28/29/30.05 ფესვტური სამეგრელოში:სუჯუნა–აბაშა-ნოქალაქევი-მახარია

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
28/29/30.05 ფესვტური სამეგრელოში:სუჯუნა–აბაშა-ნოქალაქევი-მახარ

Post by ARCHILI » 16 მაი 2010, 17:10

ყურადღება!!!

ყურადღება!!!


ფესვტურის, თევზტურისა და მეგრული ტურის შემდგენელისაგან

2010 წლის პირველი კარავული ლაშქრობა - ჩემი ფესვტური სამეგრელოში:

სუჯუნა – სუჯუნის წმინდა გიორგი – XIX საუკუნის სინაგოგა - აბაშა – კონსტანტინე გამსახურდიას სახლმუზეუმი და ამასთან: სენაკი – ნოქალაქევი – მახარია

ტური კი დაიწყება დასახელებულის საპირისპიროდ:

პარასკევი საღამო 28.05.10

პარასკევს საღამოს გავემგზავრებით ღამის მატარებლით სენაკში, სადაც ჩავალთ დილის 5 საათისათვის.

ამ დროს, იმედია, იქ ვიპოვნით სამარშრუტო ტაქსს (მარშრუტკას), რომელიც მიგვიყვანს მახარიამდე (ამავე მარშრუტკას უნდა მოველაპარაკოთ, რომ მეორე დღეს მოგვაკითხოს მახარიაში და შემდეგ წაგვიყვანოს: აბაშა-სუჯუნა-აბაშა. მეორე დღეს სენაკი-ნოქალაქევი 12 კმ დაახლოებით, მეორე დღეს კი გვატარებს 12 კმ სენაკამდე + 20 კმ აბაშამდე + 4 კმ სუჯუნამდე + 4 კმ უკან აბაშამდე... = 40 კმ).

შაბათი დღე 29.05.10

შაბათს გავატარებთ მახარიაში, რომელიც ერთ-ერთი შესანიშნავი მოგონებების ავტორია მეგრული ტურის ძველი მონაწილეებისათვის.
შაბათის გეგმაა:

1. ნოქალაქევის დათვალიერება

2. გოგირდის ცხელ წყლებზე ვიზიტი

3. ნოქალაქევის მუზეუმი.

4. მახარიაში თევზაობა მდინარე ტეხურაზე.

5. აღნიშვნა.

6. ღამისთევა მახარიაში.

კვირა 30.05.10

კვირას დილით გავემგზავრებით სენაკში და შემდეგ აბაშა – სუჯუნა.
კვირის გეგმაა:

1. აბაშა – კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მონახულება.

2. გამგზავრება სუჯუნაში და ჩემი ფესვების გაცნობა.

3. სუჯუნის წმინდა გიორგის ტაძრის მოლოცვა.

4. სუჯუნის სინაგოგის დათვალიერება.

5. ჩემი წინაპრების საფლავების მონახულება.

6. ჩემი გვარის (საგამზარდიოს) უბნის მონახულება და იმ ადგილების ნახვა, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ.

7. საღამოსკენ სადმე ლამაზ ადგილას აღნიშვნა.

8. ღამით აბაშაში დაბრუნება და ღამის მატარებლით გამოგზავრება თბილისში.

თბილისში ჩამოვალთ 31 მაისს გამთენიისას, 7 საათისათვის, ასე, რომ სამსახურებშიც მოვასწრებთ წასვლას.

:)
Last edited by ARCHILI on 22 მაი 2010, 23:28, edited 5 times in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
28/29/30.05 ფესვტური სამეგრელოში:სუჯუნა–აბაშა-ნოქალაქევი-მახარ

Post by ARCHILI » 16 მაი 2010, 17:23

ცოტა რამ მეგრული ფესვტურის შესახებ:
მახარია და ტეხურა:


Image
Image
Image
Image

ნოქალაქევის ცხელი წყლები

Image
Image

სუჯუნა

Image
Image
Image
Image

ექვთიმე თაყაიშვილის ფოტოარქივიდან სუჯუნაში დაცული სიწმინდეები

Image
Image
Image
Image
Image
Image

ჩვენი გამოცდილება ამ ტურებში შეგიძლიათ იხილოთ:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3059&start=0
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3498&start=0

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
28/29/30.05 ფესვტური სამეგრელოში:სუჯუნა–აბაშა-ნოქალაქევი-მახარ

Post by ARCHILI » 16 მაი 2010, 17:27

ცოტა რამ ჩემი ფესვების – სოფელ სუჯუნის შესახებ:

სოფელი სუჯუნა მდებარეობს ოდიშის დაბლობზე ქ. აბაშის ცენტრიდან დაშორებულია 7კმ–ით. იგი მეტად საინტერესო ისტორიული წარსულის სოფელია. ეს სოფელი ოდესღაც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი უნდა ყოფილიყო ,,ფაზის კოტაის,, სამდინარო და სახმელეთო გზაზე. გვიან ალბათ ჭილაიების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოფელიც იყო.

გვიან შუა საუკუნეებში, ჭყონდიდელთა საზამთრო რეზიდენციაც კი გამხდარა. სუჯუნა ადგილობრივთა რწმენით წყალდამდგარს ნიშნავს: სუ–ცყალი, ჯუნა–დამდგარი.

