Page 1 of 3

კვირას - კავთისხევში

Posted: 04 მაი 2010, 20:05
by Tamari-ch.
მოკლედ ასე -
ვუყუებ რა პროგნოზს

http://freemeteo.com/default.asp?pid=22 ... 04&nDate=5

იმედი მიჩნდება რომ მორიგ კვირადღეს დედაბუნება არ ჩაგვაჟღამებს.

ჰოდა დიდი ხანია მაინტერესებს კავთისხევი-იდლეთის ძეგლები

http://saunje.ge/index.php?id=292

29. კავთისხევი (
-კატაულას წმ. გიორგის ეკლესია,
-ლომისის ეკლესია,
-ციხაგორას ტაძრის კომპლექსი,
-ძლევის ქედის წმინდა გიორგის ეკლესია,
-წმიდა გიორგის ეკლესია,
-წმიდა ნიკოლოზის ეკლესია,
აკლდამა -სამაროვნები, ნამოსახლარები - იორამის გორაზე, ციხაგორაზე, პარატისი, მარანი)


26. იდლეთი (წინარეხის საკრ.:
იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია,
კვირაცხოვლის ეკლესია,
მიქელ-გაბრიელის ეკლესია,
სამაროვანი)


დიდუბიდან გადის სარეისო
ღირს 2,5 ლარი

დილით გადის 9-ზე ანუ ცხრის ნახევარზე იქ უნდა ვიყოთ
უკან ბოლო გამოდის 6 ზე


მძღოლს ველაპარაკე და თუ ბევრი იქნებით ადგილზეც მოგემსახურებითო მანქანით
ისე კი ეს ყველაფერი რომ ნახოთ - 20 კმ ფეხით უნდა იაროთო...

მოკლედ ფეხით გავისეირნებთ


ჰოდა ვაპირებ გასვლას.
შეგიძლიათ შემომიერთდეთ.

კვირას - კავთისხევში

Posted: 04 მაი 2010, 21:32
by stranger
შემოგიერთდებით მეეეც :)

კვირას - კავთისხევში

Posted: 04 მაი 2010, 21:37
by Tamari-ch.
1. Tamari-ch.
2. stranger

კვირას - კავთისხევში

Posted: 04 მაი 2010, 22:12
by qvevri
გირჩევთ ქვემო ხანდაკშიც შეიაროთ! ნახავთ ერთ უზარმაზარ კოშკს, და იქვე ახლოს ღვთისმშობლის ეკლესიას, რომლის გვერდზე დგას ერთობ საინტერესო მცირე საყდარი. ეს ყოველივე სოფლის ცენტრშია. ამის გარდა კავთისხევში საჯილდაო ქვა ნახეთ. იქაა სადაც შატბერაშვილის ბიუსტი დგას. თვალადში თქვენთვის საინტერესოს ვერაფერს ნახავთ და ამიტომ ალბათ ჯობია არ შეხვიდეთ, მაგრამ თუ ხელგეწიფებათ წასვლამდე შატბერაშვილის თუნდაც ერთ ნაწარმოებს გადაავლეთ თვალი, არ ინანებთ და თან ნამდვილად შეიგრძნობთ იქაურობის ხიბლს. დიდებული პიროვნება იყო გიორგი. მაგ მხარეში ხშირადა ვარ და კიდევ ბევრი სხვაცაა სანახავი. ისე თუ უკან მეტეხი-კასპის გზით წამოხვალთ აი თქვენ მერე ნახეთ საინტერესო ეკლესიები და ადგილები...

კვირას - კავთისხევში

Posted: 04 მაი 2010, 22:20
by Tamari-ch.
qvevri
არ წამოხვალ?

