გიორგობა ჰერეთში 05-07.05.2010

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
გიორგობა ჰერეთში 05-07.05.2010

Post by Hereti » 11 აპრ 2010, 23:53

გიორგობა ჰერეთში
შეკრების ადგილი- ორთაჭალის ა/სადგური 05.05.2010 07:00 სთ
მგზავრობის ფასი - 12 ლარი კაცზე
გასავლელი მანძილი 250 კმ
ამინდი- იმედია მზიანი
აუცილებელი რჩევები:
პასპორტი საზღვარგარეთის
არა სომხური გვარი
სანთლები ჯობია აქ იყიდოთ
70-90 ლარი ჯიბეში- ტაქსებში დაგვჭირდება მეორე მესამე დღეს
საზღვარზე ფოტო გადაღება აკრძალულია
Last edited by Hereti on 13 აპრ 2010, 00:21, edited 1 time in total.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
გიორგობა ჰერეთში 05-07.05.2010

Post by Hereti » 11 აპრ 2010, 23:54

3 დღიანი ტურის დასახელება ისტორიული
I დღე 05.05.2010
მარშუტი თბილისი-ლაგოდეხი-კახი
8:00 სთ გასვლა თბილისიდან
15:00 ჩასვლა კახის რიონის სოფ ალიბეგლოში, ბიძაჩემის სახლში
15:00-17:00 ვახშამი
18:00-21:00 სოფ. ალიბეგლოს დათვალიერება: შოთა რუსთაველის სკოლა, წმ.ნინოს ეკლესია. ი. ჭავჭავაძის სახელობის თეატრი, გოგირდის წყლები და უძველესი სასაფლაოები
21:00- ....... ქეიფი ბიძაჩემის სახლში

II დღე 06.05.2010

08:00 ადგომა :wink:
08:00-09:00 სადილი
09:00- გასვლა ლექართის მიმართულებით
09:30-10:30 ლექართის სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება
10:30-11:30 ღვთისმშობლის ტაძრის და სამების ეკლესიის ნანგრევების და მარნის დათვალიერება
11:30 გასვლა კახში
12:20-13:00 კახის შესასვლელში მყოფი პატარა ეკლესია
13:00-13:30 კახის წმ. გიორგის ეკლესია
13:30-14:00 თამარის ხიდი
14:00-15:00 ქურმუხის წმინდა გიოპრგის ეკლესიისაკენ მგაზვრობა
15:00 დან წმინდა გიორგის ეკლესიის მოლოცვა, სადაც ვნახავთ უდიდეს დღესასწაულს და შევუერთდებით იქ მყოფ უამრავ ხალხს, სხვადასხვა ჯურის და სარწმუნოების, ვიხილავთ ჭიდაობებს და ბევს სხვა ღონისძიებებს, ალბათ ჩამოვა საქართველოდან დელეგაციაც, და ბოლოს სადმე კარგ ადგილას სუფრას გავშლით და დავილოცებით
III დღე 07.05.2010
08:00 გასვლა თბილისისაკენ
15:00 დაბრუნება თბილისში
Last edited by Hereti on 12 აპრ 2010, 00:02, edited 1 time in total.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
გიორგობა ჰერეთში 05-07.05.2010

Post by Hereti » 11 აპრ 2010, 23:56

ჰერეთის ისტორიული ძეგლები, რაც მე მოვძებნე :wink:

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
გიორგობა ჰერეთში 05-07.05.2010

