6-7 თებერვალი 2010 მომლოცველობითი მოგზაურობა ჯავახეთში.
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
6-7 თებერვალი 2010 მომლოცველობითი მოგზაურობა ჯავახეთში.
როგორც უკვე ავღნიშნე თემაში:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... highlight=
კარგია როცა წინაპართა ნამოღვაწარ ადგილებს არა მარტო ათვალიერებ, არამედ იმასვე იმეორებ რასაც ისინი აკეთებდნენ და რისთვისაც ამდენი ეკლესია ააგეს, და რასაც ქვია ლოცვა. კეისარს კეისრისა და ღმერთს ღრმთისა.
ანუ არის იდეა , თან მოვიხილოთ და თან მოვილოცოთ წმინდა ადგილები ჯავახეთში და დაგვემგზავრება მართლმადიდებელი მღვდელი - მამა მამუკა.
გთავაზობთ 2 დღიან მოგზაურობას ჯავახეთში:
თბილისი-ახალქალაქი (კუმურდო, ბარალეთი)-ნინოწმიდა(ღამის გათევა)-საღამო-ფოკა-წალკა(შესაძლოა ოლიანკაც)-თბილისი.
თუ მთელი შემადგენლობა ვისხდებით ჯიპებში ან მაღალი გამავლობის ავტომობილებში, ეს მარშრუტი სრულად განხორციელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს სვლაგეზის შეკვეცა ანუ ვერ მივალთ ფოკაში და ახალქალაქ-ნინოწმინდით შემოვიფარგლებით.
6 თებერვალს,შაბათს, დილის 7 სთ. გასვლა ჯიპებით დიდუბიდან (სამთო ქიმიის შენობა) ახალციხე-ახალქალაქის მიმართულებით. მოგზაურობის დრო დაახლ. მაქს. 5 სთ.
12 სთ. დრო სადილისთვის
13 სთ. გამგზავრება კუმურდოში. გზა დაახლ. 30 წთ. (ახალქალაქი-კუმურდო 14 კმ) მოლოცვა დათვალიერება 30 წთ.
გამგზავრება ბარალეთისკენ (ახალქალ. - ბარალეთი 18 კმ), სადაც მდებარეობს დედათა მონასტერი. მონასტრის მონახულება და გზად, სოფელ კოთელიაში, ძველი ტაძრის დათვალიერება-მოლოცვა. დაბრუნება ახალქალაქისკენ, სადაც მოვინახულებთ საეპარქიო რეზიდენციას და მოვილოცებთ საკათედრო ტაძარს.
საღამოს 19 სთ. გამგზავრება ნინოწმიდისკენ (მგზავრ. დაახლ.20-25 წუთი; ახალქალაქი - ნინოწმიდა 20 კმ). განთავსება წინდაწინ დაჯავშნულ სასტუმროში. (რაც შეეხება ღამისთევას, სასტუმრო ალბათ 70 ლარი იქნება კაცზე, მაგრამ არის ალტერნატივა, ღამის გათევა ახალქალაქის საეპარქიო რეზიდენციაში, სადაც საწოლების ნაკლებობაა, სხვა მხრივ, ნორმალურია, ამიტომ აქ პარალონი და საძილე ტომარაა საჭირო, დეტალები ჯერ კიდე დგინდება, საჭიროა 1 კვირით ადრე შევატყობინოთ ჩამსვლელთა რაოდენობა)
7 თებერვალს, კვირას, დილით (7 სთ.ზე) გამგზავრება სოფელ საღამოში, სადაც არის დედათა მონასტერი..(ნინოწმიდა - საღამო 18 კმ)
სავარაუდოდ(წინასწარ შეთანხმებით და თუ ამის დროითი რესურსი იარსებებს) აღვლენილი იქნება საღმრთო ლიტურგია, რომელზეც მოგზაურთათვის ზიარების საშუალება იქნება.
წირვის შემდეგ სამონასტრო ტრაპეზი.
დაახლ. 11 სთ.ზე ( მგზავ. დაახლ. 1,5 სთ.) გზის გაგრძელება ფოკისკენ. (საღამო - ფოკა 15 კმ).
დათავალიერება-მოლოცვა ფოკის როგორც დედათა, ასევე მამათა მონასტრების. დედათა მონასტერში დავათვალიერებთ ამჟამად უკვე საკმაოდ სახელგანთქმულ ფოკის ტიხრული მინანქრის საამქროს და შევხვდებით მინანქრის ოსტატ მონაზონს.
დრო სადილისთვის (სავარაუდოდ გაგვიმასპინძლდებიან დედათა მონასტერში)
ფოკის მოყინულ ტბასთან მისვლა.
დაახლ.16 სთ.-ზე გზის გაგრძელება წალკისკენ და საბოლოოდ თბილისისკენ,
დაახლ. 20:30 სთ.ზე ჩამოსვლა თბილისში.
რაც შეეხება შესაწირს, მონასტრებისთვის.არ ვიცი რა ფორმა გამოვნახოთ, მაგრამ კარგი იქნება თუ მცირე თანხას შევაგროვებთ და შევწირავთ.
ხოლო რაც შეეხება ტრანსპორტის ხარჯს, როგორც ხდება მგზავრები გაინაწილებენ.
კვება- ნაწილი დაგვეხმარება პირად პირადად წამოღებული საგზალი და აგრეთვე შესაძლოა საკვებ დაწესებულებაში შესვლა, როგორც ხდება კარავის პრაქტიკაში.
მარშრუტის სრულად გავლის შემთხვევაში მაქსიმალური მანძილი გასავლელი გამოდის 560 კილომეტრი, საიდანაც მოხდება ინდივიდუალურად ბენზინის ხარჯის გამოთვლა.

