Page 1 of 22
შევხვდეთ ახალ 2010 წელს 1ად აბასთუმანში :)
Posted: 18 დეკ 2009, 17:04
by Mta Mkvarebia
მგონი დროა თემა იდეების კიდობნიდან სამომავლო გეგმებში გადმოვიტანოთ. რადგან, კარვული ახალწლების და სადღესასწაულო გიჟობების ფუძემდებელი

, ჩვენი კოლმეურნებობის თავმჯდომარე კი არადა ბრიგადირი, მოუცლელია წარმატებული პროფესიიული საქმიანობის გამო, ჩემს თავს თემის გახსნის უფლება მივეცი
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ის სიგიჟეები, რაც 2008 წლისა და 2009 წლის კარავულ შეხვედრებს ახლდა, ახლაც თვალწინ მიდგას.
ახლაც ჩამესმის 1000გვარი საახალწლო სიმღერა, სიცილ-კისკისი.
შეუძლებელია იმ დღეების დავიწყება, რამაც თბილი და ტკბილი წელიწადები მოიტანა.
წინ სხვა სასიამოვნო წლებია. სულ მალე კი 2010 წელი შემობრძანდება.
ჰოდა, შევეგებოთ 1ად.
ძნ მინდა, რომ ისევ თოვლიანი გარემო გვქონდეს, თეთრი ფერი რთავდეს ჩიჩილაკსა და ნაძვს, თეთრი ვარსკვლავები
ხატავდენენ ბუხრის კვამლით შეზავებულ ზეცას.
ხმათა უმრავლესობით ახალი წლის შეხვედრა აბასთუმანში გადაწყდა.
სია ამ დროეისთვის ასე გამოიყურება:
"კაპა"
1. სასკვა
2. კოლხი გოგო
3. მთა მყვარებია
4. მე (ანუ ვანსკი)
5. ნამცეცუნა
6. თამუსია
7. int3lig3nt
8. ზღარბი
9 + 10. ზვიო ფიფქია
11. თეო
12.მონადირე
13.Georgian Rabbit
14.Georgian Rabbit +
15. ქეთო
16. ლომი
17. 18. 19. ილია (ოჯახით)
20. მარიშკა
21. 22. თუთა, ბადრი
"კაპას" კოტეჯი:
23. Nessa
24. qme5400 (სანდრო)
გვერდით სახლში დამრჩენთა სია კი ასე გამოიყურება (სულ 10კაცი):
25. ნატალია
26.generous
27. del
28.ბამბინა
29.ანნ
30.ანნ+
31. GT.ge
32. ბამბინა +
33.ნამცეცუნა + (გოგო)
34 ნატალია + (გოგო)
ცალკე რჩებიან:
35. გოგა
36. ნაია
ინფორმატიულ წერილებს იდეების კიდობნიდან გადმოვიტან:
Mta Mkvarebia wrote:.... მხოლოდ 2 საოჯახო სასტუმრო ვნახეთ. აქედან ერთია სასტუმრო "კაპა" რომელიც მართლა კარგია, თუმცა მისი მინუსი ისაა რომ 22 კაცზე მეტს ვერ დატევენ, ლამაზი კოხტა სასტუმროა, მაგრამ შარშანდელი "ნატვრის ხე" მასთან შედარებოით უფრო მოცულობითია. თუმცა საწოლი ოტახების ხარჯზე, მოსასვენებელი ოთახი (მანსარდაზე ბილიარდით და ბარით) მოზრდილია, ასევე პატარა არ ითქმის პირველ სართულზე განლაგებული მისაღებ ოთახზე, სადაც სავარაუდოდ შევხვდებით ახალ წელს. გვერდით 50-100 მეტრში არის მეორე სასტუმრო, თუმცა ოდნავ ნაკლებად მოწყობილი, იქ შეიძლება ნაწილმა გაათენოს ღამე, იქ იქნებიან მხოლოდ ღამით, დღისით კი ისაუზმებენ, ისადილებენ და ივახშმებენ ძირითად სასტუმროში, "კაპაში", თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ ძალიან არ გაიზრდება ხალხის რაოდენობა , ალბათ 35 კაცზე მეტი სასადილო ოთახში ვეღარ დაეტევა.
შევხვდეთ ახალ 2010 წელს 1ად აბასთუმანში :)
Posted: 18 დეკ 2009, 17:04
by Mta Mkvarebia
Mta Mkvarebia wrote:ესაა "კაპა"
მისაღები, სადაც სავარაუდოდ შევხვდებით ახალ წელს
საწოლი ოთახები:
სულ 8 საწოლი ოთახია, 2 პირველ სართულზე, 6- II-ზე. პრობლემა ისაა რომ უმეტესობა 3 საწოლიანია, მხოლოდ 2-ია 2 საწოლიანი,

შევხვდეთ ახალ 2010 წელს 1ად აბასთუმანში :)
Posted: 18 დეკ 2009, 17:04
by Mta Mkvarebia
შევხვდეთ ახალ 2010 წელს 1ად აბასთუმანში :)
Posted: 18 დეკ 2009, 17:06
by Mta Mkvarebia
Mta Mkvarebia wrote:ახლა ე.წ. ენდელაძის სასტუმრო, რომელიც 100 მეტრში მდებარეობს კაპადან:
ეს სასტუმროც ცენტრალურ გათბობაზეა და სიცივის პრობლემა არ იქნება
ერთერთი საძინებელი. ამ ოთახის ფასია 60 ლარი, ანუ კაცზე 15 ლარი,
ამ ოტახის ფასია 70 ლარი, რადგან ოტახი 6 კაციანია, კაცზე დაახლ. 12 ლარი გამოდის
სველი წერტილი აბაზანის გარეშე
რომელ ოთახსაც ცხელი წყალი არ ექმენაო, მის მდგმურებს შეეძლებათ გოგირდის აუზით უფასოდ სარგებლობაო გვითხრა დიასახლისმა, გოგირდის აუხი სასტუმროს პატრონს ეკუთვნის და სასტუმროს გვერდითაა, "კაპა"-ში გაჩერებულებისათვის კი გოგირდის აუზით სარგებლობა 3 ლარი ეღირება.
ეს ოთახი 70 ლარი ღირს, 2 კაცისთვისაა, ანუ კაცზე 35 ლარი
კიდევ აქვთ ერთი 5 ადგილიანი ნომერი, რომელიც ასევე 70 ლარი ღირს, მაგრამ ის დაკავებული იყო და მისი გადაღება ვერ მოვახერხეთ
ისევ სველი წერტილი
აუზი
აქედან ამ ეტაპზე დავჯავშნეთ 2 ოტახი, 4-ადგილიანი და 5 ადგილიანი, რომლის ფოტო აქ არ არის, არდგან იმ მომენტისთვის დაკავებული იყო, მაგრამ როგორც დიასახლისმა გვითხრა ყველას ჯობია ამ ოთახებიდანო. თუმცა საბოლოო სიის ჩამოყალიბებამდე ბევრი რამ შეიცვლება და სეიძლება ჩვენც ცვლილებები განვახორციელოთ.
შევხვდეთ ახალ 2010 წელს 1ად აბასთუმანში :)
Posted: 18 დეკ 2009, 17:11
by Mta Mkvarebia
Mta Mkvarebia wrote:Int3lig3nt
ახალ წელს ყველა ხვდება ერთად, ასევე მთელ დროს ყველა ერთად ატარებს, იქნება ეს საუზმე, სადილი, ვახშამი, ბილიარდზე თამაში, ცეკვა, ფოტოების გადაღება, საჩუქრების გათამაშება, ანეგდოტების მოყოლა "ნატაშას ხელზე"

მხოლოდ დასაძინებლად გადავლენ გვერდით სახლში, რომელიც 50-100 მეტრში მდებარეობს "კაპა"-დან, დასაძინებლად კი შეიძლება დილის 3-4 ან სულაც 5-6 საათზე გადავიდნენ, ეს მათ სურვილზეა დამოკიდებული

. თავის მოწესრიგება თუ დასჭირდათ კიდევ დარწმუნებული უნდა იყვნენ რომ "კაპა"-ში არსებული ნებისმიერი ოთახი მათ განკარგულებაში იქნება
სამწუხაროდ სხვა გამოსავალი არ არის, ერთი გამოსავალი იქნებოდა რაოდენობის შეზღუდვა, რომ გვეთქვა მხოლოდ 22 კაცი ეტევა და დანარჩენებმა გვაპატიეთო, ეს კი ნამდვილად არაა მისაღები (თუმცა თუ სია კიდევ უფრო გაიზრდება, საერთო რაოდენობა გარკვეულწილად მაინც შეიზღუდება, რადგან 38-39 კაცზე მეტი ფიზიკურად არ დაეტევა "კაპას" ჰოლში) .
აი ასეთია რეალური სურათი. თუ გვინდა ერთად ყოფნა, ცოტა დისკომფორტიც უნდა ავიტანოთ, თუ არადა, არჩევანში ყველა თავისუფალია

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:სა1ო სასმელისთვის, აგრეთვე, გოზინაყის მასალისთვის ფულს შევაგროვებთ.
განსაკუთრებული სირვილებისთვის ყველა თავად იზრუნებს.
ანზორს მინიბუსზე მოველაპარაკე.
31ში წაყვანა და 3ში თბილისში დაბრუნება 300 ლარი.
მინიბუსის მგზავრთა სია "სამომავლო გეგმების" თემაში ჩამოიწერება.
კიდევ რა, ყველამ თითო ფეიერვერკი საახაწლო ნძვის ხის სათამაშო უნდა წამოიღოს.
ჩვეულებისამებრ, ჩიჩილაკს მე წამოვიღებ
გასვლის ზუსტი დრო და ადგილი დაზუსტების მერე ჩაემატება პირველ წერილში
შევხვდეთ ახალ 2010 წელს 1ად აბასთუმანში :)
Posted: 18 დეკ 2009, 17:16
by Mta Mkvarebia
Mta Mkvarebia wrote:
ახლა რაც შეეხება თანხას, გოგამ თავისი შარმის გამოყენებით, მოახერხა მისი დაყოლიება და 50 ლარზე დაითანხმა თავის კვებით, აქედან 30 ლარი კვების თანხაა, ანუ ისინი ვინც გვერდით სახლში დაიძინებენ, მხოლოდ ამ თანხას გადაიხდიან.
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:სასტუმრო "კაპას" მეპატრონე ამბობს, რომ ფანტასტიკური საახალწლო სუფრა რომ გავშალო, გოჭი და ჩიტის რძე რომ არ აკლდეს, მხოლოდ 10 ლარი დამიმატეთ თითომო.
ოღონდ, ალკოჰოლს არ გვიპრდება.
საჩუქრად, 20 ლიტრ ღვინოს მოგართმევთო.
გამოდის, რომ თუ დავთანხმდებით, გადასახდელი იქნება 60+50+50=160 ლარი.
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:და კიდევ, ის, ვინც სასტუმრო "კაპაში" არ იცხოვრებს, მაგრამ იქ გამოიკვებება, თითო ჭამაზე 10 Lს გადაიხდის.
კვების რეჟიმი ასეთია:
31 ქრისტეშობისთვე - შუა დღით სადილი იმათთვის, ვინც ადრე ჩავა აბასთუმანში.
31ში ღამით საახალწლო სუფრა ყველასთვის.
არაკაპელებისთვის 10 ლარი იქნება გადასახდელი.
1 აპნისი
საუზმე,
სადილი
ვახშამი
2 აპნისი
საუზმე,
სადილი,
ვახშამი
3 აპნისი, გამომგზავრების დღეს
მხოლოდ საუზმე
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:კიდევ 1, ჩემი აზრით, 10 ლარის დამატებით უფრო იაფად გამოვალთ.
თბილისში აწლის ვახშმისთვის საჭირო კერძები რომ ვიყიდოთ, უფრო ძვირი გამოვა.
+, ამას დავუმატოთ ადგილზე კერძების მომზადებაც.
აბა, რას იტყვით?
1ად1, გოზინაყის მასალას ვიყიდით და აბასთუმნში დავამზადებთ.
აწლის სუფრა უმაგისოდ არ გამოვა.
Mta Mkvarebia wrote:ასე რომ კაპაში განთავსებულები გადაიხდიან ღამისთევის საფასურს 20 ლარს დღეში და თითო კვებაზე - 10 ლარს, მხოლოდ საახალწლო სუფრისთვის გადაიხდიან - 20 ლარს.
შევხვდეთ ახალ 2010 წელს 1ად აბასთუმანში :)
Posted: 18 დეკ 2009, 17:20
by teo-
უჰუ უჰუ მიხარია ვოვოვოვოვოოვოვოვოვოოვ
ოლალა ოლა ააა
აჰათ თქვენ განწობისთვის
http://www.youtube.com/watch?v=v7UbL4nfeJE
შევხვდეთ ახალ 2010 წელს 1ად აბასთუმანში :)
Posted: 18 დეკ 2009, 17:22
by teo-
ასე რომ კაპაში განთავსებულები გადაიხდიან ღამისთევის საფასურს 20 ლარს დღეში და თითო კვებაზე - 10 ლარს, მხოლოდ საახალწლო სუფრისთვის გადაიხდიან - 20 ლარს
ლიკო ესე ცალობით გადავიხდიუთ კვებაზე? თუ ეგრეა კაია უფრო:D
შევხვდეთ ახალ 2010 წელს 1ად აბასთუმანში :)
Posted: 18 დეკ 2009, 17:27
by Mta Mkvarebia
teo-
კი ასე იქნება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა საუზმე-სადილის მერე ავაგროვებთ ფულს

, ბოლო დღეს, როცა თანხის ანაზღაურება უნდა მოვახდინოთ, მაშინ ავკრებთ, ვისაც რამდენი ექნება დასადები ისე დადებს. ასე თქვა გოგამ
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:როგორც ვატყობ, საახალწლო სუფრისთვის დამატებით 10 ლარის გადახდას არავინ უარობს.
მშვენიერია.
მაშ ასე, ის, ვინც "კაპაში" იცხოვრებს, გადაიხდის 60+50+50 ლარს
ვინც არ იცხოვრებს, მაგრამ კვებას შეუკვეთს, აწლის ღამეს გადაიხდის 20 ლარს.
დანარჩენ ჭამაზე თითო ჯერზე - 10 ლარი.
Mta Mkvarebia wrote:
გვერდით სახლში დავჯავშნეთ 2 ოთახი, ერთი 5 ადგილიანი სადაც გოგოები განთავსდებიან , რომლის ღირებულებაა 70 ლარი, ანუ კაცზე 14 ლარი, მეორე ოთახი არის 4 ადგილიანი და ღირებულებაა 60 ლარი, ანუ კაცზე 15 ლარი მაგრამ სიაში მანამდე კიდევ შეიცვლება რაღაცეები ვიღაც ჩაეწერება ვიღაც ამოეწერება, ამიტომ შეიძლება რომელიმე ოთახის გადაცვლამ მოგვიწიოს მაგალითად 5 ადგილიანის 6-იანზე, თუკი რა თქმა უნდა მანამდე მაგ ოთახი დაკავებული არ აღმოჩნდება. (4-იანის გადაცვლა ამ ეტაპზე არ გვაწყობს, რადგან მაგ სახლის ბინადრები სიის მიხედვით 3 ბიჭია, მაგრამ ეს ჯერ საბოლოო სია არ არის).
აი ძირითადი ინფორმაცია.
არ დაგავიწყდეთ თითო საჩუქრის ყიდვა და ლამაზად შეფუთვა, ასევე გასართობი თამაშების მოფიქრება და იდეების ამ თემაში დადება:
სამარხვო მენიუს რა თქმა უნდა შევატანხმებთ მეპატრონესთან

შევხვდეთ ახალ 2010 წელს 1ად აბასთუმანში :)
Posted: 18 დეკ 2009, 17:32
by teo-
Mta Mkvarebia
მშვენიერია. მომწონს
მე 2 საჩუქარი მომაქ და 2სავიღებ რა
დეიდებოდა ბიზიებო
შევხვდეთ ახალ 2010 წელს 1ად აბასთუმანში :)
Posted: 18 დეკ 2009, 20:48
by Georgian Rabbit
ხალხ,
ჩემი + აღარ მოდის.
14 ადგილი თავისუფალია. ან არ ვიცი, როგორც გინდათ გადაანაწილეთ.
და კიდე მაინტერესებს, 1 ში ვინ გვიერთდება?
შევხვდეთ ახალ 2010 წელს 1ად აბასთუმანში :)
Posted: 18 დეკ 2009, 21:01
by Int3lig3nt
მთაშენკა იმდენ კოცნას იმსახურებს, რომ თუნდაც მხოლოდ მისთვის უნდა დავამატოთ კოცნის სმაილი.
Mta Mkvarebia
14 ადგილი თავისუფალია. ან არ ვიცი, როგორც გინდათ გადაანაწილეთ.
რადგანაც ნატალია პლუსთან ერთად არის, სავარაუდოდ generous-ს მოუწევს მე-14 ნომრად ასვლა

.
შევხვდეთ ახალ 2010 წელს 1ად აბასთუმანში :)
Posted: 18 დეკ 2009, 21:24
by generouslady
მართლა ძალიან კარგი უნდა იყოს.რა კარგიაააა.

შევხვდეთ ახალ 2010 წელს 1ად აბასთუმანში :)
Posted: 18 დეკ 2009, 21:27
by VANO
რა სასიხარულო ამბავია ის რომ ასეთმა აქტუალურმა თემამ სამომავლო გეგმებში გადმოინაცვლა

შევხვდეთ ახალ 2010 წელს 1ად აბასთუმანში :)
Posted: 18 დეკ 2009, 21:28
by generouslady
Int3lig3nt wrote:მთაშენკა იმდენ კოცნას იმსახურებს, რომ თუნდაც მხოლოდ მისთვის უნდა დავამატოთ კოცნის სმაილი.
Mta Mkvarebia
14 ადგილი თავისუფალია. ან არ ვიცი, როგორც გინდათ გადაანაწილეთ.
რადგანაც ნატალია პლუსთან ერთად არის, სავარაუდოდ generous-ს მოუწევს მე-14 ნომრად ასვლა

.
მე გადავალ მაშინ თქვენი ნებართვით.