კვირას - კავთისხევში

Posted: 04 მაი 2010, 22:28
by Giorgi Bagrationi
გირჩევთ აქ მოყვანილი ცხრილის მიხედვით არ იაროთ, რადგან ზოგიერთი ძეგლი ადმინისტრაციული მიკუთვნების პრინციპითაა დასახელებული რაც რეალურად იმდენად გაბნეულია, რომ ბევრ სირთულეს შეგიქმნით. მაგალითად: პარეტისი რომ ნახოთ წინარეხი და მაღალაანთ ეკლესია უნდა გაიაროთ, თანაც შესაძლოა ნამოსახლარები და სამაროვნები (გარდა ციხიაგორისა) დაკონსერვებული იყოს და ადგილზე ვერაფერს წააწყდეთ. უფრო ახლოს გუდალეთი სანახავი. ძლევის ქედის წმ. გიორგიზე თვალადიდან უფრო ადვილად ახვალთ და თან თვალადის ძეგლებსაც მოინახულებთ და ა.შ.
ასევე უცნაურია თუ რატომაა იდლეთი ქადს გაღმა მდებარე წინარეხზე ადმინისტრაციულად მიკუთვნებული, როცა ფაქტიურად კავთისხევს ეკვრის (აბრაზეც კი კავთისხევი წერია იდლეთის შესასვლელის წინ)

კვირას - კავთისხევში

Posted: 04 მაი 2010, 23:02
by Tamari-ch.
Giorgi Bagrationi
ოკ. ესეც რუკა

Image


Image

Image


სამაროვნებს სავარაუდოდ არ ვნახავთ

მძღოლმაც სწორედ ეს გვითხრა -ეს ძეგლები საკმაოდ გაბნეულიაო
ადგილზე ვნახავთ - რა და როგორ...

კვირას - კავთისხევში

Posted: 05 მაი 2010, 13:27
by qvevri
Tamari-ch. wrote:qvevri
არ წამოხვალ?
სამწუხაროდ დაკავებული ვარ. როგორც ყოველთვის საინტერესო მარშრუტი შეგირჩევია. ჩემი რჩევა იქნება (თუ უკანა გზობაზე მეტეხით დაბრუნდებით) ნახოთ ნაიბის წმ. გიორგი. ახალქალაქსა და მეტეხის შუაშია გადასახვევი. ასევე მანდვე საინტერესოა გომის ეკლესია და კოშკი. მოკლედ თავბრუსდამხვევად ბევრი რამეა მაგ მხარეში სანახავი. ასევე ახალციხე (თავად ციხე და მის გვერდით მდებარე ახლადაღდგენილი ტაძარი). ფავნისი ხომ საერთოდ საოცრებაა და ერთაწმინდა კიდევ საოცრებათა საოცრება. კასპის აკლდამები, მანამდე მეტეხის ტაძარი, მეტეხშივე ერთი ძალიან საინტერესო ტაძარი (გზაზე ნიშნულია). ასევე ახალქალაქის ციხის ნაშთები და ახლადაღდგენილი ტაძარი. აბდა-უბდათ ვთქვი, მაგრამ იქნებ გიორგიმ გირჩიოთ ქრონოლოგიურად სად რისი ნახვა აჯობებს...
წინარეხის ტაძრიც ერთობ საინტერესოა თავისი ლაპიდარული წარწერითა და განსხვავებული ფორმით.

კვირას - კავთისხევში

Posted: 05 მაი 2010, 14:28
by arcivi9
Tamari-ch.
ახლოსაა ეს თბილისთან? 8)

კვირას - კავთისხევში

Posted: 05 მაი 2010, 20:59
by Tamari-ch.
arcivi9
კი ახლოსაა.
კასპამდე 60 კმ -ია
და ეს კი მანამდეა

კვირას - კავთისხევში

Posted: 05 მაი 2010, 21:51
by GUGUA
ალბათ წამოვალ

კვირას - კავთისხევში

Posted: 05 მაი 2010, 21:56
by GUGUA
მე ტუ ვერ წამოვედი ჩემი მეგობარი მიქაელი წამოვა და მიიგეთ ჩემი სახელით, ტან იქაურია და გამოგადგებათ :o

კვირას - კავთისხევში

Posted: 05 მაი 2010, 21:59
by GUGUA
კარგი ბიჭია თამარ

კვირას - კავთისხევში

Posted: 05 მაი 2010, 22:00
by Tamari-ch.
GUGUA
კი ბატონო წამოვიდეს.
ნო პრობლემ

კვირას - კავთისხევში

Posted: 06 მაი 2010, 09:39
by qvevri
აშურიანი ველი მოინახულეთ, არ ინანებთ :!: