"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 მარ 2010, 02:45

უ1ლესად, აღვნიშნავ, რომ ტაო-კლარჯეთი ყველა ჩვენებურმა უნდა ნახოს.
აქ დაირწა ქართული სულიერების აკვანი და აქედან დაიწყო ჩვენი ქვეყნის გა1ანება.
ამის მიუხედავად, არ არის სასურველი, ადგილობრივი თურქი მოსახლეობის გაღიზიანება კამათით საქართველოს
ისტორიის თაობაზე, აფიშირებული ლოცვა-პარაკლისებითა თუ გალობით, აგრეთვე, რელიგიური
შინაარსის ლიტერატურის გავრცელებით.
ისინი ღიზიანდებიან სანთლის დანთებით. მსგავსი რეაქცია ექნებათ წმინდა ცეცხლის თაობაზეც. მით უფრო, საზღვარზე.
გამომწვევი აქტიურობის შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილობრივებმა ტაძრებში შესვლაზე უარი გითხრან.
უნდა ვაღიაროთ, რომ ძეგლთა ქართული წარმომავლობის მიუხედავად, ისინი ჩვენს საკუთრებაში არ არის.
ამიტომ, ვიყოთ უფრო მოზომილნი ლოცვითაც, გალობითაც, სხვა ეკლესიური წესების შესრულებისას.
სასურველი იქნება, თუ თან წაიღებთ ქართულ სუვენირებს, ტკბილეულს და ქართული ძეგლების
დარაჯებს ან მათ ახლოს მცხოვრებ თურქებს დაასაჩუქრებთ.

გაითვალისწინეთ, რომ იქ სანთელს ვერსად იშოვით და აქედან უნდა წაიღოთ.
დაკიდევ, ყველაფრის მიუხედავად, თურქებს მადლობა ეკუთვნით იმისთვის, რომ ქართული
ძეგლები ამ სახით მაინც შეინახეს. მათ შეეძლოთ, ისინი სა1ოდ დაენგრიათ.
ზოგი1 ტაძარი სწორედ იმიტომ გადარჩა, რომ მეჩეთად გადაკეთდა.

კეთილი მგზავრობა, ხალხ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by LiBrA » 10 მარ 2010, 02:57

სხვათაშორის გოგა,რამდენჯერაც მამაო პარაკლისს იწყებდა, იმდენჯერ მოლა ყვებოდა სინქრონში, იმ ტაძრებში, რომელთა შორიახლოსაც დასახლებული პუნქტები იყო... (ოშკი, იშხანი) გამიზნულად კეთდებოდა ეს თუ უბრალო დამთხვევა იყო არვიცი... :roll:

რა მაინტერესებს კიდევ... მე რამდენადაც ვიცი მთლიანად აპირებენ ამ რამდენიმე წელიწადში იუსუფელის დატბორვას. რამდენად სწორ ინფორმაციას ვფლობ შეუძლია ვინმეს მითხრას? ...
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by guruli » 10 მარ 2010, 11:00

LiBrA
მე რამდენადაც ვიცი მთლიანად აპირებენ ამ რამდენიმე წელიწადში იუსუფელის დატბორვას. რამდენად სწორ ინფორმაციას ვფლობ შეუძლია ვინმეს მითხრას? ...
თავს ვერც მე დავდებ ამ ინფორმაციის სისწორეზე, მაგრამ როგორც ვიცი, ეგ პროექტი, რომელიც ძალიან ბევრ ქართულ ძეგლს დატბორვას უქადდა, შეჩერდა. ახლა ლაპარაკია ბევრად მცირე ზომის პროექტზე - გასაგებია, რომ თურქეთი ელექტროენერგიის მარაგის გამოყენებაზე უარს არ იტყვის (ჩვენგან განსხვავებით). იმ პროექტის შეჩერების ოფიციალურ მიზეზად ის დასახელდა, რომ თუირქეთმა ევროგაერთიანებებისგან კრედიტი ვერ მიიღო, მაგრამ როგორც ამბობენ, მიზეზი სულ სხვაა. კერძოდ, ის, რომ მაგ პროექტის განხორციელება დასავლეთმა თავიდანვე შეაფასა როგორც ერთი, გაბატონებული კულტურის მიერ მეორის - უმცირესობის შევიწროება და დისკრიმინაცია. ანკარამაც პროექტი დასავლეთის ზეწოლით შეაჩერა და ახლა აქცენტი სულ სხვა რამეზე აიღო - მაგ რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე, რაც არანაკლებ მოგებას უქადის. ერთი შეხედვითაც, დაუჯერებელი ჩანს, რომ ეკონომიკურად უსწრაფესად მზარდმა და დიდი პოტენციალის მქონე მქონე თურქეთმა რაღაც ქვეყნისთვის სტრატეგიად დაისახა და საჭირო თანხა ვერ იშოვა! ეს არაა გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურული, დემირელის ეპოქის დასაწყისი, როცა ბანკროტად გამოცხადებულ უღარიბეს თურქეთს კრედიტს არავინ აძლევდა, რომელსაც ლუქსემბურგმა 100 000 $ ასესხა და ამის გამო ქვეყანაში სახალხო ზეიმი გაიმართა.
ლოცვებში და ქრისტიანულ ატრიბუტიკაში კი მართლა ზომიერებაა საჭირო და მეც გირჩევთ, ნუ ეცდებით იქაურთა პროვოკაციას, ნუ ეცდებით მათ გაღიზიანებას, მაგრამ არც მთლად ისეა საქმე, თქვენთვის ლოცვა და სანთლების დანთება დაგიშალონ. მათ Mშვენივრად იციან ამ ტაძრების ისტორიული კუთვნილება, დღეს კი ნელ-ნელა მიდიან იმ შეგნებამდე, რომ თუ ამ ძეგლების ხარჯზე ტურიზმის განვითარებაზე, ტურისტების მოზიდვა სურთ, მათი ტრადიციებიც უნდა დაუშვან. მით უფრო - ქრისტიანულ ტაძრებში, სადაც ტურისტები ამ ტაძრებისთვის ჩადიან. ვიცი შემთხვევა, როცა ადრეულ წლებში ბორჩხაში ადგილობრივები მღვდლებს ქუჩაში გამოეკიდნენ, ანაფორით ნუ დადიხართ, სამოქალაქო ტანსაცმელი ჩაიცვითო. ამან ქალაქის ქართული მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია, რომლებიც გასაგები მიზეზებით, პროტესტს ისე საჯაროდ ვერ გამოხატავდნენ, მაგრამ რეაქცია მაინც ჰქონდათ. საბოლოოდ მღვდლებს ერთი იქაური ქრთველი მაღალჩინოსანი გამოექომაგა, ტურისტბი როგორ ივლიან, ეს მათი საქმეა, ჩვენ კი თუ ტურიზმის განვითარება გვინდა, ისინი არ უნდა შევზღუდოთო... გასაგებია, რომ ბევრი ფანატიკოსი ახლაც გამოერევა, საუკუნეობით ჩანერგილის დავიწყება ძნელია, მაგრამ ნელ-ნელა მთელი თურქეთი მიდის მაგ შეგნებამდე. მე არა, მაგრამ ჩემს ახლობელს შეხვდა ახალგაზრდა თურქი, რომელმაც უთხრა, იმპერიულ წარსულს ნუ გაგვახსენებთ, ჩვენ სულ სხვა თაობის თურქები ვართო. გავიხსენოთ ისიც, რომ თურქეთმა ორჰან პამუკი წარმოშვა - კაცი, რომლიც ანკარას სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებს! თუმცა მაგალითად ამის გამო არ მომყავს - იმედია, მიხვდებით, რატომაც.
მოკლედ, თურქეთში რადიკალურ-ისლამისტური აზროვნების და დღევანდელი რალობის შეცვლას დრო უნდა, რაც თანდათან ხდება. თურქეთი თვითონაც ისწრაფვის ევროპისკენ და ევროპაც ინტენსიურად შემოდის მასში. უბრალოდ, ეს ინტეგრაცია ჩვენგან საპირისპირო მხარეს - ანტალიიდან დაიწყო და ჩვენამდე ანუ თურქეთის ქართულ პროვინციებამდე გვიან მოვა, მაგრამ რას ვიზამთ - ჩვენ ხომ ევროპის პერიფერია ვართ ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. უბრალოდ, ქრისტიანული ლიტერატურის გავრცელებით და ამგვარი გამომწვევი ქცევებით თურქთა გაღიზიანება უგუნურება მგონია.

User avatar
del
მაწანწალა
Posts: 316
Joined: 24 დეკ 2008, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by del » 10 მარ 2010, 12:03

მიახლოებით მაინც შედგეს მსურველთა სია
Netgroup - პროფესიონალური IT მომსახურება. კომპანიები Cisco, HP და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი!
http://www.netgroup.ge

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by ika-bebo » 10 მარ 2010, 18:02

del wrote:მიახლოებით მაინც შედგეს მსურველთა სია
სავარაუდოდ წამომსვლელთა სია:
1.del
2.
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by გვალდა » 10 მარ 2010, 18:52

სავარაუდოდ წამომსვლელთა სია:
1.del
2. გვალდა
3.
4.
სვანეთოლოგი

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by Hereti » 10 მარ 2010, 19:07

მეც წამოვალ თუ შეიძლება

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by Hereti » 10 მარ 2010, 19:08

თანხებში თუ ჩავჯექი )))))