Post by Hereti » 11 აპრ 2010, 23:56

•ბელექანი ბელაქნის რაიონში მდ. მაწიმის წყლის მარცხენა ნაპირზე არის სოფ მაწიმი მის შორი ახლოს ყოფილა ძელიცხოვლის სახელით ცნობილი დარბაზული ეკლესია
•ბელექანი ბოეთანი , როგორც რუს ელჩთა მიღების ადგილი აღნიშნულია 1604-05 წლებში. ძეგლი მდებარეობს მდ. ბელაქანჩაის და ალაზნის შესართავების მიდამოებში, მისკენ მიმავალი იოლი გზა ბელაქნიდან სოფ. კაზიმისკენ მიემართება, შემდეგ იგი გაივლის კოლმეურნეობა “მოსკვას” და ფერმა “დარბაზს” და იქვე დგას ამ ეკლესიის ნანგრევი დღეს საკურთხეველირაა დარჩენილი
•ზაქათალა მუღანლოს გადასახვევიდან ზაქათალისაკენ მიმავას გზის სიახლოვეს არის ძველი ეკლესია ის დგას ძვ. ქართული სოფლის ასკიბაზარის მახლობლად, ეკლესიის ჩონჩხის და გადათხრილი მიდამოებში წყაროების გარდა აღარაფერი მოჩანს, ეს ეკლესია უცნობ პირებს აუფეთქებიათ 1971 წელს, ხოლო აგებულა დაახლოებით 1540 წელს ლევან მეფის დროს.
•კახი ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, მას რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება, ერთ-ერთს დავწერ, ინგილოთა გადმოცემით წელიწადში ერთხელ აღდგომა დღესმარიამ დედა (ღვთიშობელი) აღებს ხოლმე ქურმუხის ქვეშ მყოფ გამოქვაბულის კარებს, გამოდის გარეთ და თმას ოქროს სავარცხელით ივარცხნის,მაგ დროს გამოდის ოქროს მამალი და ყივილს იწყებს მას ბანს აძლევენ მახლობელ სოფლის მამლები, ერთხელ როცა გამოვიდა მარიამ დედა და დავარცხნა დაიწყო ერთი თათარი მიეპარა და დაჭერა დაუპირა, ამ დროს მას ხელი გაუშეშდა და სანამ არ შეევედრა მარიამს და გიორგის მანმადე არ გაუცოცხლდა, ამის შემდეგ იგი მოინათლა და გახდა ქრისტიანი.ამ ტაძარს ისტორიკოსები მოიხსენიებდნენ “პატარა ეკლესიად” ,მაგრამ ინგილოები მას მოიხსენიებენ დიდ საყდრად, ვ. კოტეტიშვილს ალბა თარ უნდახავს საქმხრეთაღმოსავლეთით მისგან ორი კილომეტრით დაშორებით არსებული კავკასიონის ალაზნის ველისკენ გამოწვდილი ტოტის კედელზე ამაყად შემართული ტაძარი, თორემ ვერ დაუძახებდა მას პატარა ეკლესიას, ზოგადი ხედის სიმშვენიერით ქურმუხის საყდარი ალბათ შეიძლება თამამად ჩავაყენოთ ყველაზე შთამბეჭდავ ქართულ ძეგლთა რიგში.
•კახი ლექართი, იგივე ლექითი საეკლესიო კომპლეკსი, სიუხვით იგი გამოირჩევა სხვა დასახლებული პუნქტებიდან, სოფელტან ორი კომპლექსია გადარჩენილი, ერთი მათგანი სოფლის ჩრდილოეთით მდებარე მონასტერყ წარმოადგენდა, ხოლო მეორე სოფლის განაპირას. მის სამხ. აღმოსავლეთით არსებული თეთრი სამღვდელოებისათვის განკუთვნილი ნაგებობათა ანსაბლად მოსჩანს, ქვედა კომპლექსი შედგებოდა ორი ეკლესიის,სასახლის,აბანოს,ქარვასლისდა სხვა ნაგებობებისაგან, ეკლესია აგებულია VIII-IX ს. მდ. ლექართის წყლის (ლექით-ჩაის) ხეობის ნაპირზე
