დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Post by Int3lig3nt » 01 სექ 2009, 01:24

მგონი მოვიდა დრო, ეს ლამაზი და საკმაოდ რთული ლაშქრობა გავიმეოროთ.

აი მონაცემები, რაც წინა ლაშქრობისას აჩვენა ნიკას GPS-მა:
Nika wrote:მარშუტის სტატისტიკური მონაცემები
სიგრძე - 18.5 კმ
გავლის დრო (ჩემი) - 9:20
საშუალო სიჩქარე პაუზების გარეშე - 3.1 კმ/სთ
მთლიანი სიჩქარე - 2.0 კმ/სთ (ბოლოსკენ დავგაზეთ წინა ჯგუფმა და გავედით ოპტიმალურ სიჩქარეზე)
მთლიანი აღმართები - 1079 მ.
მთლიანი დაღმართები - 2451 მ.
მაქსიმალური სიმაღლე - 3019 მ.
მინიმალური - 1223 მ.
ტრეკი ზუსტად მიუყვება იმას რაც თავიდან დავდე. ასე რომ დამატებით არ დავდებ. გზიდან არსად გადაგვიხვევია.
მოკლედ, ლაშქრობა არის საკმაოდ რთული. მოლაშქრეთა უმეტესობას 10-11 საათი დასჭირდა ამ მანძილის გასავლელად.
სიარული მოგვიწევს ქედ-ქედ. იქნება აღმართებიც, დაღმართებიც და ალაგ-ალაგ პატარა კლდეებივით, რომლებიც რთული არ არის, უბრალოდ დაღლილზე გაგვიჭირდება დაძლევა.

გზის ბოლო ნაწილს (1-2 საათი) ვივლით სიბნელეში, ტყეში, რისთვისაც ყველას (!) აუცილებლად დაგვჭირდება ფანარი.

ამინდს გადავხედე და ცვალებად მოღრუბლულობას გვპირდებიან.
მზად უნდა ვიყოთ როგორც მზის გულზე სიარულისთვის, ასევე, სიცივისთვისაც (დათვიჯვარზე ძალიან ცივა),

საგზალი მოგვაქვს სახლიდან.
ეცადეთ საკვები ნაკლები წამოიღოთ.
სამაგიეროდ წყალი ბევრი დაგვჭირდება, იმიტომ რომ გზაში არსად არ შეგვხვდება.

მძღოლებს დავურეკავ და ლაშქრობის ხარჯებს ხვალ დავწერ.

ახლა რომ ვუფიქრდები, კი მახსოვს გზა (პრინციპში დასაკარგი იქ არაფერია), თუმცა ნიკას მაინც ვთხოვ, GPS ტრეკი მოგვცეს, ყოველი შემთხვევისთვის.

ვხსნი სიას და ყველას გთხოვთ, ჯერ კარგად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და მხოლოდ მას შემდეგ ჩაეწეროთ.
იქ ბევრია სასიარულო და მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე უნდა ვიყოთ.
დრო ცოტაა, სასიარულო ბევრი და თბილისში დროულად დაბრუნებას არ უნდა შეექმნას საფრთხე.

აი წინა გასვლის ბმულიც:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=61248#61248

წამომსვლელთა სია:
1. int3lig3nt
2. z g a r b i
3, ხალიანა
4. :?:

ვიკრიბებით კვირას, 6 სექტემბერს, დილის 7:00 საათზე, სამთო ქიმიასთან.
წამოიღეთ მზისგან და წვიმისგან დამცავი საშუალებები, ნოყიერი საკვები და მინიმუმ 2 ლიტრი წყალი (გზაზე არსად არ შეგვხვდება).
და აუცილებლად ფანარი და ქურთუკივით სამოსი.

