"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by ika-bebo » 08 მარ 2010, 18:47

guruli wrote:ika-bebo
guruli
რივერ საიდის იქითაა
რივერ საიდი? :roll: :roll: ეგ მახათეთის იქით რომ პირველივე სოფელია, იმაზე ამბობ? გზის ზედა მხარეს, ოღონდ ზედ გზაზევე. დიდი მეჩეთიც არის სოფელში...
"რივერ საიდი" იქ ერთ-ერთი სასტუმროა იუსუფელიდან 12 კილომენტრის დაშორებით მდინარის პირას და იმის იქითაა ეს სასტუმრო "აგარა". დაახლოებით სოფელ სარიგოლთან არის იუსუფელიდან 14 კილომეტრია.
LiBrA wrote: მოკრძალებულად გეკითხები: :)

წინა ტურებიც მსგავსი მარშუტით გაქვს მოწყობილი? 4 დღისთვის ცოტა მოუსწრებლად მეჩვენება ამდენი რამის ნახვა,თან ტაძრებს შორის არსებული მანძილებიდან გამომდინარე :roll: :wink:
ეს ტური დაიწერა წინა წელს ჩატარებული ტურებიდან გამომდინარე მაგალითან ზინა წლის ერთ-ერთი 4 დღიანი ტურის გეგმა შემდეგი იყო:
1 დღე
ბანა
იშხანი
2 დღე
ოთხთა
ხახული
ოშკი
ჩანჩქერი
3 დღე
არტანუჯი
კანიონი
ტბეთი
ხანძთა
დოლისყანა
4 დღე
სუმელა
აია სოფია
ტრაბზონის ბაზრობა
ზღვაზე დასვენება
აჭარული ხაჭაპურები

აქედან გამომდინარე

1 დღეს
სასტუმროში მისვლის შემდგომ 3 საათის მერე დაბნელდა და თავისუფლად მოესწრებოდა ქაჯთა ციხეც.
2 დღე
სასტუმრო გამიზნულად მდებარეობს პარხლის ხეობაში, რაც გაგვიადვილებს პარხლის დროით ნახვას, მთავარია კომუნიკაბელურები ვიყოთ დილით გასვლისას, მაშინ გასვლა განხორციელდა 10:30 და დანარჩენი ძეგლები მოესწრო; 9:30 გასვლის შემთხვევაში 1 საათი სრულიად საკმარისია პარხალში მისასვლელად და დასათვალიერებლად (ხანძთელობას განხორციელებული ტურიდან გამომდინარე) მხოლოდ შესაძლებელია დაბრუნებისას ქალაქ იუსუფელში გასეირნება ვეღარ მოხერხდეს. ვისაც რაიმე მიზეზით გასვლას ვერ მოახერხებს 9:30, გზად გამოვუვლით და შემდგომ შემოგვიერთდება.
3 დღე
ეს დღე ყველაზე დატვირთულია; გვიწევს კლარჯეთში გადასვლა და რაც მთავარია იმ ორი საათის მონაკვეთში არ მოვხვდეთ როდესაც გზა იკეტება; არტანუჯზე დაიხარჩება ყველაზე მეტი დრო (ასვლა; ჩამოსვლა) იქიდან კანიონში რომელიც იქვე მდებარეობს; შემდგომ შავშეთისკენ ტბეთში; ტბეთიდან ხანძთაში; ოპიზა იქვეა; საშიშროება მხოლოდ დოლისყანაა მთავარია არ შემოგვაღამდეს ის ართვინის გზაზე მდებარეობს სადაც ჩვენი სასტუმროა; (დოლისყანა მეოთხე დღეს მქონდა გადატანილი, მაგრამ სანტას დამატების მერე გადმოვიტანე)
4 დღე
სანტა სუმელასთან მდებარეობს და მათი ნახვა უპრობლემოდ მოხერხდება შემდეგ ტრაბზონში აია სოფია; "ფორუმ ტრაბზონიც" და ქემელ ფაშაც 24/24 მუშაობენ.
Naia wrote:პს. მეგზურად ვინ გყავთ?
მეგზურობას ამ ტურს მე გავუწევ და გივიაშვილი-ხოშტარია-ხუციშვილთან მიღებულ ცოდნას წამომსვლელებს გავუზიარებ.
Last edited by ika-bebo on 08 მარ 2010, 20:11, edited 2 times in total.
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
del
მაწანწალა
Posts: 316
Joined: 24 დეკ 2008, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by del » 08 მარ 2010, 18:49