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by LiBrA » 10 მარ 2010, 19:39

guruli wrote:LiBrA
მე რამდენადაც ვიცი მთლიანად აპირებენ ამ რამდენიმე წელიწადში იუსუფელის დატბორვას. რამდენად სწორ ინფორმაციას ვფლობ შეუძლია ვინმეს მითხრას? ...
თავს ვერც მე დავდებ ამ ინფორმაციის სისწორეზე, მაგრამ როგორც ვიცი, ეგ პროექტი, რომელიც ძალიან ბევრ ქართულ ძეგლს დატბორვას უქადდა, შეჩერდა. ახლა ლაპარაკია ბევრად მცირე ზომის პროექტზე - გასაგებია, რომ თურქეთი ელექტროენერგიის მარაგის გამოყენებაზე უარს არ იტყვის (ჩვენგან განსხვავებით). იმ პროექტის შეჩერების ოფიციალურ მიზეზად ის დასახელდა, რომ თუირქეთმა ევროგაერთიანებებისგან კრედიტი ვერ მიიღო, მაგრამ როგორც ამბობენ, მიზეზი სულ სხვაა. კერძოდ, ის, რომ მაგ პროექტის განხორციელება დასავლეთმა თავიდანვე შეაფასა როგორც ერთი, გაბატონებული კულტურის მიერ მეორის - უმცირესობის შევიწროება და დისკრიმინაცია..
guruli
ჩვენთვის სასურველია, რომ შენი ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს.იმედია მომავალში არ იარსებებს საფრთხე თურქეთის მხრიდან სათანადო ფინანსების მოძიების შემთხვევაში.თანაც რეგიონული ტურიზმის განვითარება რაციონალური ალტერნატივა უნდა იყოს თურქეთისთვისაც.ამ ძეგლებს, ქართველების გარდა, ვიცით, რომ მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებიც სტუმრობენ...
Image

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by Falcon » 10 მარ 2010, 20:15

სავარაუდოდ წამომსვლელთა სია:
1.del
2. გვალდა
3. Falcon (95%) და შესაძლო +ებით
4.



ისე, მინიმუმ რამდენი კაცი უნდა შეგროვდეს? :roll:

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by tamuna_gudarexi » 10 მარ 2010, 22:09

ika-bebo წერდა:
რამოდენიმე კარაველის სურვილიდან გამომდინარე შევადგინე სპციალური გეგმა "ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" აპირლში 8-9-10-11
იქნებ ეს კარაველებიც ჩაგვეწერა სიაში, თუ უკვე წერიან? ;)


მსურველი ნამდვილად ვარ, თუმცა, ჯერ ზუსტად არ ვიცი.. :roll: მაინც ჩავეწერები:

1.del
2. გვალდა
3. Falcon (95%) და შესაძლო +ებით
4. თამუნა_გუდარეხი (ნეტავ!)
5.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by ika-bebo » 10 მარ 2010, 22:30

tamuna_gudarexi wrote:ika-bebo წერდა:
იქნებ ეს კარაველებიც ჩაგვეწერა სიაში, თუ უკვე წერიან? ;)
დმანისის გასვლის დროს, წარმოიშვა იდეა და ფინანსების შემთახვევაში თვითონ ჩაეწერებიან.
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by z g a r b i » 10 მარ 2010, 22:56

1.del
2. გვალდა
3. Falcon (95%) და შესაძლო +ებით
4. თამუნა_გუდარეხი (ნეტავ!)
5. ზღარბი :roll:
Image

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by Hereti » 10 მარ 2010, 23:32

tbc ბანკი თუ დავითანხმე მეც წამოვალ

User avatar
miqgio
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 29 აპრ 2009, 20:22
Location: Tbilisi
Contact:
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by miqgio » 11 მარ 2010, 00:37

ხალხნო მე ვიყავი ამ ზაფხულს ტაო კლარჯეთში
კონკრეტულად ოშკის ტაძართან, იქ უნდა ჩაგვეტარებინა აზომვითი სამუშაოები, მაგრამ მთავრობამ ნება არ მოგვცა

შეგვემთხვა ესეთი შემთხვევა

ჩვენ სასტიკად გაგვაფრთხილეს რომ სასმელი არ გამოგვეჩინა ხალხში
ჩვენმა მძღოლმა არ გაითვალისწინა ეს რჩევა და ქუჩაში დაუწყო ხალხს ძებნა და ეპატიჟებოდა დასალევად

საქმემ ისეთი მხარე მიიღო რომ ნაცისტები მოვიდნენ, იმ სოფლის მმართველის ჩარევის გარეშე რეალური საფრთხე იყო ჩვენი ჩაქოლვის

თუ გაითვალისწინებთ ამ რჩევას კასი იზამთ

ისე ქუჩაში არავინ გერჩის თუ შენ არ გამოიწვიე

ვეთანხმები guruli-ს იმ, ისენი მართლა ცდილობენ რომ ეს ზონა გამოიყენონ ტურისტებსი მოსაზიდად და დატბორვაზე არაფერი გამიგია

ისე ჩვენი გუნდი ისევ ვაპირებთ ოშკის ტაძარის ასაზომად ექსპედიციაში ცასვლას დაახლოებიტ 22 აპრილს

თუ იქ იქნებით და შევხვით ერთმანეთს მოხარული ვიქნები :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]