ისტორიულ ძეგლთაგან სუჯუნაში შემორჩენილია:

მე–19 საუკუნეში აგებული სინაგოგა.

1915წ აგებული სასახლე, რომელიც ეკუთვნოდა ცნობილ კომერსანტს და მეცენატს სოფ. სუჯუნის მკვიდრს აკაკი ხოშტარიას.

უდიდეს სიწმინდეს და სიძველეს წარმოადგენს სუჯუნის ცენტრში მდგარი მე–18 საუკუნის მიწურულს და მე–19 საუკუნის დასაწყისში აგებული სამთავიანი, გუმბათოვანი წმ. გიორგის ტაძარი.

იგი გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურით, სუფთად და თანაბრად გადანაწილებული ქვათა წყობით, ორიგინალური ჩუქურთმებით, მისი მსგავსი მე–18, მე–19 საუკუნის ძეგლებში იშვიათად მოიძებნება.

„სუჯუნის წმ. გიორგი“ ძველ სამეგრელოში ძლიერ ხატად ითვლებოდა. სუჯუნა ოთხი კილომეტრით არის დაშორებული სადგურ აბაშიდან. სუჯუნა ჭყონდიდელების საზამთრო სადგური იყო და მას მარტვილის შემდეგ პირველი ადგილი ეჭირა. სუჯუნის ეკლესია მდიდარი იყო, ჰყავდა მრავალი ყმა და შემოსავალიც დიდი ჰქონდა. სუჯუნის ეკლესიაში დაცული ყოფილა ძვირფასი ხატ-ჯვრები.

აქ ესვენა „სასწაულმოქმედი“ სუჯუნის წმ. გიორგის ხატი, რომლის ხატობა იმართებოდა 23 აპრილს. ამ დღეს იქ დიდძალი მლოცველი მოდიოდა. ვისაც შეპირებული ჰქონდა, ისინი ღამეს ათევდნენ, საკლავს ხოცავდნენ, მუხლის მოყრით ეკლესიას გარშემო უვლიდნენ და სხვა. სუჯუნის წმ. გიორგი ითვლებოდა სულით ავადმყოფების მკურნალად. ისინი ხატობა დღეს იქ მიჰყავდათ და ალოცებდნენ. სუჯუნაში იცოდნენ ხატზე გადაცემაც. მაწყევარი დადგებოდა სუჯუნის წმ. გიორგის ხატის წინ, სანთლებს აანთებდა და შესთხოვდა მას გამოეჩინა ძალა და გაენადგურებინა მტერი და მავნებელი.

ძველად სუჯუნა იყო სასულიერო პირთა აღმზრდელი. სუჯუნის მრევლთაგანნი იყვნენ ამჟამინდელი მოძღვრები, რომლებიც დღეს სხვადასხვა მხარეს მოგღვაწეობენ, სუჯუნის წმიდა გიორგის ეკლესიაში საკმაოდ მოიპოვებოდა ქართული ხელობის ხატები, წარწერებით , რომელნიც ლიტერატურეში ცნობილნი არ არიან. 1989 წლიდან სუჯუნაში მღვდელი აკურთხეს შეიძინეს საღვთისმსახურო ნივთები , წიგნები, ხატები, ჯვრები, შანდლები, მოაწყეს საკურთხეველი, აკურთხეს ტრაპეზი, პირველი პარაკლისი 20 წლის წინ გიორგობა დღეს 6 მაისს ჩაატარეს.

სუჯუნაში დაბრძანებულია, ,,ტიხვინის ღვთისმშობელი,, სავარაუდოდ მე–18–19 საუკუნის ჭედური ხელობა.

მრევლი დღემდე მორიგეობს. მოქმედია დედათა მონასტერი.

სუჯუნის ეკლესიის აღორძინებიდან ოცი წლისთავს, მეუფის ლოცვა–კურთხევით დააბრძანებენ ვერცხლისაგან დამზადებულ ზუსტ ასლს, სუჯუნის წმ. გიორგის მთავარი ხატისას.

ამავე დროს სუჯუნის ეკლესიაში მობრძანებულია წმ. გიორგის ნაწილები.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
28/29/30.05 ფესვტური სამეგრელოში:სუჯუნა–აბაშა-ნოქალაქევი-მახარ

Post by ARCHILI » 16 მაი 2010, 17:34

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი (26 ივნისი)– ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი

Image

ისტორია

1383 წელს ლადოგის ტბაში, ნოვგოროდის მხარეში, მეთევზეები იჭერდნენ თევზს.უცებ ზეგარდმო ნათელი მოეფინა ირგვლივ ყველაფერს. მეთევზეებმა აიხედეს ზევით და იხილეს სასწაული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატიმზესავით ანათებდა და მოდიოდა წყალზე ისე, თითქოს ვიღაცის უხილავ ხელს მოჰქონდა. მეთევზეებმა დაუწყეს ყურება, თუ საით მიდიოდა ხატი, მაგრამ ღმერთმა არ ინება მათთვის ეჩვენებინა და ხატი თვალს მიეფარა. გარკვეული დროის შემდეგ იგივე ხატი გამოჩნდა ჰაერში და ისევ ანათებდა.