კაი აზრია. ყველანაირად შევეცდები წამოვიდე.

რა მაინტერესებს. და რამდენი კაცი უნდა შეიკრიბოს?


90% მოვდივარ
Netgroup - პროფესიონალური IT მომსახურება. კომპანიები Cisco, HP და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი!
http://www.netgroup.ge

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by KSOVRELI » 08 მარ 2010, 20:09

ახლავე დავიჭერ თადარიგს უფროსთან :D
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by Nephros » 08 მარ 2010, 20:38

QEBURIUS wrote:მაგარიაააა

თუმცა არ წამოვალ.ჯერ 1 შარშან ვნახე ეს ყველაფერი, (სუმელა უფრო ადრე) მეორეც ნერვები უნდა მოვიშალო ეს ძეგლები თურებს უნდა ჰქონდეთ და ჩვენ.......


ვინც არ ყოფილა აუცილებლად წავიდეს თან მაგრა იაფად გამოდის
პ.ს. ლენინ-სტალინის დედას ტუ-ტუ-ტუ
და იქნებ სხვებისაც?!.....

აი, ნაწყვეტი რევაზ გავაშვილის მოგონებებიდან და დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. ეს კი არ გაგიჭირდებათ. რადგან ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე სხვას რას ვუყურებთ, ნეტა?!


"მგზავრობა ბათუმიდან ტრაპიზონს
სრულებით შემთხვევით რომ შევედი "ეროვნულ საბჭოში", ასეთი სურათი დამხვდა: კედელზე ჩამოკიდებულ რუკასთან იდგა ბ-ნი აკაკი ჩხენკელი (მ ე ო რ ე დღეს ტრაპიზონში მიდიოდა) და კიდევ რამდენიმე ქართველი. არ ვიცი, "დელეგატი" თუ არა; სტუდენტის ქუდიანი პავლე ინგოროყვა, ჯოხით ხელში უჩვენებდა და უხსნიდა საქართველოს ნაწილების საზღვრებს. მე სწორედ მაშინ შევესწარი, როცა შემოხაზა ჯოხის წვერით ერთი ფართობი და მიუბრუნდა მსმენელთ: "ეს გახლავთ კახეთი!"
- ქე დიდი ქვეყანა ყოფილა! - შესძახა გ ა კ ვ ი რ ვ ე ბ ი თ ბ-ნმა აკაკიმ.
და, აი, ასეთი დელეგაციის ასეთი მცოდნე მეთაური - მიდიოდა ტრაპიზონში, საქართველოს ინტერესების დასაცავად... და კავკასიისაც.
[...]
ტრაპიზონის ლაი-ლაი, საქართველოს ვაი-ვაი იყო! რადგან ოსმალებს ხალხი ჰყავდათ, რომელიც ლაპარაკობდა "კონფერენციაზე" და ჯარიც, რომელიც იმავე დროს "ითვისებდა" ტერიტორიას და ჩვენ კიდევ დიდხანს, - ამის შემდეგაც, - ვერ მივხვდით, რომ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს, გარდა ლაპარაკისა, ს ჭ ი რ დ ე ბა ბ ე ვ რ ი რ ა მ ს ხ ვ ა ც [...]."

პავლე ინგოროყვა. საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ, 1990წ.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by ika-bebo » 08 მარ 2010, 21:08

del wrote: რამდენი კაცი უნდა შეიკრიბოს?
14 დან 18 მდე
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by pataputina » 08 მარ 2010, 21:12

ისა..
8 ში დილითაა გასვლა?


