაც!

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
შიომღვიმე, 30 მაისი

Post by ika-bebo » 29 მაი 2010, 23:40

ნინი_85
ამოვბეჭდე უკვე 3 ეგზემპლარი, ყოველი შემთხვევისთვის :lol:
აბა წავედი ახლა და ხვალამდე ;)
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

limpompo
ბოდიალა
Posts: 298
Joined: 18 მაი 2008, 19:27
Location: tbilisi
შიომღვიმე, 30 მაისი

Post by limpompo » 30 მაი 2010, 00:46

ნინი_85
ხო რავიცი მაინც ვეღარ მოვდივარ დილით სამსახურში უნდა ვიყო ციტა ხანს
დღეს წავიყვანე ბავშვი მცხეთაში გული რომ არ დაწყვეტოდა
აბა თქვენ იცით კარგ საქმეს აკეთებთ და კარგ დღეს გისურვებთ
პ.ს. თან მინდოდა მიზეზი მქონოდა აღარ წავიდოდი არჩევნებზე მაგრამ არ გამოვიდა

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
შიომღვიმე, 30 მაისი

Post by qvevri » 30 მაი 2010, 19:58

მე ვიყავი სხალტბაში ასული ასე სამი საათისათვის და ვერავინ ვნახე. გული დამწყდა, თუმცა სპეციალურად არ ავსულვად, არამედ ეს ჩემი საყვარელი ადგილია და ხშირადა ვარ ამ ადგილებში, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც სირებმა ზედ შუა მინდორზე სახლები (ბოდრელები) ააშენეს....

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
შიომღვიმე, 30 მაისი

Post by chuna » 30 მაი 2010, 21:04

qvevri wrote: ეს ჩემი საყვარელი ადგილია და ხშირადა ვარ ამ ადგილებში, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც სირებმა ზედ შუა მინდორზე სახლები (ბოდრელები) ააშენეს....
ეს რა ბოდლერის პროექტს ნიშნავს? თუ საროსკიპოს? :lol: :lol: :lol: :lol:

და ამიტომაა შენი საყვარელი ადგილი?! :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
შიომღვიმე, 30 მაისი

Post by chuna » 30 მაი 2010, 21:04

გიო! ძალიან ვიხალისე და ბევრი ვიცინე!!!!! შენ გაიხარე!


ჩამოვიდნენ ნეტა!!!!! აუუუუუუ, აუუუუუუუუ სადა ხართ?

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
შიომღვიმე, 30 მაისი

Post by ika-bebo » 30 მაი 2010, 22:03

ჩამოვედიიიიიიიიით
უმაგრესი იყოოოოოოოოო
რეპორტაჟი მალეეეეე
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
შიომღვიმე, 30 მაისი

Post by Hereti » 30 მაი 2010, 23:02

ვინც არ იყავით ვერ წარმოიდგენთ რა წააგეთ, 50 ბავშვის უბედნიერესი სახეები და მოსიყვარულე თვალები, ისეთი შტაბეჭდილებების ქვეშ ვარ, რომ წერა მიჭირს

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
შიომღვიმე, 30 მაისი

Post by meleksa » 30 მაი 2010, 23:12

ძალიან მაგარი იყო ამდენი ბავშვის ბედნიერი თვალების ნახვა...
უბედნიერესი ვარ დღევანდელი დღით...
მადლობა ყველააააასსს....

უსაყვარლესი ბავშვები იყვნენ :):):)
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
შიომღვიმე, 30 მაისი

Post by ნინი_85 » 31 მაი 2010, 00:13

qvevri

გიორგი, სხალტბაში ნამდვილად ვერ გვნახავდი, რადგან ჩვენი გეგმები გზაში შეიცვალა და შიომღვიმიდან არმაზში წავედით :)


მაში ასე, თემას გახსნილად ვაცხადებ, შთაბეჭდილებები აქ მოგვახსენეთ :

http://karavi.ge/viewtopic.php?p=302950 ... f38#302950
მეაც გავთუშდ მეაც!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]