ტიხვინიდან 100 მილის მოშორებით შეიკრიბა ურიცხვი მაცხოვრებელი და უყურებდნენ ღვთისმშობლის ხატს, რომელსაც ყრმა მაცხოვარი ეჭირა მარცხენა ხელში. მაშინ ღვთისმშობელმა ინება მიწაზე ჩამობრძანება. მალე ამ ადგილას ააშენეს ტაძარი და ხატი ამ ტაძარში დააბრძანეს. ხატი მრავალს სასწაულებს აღასრულებდა. ცოტა ხანში ხატი გაუჩინარდა და გარკვეული დროსი შემდეგ ტიხვინიდან 20 მილის მანძილზე მთის წვერზე გამოჩნდა იგივე სახით.

მოძღვრებმა ჯვრებით და ხატებით მოაწყეთ მისკენ მსვლელობა. მათ მრავალარიცხოვანი ხალხი შეუერთდაფსალმუნების გალობით.ლოცვით და ცრემლებით შეევედრნენ ღვთისმშობელს, გაეხადა ისინი ღირსნი მიეღოთ ეს სიწმინდე. ხატმა შეიწირა მათი ლოცვა და მოძღვრებს გადაეცა.

ხალხმა გადაწყვიტა, მთაზე მისთვის აეშენებინათ ტაძარი, მოჭრეს ხეები და დაიწყეს მიწის თხრა და როცა მოსაღამოვდა, დაიშალნენ. ხატი მომავალი ტაძრის საძირკვეთან დაბრძანებული დატოვეს. დილით ხატი კვლავ გაუჩინარდა. ხალხმა დაიწყო გოდება და გულმხულვარე ლოცვა, უფალს გამოეცხადებინა ხატის ადგილსამყოფელი. ცოტა ხანში იხილეს ნათება, გაყვნენ სხივს და მივიდნენ მდინარე ტიხვინის მახლობლად უდაბნოში. ხატი სწორედ აქ იმყოფელობა. იგი ჰაერში იყო, არავითარი სადგომი არ ჰქონდა. უდაბნოშიჭაობიანი იყო. გადაწყვიტეს აქ დაემუშავებინათ მიწა და აეგოთ ტაძარი.
ამ ამბის საუწყებლად ნოვგოროდში მთავარეპისკოპოსთან გაგზავნეს კაცი. მან მოსკოვის თავადს შეატყობინა ტიხვინში მომხდარი ეს სასიხარულო ფაქტი და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აშენების შესახებ მისცა ლოცვა–კურთხევა, ტაძარი სწრაფად ააშენეს. ტაძარი უნდა ეკურთხებინათ მიძინებისათვის.

მართმადიდებელთა მოსაწვევად ამ ღირსესანიშნავ დღეზე გაგზავნეს ღვთისმოშიში მნათე გიორგი გაგზავნეს.უკან მობრუნებულმა გზაში იგრძნო კეთილსურნელება და შეჩერდა. მას გამოეცხადა თვით ღვთისმშობელი, ნაძვის კუნძზე იჯდა და მარჯვენა ხელში ეჭირავერცხლის კვერთხი. მის წინ იდგა ვიღაც წმინდანი, რომელიც ასევე ანათებდა. მნათემ იგი წმინდა ნიკოლოზს მიამსგავსა.

გიორგი ამ ხილვის დანახვაზე უზომოდ დაეცა.

ღვთისმშობელი შეეხო მას და უთხრა:"ადექი ნუ გეშინია. წადი ტაძარში და უთხარი: ნუ გააკეთებენლითონის ჯვარს მასზე, არამედ გაკეთონ ხის ჯვარი". გიორგიმ მიუგო:არ დამიჯერებენო. ღვთისმშობელი შეპირდა, რომ მისცემდა ნიშანს, თუ არ დაუჯერებდნენ.

გიორგიმ მოუყვა ხალხს მომხდარი ამბავი, მაგრამ მათ არ დაუჯერეს და გადაწყვიტეს, გამოეჭედათ რკინის ჯვარი. ერთ–ერთმა მშენებელმა აიტანა ჯვარი გუმათზე და ცდილობდა დაემაგრებინა, მაგრამ ამოვარდა ქარიშხალი და გადმოაგდო იგი მიწაზე ჯვარიანად სრულიად უვნებელი. მაშინ კი ირწმუნეს გიორგის სიტყვები და მყისვე შეასრულეს ღვთისმშობლის ბრძანება.

ტაძრის კურთხევის შემდეგ მოძღვრები გაემართნენ იმ ადგილას, სადაც გიორგიმ იხილა ღვთისმშობელი და წმინდა ნიკოლოზი. ამ ადგილას ააშენეს სამრეკლო წმინდა ნიკოლოზის სახელზე. ხოლო კუნძისაგან, რომელზედაც იჯდა დედა ღვთისა, გააკეთეს ხის ჯვარი და დადგეს სამრეკლოში.