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by ika-bebo » 08 მარ 2010, 21:50

pataputina wrote:ისა..
8 ში დილითაა გასვლა?


:roll:
კი დილის 6 საათზე
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
andado
ასფალტზე მოარული
Posts: 9
Joined: 03 ოქტ 2009, 22:19
Location: Tiflis
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by andado » 08 მარ 2010, 21:56

რა სილამაზეააა ! მეც ძალიან მინდა ტაო-კლარჯეთის მონახულება ! 26 მარტს კაბადოკიაში მივდივაააარ ! :) მიხარია ...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by guruli » 08 მარ 2010, 23:21

ika-bebo
"რივერ საიდი" იქ ერთ-ერთი სასტუმროა იუსუფელიდან 12 კილომენტრის დაშორებით მდინარის პირას
მაინც ვერ მივხვდი, რომელზეა ლაპარაკი... ამ სასტუმროზე? ოსმანას სასტუმრო...
Image
თუ ეგაა და მანდ არ გასკდა ბომბი და ატომი და ის ოსმანაც ნუ ჩაუყოლებია თავისი უხიაგი ხასიათების მიუხედავად - არ მინდა, ამ დიდმარხვაში ცოდვა ვთქვა და ჩავიდინო. :D

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by ika-bebo » 08 მარ 2010, 23:30

guruli
კი ეს სასტუმროა, მეც გარკვეული მიზეზების გამო იქ ტურისტბი აღარ მიმყავს, აქედან 2 კილომეტრშია სასტუმრო "აგარა" მფლობელი ქართველია, კარგი და შინაურული ატმოსფეროა.
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by LiBrA » 08 მარ 2010, 23:41

guruli wrote:ika-bebo
"რივერ საიდი" იქ ერთ-ერთი სასტუმროა იუსუფელიდან 12 კილომენტრის დაშორებით მდინარის პირას
მაინც ვერ მივხვდი, რომელზეა ლაპარაკი... ამ სასტუმროზე? ოსმანას სასტუმრო...
Image
თუ ეგაა და მანდ არ გასკდა ბომბი და ატომი და ის ოსმანაც ნუ ჩაუყოლებია თავისი უხიაგი ხასიათების მიუხედავად - არ მინდა, ამ დიდმარხვაში ცოდვა ვთქვა და ჩავიდინო. :D
:lol: :lol: :lol: :lol:
მე პირადად კმაყოფილი დავრჩი მაგ სასტუმროს მასპინძლობით. სასტუმროს ორიგინალი სახელია ''HOTEL RIVER" .სექტემბერში ესე ერქვა ყოველ შემთხვევაში :) ზაფხულში ყველაზე სასურველი ადგილია დასაბინავებლად იუსუფელთან ახლოს მდებარე სასტუმროებს შორის.
''აგარა'' არ ვიცი. იმედია ფოტო მასალა დაიდება მერე და უფრო კარგად გავეცნობით ქართული სტუმართმოყვარეობის გამოვლინებას
:wink:
Image

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by LiBrA » 08 მარ 2010, 23:46

ika-bebo

ძალიან კარგი მარშუტია , იმედია ყველაფრის ნახვას მოასწრებთ. ამ მხრივ კი ყველაზე დატვირთული მართლა მესამე დღეა და ყველაზე მეტად კლარჯეთში, გამშვებ პუნქტთან დაგვიანება არ გაწყობთ და დროის დაკარგვა. რა დამავიწყებს მანდ ლოდინს, დაგვიანებული წამების გამო :D
Image

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by Nini_A » 08 მარ 2010, 23:48