•კახი ლექართის გვერდით არის სოფელი ყუმი, რომელშიც დღესაც დგას მაღალაშვილისეული ოთხთავის 1310წ მინაწერში მოხსენიებული ღვთისმშობლის VIIIს
•კახი მაღალაშვილისეული ოთხთავის მინაწერში ჩამოთვლილი ეკლესიებიდან ჩვენთვის ცნობილია კიდევ ერთი, კასრის წმ.სამების საყდრის ნანგრევები. ქ.კახის მოსახლეობა დღესაც მიუთითებს ქალაქის დასავლეთ განაპირას. მდ.კობალის მარჯვენა მხარეს ე.წ საყარაულო მთაზე არსებულ ეკლესიის ნანგრევებზე, მის სამხრეთ აღმოსავლეთით, დაახლოებით რამოდენიმე მეტრის მოშორებით , ბექობის ფერდში შეჭრილია რიყისა და ფლეთილი ქვის ნაგები ვიწრო სათავსი, მისი სიგანეა 1მ, სიგრძე 4 მეტრამდე, სიმაღლე 2,1 მეტრამდე იგი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული, სამწუხაროდ დღეს დაზუსტებით შეუძლებელია მისი დანიშნულების ამოცნობა, მის სამხრეთით ჩანს ქვით ნაგები და შიგნიდან გალესილი ცისტერნ, მისი სიგრძე სიგანე დაახლოებით 2 მეტრია გადმოცემით ეს იყო საზედაშე ქვევრი (ინგილოურად “დადაშა” ეს ქვევრი ჩვენც გვაქვს*)
•კახი კახის რაიონში მდ.ქურმუხის ხეობაში არის ქურმუხის ციხე ”სიმაგრე დიდშენი და აქ სახლი ალი სულტანისა” მდინარე ქურმუხის და აყ-ჩაის შესართავთან
•კახი სოფ. ყუმში მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, მინდორში დგას ეკლესიის ნანგრევები რომელიც VIII-IX საუკუნის უნდა იყოს
•კახი ზაქათალის ძველ გზაზე სოფ. ზარნასთან (ძვ. ზარი) აღმართული მთის წვერზე, ტყეში არის ფერი-ყალის სახელით ცნობილი ეკლესია, რომელიც მოხატულიც ყოფილა და თავისი არატრადიციული გაეგნობით ანალოგს ვერ პოულობ ქართულ ხუროთმოძღვრებაში, თუმცა გარკვეული მსგავსება შეინიშნება საქართველოს მეორე განაპირა მხარის შავიზღვისპირეთში აგებულ დრანდის ტაძართან
•შექი ქალაქ შექიში სოფელ გიშში დღესაც დგას XI საუკუნის ეკლესია, რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია
•შექი შექის რაიონში სოფ.ორთა-ზეიზითში (ძვ.ზედგიზეთი) არის ეკლესისს ნანგრევები, ეკლესია წარმოადგენდა “თავისუფალი ჯვრის” ვარიანტს, ეს ეკლესია მოხატულიც ყოფილა და ზედ ქართული ასომთავრული წარწერებიც განირჩეოდა თურმე,
•შექი სოფ ვედისსა და ბაშ-კუნკუტის მიდაოებში, ვედისთან ხეობაში, სერის ფერდზე დგას ერთი საყდარი ხოლო ბაშ-კუნკუტთან დარბაზული ეკლესიის ნაშთიც ყოფილა რომელიც X-XI საუკუნით თარიღდება
•შექი სოფ. ჭალეთშიც ყოფილა დარბაზული ეკლესიის ნანგრევები
•და ბოლოს ჩამონათვალს დავასრულებ სახელგანთქმული ე.წ კავკასიის დიდი კედლის მოხსენებით, რომლის ფრაგმენტებიც დღემდე შემორჩენილია სოფ, კატეხთან, გადმოცემით ეს კედელი თამარ მეფეს უკავშირდება ხოლო მის გადაკეთებას გულახუ-ხანს უკავშირებენ, თუმცა სხვა ვარაუდით ეს კედელი უფრო ადრინდელი ეპოქის უნდა იყოს
Last edited by Hereti on 12 აპრ 2010, 00:07, edited 2 times in total.

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
გიორგობა ჰერეთში 05-07.05.2010

Post by pataputina » 11 აპრ 2010, 23:59

:shock:


აუჰხთ...
სამივე სამუშაო დღე????





: |






კაი.......... : |
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
გიორგობა ჰერეთში 05-07.05.2010

Post by Hereti » 12 აპრ 2010, 00:01

სია 3 ში უკვე უნდა ვიცოდე რომ მინიბუსის მძღოლს ადგილები შევუკვეთო, რადგან ხალხი ბევრი იქნება
Last edited by Hereti on 12 აპრ 2010, 00:16, edited 1 time in total.

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
გიორგობა ჰერეთში 05-07.05.2010

Post by QEBURIUS » 12 აპრ 2010, 00:02

მმაგარია

მოვდივარ, მაგრამ 1 ესეთი კითხვა მაქვს მანქანით წამოსვლა არ მოსულა?
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
გიორგობა ჰერეთში 05-07.05.2010

Post by Hereti » 12 აპრ 2010, 00:03

QEBURIUS
შუშები უნდა გქონდეს თეთრი და ბევრი ფული თორე გაწვალებენ :wink:

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
გიორგობა ჰერეთში 05-07.05.2010

Post by Hereti » 12 აპრ 2010, 00:09

ყველანაირად შევამცირე დროის სიმცირის გამო ტური, მაგრამ სხვა დროს იყოს ამგასვლაზე კახს მთლიანად მოვივლით, დროის დარჩენის შემთხვევაში ილისუს ტურისტულ ზონასაც ვნახავთ

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
გიორგობა ჰერეთში 05-07.05.2010

Post by Hereti » 12 აპრ 2010, 00:10

ვისაც ძალიან ეჩქარება შეუძლია ექვსშივე დაბრუნდეს უკან, ტაქსი 4 კაცს 50 ლარად წაიყვანს საზღვრამდე, იქედან უკვე ადვილია

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
გიორგობა ჰერეთში 05-07.05.2010

Post by Truli » 12 აპრ 2010, 10:48

მინდა
მი მალატ შვან

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გიორგობა ჰერეთში 05-07.05.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 12 აპრ 2010, 12:10

Hereti
მე წამოსვლის მსურველი ვარ.
აქვე 1 საკითხს დავაზუსტებ - ჩვენ გვინდა ისეთი ტრანსპორტი (მინიბუსი) რომელიც 3ვე დღეს მოგვემსახურება
და არ დაგვჭირდება ტაქსების დევნა.
გარდა იმისა, რომ ეს ძნ მოუხერხებელია, ძვირიც ჯდება.
ამას ვამბობ იმიტომ, რომ ნამყოფი ვარ ისტორიულ ჰერეთში და იქ თუ საკუთარი ტრანსპორტით არ იარე,
ვერც შენს გემოზე ნახავ რამეს და თან, სარეისო ტრანსპორტის მძღოლების გრაფიკზე მოგვიწევს გადასვლა.
შეგიძლია, მინიბუსი იშოვო, რომელიც სულ ჩვენთან იქნება?
თუ გამოვა, მაშინ შეხვედრის ადგილიც შეიცვლება. აღარ დაგვჭირდება 2თაჭალის ავსადგურში მისვლა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
გიორგობა ჰერეთში 05-07.05.2010

Post by Hereti » 12 აპრ 2010, 12:21

GAMARJOBA SAKARTVELO
მგონი არ გამოვა გოგა, იმიტომ რომ გიორგობას იმდენი ხალხი გადაადგილდება, რომ საქართველოს რეისსაც აცდენენ და მარტო იქ დადიან რადგან ძალიან დიდ ფულს შოულობენ, ძვირი არ უნდა დაჯდეს, იმიტომ რომ მარტო 6-ში გვაქვს სასიარულო და ისიც მხოლოდ კახის რაიონში, პატარა რაიონია და მაქს კაცზე 30 ლარი დაჯდეს , მინიბუსის შოვნა მაგ მხრივ მგონი გაძნელდება

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
გიორგობა ჰერეთში 05-07.05.2010

Post by Hereti » 12 აპრ 2010, 12:24

ის რაც უნდა ვნახოთ 30-40 კმ-ს რადიუსშია , 5-ში რაც უნდა ვნახოთ ერთ სოფელშია თავმოყრილი ყველა, სია ვნახოთ ჯერ რამდენი მსურველი იქნება :wink:

კაცზე 30 ლარი მაქსიმუმია დამიჯერე

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
გიორგობა ჰერეთში 05-07.05.2010

Post by Hereti » 12 აპრ 2010, 12:32

GAMARJOBA SAKARTVELO
ხო მართლა აქედან რომ მინიბუსი იშოვო, ანუ არა სარეისო, საზღვარზე \სეიძლება არც გადაუშვან, ლიცენზია და რამე ჭირდება, ხოლო სარეისოები შანსი არაა, არ დაგვთანხმდებიან, გიორგობას ხალხის სიმრავლის ,პოტენციური კლიენტის სიმრავლის გამო :lol:
ვიკითხე და ყველაზე რეალური ტაქსია, თან იქ ტაქსი იაფია, ჩემი ნათესავიც გამოგყვება კარგად ერკვევა და მცოდნეოა ძალიან, ჰერეთის ისტორიულ ძეგლებში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]