ღვთისშობლის ტაძარი და წმინდა გიორგის სამრეკლო 2–ჯერ დაიწვა, მაგრამ ორივეჯერვე ხატიც და ხის ჯვარიც უვნებელი გადარჩა. მესამე მშნებლობის დროს თვად ვასილის ბრძანებით იგი დაანგრიეს და აშენეს ხის ტაძარი. ამავე დროს უდაბნოში აშენდა ხის ტაძარი, სადაც სამრეკლო იდგა და გააშენეს წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხის ტაძართან ქვისაგან გააშენეს მამათა მონასტერი ქვის გალავანითურთ.

ხატის სასწაულები

ერთ–ერთი ბერი აბრაამი, სერგიევის მონასტრიდან, მძიმედ დაავადდა.მივიდა აღსარებაზე მოძღვარ მარტირისთან. მან იცოდა ტიხვინის ღვთისმშობლის სასწაულები და ურჩია სულიერ შვილს, წასულიყო და ელოცა ხატის წინ. აბრაამი მივიდა ხატთან, თაყვანი სცა და მყისვე განიკურნა. ამ სასწაულით განცვიფრებულმა მონასტრის წინამძღვარმა დატოვა იგი ტაძარში, მისცა გასაღები და დაავალა ღვთისმშობლის ხატის მოვლა. ამასობაში მოხუცი მარტირი ძალიან განიცდიდა რომ თვითონაც არ მივიდა ხატთან და ერთ დღესაც იხილა, ხატი მოუწოდებდა მასაც თავისთან.

მარტირი წავიდა, თაყვანი სცა სასწაულმოქმედ ხატს და თვითონაც დარჩა იმავე მონასტერში. მაგრამ ცოტა ხანში ღვთის ნებით იგი მოშორებით უდაბნოში გადავიდა. გადაწერა ხატის ასლი, თან წაიღო და დროს ატარებდა უწყვეტ მარხვასა და ლოცვაში. მან ისეთ სიწმინდეს მიაღწია, რომ ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ასლით მრავალ სასწაულს აღასრულებდა. კაზანისმეფის შვილი კი მკვდრეთით აღადგინა ამ ხატმა. მადლიერმა მეფე სიმონმა მოხუც მარტირს უდაბნოში აუშენა სავანე დატიხვინის ხატის სახელობის ღვთისმშობლის ტაძარი. ეს მონასტერი ცნობილია ზელენეცკის სახელწოდებით.

ტიხვინის ხატი ბრმებს სინათლეს უბრუნებდა, უძლურნი იკურნებოდნენ, უსაზღვრო იყო ღვთისმშობლის მადლის ძალა.

ტიხვინის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერს ხშირად თავს ესხმოდნენ შვედები. მაგრამ დედა ღვთისა ყოველთვის იცავდა მათ. აშინებდა მტრებს საშინელი ხილვებით და აიძულებდა, უკან დაბრუნებულიყვნენ. თადასხმების შეწყვეტის შემდეგ სავანეში მშვიდობა დამყარდა.

მაგრამ ტიხვინის მონასტრის ბერებმა დაიწყეს უღირსი ცხოვრება. ღვთისმშობელმა დიდხარნს ითმინა მათი უსაქციელობა. ბოლოს გადაწყვიტა დაესაჯა ისინი. ტიხვინში ცხოვრობდა ერთი მორწმუნე ნიკიტა. ღვთისმშობელი გამოეცხადა მას და უთხრა: "წადი იღუმენთან და ძმებთან და უთხარი, შეინარჩუნონ თავშეკავება, ნუ ლოთობენ. ასევე აუკრძალონ ქალებს მონასტრის კედლებში შესვლა და ევედრონ ღმერთს თავიანთი ცოდვების მიტევებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სავანე ცეცხლით დაისჯება".

ნიკიტამ ყველაფერი გადასცა იღუმენს, მაგრამ მათ არ დაუჯერეს. ცოტა ხანში ერთი ბერის კელიაში ცეცხლი გაჩნდა, რომელიც მთელს სავანეს მოედო და გადაწვა. მაშინ ბერებმა ირწმუნეს ნათქვამი, შეინანეს და დაიწყეს მკაცრი ცხოვრება, რათა გამოესყიდათ თავიანთი დანაშაული. მალე სავანე, მორწმუნეთა მონდომებით აღსდგა, გაფართოვდა და გაძლიერდა.

წყაროები მოგვითხრობენ, რომ ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი მობრძანდა კონსტანტინოპოლიდან, მისი თურქების მიერ დაპყრობიდან 70 წლის შემდეგ. როდესაც ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი იდიდა ტიხვინში, ღვთისმორწმუნე ვაჭრები კონსტანტინეპოლში იმყოფებოდნენ უწმინდეს პატრიარქთან. საუბრის დროს პატრიარქმა მოიგონაკონსტანტინეპოლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც დიდი ხნის წინათ უკვალოდ გაქრა.

მაშინ ვაჭრებმა მოუთხრეს ტიხვინში სასწაულებრივად მოსული ხატის და მისი სასწაულების შესახებ. პარტიარქმა მათი სიტყვებიდან დაასკვნა, რომ ეს ნამდვილად კონსტანტინეპოლის ხატი იყო.



ტიხვინის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

ხსენების დღე - 26 (9.07) ივნისი (ძვ.სტ.)

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემის მიხედვით თვით ლუკა მოციქულმა დაწერა და სახარებასა და მოციქულთა საქმეებთან ერთად ანტიოქიის ახლადმოქცეულ მმართველს - თეოფილეს გამოუგზავნა. მისი სიკვდილის შემდეგ ხატი რომში გადააბრძანეს, ხოლო V საუკუნეში ბერძენი მეფის თეოდოსი უმცროსის მეუღლემ ევდოკიამ - კონსტანტინეპოლში, სადაც მის სახელზე ააგეს ტაძარი, რომელსაც ვლაქერნისა ეწოდა. აქ ის 539 წელი იმყოფებოდა. როცა ხატმებრძოლობა გამძვინვარდა, ხატი პანტოკრატორის სავანეში გადამალეს. ხოლო დევნის დამთავრების შემდეგ კვლავ ვლაქერნის ტაძარს დაუბრუნდა.

დიდი მთავრის დიმიტრი ივანეს ძე დონელის და მიტროპოლიტ პიმენის დროს, 1363 წელს, ვლაქერნის ხატი, რომელზედაც ღვთისმშობელს ყრმა მარცხენა ხელით უპყრია, კონსტანტინეპოლიდან გაუჩინარდა. ეს იოანე პალეოლოგის მეფობისას, ცარგრადის დაცემამდე 70 წლით ადრე მოხდა. იგი ნოვგოროდის საზღვრებში გამოჩნდა. ამ გადმოცემას საფუძვლად შემდეგი ამბავი უდევს:

იმ დროს, როცა ტიხვინში სასწაულთმოქმედი ხატი განდიდდა, ნოვგოროდელი ვაჭრები კონსტანტინეპოლში იმყოფებოდნენ და პატრიარქთან საუბრობდნენ. პატრიარქმა სასახვათაშორისოდ ჰკითხა მათ: „რუსეთში რაიმე ხომ არ გაგიგიათ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის შესახებ, რომელიც ცარგრადიდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა?“ ვაჭრებმა მას ტიხვინის ხატის შესახებ აცნობეს და პატრიარქმა, როცა მისი გამოჩინება ხატის გაუჩინარების დროს შეუთანხმა, გადაწყვიტა, რომ სწორედ ის ხატი უნდა ყოფილიყო.

მისი სიტყვით, ხატი რამდენიმეგზის მიიმალა და შემდეგ ისევ თავის ადგილას გამოჩნდა და „ახლა ჩვენი ამპარტავნებისა და უსამართლობის გამო მან სამუდამოდ მიგვატოვა“. მან ვაჭრები ტაძარში შეიყვანა და ხატის ადგილი და ჩარჩო აჩვენა. რუსეთში დაბრუნებულმა ვაჭრებმა ამის შესახებ აცნობეს და მაშინ ტიხვინის ხატი კონსტანტინეპოლის მიბაძვით მარჯვენა მხარეს, პირველი სვეტის დასავლეთით მოათავსეს.

ძველ მატიანეში სასწაულთმოქმედი ხატის გამოჩინების ამბავი ასეა აღწერილი: 1383 წელს ღვთისმშობლის ხატი, რომელზედაც მას ყრმა-ღმერთი მარცხენა ხელით უპყრია, ლადოგის ტბის წყალზე სხივცისკროვანი ნათლით გამობრწყინდა. უხილავმა ძალამ ის წყლის ზემოთ გადმოატარა და ქ. ტიხვინთან, მდინარე ტიხვინის ნაპირზე შეჩერდა. თავისი მოგზაურობის ჟამს ის ხუთ ადგილას გამოუჩნდა მორწმუნეებს. ყველგან, სადაც ღვთისმშობელმა მისვლა ინება, ეკლესია დაარსდა.

იმ ადგილას, სადაც ხატი საბოლოოდ გაჩერდა, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ხის ეკლესია აიგო. ეს ტაძარი ხანძარმა არაერთხელ აქცია ფერფლად, მაგრამ სასწაულთქმოქმედი ხატი უვნებელი გადარჩა. ბოლოს, 1510 წელს დიდი მთავრის ვასილი იოანის ძის გულმოდგინებით, ტიხვინის ხატისთვის ქვის ეკლესია ააგეს. ხოლო ხატის გამოჩინებიდან 177 წელის შემდეგ მეფე იოანე ვასილის ძემ მამათა მონასტერი დააარსა.

ხატი უდიდეს სასწაულებს აღასრულებდა, უძლურნი განიკურნებოდნენ, ბრმებს თვალი ეხილებოდათ, შეპყრობილნი თავისუფლდებოდნენ (თვით ისინიც კი, ვინც შორეულ მხარეებში ზეციური მფარველის წმიდა ხატს მიმართავდნენ, უბედურებისა და განსაცდელისაგან ხსნას იღებდნენ).

1613 წელს, როცა შვედებმა დელაგარდის წინამძღოლობით ნოვგოროდი დაიპყრეს, ტიხვინის სავანემ ღვთისმშობლის მფარველობით ძლიერ თავდასხმას გაუძლო. განსაკუთრებით მიხეილ თეოდორეს ძის გამეფებისას, როდესაც მისმა აღსაყდრებამ შვედებს იმედი გაუცრუა. ამასთან, მათი რაზმები დამარცხდნენ მდინარე უსტაზე და თვით ტიხვინის სავანესთან.

სავანიდან განდევნის გამო, შურისძიების მიზნით, წინამძღვარმა დელაგარდიმ თავისი ლეგიონები მონასტრისკენ მიმართა და მისი ძირფესვიანად განადგურება ბრძანა. შემოგარენის შეშინებული მოსახლეობა მონასტრისკენ გაეშურა და იქ ბერებთან და მეომრებთან ერთად შეაფარა თავი. ყველა ერთად გალავნის სიმტკიცეზე კი არა, ზეციური დედოფლის მეოხებაზე ამყარებდა იმედს.

შვედების ჯარებმა სავანე ალყაში მოაქციეს და ქრისტეს მხედართა თავშესაფარზე მძვინვარე თავდასხმებს არ წყვეტდნენ. ზოგი ბერი მეომრების გვერდით გალავანზე იდგა და იბრძოდა, სხვები ხალხთან ერთად ტაძარში შეგროვილიყვნენ და უფლისა და მისი ყოვლადწმინდა დედის ხატის წინაშე ლოცულობდნენ. ამ ალყის დროს ერთ ღვთისმოსავ ქალს მარიამს, რომელსაც სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მხედველობა დაუბრუნდა, ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა:

„აცნობე ყველას, ვინც სავანეშია, ხელში აიღონ ჩემი ხატი, გალავნის გასწვრივ შემოატარონ და თვით იხილონ წყალობა ღვთისა“. მაშინ ალყაშემორტყმულთა გულები სიხარულმა და სასოებამ აავსო. ღვთისმშობლის ხატით ხელში და პარაკლისის გალობით შემოიარეს მონასტრის გალავანი და მაშინ, როცა მართლმადიდებლები ერთადერთ შუამდგომელს შეწევნას სთხოვდნენ, შვედები მოულოდნელად ისეთმა შიშმა მოიცვა, რომ ყოველგვარი განდევნის გარეშე გაიქცნენ სავანის მისადგომებიდან.

მაგრამ მტრის სიძულვილი არ განელებულა. მალე ისინი უფრო დიდი ძალებით კვლავ გამოჩნდნენ და გარემოერტყნენ მონასტერს. მართლმადიდებლებს ერთი ძალა და ერთი იმედი ჰქონდათ: ყველა ღვთისმშობლის ხატს შეუვრდა და ევედრებოდა, რომ წყალობა მოეღო. მონასტერში ამ დროს სოლოვეცკის მონასტრის მორჩილი ღვთისმოსავი მარტინიანე იმყოფებოდა. ღამეულ ხილვაში მას დედა ღვთისა გამოეცხადა - ვარლაამ ხუტინსკისა და ზოსიმე სოლოვეცკისთან ერთად და უთხრა, რომ ეს სავანე დაღუპვის პირას მისი სიწმინდის შემბილწველი ცოდვების გამოა მისული.

მარტინიანემ, რომელიც ღვთისმოსავი და წმინდა ადამიანი იყო, შეძრულმა გამოიღვიძა და თავისი ხილვა სავანეში ყველას აცნობა. შეუნანებელი ბოროტმოქმედები მონასტრიდან გააძევეს, ეკლესიის კარიბჭე განიწმინდა და ყველა ცრემლებით ევედრებოდა უფალსა და მის ყოვლადწმინდა დედას, რომ თავისი ერი მტრის ხელში არ ჩაეგდო. ზეციურ შუამდგომლობაზე დამყარებული იმედით ალყაშემორტყმულები მტერს თავს დაესხნენ და ღვთისმშობლის შეწევნით გამარჯვება მოიპოვეს.

მაგრამ შვედებს არ სურდათ, ბედს შერიგებოდნენ. დამარცხების სამაგიეროდ გაძლიერებული რაზმებით სავანეს კიდევ უფრო მჭიდროთ შემოერტყნენ და კარიბჭისა და გალავნის ქვეშ საიდუმლო თხრილების გაყვანა დაიწყეს. 13 სექტემბერს მარტინიანესა და კიდევ ერთი ღვთისმოსავი ადამიანის გრიგოლის წინაშე ღვთისმშობლის გამოცხადებით á
Last edited by ARCHILI on 16 მაი 2010, 20:27, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
28/29/30.05 ფესვტური სამეგრელოში:სუჯუნა–აბაშა-ნოქალაქევი-მახარ

Post by ARCHILI » 16 მაი 2010, 17:45

საორგანიზაციო საკითხები:

1. ღირებულება

რაც შეეხება ტურის ღირებულებას, მატარებელი დაახლოებით 16-18 ლარი ორივე გზა. დავაზუსტებ კიდევ. თბილისი-ფოთის მატარებელი ჩვეულებრივი ჩქაროსნულია სკამებით, თბილისი-ზუგდიდი კი პლაცკარტი, კუპე და რბილი ("ესვე")... მათ ფასებსაც დავაზუსტებ დეტალურად, ნუ... საშუალოდ, ასეთ თანხებში მერყეობს...

იქაური დასაქირავებელი სამარშრუტო ტაქსი (მარშრუტკა) დაახლოებით 10 ლარი (სენაკი-მახარია I დღეს და II დღეს მახარია-აბაშა-სუჯუნა-აბაშა) ...

+ საერთო, სასმელზე და სამწვადეზე...

ჯამში დაახლოებით გამოვა 30-35 ლარი.

+ ყველას თავის საჭმელები (როგორც წესი)

2. ორგანიზება.

ბილეთების აღება, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, დროულადვე ჯობია, ამიტომ, საამისოდ თანხა აგროვდება დროულადვე... რათა ორგანიზებულად მოხერხდეს ბილეთების შეძენა, ვინც ბოლოს გადაწყვეტს შემოერთებას, მას თავად მოუწევს თავის მგზავრობაზე ზრუნვა.

ამდენად, ჩამოყალიბდით 25 მაისამდე, 25 მაისისათვის დავთქვამ შეხვედრას და იქ ავაგროვებთ და კიდევ შევიძენ ბილეთებს, მაინც რამდენიმე ჩვენგანი სჭირდება ბილეთების აღებას, ერთი პირადობის მოწმობაზე მხოლოდ 4 ბილეთი გაიცემა.

დანარჩენ ინფორმაციასაც მოგაწვდით.

კარვებისადა საძილეების შესახებ ვიმსჯელებთ პარალელურ რეჟიმში.

ე.ი.

წამსვლელები:

1.2. არჩილი და ნინოლა (ჩვენი კარვით და საძილეებით)
3.

მსურველები:

1.

შეგახსენებთ:

წამსვლელებში ვეწერებით ისინი, ვინც უკვე გადავწყვიტეთ და ვიღებთ პასუხისმგებლობას ადგილის დაკავებაზე.

საბოლოო პასუხის ვადაა 25 მაისი.

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
28/29/30.05 ფესვტური სამეგრელოში:სუჯუნა–აბაშა-ნოქალაქევი-მახარ

Post by Ledi » 16 მაი 2010, 18:21

ARCHILI wrote:
შაბათს გავატარებთ მახარიაში, რომელიც ერთ-ერთი შესანიშნავი მოგონებების ავტორია მეგრული ტურის ძველი მონაწილეებისათვის.
შაბათის გეგმაა:

1. ნოქალაქევის დათვალიერება

2. გოგირდის ცხელ წყლებზე ვიზიტი

3. ნოქალაქევის მუზეუმი.

4. მახარიაში თევზაობა მდინარე ტეხურაზე.

5. აღნიშვნა.

6. ღამისთევა მახარიაში.

კვირა 30.05.10

კვირას დილით გავემგზავრებით სენაკში და შემდეგ აბაშა – სუჯუნა.
კვირის გეგმაა:

1. აბაშა – კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მონახულება.

2. გამგზავრება სუჯუნაში და ჩემი ფესვების გაცნობა.

3. სუჯუნის წმინდა გიორგის ტაძრის მოლოცვა.

4. სუჯუნის სინაგოგის დათვალიერება.

5. ჩემი წინაპრების საფლავების მონახულება.

6. ჩემი გვარის (საგამზარდიოს) უბნის მონახულება და იმ ადგილების ნახვა, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ.

7. საღამოსკენ სადმე ლამაზ ადგილას აღნიშვნა.

8. ღამით აბაშაში დაბრუნება და ღამის მატარებლით გამოგზავრება თბილისში.

თბილისში ჩამოვალთ 1 ივნისს გამთენიისას, 7 საათისათვის, ასე, რომ სამსახურებშიც მოვასწრებთ წასვლას.

:)
უი 31 მაისი უკვე ამოიღეს ხმარებიდან? :D :D :D


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
28/29/30.05 ფესვტური სამეგრელოში:სუჯუნა–აბაშა-ნოქალაქევი-მახარ

Post by ARCHILI » 16 მაი 2010, 19:05

საორგანიზაციო საკითხები:

1. ღირებულება

რაც შეეხება ტურის ღირებულებას, მატარებლის ფასია:

თბილისი-ზუგდიდის მატარებელზე:

პლაცკარტი 5,00
კუპე 11.00
რბილი 14.00


ასევე პირიქით...
ანუ გზა მატარებლით:

პლაცკარტი 5 + 5 = 10 ლარი
კუპე 11 + 11 = 22 ლარი
რბილი 14 +14 = 28 ლარი

იქაური დასაქირავებელი სამარშრუტო ტაქსი (მარშრუტკა) (სენაკი-მახარია I დღეს და II დღეს მახარია-აბაშა-სუჯუნა-აბაშა, ეს არის: პირველ დღეს სენაკი-ნოქალაქევი 12 კმ დაახლოებით, მეორე დღეს კი გვატარებს 12 კმ სენაკამდე + 20 კმ აბაშამდე + 4 კმ სუჯუნამდე + 4 კმ უკან აბაშამდე... = 40 კმ ), დაახლოებით 10 ლარი მაინც უნდა ვივარაუდოთ...

+ საერთო, სასმელზე და სამწვადეზე...

ტურის ღირებულება ჯამში დაახლოებით იქნება 25-დან 40 ლარის არეალში ( 25 ან 37 ან 45 ლარი) ბილეთის ფასის მიხედვით.

+ ყველას თავის საჭმელები (როგორც წესი)

2. ორგანიზება.