LiBrA wrote:ika-bebo

ყველაზე მეტად კლარჯეთში, გამშვებ პუნქტთან დაგვიანება არ გაწყობთ და დროის დაკარგვა. რა დამავიწყებს მანდ ლოდინს, დაგვიანებული წამების გამო :D
რომელ გამშვებ პუნკტზე საუბრობ? :roll:
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by guruli » 08 მარ 2010, 23:52

ika-bebo
guruli
კი ეს სასტუმროა,
შე კაცო, მასე გეთქვა. :D :D ეგ ჩვენ "ჰოტელ რივიერას" სახელით გაგვაცნეს (აბრაზეც ასე ეწერა) და იმიტომ ვერ მივხვდი.
შენც გაგაბრაზა ოსმანამ, თუ რატომ აღარ მიგყავს? :D
ჩვენ ძალიან ცუდად მოგვექცა - ხალხის ნაწილი, პრაქტიკულად, გამოყარა ნომრებიდან. ის ნომრები თურმე ებრაელებს ჰქონიათ დაჯავშნული, რომლებიც ორ დღეში ჩამოდიოდნენ. ამან არც ჩვენ დაგვკარგა და შეგვიშვა მაგ ნომრებში, მაგრამ ებრაელები რომ ჩამოვიდნენ და ადგილები მოითხოვეს, იმ ნომრებიდან ჩვენების ბარგი ისე გამოყარა გარეთ, არც კი ვიცოდით - სხვაგან გვიპირებდა გადაყვანას. ამ დროს ოთხთაში ვიყავით და იქიდან დაბრუუნებულებმა სხვებმაც წიხლი ვუკარით სასტუმროს, საერთოდ არ გვინდა სენი არაფერი, შე მათხოვაროო. :D 100 $ გვიბრუნებდა უკან, რომელიც რა სიტყვებით მივაყარეთ უკან, კი წარმოიდგენ. :D არც გვივახშმია, ისე წამოვედით იმ ღამეს იუსუფელში. ახლა რომ ვიგონებ, მეცინება კიდეც, ლტოლვილებივით რომ გავშალეთ საჭმელი რომელიღაც კაფეს ეზოში, სადაც პატრონმა სამადლოდ დაგვითმო მაგიდები. :D თან, ტკბილეულიც მოაყოლა, ჩვენ კი სანაცვლოდ აქედან წაღებული ხილი ვუფეშქაშეთ. "ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება" - ეს ფილმი გამახსენა ჩვენმა ყოფამ, მაგრამ მერე მადლიერნიც კი დავრჩით ოსმანასი - იმ ღამეს დავადეთ თავი, მთელი ღამე ვიარეთ და არტანუჯში ჩავედით. სამაგიეროდ, მეორე დილით ადრევე გავედით ძეგლებზე და 11 საათზე დოლისყანა-ოპიზა მოვლილი გვქონდა და ხანძთის ბილიკზე ავდიოდით. იმ ღამეს ოსმანა ისე რომ არ მოქცეულიყო, მეორე დილით წამოვიდოდით იქიდან და ისეთი ზანტი ჯგუფი იყო, არტანუჯში შუადღეზე ჩავიდოდით.
და ეგ სარიგოლი ხომ ქართული სოფელია? :roll: მაგაზე ვწერდი ზევით.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by guruli » 08 მარ 2010, 23:58

LiBrA
სასტუმროს ორიგინალი სახელია ''HOTEL RIVER"
აჰა - ამასაც ასე სცოდნია.
თან ჩვენ რომ ვიყავით, მაშინ ჯერ კიდევ მშენებარე იყო და ამ მხრივაც იყო პრობლემები. ისე კი იდეალურ ადგილზეა - აივანი ზედ პარხალზეა გადამდგარი. ჩვენ ღამე მივედით და მართლა მოგვაჯადოვა იმ სიმაღლეზე აზიდული მთების სილუეტებმა, ზედ სინათლეები რომ მოჩანდა, სანახაობას და შთაბეჭდილებას კი პარხალის შხუილი აგვირგვინებდა - რაღაც იდუმალ ელფერს აძლევდა. ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა, იქაურობა რომ დამეთვალიერებინა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]