მძღოლი დაგვხვდება შუაფხოში.
საღამოს დაბრუნება ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვივლით... თუ კარგად ვიარეთ, 11 საათზე თბილისში ვიქნებით.
Last edited by Int3lig3nt on 04 სექ 2009, 22:03, edited 3 times in total.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
civciva
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 11 სექ 2007, 15:53
დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Post by civciva » 01 სექ 2009, 02:23

ვნახოდ როგორ ვიქნები შაბათ დილიტ გეტყვი ზუსტ პასუხს წამოვალ თუ არა

User avatar
G
ბოდიალა
Posts: 122
Joined: 13 იან 2008, 11:23
დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Post by G » 01 სექ 2009, 09:04

1. int3lig3nt
2. z g a r b i
3. ხალიანა
4. G




შესაძლოა ბევრმა ეს აქ უკვე იცის, მაგრამ მაინც:

წყალი კაცზე მინიმუმ 2 ლ. სასურველია 2,5-3ლ. ძირითად საგზალთან ერთად სასურველია მაღალი კალორიულობის მქონე წასახემსებელი საკვების ქონა, როგორიცაა მაგ.: ჩურჩხელა,"სნიკერსი", შავი შოკოლადი, თხილი, ნიგოზი, არაქისი, გარგრის ჩირი, ქიშმიში...
Last edited by G on 01 სექ 2009, 09:33, edited 6 times in total.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Post by გვალდა » 01 სექ 2009, 09:28

შესაძლებლობები შევაფასე და
მინდა!
ცოტა მოგვიანებით დავადასტურებ წამოსვლას.
სვანეთოლოგი

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Post by guruli » 01 სექ 2009, 09:35

საინტერესოა... თუმცა არა მგონია, მეცალოს კვირას. შაბათი რომ იყოს კი, მაგრამ კვირას ვმუშაობ. :cry: :cry:

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Post by Ninukala » 01 სექ 2009, 10:15

აუფ... როგორ მინდა წამოვიდე... მაგრამ 6 არ მაწყობს.... :(
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Post by Iako. » 01 სექ 2009, 11:02

შაბათს რომ იყოს არა???

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Post by Int3lig3nt » 01 სექ 2009, 11:16

shabats me ver shevdzleb :(.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

mgeli
ბილიკზე მოარული
Posts: 22
Joined: 13 ივნ 2006, 11:05
Location: თბილისი
Contact:
დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Post by mgeli » 01 სექ 2009, 14:46

მე დამამატეთ რა!
My heart's in the Highlands, my heart is not here...

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Post by z g a r b i » 01 სექ 2009, 15:27

Ninukala

შენმა ფოტოებმა მომანდომა წამოსვლა :)
ნეტა ახლაც ეგეთი ფერები იყოს :roll:

1. int3lig3nt
2. z g a r b i
3. ხალიანა
4. G
5. mgeli
Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Post by MIRANDA » 01 სექ 2009, 16:59

კითხვის ნიშნით რომ ჩავეწერო შეიძლება??? :roll:

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Post by Int3lig3nt » 01 სექ 2009, 17:30

MIRANDA
პატარა კითხვისნიშნით თუ ჩაეწერები, შეიძლება ;).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Post by KSOVRELI » 01 სექ 2009, 18:12

1. int3lig3nt
2. z g a r b i
3. ხალიანა
4. G
5. mgeli
6. KSOVRELI
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

DaveBrudeck
ბილიკზე მოარული
Posts: 89
Joined: 06 მაი 2009, 23:46
Contact:
დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Post by DaveBrudeck » 01 სექ 2009, 19:03

ანუ დილით გამოვდივართ ღამე ვბრუნდებით? :) კარავი, საძილე არ გვჭირდება ხო?

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Post by Na-tia » 01 სექ 2009, 21:16

ძალიან მინდა, მარა კითხვის ნიშნით ჩავეწერები რა მაინც :D ზუსტად არ ვიცი კვირამდე

1. int3lig3nt
2. z g a r b i
3. ხალიანა
4. G
5. mgeli
6. KSOVRELI
7. ნა-თია ?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]