Page 16 of 16

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 12 აპრ 2010, 12:34
by Nini_A
გილოცავთ მშვიდობიან დაბრუნებას,
ველით თქვენს შთაბეჭდილებებს და ფოტობს :D

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 12 აპრ 2010, 12:55
by გვალდა
ემოციებით ვარ სავსე. როდის რას დავალაგებ ჩემს გონებაში არ ვიცი, თან გული მტკივა. საქართველო მიყვარხარ ალთადან ბალთამდე!

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 12 აპრ 2010, 13:25
by okulone
ვაა გილოცავთ დაბრუნებას :) მოუთმენლად ველი სურათებს და შთაბეჭდილებების გაზიარებას :)

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 12 აპრ 2010, 14:06
by namcecuna
მმმმმ ....
მეც მოუთმენლად ველი თემას :)
გილოცავთ მშვიდობიანად დაბრუნებას :D

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 12 აპრ 2010, 17:33
by tamuna_gudarexi
ჰეჰ.. აი, სათქმელი ჩემიც, უთქვამს უკვე ასე ხატოვნად...


ციცანა/გვანცა ჯობავა

საქართველოდან საქართველოში

ჩამოიქცევაო, - მოლამ, - ქართულ გალობაზე
იშხნის კედლები, უნდა გაჩუმდეთო...
და ოშკთან მოლურად აყივლდა,
მიწას გაერთხა და...
კედლები არა, და ძრწოლვით ჩამომექცა
მკლავები, ცრემლი ლოცვა-ლოცვა
დამცვივდა.

იშხნის გუმბათს ვერ ახედავ მშვიდად, მარტივად,
უფლის ზეცისფერი თვალის ფერი აქვს,
გრძნობ, რომ შესციცინებ უფალს თვალებში,
და დღე ემსგავსება ბერულ კელიას.

ოშკის გუმბათს ვერ ასწვდები ასე მარტივად,
კაცის თვალის ჩინი მას ვერ შესწვდება,
უნდა უფალს სთხოვო, რომ დაიჯერო,
მზესთან მიგიშვა და სული გეწვება.

ხახულში ჩაგვირაზა მოლამ კარები,
პარხალშიც ვერ შეაღწევ ასე მარტივად,
შევდივარ ფეხშიშველი (მუსლიმანივით),
და თავს ვაჯერებ, რომ შლეგი მარტი ვარ,

სხვას რას მივაწერო, ტაძარ-მეჩეთში
გვერდიგვერდ ვლოცულობთ მე და მუსლიმი,
ის ალაჰს ადიდებს ხელებაპყრობილი,
მე - ღმერთს, და ამ სასჯელს სიმწრისგან ვუცინი.

დოლისყანაში თურქი ბავშვები ასპარეზობას მართავენ,
მათთვის არაფრისმთქმელ საკურთხეველში
ველოსიპედებით დაქრიან,
მე კი, კედლებს ვკოცნი, თან ერთს ვუთვალთვალებ,
იქნებ ქართველია, ნეტა, რა ჰქვია?!...

ოთხთა, მომეჩვენა, უფრო მშვიდი იყო,
როგორც ოცნებების ძვალშესალაგი,
გინდა იგალობებ, გინდა ლოცვას იტყვი,
აქ არც მოლა გიშლის და ვერც ალაჰი.

შემდეგ დაბრუნება... საქართველოდან საქართველოში
ჩავდივარ,
მომაქვს ღამე მთების სიგრილით და დილა -
ტაოს სუსხით, ნიავით...
მომაქვს ქვები - სანთლის ნაღვენთივით,
ტაძარს ჩამომწყდარი ცრემლები,
მომაქვს ჩემი ბაგე - მიწანაკოცნია!
მომაქვს სევდა და თავს ვევლები.

თურმე რა ძნელია, როცა არ გინახავს,
უფრო ძნელი - როცა გინახავს,
კლარჯეთს შევატოვე ჩემი თვალები და
ტაძრის ნაპრალებში ინახავს.
როცა დავბრუნდები სულ სხვა დაბრუნებით,
ავაციმციმებ მადლიან ღამეში,
მერე ფეხს მოვირთხამ იშხნის გუმბათის ქვეშ,
კრძალვით ჩავეკვრები უფალს თვალებში.

ამ წამს მინდა უცებ ყველა დავივიწყო,
ვიგრძნო მარტო დავრჩით მე და ღმერთი,

შეშლილს დავემსგავსო, ისე დავიყვირო:

ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი,
ტაო, ტაო, ტაო-კლარჯეთიიიიიიი!...........

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 12 აპრ 2010, 17:51
by guruli
გილოცავთ მშვიდობით დაბრუნებას.

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 12 აპრ 2010, 21:46
by Mta Mkvarebia
თემა გაიხსნა
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4160

tamuna_gudarexi
მერე მაგ ლექსს ამ თემაში თუ გადმოიტან შენს შთაბეჭდილებებთან ერთად, კარგი იქნება :)

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 12 აპრ 2010, 22:34
by tamuna_gudarexi
Mta Mkvarebia
აუცილებლად!