Page 1 of 19

ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Posted: 16 ივლ 2009, 14:02
by ARCHILI
26.07.09-დან-არ ვიცით როდემდე - ტობავარჩხილ-ლენტეხი/მეგრულ-სვანურ ტურში

წამსვლელები ლენტეხამდე:

1. ზურა ენ
2. ენ 67
3. მონადირე
4.

=====================================

წამსვლელები ტობავარჩხილამდე:

1. ჭანდერერი
2. ჭანდერერის პლიუსი ნინო
3. ნინია
4. ზღარბი
5. თეო
6.

ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Posted: 16 ივლ 2009, 15:32
by Wanderer
ესეც მარშრუტის რუკა. რუკაზე წითელი ხაზით აღნიშნულია მარშრუტი თითქმის ლენტეხამდე.

ამ ლაშქრობაში შეიძლება ითქვას რომ არის 2 "ქველაშქრობა". ნაწილი ხალხის ტობავარჩხილზე ასვლის შემდეგ გადავა ლენტეხში(სჭირდება 12 დღე დაახლოებით). მეორე ნაწილი კი მივა მხოლოდ ტობავარჩხილამდე(მეოთხე ტბის ჩათვლით. კალიაში ჰქვია მგონი) და დაბრუნდება უკან(დასჭირდება დაახლოებით 7 დღე). შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ვარიანტი ამ ორიდან. ტობავარჩხილამდე ორივე ჯგუფი მივა ერთად.

ეს მარშრუტი(ნებისმიერი ვარიანტი) არის საკმაოდ რთული და მოითხოვს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მზადყოფნას. ასე რომ ვინც გადაწყვეტთ წამოსვლას შეეცადეთ რომ კარგად მოემზადოთ.

გთხოვთ პირველ გვერდზე "ვაიმე რა კარგიააააა", "აუ მეც მინდა" და მსგავსი ტიპის კომენტარებს ნუ დაპოსტავთ რომ ეს გვერდი მაინც ინფორმაციული იყოს. მადლობა წინასწარ. :)

ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Posted: 16 ივლ 2009, 15:49
by Wanderer
ამ ლაშქრობასთან დაკავშირებით დაგვჭირდება ერთი შეხვედრა, სადაც დავილაპარაკებთ ყველა აუცილებელ დეტალზე. ვფიქრობ, რომ ყველაზე უმჯობესი იქნება თუ შეკრებას დავნიშნავთ ხუთშაბათს, 23 ივლისს, 19 საათზე ჩემთან სახლში. მგონი ამ დროს ყველას უნდა ეცალოს. თუ ვინმეს არ აწყობს ეს დრო დაწეროს. ასევე თუ რამე შეიცვალა აქაც შევცვლი აუცილებლად.

თუ ვინმემ არ იცის ჩემი სახლის მისამართი PM. :)

ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Posted: 16 ივლ 2009, 16:10
by lama
ARCHILI
... და შენ სიაში არ ხარ?
:) :shock:

ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Posted: 16 ივლ 2009, 16:55
by Wanderer
ARCHILI
შენ რა გითხარი. :D

მიმდინარე სია:

წამსვლელები ლენტეხამდე:

1. ზურა ენ
2. ენ 67
3. მონადირე
4. :?:

=====================================

წამსვლელები ტობავარჩხილამდე:

1. ჭანდერერი
2. ჭანდერერის პლიუსი ნინო
3. ნინია
4. ზღარბი
5. თეო
6. არჩილი
7. :?:

გარდა მაგისა, არის კიდევ რამოდენიმე მსურველი(მათ შორის ადმინისტრაციაც :D ) და მათი წამოსვლის საკითხი დაზუსტდება უახლოეს დღეებში.

ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Posted: 16 ივლ 2009, 20:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
ტობავარჩხილიდან ლენტეხში უნდა გადახვიდეთ?
ამდენი დღის სამყოფი საკვები როგორ უნდა წაიღოთ?
ისე, ძნ ბევრი მაღალი მთის გადავლა მოგიწევთ, რაც დიდ ფიზიკურ გამძლეობას ითხოვს. თან, საღამოობით ცივა კიდეც.
ხეობა-მდინარეებს ბევრს ნახავთ და წყლისა და დაბანვის პრობლემა არ გექნებათ. თუმცა, წყალი ცივია.
ფიზიკურად კგდ უნდა მოემზადოთ.
ისე, იშვიათ და ლამაზ ადგილებში მიდიხართ.
ვატყობ, "კარავის" ისტორიაში ეს 1-1 განსაკუთრებული ლაშქრობა გამოვა.
სასიამოვნო ლაშქრობა

ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Posted: 17 ივლ 2009, 00:18
by ARCHILI
lama wrote:ARCHILI
... და შენ სიაში არ ხარ?
:) :shock:
ოხ, ეს წყეული სიბერე!

