6-7 თებერვალი 2010 მომლოცველობითი მოგზაურობა ჯავახეთში.
Posted: 21 იან 2010, 22:29
როგორც უკვე ავღნიშნე თემაში:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... highlight=
კარგია როცა წინაპართა ნამოღვაწარ ადგილებს არა მარტო ათვალიერებ, არამედ იმასვე იმეორებ რასაც ისინი აკეთებდნენ და რისთვისაც ამდენი ეკლესია ააგეს, და რასაც ქვია ლოცვა. კეისარს კეისრისა და ღმერთს ღრმთისა.
ანუ არის იდეა , თან მოვიხილოთ და თან მოვილოცოთ წმინდა ადგილები ჯავახეთში და დაგვემგზავრება მართლმადიდებელი მღვდელი - მამა მამუკა.
გთავაზობთ 2 დღიან მოგზაურობას ჯავახეთში:
თბილისი-ახალქალაქი (კუმურდო, ბარალეთი)-ნინოწმიდა(ღამის გათევა)-საღამო-ფოკა-წალკა(შესაძლოა ოლიანკაც)-თბილისი.
თუ მთელი შემადგენლობა ვისხდებით ჯიპებში ან მაღალი გამავლობის ავტომობილებში, ეს მარშრუტი სრულად განხორციელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს სვლაგეზის შეკვეცა ანუ ვერ მივალთ ფოკაში და ახალქალაქ-ნინოწმინდით შემოვიფარგლებით.
6 თებერვალს,შაბათს, დილის 7 სთ. გასვლა ჯიპებით დიდუბიდან (სამთო ქიმიის შენობა) ახალციხე-ახალქალაქის მიმართულებით. მოგზაურობის დრო დაახლ. მაქს. 5 სთ.
12 სთ. დრო სადილისთვის
13 სთ. გამგზავრება კუმურდოში. გზა დაახლ. 30 წთ. (ახალქალაქი-კუმურდო 14 კმ) მოლოცვა დათვალიერება 30 წთ.
გამგზავრება ბარალეთისკენ (ახალქალ. - ბარალეთი 18 კმ), სადაც მდებარეობს დედათა მონასტერი. მონასტრის მონახულება და გზად, სოფელ კოთელიაში, ძველი ტაძრის დათვალიერება-მოლოცვა. დაბრუნება ახალქალაქისკენ, სადაც მოვინახულებთ საეპარქიო რეზიდენციას და მოვილოცებთ საკათედრო ტაძარს.
საღამოს 19 სთ. გამგზავრება ნინოწმიდისკენ (მგზავრ. დაახლ.20-25 წუთი; ახალქალაქი - ნინოწმიდა 20 კმ). განთავსება წინდაწინ დაჯავშნულ სასტუმროში. (რაც შეეხება ღამისთევას, სასტუმრო ალბათ 70 ლარი იქნება კაცზე, მაგრამ არის ალტერნატივა, ღამის გათევა ახალქალაქის საეპარქიო რეზიდენციაში, სადაც საწოლების ნაკლებობაა, სხვა მხრივ, ნორმალურია, ამიტომ აქ პარალონი და საძილე ტომარაა საჭირო, დეტალები ჯერ კიდე დგინდება, საჭიროა 1 კვირით ადრე შევატყობინოთ ჩამსვლელთა რაოდენობა)
7 თებერვალს, კვირას, დილით (7 სთ.ზე) გამგზავრება სოფელ საღამოში, სადაც არის დედათა მონასტერი..(ნინოწმიდა - საღამო 18 კმ)
სავარაუდოდ(წინასწარ შეთანხმებით და თუ ამის დროითი რესურსი იარსებებს) აღვლენილი იქნება საღმრთო ლიტურგია, რომელზეც მოგზაურთათვის ზიარების საშუალება იქნება.
წირვის შემდეგ სამონასტრო ტრაპეზი.
დაახლ. 11 სთ.ზე ( მგზავ. დაახლ. 1,5 სთ.) გზის გაგრძელება ფოკისკენ. (საღამო - ფოკა 15 კმ).
დათავალიერება-მოლოცვა ფოკის როგორც დედათა, ასევე მამათა მონასტრების. დედათა მონასტერში დავათვალიერებთ ამჟამად უკვე საკმაოდ სახელგანთქმულ ფოკის ტიხრული მინანქრის საამქროს და შევხვდებით მინანქრის ოსტატ მონაზონს.
დრო სადილისთვის (სავარაუდოდ გაგვიმასპინძლდებიან დედათა მონასტერში)
ფოკის მოყინულ ტბასთან მისვლა.
დაახლ.16 სთ.-ზე გზის გაგრძელება წალკისკენ და საბოლოოდ თბილისისკენ,
დაახლ. 20:30 სთ.ზე ჩამოსვლა თბილისში.
რაც შეეხება შესაწირს, მონასტრებისთვის.არ ვიცი რა ფორმა გამოვნახოთ, მაგრამ კარგი იქნება თუ მცირე თანხას შევაგროვებთ და შევწირავთ.
ხოლო რაც შეეხება ტრანსპორტის ხარჯს, როგორც ხდება მგზავრები გაინაწილებენ.
კვება- ნაწილი დაგვეხმარება პირად პირადად წამოღებული საგზალი და აგრეთვე შესაძლოა საკვებ დაწესებულებაში შესვლა, როგორც ხდება კარავის პრაქტიკაში.
მარშრუტის სრულად გავლის შემთხვევაში მაქსიმალური მანძილი გასავლელი გამოდის 560 კილომეტრი, საიდანაც მოხდება ინდივიდუალურად ბენზინის ხარჯის გამოთვლა.