Page 1 of 5

12 მაისს ნიჩბისში

Posted: 29 აპრ 2009, 12:45
by Tamari-ch.
ვინც ვერ მიდიხართ ორდღიანზე -
და ვისაც უბრალოდ ქალაქიდან გასვლა უნდა -

3 მაისს დილით 10 ზე ვიკრიბებით დიდუბეს ავტოსადგურში - ნიჩბისის სარეისო სამარშრუტოებთან და გავისერნებთ ნიჩბისის მიდამოებში -
უამრავი ძეგლია სანახავი -
თუ შევძელით სასხორსაც წამოვკრავთ ხელს -
საღამოს იგივე სარეისოთი დავბრუნდებთ უკან.



ნიჩბისის წინა გასვლა
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3089&start=0

ახლა გლობალი გათიშულია და რუქებს მოგვიანებით დავდებ.

12 მაისს ნიჩბისში

Posted: 29 აპრ 2009, 13:11
by cuncula
აუუუ ზალიან მინდა მაგრამ არავის რომ არ ვიცნოოობ :( დიდიები მოდიან ?

12 მაისს ნიჩბისში

Posted: 29 აპრ 2009, 14:30
by arcivi9
Image

12 მაისს ნიჩბისში

Posted: 29 აპრ 2009, 14:32
by burdula
cuncula
ბელი დიდიები მოდიან ბელი :P

12 მაისს ნიჩბისში

Posted: 29 აპრ 2009, 14:39
by burdula
Tamari-ch.
ისადა,რა ღირს სარეისო და რომელი საათისთვის იქნება დაბრუნების პერსპექტივა?

12 მაისს ნიჩბისში

Posted: 29 აპრ 2009, 14:53
by Tamari-ch.
სარეისო დიდუბიდან ღირს 2- 1,5 ლარი -
40 წუთში ნიჩბისში ვართო..
ყოველ ერთ საათში დადიან სარეისოები -
იქიდან ბოლო გამოდის 7 -ზე...

arcivi9

12 ძეგლიაო იმ არემარეში...
-
რუქებს დავდებ როგორ კი ინტერნეტი გამოსწორდება.

cuncula
არ შეგჭამთ.
:lol:

12 მაისს ნიჩბისში

Posted: 29 აპრ 2009, 15:14
by arcivi9
Image

12 მაისს ნიჩბისში

Posted: 29 აპრ 2009, 15:16
by qvevri
arcivi9 wrote:Tamari-ch.
12 ძეგლიაო იმ არემარეში...
ნიჩბისი ახლოსაა დიდგორთან?
დიდგორი ნიჩბისიდან არის ასე 40 წუთის სავალში (მანქანით), ჯიპის გზაა და მსუბუქი მანქანა ვერ ავა.

12 მაისს ნიჩბისში

Posted: 29 აპრ 2009, 15:16
by Tamari-ch.
arcivi9
კი,
ფაქტიურად დიდგორის უკან ნიჩბისის არემარეა...

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 9&start=30
აქაა რუქები და რჩევები ნაიას მხრიდან.

ჩემთან არ იხსნება რუქების გამოსახულება.

12 მაისს ნიჩბისში

Posted: 29 აპრ 2009, 15:38
by ZVIOSULI
Tamari-ch. wrote:
უამრავი ძეგლია სანახავი -
A5 25 :D

12 მაისს ნიჩბისში

Posted: 29 აპრ 2009, 16:21
by Tamari-ch.
ნიჩბისის და სასხორის ძეგლები -

Image


Image


Image

+
ქვემო ნიჩბისში წმ. ნიკოლოზის ეკლესიასთან პატარა, ღვთაების ეკლესია დგას.
ციციშვილების ციხესთან ახლოს სოფელში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა,

+ უმზეურა, წმ. გიორგი და იოანე ნათლისმცემლის ეკლესიები -
ესენი რუქაზე არ ჩანს...

12 მაისს ნიჩბისში

Posted: 29 აპრ 2009, 16:24
by Naia
Tamari-ch.
დიდგორის გადასახვევთან იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაა

ცოტა შორს ძველი სასხორის 2 პატარა ეკლესია (ერთ-ერთში ფრესკებით), სასხორის თავდაცვითი კოშკი და ნასახლარის ნარჩენებია.

დიდგორის გზას თუ აუყვებით (ფეხითაც შეგიძლიათ და გზიდანაც მოსჩანს ის ეკლესია) წმ. გიორგის სახელობის ძველი ეკლესია დგას

12 მაისს ნიჩბისში

Posted: 29 აპრ 2009, 16:25
by Naia
და კიდევ ნიჩბისამდე გზად ძეგვს გაივლით. მანდაც, თუ არ ვცდები, ძველი ეკლესია უნდა იყოს

12 მაისს ნიჩბისში

Posted: 29 აპრ 2009, 16:25
by Tamari-ch.
Naia
გაიხარე -
ეს ეკელესიები ძირითადად ახლოსა ერთმანეთთან -
და ვფიქრობ რომ ფეხით მშვენივრად მოვივლით იმ არემარეს...

12 მაისს ნიჩბისში

Posted: 29 აპრ 2009, 16:27
by Naia
Tamari-ch.
ძეგვი ისე ახლოს არ არის ფეხით რომ გადახვიდეთ ნიჩბისში.