:lol:

დამვიწყებია...

:)

ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Posted: 17 ივლ 2009, 15:09
by zura N.
იქნება და მიაწოროთ ვისაც კარვები გაქვთ, რომ გადავთვალოთ კარვებში ადგილების რაოდენობა და ა.შ. :roll: :D

ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Posted: 17 ივლ 2009, 17:12
by Wanderer
GAMARJOBA SAKARTVELO
მადლობა გოგა. :)

zura N.
ჯერ სია არ არის ჩამოყალიბებული წესიერად და კარვებს ვინ ჩივის. :D იმედია მალე გადაწყვიტავენ და ჩავწერთ სიაში ან არ ჩავწერთ... :)

ხო მართლა, თამუსიას უნდა კიდევ წამოსვლა(სავარაუდოდ ტობამდე) და ჩავწერ სიაში ბარემ:

წამსვლელები ლენტეხამდე:

1. ზურა ენ
2. ენ 67
3. მონადირე
4. :?:

=====================================

წამსვლელები ტობავარჩხილამდე:

1. ჭანდერერი(2 კაციანი კარვით. უკვე დაჯავშნულია :D )
2. ჭანდერერის პლიუსი ნინო
3. ნინია
4. ზღარბი
5. თეო
6. არჩილი
7. თამუსია
8. :?:

ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Posted: 17 ივლ 2009, 17:43
by N67
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ტობავარჩხილიდან ლენტეხში უნდა გადახვიდეთ?
ამდენი დღის სამყოფი საკვები როგორ უნდა წაიღოთ?
ისე, ძნ ბევრი მაღალი მთის გადავლა მოგიწევთ, რაც დიდ ფიზიკურ გამძლეობას ითხოვს. თან, საღამოობით ცივა კიდეც.
მაააააშ : )
წერასა ვართ ატანილები და ეგ გვინდა ზუსტად : )
აბა, მარტო სატბოდ რომ მივდიოდეთ, ქე გამოვყვებოდით უკან დანარჩენებს : )

მოლენტეხენო, 23-ში Военный совет-ი რომ გვექნება, ჩვენც უნდა მოვილაპარაკოთ რა გვინდა სახეთქ-საძმუძნად (საააჭმელად) და შევთანხმდეთ მენიუზე (ერთმანეთის მჭლე ხორცების თვალიერებას არ ვართ!!!). მერე, 24-შივე ვიყიდით და გავამზადებთ რაც გვჭირდება (ალბათ, 24ში საღამოსვე წავალთ მე და ზღარბაანთ ცირა ჩხოროწყუსკენ, ვნახოთ).

ხო, ჩემს ვეტერან კარავს თუ წამოვიყვან, 3-4 კაცს შეგვიფარებს...

ბლომად გვექნება სალაპარაკო, როგორც ვატყობ...
ჰოდა...
ჭანდერერ!!! 23-ში სამაგონი მე მომაქვს?

ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Posted: 17 ივლ 2009, 17:45
by zura N.
Wanderer wrote: zura N.
ჯერ სია არ არის ჩამოყალიბებული წესიერად და კარვებს ვინ ჩივის. :D იმედია მალე გადაწყვიტავენ და ჩავწერთ სიაში ან არ ჩავწერთ... :)

ხო მართლა, თამუსიას უნდა კიდევ წამოსვლა(სავარაუდოდ ტობამდე) და ჩავწერ სიაში ბარემ:

წამსვლელები ლენტეხამდე:

1. ზურა ენ
2. ენ 67
3. მონადირე
4. :?:

=====================================

წამსვლელები ტობავარჩხილამდე:

1. ჭანდერერი(2 კაციანი კარვით. უკვე დაჯავშნულია :D )
2. ჭანდერერის პლიუსი ნინო
3. ნინია
4. ზღარბი
5. თეო
6. არჩილი
7. თამუსია
8. :?:
კაცო რაღა წესივრად გინდა შენ? მგონი უკვე ყველამ იცის ვინ მოდის და ვინ არა... ყოველ შემთხვევაში ვინც წერიან იმათამ ხო იციან და მიაწერონ ვის რა აქვს ან არ აქვს... :D :lol:

თამუსიას Welcome! :D კარგია...
რომ უნდოდა წამოსვლა კი ვიცოდი მარა თემასი არ ჩანდა...
შენ როდის გიტხრა? ზუსტად იცი რო მოდის?

ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Posted: 17 ივლ 2009, 17:47
by zura N.
N67
24-ში რითი მიდიხართ? მეც მაგ დროისთვის ვაპირებ დაახლოებით წამოსვლას მუხურში... :) :wink:

ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Posted: 17 ივლ 2009, 17:53
by Wanderer
კიდევ ერთი დეტალი: ცეცხლის საშუალება შეზღუდულად, მაგრამ მაინც გვექნება. გვაქვს პატარა გაზუკა თავისი 4 ბალონით. :)

მოგეხსენებათ, რომ ალპურ ზონაში მოგვიწევს კარგა ხანი ბოდიალი და იქ ადგილობრივ საწვავს ვერ ვნახავთ...

N67
სამაგონი
ვერ მიხვდი... :D
ზღარბაანთ ცირა
:mrgreen:

zura N.
მგონი უკვე ყველამ იცის ვინ მოდის და ვინ არა
სიის გარეთ კიდეა ხალხი, რომელთა თავში რა ხდება კაცმა არ იცის. :D ვიცი რომ ძალიან უნდათ წამოსვლა, მაგრამ მოდიან თუ არა ჯერ არ გადაუწყვეტიათ.
მიაწერონ კი ბატონო. რაც მეტი დეტალი გვეცოდინება და რაც მალე - მით უკეთესი.
შენ როდის გიტხრა? ზუსტად იცი რო მოდის?
ახლახანს. რავიცი მინდა წამოსვლა და შეკრებაზე მოვალო და მეტი რაღა ქნას? :D

ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Posted: 17 ივლ 2009, 18:00
by zura N.
Wanderer wrote:ხო მართლა დამავიწყდა ადრე რომ მეთქვა: ცეცხლის საშუალება შეზღუდულად, მაგრამ მაინც გვექნება: გვაქვს პატარა გაზუკა თავისი 4 ბალონით. :)

მოგეხსენებათ, რომ ალპურ ზონაში მოგვიწევს კარგა ხანი ბოდიალი სადაც ადგილობრივ საწვავს ვერ ვნახავთ...

N67
სამაგონი
ვერ მიხვდი... :D
ზღარბაანთ ცირა
:mrgreen:

zura N.
მგონი უკვე ყველამ იცის ვინ მოდის და ვინ არა
სიის გარეთ კიდეა ხალხი, რომელთა თავში რა ხდება კაცმა არ იცის. :D ვიცი რომ ძალიან უნდათ წამოსვლა, მაგრამ მოდიან თუ არა ჯერ არ გადაუწყვეტიათ.
მიაწერონ კი ბატონო. რაც მეტი დეტალი გვეცოდინება და რაც მალე - მით უკეთესი.
რაც შეეხება ცეცხლს ხელოვნური სპირთქურა ხომ არ აგვეწყო დაწაგვეღო pauna-ს დატესტილისნაირი? :roll:
Wanderer wrote:
შენ როდის გიტხრა? ზუსტად იცი რო მოდის?
ახლახანს. რავიცი მინდა წამოსვლა და შეკრებაზე მოვალო და მეტი რაღა ქნას? :D
ძალიან კარგი, მართლა ძალიან გამიხარდა თამუსია... :)

ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Posted: 17 ივლ 2009, 18:04
by Wanderer
zura N.
რაც შეეხება ცეცხლს ხელოვნური სპირთქურა ხომ არ აგვეწყო დაწაგვეღო pauna-ს დატესტილისნაირი?
ჯერ ერთი გაზი და ბალონები გვაქვს, რომლის წონაც(ერთად) სპირტქურისთვის საჭირო სპირტის წონისგან დიდად განსხვავებული არ იქნება. მეორეც ის, რომ ეგ სპირტქურა ჯერჯერობით ასაწყობი და დასატესტირებელია(უკვე რაც აწყობილია ის არაოპტიმალურია...). და მესამეც ის, რომ გვაქვს ეს გაზი და ბალონები და რაღაცაში ხომ უნდა დავხარჯოთ?! :D

ისე შეგიძლიათ იჩალიჩოთ სპირტქურაზეც. მე შემდეგ დღეებში ვერანაირად ვერ გამოვნახავ დროს სამაგისოდ... :(

თუ გააკეთებთ შეგვიძლია ორივეც წავიღოთ. ზედმეტი ცეცხლი არ გვაწყენს. :)