Last edited by ლეონტი on 22 იან 2010, 16:07, edited 25 times in total.
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
6-7 თებერვალი 2010 მომლოცველობითი მოგზაურობა ჯავახეთში.
ლეონტი
ფეხით რამდენი კილომეტრია სავალი?
უი, კარგად ვერ წავიკითხე ალბათ.
გასაგებია.
ფეხით რამდენი კილომეტრია სავალი?
უი, კარგად ვერ წავიკითხე ალბათ.
გასაგებია.
2 იანვარს ზღარბი დამებედა 

6-7 თებერვალი 2010 მომლოცველობითი მოგზაურობა ჯავახეთში.
კარგი იქნება ნამდვილად, უარს არ ვიტყოდი წამოსვლაზე
6-7 თებერვალი 2010 მომლოცველობითი მოგზაურობა ჯავახეთში.
მე მგონი კარგად წაიკთხე , უბრალოდ:Int3lig3nt wrote:ლეონტი
ფეხით რამდენი კილომეტრია სავალი?
უი, კარგად ვერ წავიკითხე ალბათ.
გასაგებია.
"შესწორებათა საერთო რაოდენობა: 24"
Last edited by ლეონტი on 22 იან 2010, 09:12, edited 1 time in total.
6-7 თებერვალი 2010 მომლოცველობითი მოგზაურობა ჯავახეთში.
ძალიან საინტერესო მარშუტია, განსაკუთრებით მაინტერესებს ფოკის შემცველი ვარიანტი და იმედია ვინც ლოცვა არ იცის ისინიც მიიღებიან ხო? 
კიდე იმან დამაინტერესა, 25-ე შესწორება ხო არაა საჭირო, ნინოწმინდაში 70 ლარიანი სასტუმრო იქნება ვითომ აშენებული?

კიდე იმან დამაინტერესა, 25-ე შესწორება ხო არაა საჭირო, ნინოწმინდაში 70 ლარიანი სასტუმრო იქნება ვითომ აშენებული?
6-7 თებერვალი 2010 მომლოცველობითი მოგზაურობა ჯავახეთში.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმათაც ვინც ლოცვა არ იცის და იმათაც ვისაც ლოცვა არ უნდა. (რა თქმა უნდა თუ სხვას არ აურევსGvalva wrote:..... იმედია ვინც ლოცვა არ იცის ისინიც მიიღებიან ხო?
კიდე იმან დამაინტერესა, 25-ე შესწორება ხო არაა საჭირო, ნინოწმინდაში 70 ლარიანი სასტუმრო იქნება ვითომ აშენებული?

