Page 1 of 10

ფიტარეთი-ხულუტის ციხე შემოდგომის ფერებში 17.10.2009

Posted: 13 ოქტ 2009, 13:27
by GAMARJOBA SAKARTVELO
შაბათს, 17 ღვინობისთვეს მცირე ლაშქრობას გთავაზობთ - ვნახოთ ქვემო ქართლის 2 გამორჩეული
ძეგლი - ფიტარეთის მონასტერი და ხულუტის ციხე.

ფიტარეთში 2 გზა მიდის, მაგრამ ჩვენ ქვეშის ციხე-ტანძიის გავლით წავალთ და წამოვალთ.
1 ადგილას მდინარე ხრამი უნდა გადავკვეთოთ.
ამ ადგილზე ხიდი ადიდებულ მდინარეს ხშირად მიაქვს, ხოლმე და დიდი შანსია, რომ არ დაგხვდეს.
თუმცა, რადგან ბოლო დროს წვიმები არ იყო, მდინარე იმ დონეზე იქნება, რომ ფეხით ადვილად გადავალთ.
უბრალოდ, სასურველია, მაღალყელიანი და გამოსაცვლელი ფეხსამოსი წამოიღოთ.

ძეგლებს ტყეები აკრავს, რომლებიც შემოდგომის ზღაპრული ფერებითაა შემკულ-დამშვენებული.
იქაურობა ისეთი ლამაზია, სიცოცხლეს რომ გიხანგრძლივებს.

შეკრების დრო და ადგილი:
17.10.2009
08.23 სთ
სასტუმრო "რედისონ-ივერიის" წინამდებარე მოედანი

ფასი:
მინიბუსის ფასია 160 L.
თანხა თანაბრად განაწილდება.
16-17 მგზავრი ეტევა.

გასავლელი მანძილი:
მინიბუსით 2ვე გზა 218 კმ
ფეხით 2ვე გზა 13.4 კმ

გასათვალისწინებელი რჩევები:
მაღალყელიანი და გამოსაცვლელი ფეხსამოსი მდინარე ხრამის გადასაკვეთათ. შესაძლოა, ხიდი არ დაგვხვდეს.
თბილი და საწვიმარი სამოსი.
მონასტრისთვის შესაფერისი ჩაცმულობა.
საკუთარი საგზალი.
გთხოვთ, იქონიოთ არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი
ჰო, ფოტოაპარატები არ დაგავიწყდეთ...

ფიტარეთი-ხულუტის ციხე შემოდგომის ფერებში 17.10.2009

Posted: 13 ოქტ 2009, 13:31
by GAMARJOBA SAKARTVELO
თუ შეიძლება, სია შევადგინოთ.
კარაველები ფიტარეთში არა1ხელ ყოფილან.
ლაშქრობებში უამრავი თემაა და შეგიძლიათ, თვალი გადაავლოთ.
გაითვალისწინეთ, რომ 17 ღვინობისთვე შაბათია

ფიტარეთი-ხულუტის ციხე შემოდგომის ფერებში 17.10.2009

Posted: 13 ოქტ 2009, 13:39
by ნიმფა
ვეწერები სიაში :)
როგორც იქნა შაბათს დაიგეგმა გასვლა :)

1.GAMARJOBA SAKARTVELO
2. ნიმფა (კარგი ამინდის შემთხვევაში)
3.

ფიტარეთი-ხულუტის ციხე შემოდგომის ფერებში 17.10.2009

Posted: 13 ოქტ 2009, 13:48
by pataputina
1.GAMARJOBA SAKARTVELO
2. ნიმფა (კარგი ამინდის შემთხვევაში)
3. მე–ხათო ?!

ფიტარეთი-ხულუტის ციხე შემოდგომის ფერებში 17.10.2009

Posted: 13 ოქტ 2009, 13:51
by Tikalo?!
1.GAMARJOBA SAKARTVELO
2. ნიმფა (კარგი ამინდის შემთხვევაში)
3. მე–ხათო ?!
4. თიკალო ?!

pataputina
მე მომპარეეე????? !!!!!

