"რივერ საიდი" იქ ერთ-ერთი სასტუმროა იუსუფელიდან 12 კილომენტრის დაშორებით მდინარის პირას და იმის იქითაა ეს სასტუმრო "აგარა". დაახლოებით სოფელ სარიგოლთან არის იუსუფელიდან 14 კილომეტრია.guruli wrote:ika-beboრივერ საიდი? ეგ მახათეთის იქით რომ პირველივე სოფელია, იმაზე ამბობ? გზის ზედა მხარეს, ოღონდ ზედ გზაზევე. დიდი მეჩეთიც არის სოფელში...guruli
რივერ საიდის იქითაა
ეს ტური დაიწერა წინა წელს ჩატარებული ტურებიდან გამომდინარე მაგალითან ზინა წლის ერთ-ერთი 4 დღიანი ტურის გეგმა შემდეგი იყო:LiBrA wrote: მოკრძალებულად გეკითხები:
წინა ტურებიც მსგავსი მარშუტით გაქვს მოწყობილი? 4 დღისთვის ცოტა მოუსწრებლად მეჩვენება ამდენი რამის ნახვა,თან ტაძრებს შორის არსებული მანძილებიდან გამომდინარე
1 დღე
ბანა
იშხანი
2 დღე
ოთხთა
ხახული
ოშკი
ჩანჩქერი
3 დღე
არტანუჯი
კანიონი
ტბეთი
ხანძთა
დოლისყანა
4 დღე
სუმელა
აია სოფია
ტრაბზონის ბაზრობა
ზღვაზე დასვენება
აჭარული ხაჭაპურები
აქედან გამომდინარე
1 დღეს
სასტუმროში მისვლის შემდგომ 3 საათის მერე დაბნელდა და თავისუფლად მოესწრებოდა ქაჯთა ციხეც.
2 დღე
სასტუმრო გამიზნულად მდებარეობს პარხლის ხეობაში, რაც გაგვიადვილებს პარხლის დროით ნახვას, მთავარია კომუნიკაბელურები ვიყოთ დილით გასვლისას, მაშინ გასვლა განხორციელდა 10:30 და დანარჩენი ძეგლები მოესწრო; 9:30 გასვლის შემთხვევაში 1 საათი სრულიად საკმარისია პარხალში მისასვლელად და დასათვალიერებლად (ხანძთელობას განხორციელებული ტურიდან გამომდინარე) მხოლოდ შესაძლებელია დაბრუნებისას ქალაქ იუსუფელში გასეირნება ვეღარ მოხერხდეს. ვისაც რაიმე მიზეზით გასვლას ვერ მოახერხებს 9:30, გზად გამოვუვლით და შემდგომ შემოგვიერთდება.
3 დღე
ეს დღე ყველაზე დატვირთულია; გვიწევს კლარჯეთში გადასვლა და რაც მთავარია იმ ორი საათის მონაკვეთში არ მოვხვდეთ როდესაც გზა იკეტება; არტანუჯზე დაიხარჩება ყველაზე მეტი დრო (ასვლა; ჩამოსვლა) იქიდან კანიონში რომელიც იქვე მდებარეობს; შემდგომ შავშეთისკენ ტბეთში; ტბეთიდან ხანძთაში; ოპიზა იქვეა; საშიშროება მხოლოდ დოლისყანაა მთავარია არ შემოგვაღამდეს ის ართვინის გზაზე მდებარეობს სადაც ჩვენი სასტუმროა; (დოლისყანა მეოთხე დღეს მქონდა გადატანილი, მაგრამ სანტას დამატების მერე გადმოვიტანე)
4 დღე
სანტა სუმელასთან მდებარეობს და მათი ნახვა უპრობლემოდ მოხერხდება შემდეგ ტრაბზონში აია სოფია; "ფორუმ ტრაბზონიც" და ქემელ ფაშაც 24/24 მუშაობენ.
მეგზურობას ამ ტურს მე გავუწევ და გივიაშვილი-ხოშტარია-ხუციშვილთან მიღებულ ცოდნას წამომსვლელებს გავუზიარებ.Naia wrote:პს. მეგზურად ვინ გყავთ?