ამის გარდა მამაო "ბუას" ვარიანტში არ მოდის და იძულებითი ან ჯარისკაცულ-მბრძანელობითი არაფერი იქნება, ყველაფერი ჩვენ ორგანიზებულობაზე და მოწესრიგებულობაზე იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება სასტუმროს, არ ვარ დარწმუნებული 70 ლარიანი ახალქალაქშია თუ ნინოწმინდაში.მაგრამ ეპარქიაში , იმ შემთხვევაშიც კი თუ საწოლი არ იქნა, ხალიჩაზე პარალონი და საძილე მისაღები იქნება ალბათ, უმრავლესობიზა.
6-7 თებერვალი 2010 მომლოცველობითი მოგზაურობა ჯავახეთში.
ლეონტი
სასტუმრო + ბენზინი + კვება.. მინიმუმ 100 ლარი 2 დღე?

Netgroup - პროფესიონალური IT მომსახურება. კომპანიები Cisco, HP და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი!
http://www.netgroup.ge
http://www.netgroup.ge
6-7 თებერვალი 2010 მომლოცველობითი მოგზაურობა ჯავახეთში.
ბენზინის ხარჯი ყველა ავტომობილისთვის სხვადასხვა იქნება, ეს მფლობელმა უნდა დაითვალოს კილომეტრების მიხედვით, საერთო კილომეტრაჟს დავდებ მალე.del wrote:ლეონტი
სასტუმრო + ბენზინი + კვება.. მინიმუმ 100 ლარი 2 დღე?
სასტუმრო ანუ ღამისთევა შეიძლება ეპარქიაში სადაც გადასახდელი არაფერია, უბრალოდ რამეს შევწირავთ.
კვებაც ესე და 100 ლარი 2 დღე ალბათ მეტობით რო ვიანგარიშოთ საკმარისია.
კიდევ დავაზუსტებთ.
6-7 თებერვალი 2010 მომლოცველობითი მოგზაურობა ჯავახეთში.
მეც სიამოვნებით შემოგიერთდებით, იმედია ხელს არ შემისლის სამსახური.ერთი 4 დღით ადრე უკვე მეცოდინება პასუხი,
6-7 თებერვალი 2010 მომლოცველობითი მოგზაურობა ჯავახეთში.
მოკლედ ვიწყებთ დაკომპლექტებას, ჩემ მანქანას უჭირს, მეც უმანქანო მსურველებში ჩავეწერები:
მაღალი გამავლობის მანქანების სია:
1. მამა მამუკას ჯიპი
ეკიპაჟი:
++++
2. მამა მამუკას მეგობრის ჯიპი
ეკიპაჟი ++++
3. ...
წამოსვლის მსურველები:
1. ლეონტი.
2. t.d
3. iguana
4. ...
სასურველია დაკომპლექტება დამთავრდეს 4-5 დღით ადრე რათა ვაცნობოთ ღამის გამთევთა რიცხვი.

25 ე შესწორება განხორციელდა საერთო სვლაგეზის სიგრძის დადგენიზა.Gvalva wrote:25-ე შესწორება ხო არაა საჭირო, ნინოწმინდაში 70 ლარიანი სასტუმრო იქნება ვითომ აშენებული?
Last edited by ლეონტი on 23 იან 2010, 14:06, edited 4 times in total.
6-7 თებერვალი 2010 მომლოცველობითი მოგზაურობა ჯავახეთში.
ლეონტ შეიძლება რომ მეც ჩამწეროთ?95% მოვდივარ საბოლოდ პასუხი მეცოდინება ერთი 4 დღით ადრე,
6-7 თებერვალი 2010 მომლოცველობითი მოგზაურობა ჯავახეთში.
წამოსვლის უმანქანო მსურველი ვააარ 

6-7 თებერვალი 2010 მომლოცველობითი მოგზაურობა ჯავახეთში.
ასპინძაში 35 ლარად შეგიძლიათ გაათიოთ ღამე სასტუმრო ჩიკოში, სადაც ჩვენ 2ჯერ გავათიეთ უკვე ღამე, პირობები ნორმალურია, სითბო, ცხელი წყალი, კარგი ოთახები, წინასწარ უნდა დარეკვა.
6-7 თებერვალი 2010 მომლოცველობითი მოგზაურობა ჯავახეთში.
Makena
ერთი კაცის საფასურია 35 ლარი?

t.d
კი, ამ ფასში შედის საუზმე.
ზაფხულში 30 ლარადაც მიგვიღო, შეიძლება დაელაპარაკოთ, მგონი 30 ლარზეც უნდა დაგთანხმდეთ.