ფიტარეთი-ხულუტის ციხე შემოდგომის ფერებში 17.10.2009

Posted: 13 ოქტ 2009, 13:52
by pataputina
Tikalo?!
:lol: :oops:
მხოლოოოდ 1
შენ ისედაც ბევრი გაქვს

კი არა და

უფრო მომინდა წამოსვლა
ტუ წამოხვალ


:oops:

ფიტარეთი-ხულუტის ციხე შემოდგომის ფერებში 17.10.2009

Posted: 13 ოქტ 2009, 13:52
by Tikalo?!
pataputina
კი კი მეც მუფრო მომინდა შენ რომ მოგინდა :oops: :oops: :oops:

ფიტარეთი-ხულუტის ციხე შემოდგომის ფერებში 17.10.2009

Posted: 13 ოქტ 2009, 14:15
by GAMARJOBA SAKARTVELO
ნიმფა wrote:ვეწერები სიაში :)
როგორც იქნა შაბათს დაიგეგმა გასვლა :)
ზუსტად საშენო გასვლაა, რა

ფიტარეთი-ხულუტის ციხე შემოდგომის ფერებში 17.10.2009

Posted: 13 ოქტ 2009, 14:20
by Naia
აუ, მეც რომ მინდა... თან ძალიან

თამარიჩის გასვლაშიც ვერ წავედი :(

სხვა შემოვლითი გზა არ არსებობს? მდინარე რომ არ გავტოპოთ ისეთი?

ფიტარეთი-ხულუტის ციხე შემოდგომის ფერებში 17.10.2009

Posted: 13 ოქტ 2009, 14:22
by QEBURIUS
1.GAMARJOBA SAKARTVELO
2. ნიმფა (კარგი ამინდის შემთხვევაში)
3. მე–ხათო ?!
4. თიკალო ?!
5. DON???
6. მე??


კაროჩე ამინდმა ტუ არ გააჩმახა რა....

ფიტარეთი-ხულუტის ციხე შემოდგომის ფერებში 17.10.2009

Posted: 13 ოქტ 2009, 14:26
by Mta Mkvarebia
Naia wrote:სხვა შემოვლითი გზა არ არსებობს? მდინარე რომ არ გავტოპოთ ისეთი?
მეც მაგას ვფიქრობ. ამ შუა ოქტომბერში მდინარეში დასველება რაღაც არ მხიბლავს :(

ფიტარეთი-ხულუტის ციხე შემოდგომის ფერებში 17.10.2009

Posted: 13 ოქტ 2009, 14:27
by pataputina
აა მმმ ჰხა??
17 შაბათია???


ვუიჰხთ

მაშინ თავისთავად

ისა


:?



1.GAMARJOBA SAKARTVELO
2. ნიმფა (კარგი ამინდის შემთხვევაში)
3.
4. თიკალო ?!
5. DON???
6. მე??

ფიტარეთი-ხულუტის ციხე შემოდგომის ფერებში 17.10.2009

Posted: 13 ოქტ 2009, 14:45
by ნიმფა
უი, უი, მდინარეში გასვლა მოგვიწევს???

ნუთუ სხვა გზა არ არსებობს??

ფიტარეთი-ხულუტის ციხე შემოდგომის ფერებში 17.10.2009

Posted: 13 ოქტ 2009, 14:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
Naia wrote:აუ, მეც რომ მინდა... თან ძალიან

თამარიჩის გასვლაშიც ვერ წავედი :(

სხვა შემოვლითი გზა არ არსებობს? მდინარე რომ არ გავტოპოთ ისეთი?

ფიტარეთში მე2 გზა თეთრიწყარო-სოფელ დუმანისიდან მიდის.
ოღონდ, ფეხით სასიარულო 1 დღეში
25-28 კმ იქნება, +, ხულუტის ციხის გზის მანძილიც დავამატოთ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ 1 დღიანი გასვლისთვის მოხერხებული მიმართულება ქვეში-ტანძიახულუტის-ციხე-ფიტარეთია.

ფიტარეთი-ხულუტის ციხე შემოდგომის ფერებში 17.10.2009

Posted: 13 ოქტ 2009, 14:49
by GAMARJOBA SAKARTVELO
მართლაც, ვისაც მდინარეში დასველების ან გაციების შიში აქვს, ღვინობისთვეს ეს გასვლა არ გამოადგება.
თუმცაღა, უფრო მეტი შანისა, მდინარე ხიდით გადავკვეთოთ, ვიდრე ფეხით.
ყოველ შემთხვევაში,
ჩემთვის სულ 1ია, მდინარეში გავტოპავ თუ ხიდით გადავალ.

ამასთან, ამინდიც მშვენიერი გვექნება.
თუ სიარულისთვის მოუხერხებელი ამინდი იქნება, ამუშავდება გეგმა N2 ან N3.
ამაზე ადგილზე შევთანხმდებით.
ვარიანტი სხვაც ბევრია, ოღონდ, სიმართლე ვთქვა, სულაც არ მინდა, ახლა ამაზე აქ ვიმსჯელო.
წინ ჰომ დაუვიწყარი შემოდგომა გველის?..