ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტურში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Post by N67 » 20 ივლ 2009, 09:59

და კიდევ აი რა:


ტობავარჩხილი...

ამ დროს ფიქრებით ერთდროულად წარსულში და მომავალში ვარ გადასახლებული.
განსაცვიფრებელი ნაირგვარობითაა მოფენილი ამ საოცარი პლანეტის ზურგი და განსაცვიფრებელი მრავალსახეობით აღიბეჭდება ეს ყველაფერი ადამიანის განცდებში.

მაშინ უფრო მეტად ბავშვი მეთქმოდა, როცა პირველად ვიხილე ეს მართლაც ჯადოსნური ტბები და მათი ულამაზესი სანახები; მამაჩემის წყალობით - ძალიან უბრალოდ მითხრა, ტობავარჩხილზე წავიდეთო. ან კი რა აღჭურვილობა გვქონდა მაშინ, ან რა რუკა (მასეთს, სულ არ გვქონოდა, ის ჯობდა), ან რა ამინდები იყო, თან ლამის ყოველი შემხვედრი გვეუბნებოდა, რას მიაგნებთ მაგ ადგილებსო. მაგრამ ის ლაშქრობა სამუდამოდ დამამახსოვრდა იმის მაგალითად, თუ რა შეუძლია ადამიანს, თუ გული მართლაც გულობს. ეს ამარცხებს ყველა სულელურ გარემოებას და ”მიუხედავად ამისა” თუ ”მაინც” ემართება ყველაფერ ხელისშემშლელს.

უძირო ხეობიდან ამოქუხული მდინარის ჩქერა და ვეება ხეებით მწვანედ შემოსილი მთები ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ნაცნობი და შინაური. ალპური ზონის მისადგომებთან უკანასკნელი ფიჭვების ტოტები აიწია, როგორც წიწვოვანი ფარდა, და პირველი ჭიუხები, მათი მყინვარებით მორთული კალთები გამოჩნდა თვალსაწიერზე.

მერე იყო უზარმაზარი ცაშკიბალის ნისლით მოცული მწვერვალისკენ რიდით მიპყრობილი მზერა. და მისი უღელტეხილი - ნამდვილად როგორც წყალობა გაუვალ ჭიუხებს შორის.

უღელტეხილის იქით კი... სამოთხე? არა, ეგრე არ ეთქმის, ეგ ხომ სიკვდილის მერე თუა... ალბათ უფრო ხელახლა დაბადება, საკუთარ სხეულშივე რეინკარნაცია, ოღონდ სულ სხვა სამყაროში.

მხარბეჭიანი, ამაყი ჭიუხები ერტყმიან გარემოს, ალბათ დედამიწის წარმოქმნიდან მოყოლებული - რისი აღარ მხილველნი და რა ქარტეხილთა აღარ გადამტანნი... რა არის იმისთვის ადამიანის ნაბიჯი, მზერა, სიცილი თუ ტირილი, ვინც უკვე მარადიულობის ნიშანხატადაა გადაქცეული? ამ დიად ჭიუხთა კალთებიდან უკვე მთლად სასაცილოდ და საცოდავად გამოსჭვივის დროის ქაფიდან ადამიანთა ”პროგრესით”, ძალაუფლებითა თუ ”წარმატებული მენეჯმენტით” ყალბი თავმომწონეობა - ფუჭი ფუსფუსი და ქარის დევნა.