ბილეთების აღება, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, დროულადვე ჯობია, ამიტომ, საამისოდ თანხა აგროვდება დროულადვე... რათა ორგანიზებულად მოხერხდეს ბილეთების შეძენა, ვინც ბოლოს გადაწყვეტს შემოერთებას, მას თავად მოუწევს თავის მგზავრობაზე ზრუნვა.

ამდენად, ჩამოყალიბდით 25 მაისამდე, 25 მაისისათვის დავთქვამ შეხვედრას და იქ ავაგროვებთ და კიდევ შევიძენ ბილეთებს, მაინც რამდენიმე ჩვენგანი სჭირდება ბილეთების აღებას, ერთი პირადობის მოწმობაზე მხოლოდ 4 ბილეთი გაიცემა.

დანარჩენ ინფორმაციასაც მოგაწვდით.

კარვებისადა საძილეების შესახებ ვიმსჯელებთ პარალელურ რეჟიმში.

ე.ი. ქვემოთ დაწერეთ წამსვლელები, კარვის და საძილეს საკითხი და როგორი ტიპის მგზავრობა გსურთ (პლაცკარტი, კუპირებული თუ რბილი)

წამსვლელები:

1.2. არჩილი და ნინოლა (ჩვენი კარვით და საძილეებით) (კუპირებული ან რბილით)
3.

მსურველები:

1.

შეგახსენებთ:

წამსვლელებში ვეწერებით ისინი, ვინც უკვე გადავწყვიტეთ და ვიღებთ პასუხისმგებლობას ადგილის დაკავებაზე.

საბოლოო პასუხის ვადაა 25 მაისი, წამომსვლელთა რაოდენობა შეზღუდულია, მაქსიმუმ 18 ადამიანი
Last edited by ARCHILI on 17 მაი 2010, 19:44, edited 2 times in total.

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
28/29/30.05 ფესვტური სამეგრელოში:სუჯუნა–აბაშა-ნოქალაქევი-მახარ

Post by Truli » 16 მაი 2010, 20:50

ეჰჰჰ მე სვანეთში ვიქნები :)))
მი მალატ შვან

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
28/29/30.05 ფესვტური სამეგრელოში:სუჯუნა–აბაშა-ნოქალაქევი-მახარ

Post by Archil » 16 მაი 2010, 22:39

მოვდივარ, იმედია არაფერი შემიშლის ხელს.
შეიძლება პლიუსიც წამოვიყვანოთ, ვნახოთ აბა.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
28/29/30.05 ფესვტური სამეგრელოში:სუჯუნა–აბაშა-ნოქალაქევი-მახარ

Post by nikushanikusha » 17 მაი 2010, 00:00

ვახ, მომენატრა დასავლეთი... კაი იდეაა არჩილ წამომსვლელთა სიაში ალაბთ მალე ჩავაწერები. თU წამოვედი +საც ან ებსაც წამოვიყვან :D

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
28/29/30.05 ფესვტური სამეგრელოში:სუჯუნა–აბაშა-ნოქალაქევი-მახარ

Post by ARCHILI » 17 მაი 2010, 00:11

ე.ი. ქვემოთ დაწერეთ წამსვლელები, კარვის და საძილეს საკითხი და როგორი ტიპის მგზავრობა გსურთ (პლაცკარტი, კუპირებული თუ რბილი)

წამსვლელები:

1.2. არჩილი და ნინოლა (ჩვენი კარვით და საძილეებით) (კუპირებული ან რბილით)
3. Archil (თავისი საძილეთი)
4.

მსურველები:

1. nikushanikusha
2. Archil +
3. lado სტაფილოებით :)

შეგახსენებთ:

წამსვლელებში ვეწერებით ისინი, ვინც უკვე გადავწყვიტეთ და ვიღებთ პასუხისმგებლობას ადგილის დაკავებაზე.

საბოლოო პასუხის ვადაა 25 მაისი, წამომსვლელთა რაოდენობა შეზღუდულია, მაქსიმუმ 22 ადამიანი

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
28/29/30.05 ფესვტური სამეგრელოში:სუჯუნა–აბაშა-ნოქალაქევი-მახარ

Post by Jnosy » 17 მაი 2010, 10:11

აუ, მინდა არჩილ!!!
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
miqgio
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 29 აპრ 2009, 20:22
Location: Tbilisi
Contact:
28/29/30.05 ფესვტური სამეგრელოში:სუჯუნა–აბაშა-ნოქალაქევი-მახარ

Post by miqgio » 17 მაი 2010, 10:38

ARCHILI wrote: სუჯუნა

Image
ალბათ ყველას დააინტერესებს ის ფაქტი რომ ამ ეკლესიაში არის ლენინის ფრესკა

tavadi
ბოდიალა
Posts: 217
Joined: 08 თებ 2009, 23:56
Location: Tbilisi, Vera
28/29/30.05 ფესვტური სამეგრელოში:სუჯუნა–აბაშა-ნოქალაქევი-მახარ

Post by tavadi » 17 მაი 2010, 11:04

30 ში არჩევნები რო არის?? ალბათ ყველას ვალია რომ წავიდეს და თავის კანდიდატს მისცეს ხმა
მიყვარს: სპორტული მოტოციკლეტი, სნოუბორდი, რაგბი,ხელჩართული ბრძოლა

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]