Page 1 of 10

თოვლიანი გასვლა წერაქვის ქალაფას ეკლესიაში 31.01.2010

Posted: 25 იან 2010, 13:28
by Naia
ამ ეკლესიაზე ჯერ კიდევ გიო-გიორგიმ წერდა. მერე ხან მე და ხან თამარიჩი ვგეგმავდით, მაგრამ რატომღაც აქამდე ვერ შედგა ეს გასვლა...

გთავაზობთ, შევიკრიბოთ კვირას 31 იანვარს რესპუბლიკის მოედანზე და იქაურობა მოვინახულოთ.

შეკრების დრო - 09:00 სთ
22 კაციანი მიბისუსის ღირებულება - 200 ლარი

მანქანით გასავლელი მანძილი - დაახლოებით 160 კმ

ფეხით გასავლელი მანძილი - 1 კმ-ზე ცოტა მეტი (მთავარი გზიდან ეკლესიამდე ფეხით მისასვლელი იქნება 500-600 მ).

სურვილისა და თავისუფალი დროის შემთხვევაში შეგვიძლია მოვინახულოთ მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი წერაქვში და აგრეთვე სხვა ღირშესანიშნაობები. თუ სხვა ძეგლებსაც მოვინახულებთ, მაშინ ფეხით შეიძლება 6-7 კმ-მდე მოგვიწიოს გავლა (გაუკვალავ თოვლში:)

წერაქვში ამ წუთას გადაუღებლად თოვს. მაგრამ კარგი საბურავებისა და ჯაჭვების მქონე მინიბუსი თავისუფლად მივა სოფლამდე.

აუცილებელი აღჭურვილობა:თოვლის ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი წინდები და არაერთჯერადი ჭურჭელი.

ბმულები ძველი სამომავლო გეგმებიდან:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3600

თოვლიანი გასვლა წერაქვის ქალაფას ეკლესიაში 31.01.2010

Posted: 25 იან 2010, 13:39
by Naia
ქალაფის მონასტერი (როგორც აქაურები ეძახიან) სავარაუდოდ XII-XIII სს-ით თარიღდება. იგი შედგება ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიისგან (კედელზე მე-15 სს-ის ლაპიდარული წარწერით), შუა საუკუნეების წმ. გიორგის სახელობის ეკლესიისგან, სამრეკლოსგან, მარნისგან და გალავნისგან.

კომპლექსი მდებარეობს ქვემო ქართლში, მარნეულის რაიონში, მდ. შულავერის მარცხენა მხარეზე. იგი რამდენიმე წლის წინ საფუძვლიანად იქნა აღდგენილი და დღეისათვის ასე გამოიყურება:

Image

Image

Image

Image

თოვლიანი გასვლა წერაქვის ქალაფას ეკლესიაში 31.01.2010

Posted: 25 იან 2010, 13:40
by Naia
სია:

1. ნაია
2. თამარი-ჩ (?)
3.

თოვლიანი გასვლა წერაქვის ქალაფას ეკლესიაში 31.01.2010

Posted: 25 იან 2010, 14:12
by QEBURIUS
მე და DON გვინდა ჯიპით წამოსვლა კაცი გამოვა 30 ლარი! შეგვიძლია 5 კაცის, მითუმეტეს ლამაზი ქალის დამატება

თოვლიანი გასვლა წერაქვის ქალაფას ეკლესიაში 31.01.2010

Posted: 25 იან 2010, 14:23
by Naia
ესეც გიო-გიორგის მიერ გახსნილი თემა: http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

თოვლიანი გასვლა წერაქვის ქალაფას ეკლესიაში 31.01.2010

Posted: 25 იან 2010, 14:24
by navigator
QEBURIUS
ლამაზი ქალი რაღად გინდათ? ქოზიფაში რაციებით დიალოგების მერე? :D


ხო ისე საინტერესო გასვლაა, იქნებ შევძლო შემოერთება...

თოვლიანი გასვლა წერაქვის ქალაფას ეკლესიაში 31.01.2010

Posted: 25 იან 2010, 14:26
by Naia
navigator
ძალიან გამახარებ თუ წამოხვალ.

ოღონდ გასვლას მინიბუსით ვგეგმავთ. თუმცა ვისაც სურვილი აქვს მანქანით შეუძლია შემოგვიერთდეს

თოვლიანი გასვლა წერაქვის ქალაფას ეკლესიაში 31.01.2010

Posted: 25 იან 2010, 15:01
by TuTa
Naia

მშვენიერი იდეაა. გადავხედავ ჩემს გეგმებს და ვფიქრობ შემოგიერთდეთ:)

თოვლიანი გასვლა წერაქვის ქალაფას ეკლესიაში 31.01.2010

Posted: 25 იან 2010, 15:28
by kakatuli
მეც მინდა !

თოვლიანი გასვლა წერაქვის ქალაფას ეკლესიაში 31.01.2010

Posted: 25 იან 2010, 15:33
by QEBURIUS
navigator

როგორც დ. აღმასენებელი ამბობდა "არა განემართების კუდი ძაღლისაი და არცა კირჩხიბი მართად ვალს...." მოკლედ მე და DON ყველა შემთხვევაში მოვდივართ მარშუტკით თუ ჯიპით არა აქვს მნიშვნელობა

თოვლიანი გასვლა წერაქვის ქალაფას ეკლესიაში 31.01.2010

Posted: 25 იან 2010, 15:44
by paata_
Naia

ვახ, მეც ვფიქრობ წამოსვლას მანქანით ოღონდ

თოვლიანი გასვლა წერაქვის ქალაფას ეკლესიაში 31.01.2010

Posted: 25 იან 2010, 15:46
by Naia
paata_
წამოდი :)

ხალხ, ვინც მინიბუსით ფიქრობს წამოსვლას იქნებ სიაში ჩაეწეროთ. ხომ უნდა ვიცოდეთ რამდენი კაცი მოდის

თოვლიანი გასვლა წერაქვის ქალაფას ეკლესიაში 31.01.2010

Posted: 25 იან 2010, 16:12
by qvevri
წამოსვლის დიდი სურვილი დამეუფლა. განსაკუთერბით ლაპიდარული წარწერით მოვიხიბლე :P . ჩემს გეგმებს გადავხედავ და თუ მოვახერხე მინიბუსში მოვკალათდები მძღოლის გვერდზე.

თოვლიანი გასვლა წერაქვის ქალაფას ეკლესიაში 31.01.2010

Posted: 25 იან 2010, 16:39
by GT.ge
Naia wrote: ხალხ, ვინც მინიბუსით ფიქრობს წამოსვლას იქნებ სიაში ჩაეწეროთ. ხომ უნდა ვიცოდეთ რამდენი კაცი მოდის
საინტერესოა, ჩავფიქრდი... პარასკევს მეცოდინება პასუხი.

თოვლიანი გასვლა წერაქვის ქალაფას ეკლესიაში 31.01.2010

Posted: 25 იან 2010, 16:57
by Naia
1. ნაია
2. თამარი-ჩ (?)
3. ნაიას +
4. ?