ეს სად ვარ?.. მამჩნევს, შეიგრძნობს ჩემს ყოფნას აქ რაიმე, სულიერის ჭაჭანება რომ არ არის არსად? პასუხად - მდუმარება. ვინ იცის, რამდენი ხანია, რაც ეს მდუმარება აქაურობის პირქუში ბინადარია. აღტაცებული ხარ, მაგრამ ხმის ამოღებას, კიდითკიდემდე გადაფენილ სიჩუმეში თუნდაც უმცირესი ცვლილების შეტანას ვერ ბედავ. მაგრამ არც ეს სიჩუმეა აქაურობის ბატონ-პატრონი. ერთი თვალის გადავლება და მაშინვე ცხადია, თუ ვინ მოთვლის რამდენჯერ დასტყდომია საზარელ ხრიალ-ღრიალად აქაურობას ბუმბერაზ მწვერვალთა რისხვა - აუჰ, რა გრგვინვა-გრუხუნით ჩაინთქებოდა თვითეული ეს ვეება ლოდი მათი კალთებიდან! ეს სად ვარ, ეს სად ვარ! და კვლავ სიცოცხლის მოუბოჭავი ხალისი - დაბლა, სასტიკი მყინვარის კიდიდან მოყოლებული და თვით ამ მუქი, უზარმაზარი, ავი ლოდების ძირშიც სათაყვანებელი ბავშვური უშუალობითა და გულუბრყვილობით აღმოცენებული ნაირნაირი პაწაწკინტელა ყვავილი... სად ვარ...

ტბა! აი! ვინ იცის რამისიღრმე უფსკრულის თავზე გადაჭიმულ მის კამკამა და გარინდებულ ზედაპირზე კიდევ უფრო არაამქვეყნიური სახითაა არეკლილი ირგვლივ შემორტყმული ისედაც საოცარი მიდამო - მწვანედ მოხასხასე ციცქნა ბალახიც და ცაში ატყორცნილი უტყვი მწვერვალიც. ნაპირებთან ამ ყველაფრის ანარეკლი ფსკერზე მოფენილი ნაირნაირი კენჭის მოლურჯო-მომწვანო ციალს ერწყმის და რაღაც გამოუცნობი აგებულების, გამოუცნობი პერსპექტივის სურათი მიიღება. რა, საკვირველია ამდენი დაუჯერებელი ამბავი და ლეგენდა რომ ითხზებოდა ამ ტბებზე? იქნებ, სულაც, რაიმე ახლა მოხდეს... რა, ამდენი სასწაულის ხილვის მერე კიდევ რამე უნდა გამიკვირდეს?

ნავალი გზა და სიმძიმე აბა, რა სათქმელია... ძალიან მომთენთა ამდენმა საოცრებამ. აგერ, თან რა უცებ დაბინდდა! ერთერთი ჭიუხის წვეტი კი ალისფრადაა გაკაშკაშებული საღამოს მზის სხივებით. ტბა ახლა მუქმუქადაა ჩაბნელებული და ეს ალისფერი წვეტი შუაგულში ვეება ნაღვერდალივითაა ჩაძირული... სად ვარ...

ვინ იცის, რამდენჯერ დამისზმრებია იქაურობა... რუკებში კირკიტისას რამდენჯერ შემოჭრილან და თავიანთი სამფლობელოსკენ გავუტაცივარ კალეიდოსკოპის ფსკერივით ნაირფერ მოგონებებს... ზამთარი იქნებოდა, გაზაფხული თუ შემოდგომა, დაუკითხავად ამოსხლტებოდა საიდანღაც მოუსვენარი აზრი - აი, ნეტავ ტობავარჩხილზე ახლა..? დღეს, საბოლოოდ, მთელი სიცხადითა და სიგრძე-სიგანით გავაცნობიერე, რომ ერთ(1) კვირაში აი, იმ გზას დავადგები, თავიდან ხობისწყალს რომ მიუყვება ტყე-ტყე...



ნ---------------------------------------------------------

P.S. ვიღაცეებს ჩემსავით ძალიან გინდათ და მოდიხართ, ვიღაცეებს ალბათ სულ ცალ ფეხზე გკიდიათ, ვიღაცეებს კი ალბათ ძალიან კი გინდათ, მაგრამ ეს ოხერი ”ვერ” ვერ მოგიცილებიათ... აი, თქვენთან ვარ ამ ზემორე ნაბოდიალების მერე ცოტა უხერხულად... ისე, სხვათა შორის გამახსენდა და მართალია ნეტა - შემხარბებლები იეღოვას ერთ ბნელ ოთახში შეჰყავსო და იქ ასეო და ისეო? ა?
Image

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Post by bela » 20 ივლ 2009, 10:03

