Page 1 of 7

ჭილის ტბა-2009

Posted: 11 მაი 2009, 11:41
by guruli
მაპატიეთ, რომ ამ თემის გახსნა ასე ექსტრემალურად მიწევს. ჭილის ტბაზე წასასვლელად დიდი ხანია ვემზადები მეგობრებთან ერთად. ხან რამ შეგვიშალა ხელი და ხან - რამ. 10 მაისს დაგეგმილიც იყო, მაგრამ საქმე გამომიჩნდა და გადავდეთ.
მოკლედ, მივდივართ ხვალ - 12 მაისს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს დღე დასვენება ყოფილა და რაკი იქით შაბათ-კვირასაც არ მეცლება, უფრო შორს გადადებას ასე ვამჯობინეთ. გავალთ სამთო ქიმიიდან, მუხათგვერდის სასაფლაომდე ტაქსებით ავალთ, იქიდან კი ფეხით გავისეირნებთ ტბისკენ, სადაც ვიმწვადავებთ, დავისვენებთ, დავტკბებით ხედებით და საღამოს ისევ სასაფლაოდან ჩამოვყვებით ტაქსებს, რომლებსაც დავურეკავთ და დაგვხვდებიან.
თუ მანქანიანი ხალხიც იქნება, მაშინ ეს პრობლემა ბევრად იოლად მოგვარდება. გასვლაში მონაწილოებას ფერეიდნელები და თბილისის ფორუმის რამდენიმე წარმომადგენელიც მიიღებს.
სამთო ქიმიასთან ვიკრიბებით 8,30-ზე. საკვებისთვის ვაგროვებთ 5-5 ლარს, წყალი და გზის ფული - ყველას თავისი.

ჭილის ტბა-2009

Posted: 11 მაი 2009, 11:47
by arcivi9
ძეგვიდან რომ გადმოხვიდეთ ჭილის ტბაზე ის არ ჯობია?

ჭილის ტბა-2009

Posted: 11 მაი 2009, 12:02
by Naia
guruli
ეჰ, სიამოვნებით წამოვიდოდი, მაგრამ ხვალ ვმუშაობ :(

ჭილის ტბა-2009

Posted: 11 მაი 2009, 12:15
by guruli
arcivi9
ძეგვიდან რომ გადმოხვიდეთ ჭილის ტბაზე ის არ ჯობია?
პირიქით ვართ მაგ მარშრუტზე ნამყოფი, ანუ ტბიდან გადავედით ძეგვში. მართლა მაგარი გზაა, მაგრამ ახლა არაა ისეთი მოლაშქრე ჯგუფი, მაგხელა გზა გაიარონ.
Naia, ცუდია.

ჭილის ტბა-2009

Posted: 11 მაი 2009, 12:30
by nusa
აუუჰ, მეც როგორ მინდოდა... :?
მაგრმა ჩემი სამსახური არ ემორჩილება ოფიციალურად გამოცხადებულ დასვენების დღეებს :?

ჭილის ტბა-2009

Posted: 11 მაი 2009, 12:46
by burdula
guruli
გზის ფული რამდენი დაჯდება დაახლოებით?

ჭილის ტბა-2009

Posted: 11 მაი 2009, 13:21
by Truli
აბა აქ ვინ მოდის? :)

ჭილის ტბა-2009

Posted: 11 მაი 2009, 14:27
by გვალდა
guruli
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს დღე დასვენება ყოფილა
12 მაისს საქართველოში წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე აღინიშნება :) :roll:

ჭილის ტბა-2009

Posted: 11 მაი 2009, 14:29
by guruli
burdula
guruli
გზის ფული რამდენი დაჯდება დაახლოებით?
1-2 ლარი ტაქსის ფული.
ამასთან, საკვების ფული - 5 ლარი.
Truli
აბა აქ ვინ მოდის?
ჯერ გადწყვეტით - მე და შენ. მგონი, თბილისის ფორუმელებიც იქნებიან შენი ნაცნობები. ფერეიდნელებიც მოდიან,.

ჭილის ტბა-2009

Posted: 11 მაი 2009, 14:34
by MIRANDA
ალბათ მეც შემოგიერთდებით :)

ჭილის ტბა-2009

Posted: 11 მაი 2009, 14:39
by pataputina
მმმმ
და
სადაა ჭილის ტბა?

:roll:

ჭილის ტბა-2009

Posted: 11 მაი 2009, 14:41
by arcivi9
pataputina wrote:მმმმ
და
სადაა ჭილის ტბა?

:roll:
თბილისსა და ძეგვს შორის :)

ჭილის ტბა-2009

Posted: 11 მაი 2009, 14:42
by pataputina
arcivi9

მცხეთაში?

:roll:


კი არა და


გავჩემთმმისფერდი...აშკარად პირველად მესმის......... :shock: :oops:

არადა
ისა......... :roll: :oops:

ჭილის ტბა-2009

Posted: 11 მაი 2009, 14:48
by arcivi9
pataputina wrote:arcivi9

მცხეთაში?
არა, მაღლა მთებშია, კარგი ადგილია და თუ მოახერხებ წადი :)

ჭილის ტბა-2009

Posted: 11 მაი 2009, 16:28
by MIRANDA
pataputina

ამ თემასაც გადახედე, ცალი თვალით... სხვა თემაც უნდა იყოს, მაგრამ უცებ ვერ ვიპოვე.. http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=15