მოკლედ, ასე,
სავარაუდოდ, მე ვერ წამოვალ,
სამაგიეროდ, ნამდვილად წამოვა ამეთვისტო. კარავი არ აქვს.
შეკრებაზე, 23-ში, მე და ამეთვისტო მოვალთ,
ვანდერერმა თავისი სახლის მისამართი დამიპიემოს...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Post by Archil » 20 ივლ 2009, 10:44

bela

ჩამოხვედი? ვა რა მაგარია, მოყევით სადმე აბა მყინვარის შესახებ :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Post by teo- » 20 ივლ 2009, 12:06

ნიკა გავქაჩავ მე რო წამოვიდე??
თავს ძალიან დასუსტებულად ვგრძნობ, პლიუს ფეხიც თუ მომირჩა იქამდე
არ ვიცი რა

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Post by N67 » 20 ივლ 2009, 13:06

თეოჯან... აბა რა გითხრა ელი...

თუ სისუსტემ არ გაგიარა კი არა და კინწისკვრით თუ არ გააძევე, ისე არაფერი გამოვა და ფეხსაც ულტიმატუმი უნდა წაუყენო, რომ მორჩეს...

ამ ყველაფრის მოგვარების მერე, ანუ, ფორმაში თუ იქნები (თან, სასურველია, უკვე გავარჯიშებულიც, რომ იქ ნაკლებად მოგიწიოს წვალება, შეჩვევის პირველმა 1-2მა დღემ რომ იცის), მაშინ ივლი და რთული ადგილებიც აღარ გაგიჭირდების.

ნუ, პადუმაი სამა... : )
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Post by ZVIOSULI » 20 ივლ 2009, 13:13

ძალიან მაინტერსებს რა ეკიპიროვკით და საგზალიტ წახვალთ, განსაკუთრეით ლენტეხელები, თუ არ დაიზარებთ და ჩამოწერთ კაი რჩევა დარიგებასავით გამოგიოვათ, ჩამოსვლის მერე კი გეტვით რა როგორ გამოგადგათ !
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Post by ARCHILI » 20 ივლ 2009, 13:14

1. დღისით ძალიან ეცხელება, მითუმეტე უხეო და უტყეო ადგილებში...

რამე შემაშველებელი ხომ არ გეგულებათ ასეთ დროს?

მე დღემდე ვერაფერი მოვიფიქრე

!!

ახლა მაღალი ჩანთა რომ მომაქვს, იმის ჩრდილის იმედზე ვიქნები ალბათ...

:)

2. მგლების საკითხზე რა ხდება? ისე?

:roll:


3. მე და ზურა ენი წინა დღეს მოვდივართ ავტოსტოპით, რაც ძალიან კარგია, რატომ უნდა ხარჯო გზაზე ფული, როდესაც უფასოდაც შეიძლება, თან საინტერესო და თავგადასავლიანი რამეა :)

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Post by teo- » 20 ივლ 2009, 13:19

N67
ტანსაცმელი თბილი? კურტკა ბატინკი გვინდა?საძილეც თბილი ხო?
უხ დავიღალე ამდენი სიცივით
მარა მოვიდვარ ამის დედაც :D
23ში ვერ მოვალ ოღონდ თავს მოვიშუშებ ცოტა და მერე აქ მითხარით რა იქნება

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Post by zura N. » 20 ივლ 2009, 19:35

23-ში 18:45 წუთზე შევიკრიბოთ დელისის მეტროსთან (რუსთავი 2-ის შენობის მხარეს რომ ამოსასვლელია მანდ) და იქიდან წავიდეთ Wanderer-თან... :) :wink:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Post by zura N. » 20 ივლ 2009, 19:39

teo- wrote:N67
ტანსაცმელი თბილი? კურტკა ბატინკი გვინდა?საძილეც თბილი ხო?
უხ დავიღალე ამდენი სიცივით
მარა მოვიდვარ ამის დედაც :D
23ში ვერ მოვალ ოღონდ თავს მოვიშუშებ ცოტა და მერე აქ მითხარით რა იქნება
კურტკა სასურველია რო გქონდეს, ასევე ისეთი ფეხსაცმელიც რომელიც თოვლზე და სველზე არ ცურავს მაინც და მაინც...

იქ საკმაოდ სიცივე იქნება ასე რომ თბილი სპალნიკიც სასურველია, თუმცა თუ კარავში ბევრნი იქნებით გათბებით იოლად... :D :wink:

ხო კარავი გააქ? :roll:

პ.ს. მგონი კარვების პრობლემა გვაქ ხალხ... :roll: :D
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Post by zura N. » 20 ივლ 2009, 19:45

დღეს ველაპარაკე მუხურში და მაგრად წვიმს... :? საერთოდ ივლისი წვიმიანია ხოლმე, ასე რომ საწვიმრები და თბილი ტანსაცმელი აუცილებლად წამოიღეეთ! :)
ZVIOSULI wrote:ძალიან მაინტერსებს რა ეკიპიროვკით და საგზალით წახვალთ, განსაკუთრებით ლენტეხელები, თუ არ დაიზარებთ და ჩამოწერთ კაი რჩევა დარიგებასავით გამოგივათ, ჩამოსვლის მერე კი გვეტყვით რა როგორ გამოგადგათ !
საგზალი პირველი 1 კვირა შებოლილი ძეხვი და ვიჩინაც გამოდგება...

სუპებს წავიღებთ ასევე "მიუსლი" კაი რამეა წყალში რო გახსნი.. :D (ჭანდერერს უყვარს განსაკუთრებით :lol: ).. ასევე "ხლებცები", სუხარი, თაფლი, ქიშმიში, ნიგოზი, შოკოლადები...

ესენი დიდხანს გაგვიძლებენ... :D :wink:

ზუსტ სიას 24-ში დავწერ საღამოს რა მექნება ჩანთაში ჩალაგებული
ARCHILI wrote:1. დღისით ძალიან ეცხელება, მითუმეტე უხეო და უტყეო ადგილებში...

რამე შემაშველებელი ხომ არ გეგულებათ ასეთ დროს?

მე დღემდე ვერაფერი მოვიფიქრე

!!

ახლა მაღალი ჩანთა რომ მომაქვს, იმის ჩრდილის იმედზე ვიქნები ალბათ...

:)

2. მგლების საკითხზე რა ხდება? ისე?

:roll:


3. მე და ზურა ენი წინა დღეს მოვდივართ ავტოსტოპით, რაც ძალიან კარგია, რატომ უნდა ხარჯო გზაზე ფული, როდესაც უფასოდაც შეიძლება, თან საინტერესო და თავგადასავლიანი რამეა :)
ეტყეო და უხეო ადგილებს ალპური ზონა ქვია არჩილ.. :lol: :lol: :lol:
მექსიკური ქუდი ითრიე სადმე, გამოგადგება... :D :lol: :lol:
ასევე გრძელმკლავიანი მაისური და ეგაა.. :) :wink:

რაც შეეხება მგლებს, დიპლომატიურ საკიტხებში მათთან შენი იმედი გვაქვს.. :D :lol:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Post by zura N. » 20 ივლ 2009, 19:53

ხო კიდევ დამავიწყდა მეთქვა...

ვინც 26-ში აპირებს ავტობუსით წამოსვლას... ავტობუსი საკმაოდ ძვირი ღირს 15 თუ 17 ლარი, ასე რომ 25-ში ღამით მატარებლით წამოსვლას გირჩევთ, სიცხეც ნაკლებად შეგაწუხებთ...

ასევე ვინც 25-ში ღამით აპირებთ მატარებლით წამოსვლას... ბილეთებზე ეხლავე იზრუნეთ, თორემ მერე შეიძლება აღარ იყოოს...! :wink:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Post by Tamusia » 20 ივლ 2009, 20:35

26ში ავტობუსით წასვლა ვის გაწყობთ?
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Post by teo- » 20 ივლ 2009, 20:49

zura N.
არა არც კარავი არ მაქ და საძილეც ძალიან თხელი მაქვს :D
მე მატარებლ;ით წასვლა მირჩევნია მონატრებული მაქვს ძალიანნნ

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ტობავარჩხილ-ლენტეხი26.07.09-დან არ ვიცით როდამდე/მეგრულ-სვანურ ტ

Post by Tamusia » 20 ივლ 2009, 20:53

იყოს მატარებელი.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]