იმერული ტური

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
იმერული ტური

Post by ARCHILI » 28 აპრ 2009, 14:00

aმ გასვლის იდეა კარაველ GAMARJOBA SAKARTVELO-ს ეკუთვნის (იდეაზე საავტორო უფლება დაცულია):

ამონარიდი:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი-კაცხისვეტი. გასვლა 2 დღიანი, ღამისთევით კაცხისვეტის ძირას.
მე და პაუნამ გადავწყვიტეთ, რომ ეს ტური 20 და 21 ივნისს მოვაწყოთ.

დამატებით ინფორმაციასაც დავდებთ, როგორც ყოველთვის.

:)

მაშ, ასე.

წამომსვლელები:


1. არჩილი
2.
3.

პოტენციურად წამომსვლელები:

1. პაუნა
2.
Last edited by ARCHILI on 16 ივნ 2009, 02:36, edited 4 times in total.

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
იმერული ტური

Post by Truli » 28 აპრ 2009, 14:02

კაცხის ტაძარი-კაცხისვეტი ეგი სადაა?
მეტ ინფოს ვითხოვ სტუდიაში
მი მალატ შვან

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
იმერული ტური

Post by ARCHILI » 28 აპრ 2009, 14:03

Truli wrote:კაცხის ტაძარი-კაცხისვეტი ეგი სადაა?
მეტ ინფოს ვითხოვ სტუდიაში
imerkhevli-მ მოგვაწოდა ფოტც და საინტერესო საიტებიც:

Image


ესეც ინფორმაცია კაცხის მიმდებარე ტერიტორიის ძეგლების შესახებ:

http://lemill.net/content/webpages/10d9 ... 145.947970

burdula-მ მოგვაწოდა დამატებითი ინფორმაცია

კაცხის სვეტი

კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო ქინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია, თუმცა უკვე მიმდინარეობს ასასვლელის მშენებლობა, რაც უახლოეს მომავალში ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას უფრო ახლოს გაეცნოს ამ იდუმალ ისტორიულ ძეგლს.

:)

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
იმერული ტური

Post by Truli » 28 აპრ 2009, 14:05

ეეეე....
საინტერესოა
მი მალატ შვან

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
იმერული ტური

Post by ARCHILI » 28 აპრ 2009, 14:06

Truli wrote:ეეეე....
საინტერესოა
ა, კიდო...

;)
pauna wrote:კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ერთერთი მათგანი აღდგენილია). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო ქინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია, თუმცა უკვე მიმდინარეობს ასასვლელის მშენებლობა, რაც უახლოეს მომავალში ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას უფრო ახლოს გაეცნოს ამ იდუმალ ისტორიულ ძეგლს.

Image

Image

მარშიტის დადგენაზე ეხალ ვჩალიცობ....
pauna wrote:ისე ამ ეკლესიას ნახავ იქნებოდა ურიოო... სხვა სტილისა ნამდვილად

Image


მე "ბანსა" მივამზგავსე წრიულობის გამოო
pauna wrote:ესეც მარშუტი .... მომავალში დეტალურად დავდებ ეხლა დამეზარა :D :D

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
იმერული ტური

Post by Naia » 28 აპრ 2009, 14:07

ARCHILI
არჩილ, რამ შეგაშინა შე კაცო :D :D :D

გეგონა თემის გახსნას დაგასწრებდი? :D :D :D :D

მე მოვდივარ

მაგრამ ალბათ მაისის ბოლოს რომ დაიგეგმება იმ ლაშქრობაში ;)

(ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენე :D :D :D)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
იმერული ტური

Post by ARCHILI » 28 აპრ 2009, 14:10

კიდევ სხვა საინტერესო ინფორმაცია მხარის შესახებ მოგვაწოდა იმერხეველმა

:)

imerkhevli wrote:
ოკრიბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან და თავად ოკრიბადანაც ყოველ ნახ.საათში გადის ავტრობუსები და მიკროავტობუსებიც...მაქსიმუმ 3 საათში ჭიათურაშია.
თუ სხვიტორშიც გვინდა შევლა საჩხერიდან დაახლოებით 2 კმ-ია....
ისე საცხერიდან ჭიათურამდეც უამრავი ტრანსპორტი დადის (მართალია ტროლეიბუსები აღარ :lol: :lol: :lol: )..........
მღვიმევის მონასტერი ჭიათურამდეა,ხოლო კაცხი ჭიათურიდან დაახლ.10 კმ
კაცხის მაცხოვრის სახ.მონასტერს მოვინახულებთ და სვეტისკენ წავალთ,სადაც დაბანაკებაც არის შესაძლებელი.

თუმცა,აქედან კიდევ 4 კილომეტრში ჩემი სოფელია და სიამოვნებით გიმასპინძლებთ.

ვიმედონნებ ,რომ პირველ პირშI ტყუილად არ ვწერ :) :)

imerkhevli wrote:ინფორმაცია, ჭიათურა-საჩხერის, რამდენიმე ისტორიული ძეგლის შესახებ


მოდინახე მდებარეობს საჩხერიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით. აშენებულია XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ.

გადმოცემის თანახმად, სასიმამროს (დავით წერეთელს) პაპუნასთვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია “მოდი ნახეო.” :lol: :lol: :lol:
მართალია თუ არა ეს თქმულება ზუსტად არვინ იცის, მაგრამ მოდინახე ნამდვილად ღირს სანახავად. :D

თხუთმეტიოდე წლის წინ მოდინახეს კედლები თითქმის სრული სახით იყო შემორჩენილი და მას შვიდი კოშკი ამშვენებდა. ციხე 1991 წლის მიწისძვრამ ისე დააზიანა, რომ მისი კოშკების კვალი მთლიანადაა გამქრალი, კედლები კი ძალზედ დაზიანებული.
imerkhevli wrote: ქორეთი

საჩხერის რაიონის სოფელ ქორეთში , მდებარეობს მაცხოვრის სახელობის ტაძარი. ის წარმოადგენს ერთნავიან დარბაზული ტიპის ეკლესიას, რომელსაც მოგვიანებით ორი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი. აშენებულია 1000 წელს არგვეთის დედოფალ მარიამის მიერ. ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის ტაძარში არსებული წარწერა, რომელიც 1000 წლითაა დათარიღებული. ამ წარწერაში ეკლესიის ქტიტორად მოხსენიებულია არგვეთის დედოფალი მარიამი, აგრეთვე მოხსენიებულნი არიან მისი შვილები: ხურსი (ის 1021 წელს დაიღუპა შირიმის ბრძოლაში. იბრძოდა გიორგი I-ის მხარეს) და გიორგი (ის მოგვიანებით არგვეთის ერისთავთ-ერისთავი გახდა). ეკლესია ქორეთის მაცხოვრად იწოდება XIV საუკუნიდან, თავდაპირველად ის სამების სახელობის ყოფილა(ამას წარწერენბიც მოწმობენ) :)

ეს ძეგლი სხვა მხრივაცაა მნიშვნელოვანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ ტაძრის ფასადზე განლაგებული თხუთმეტამდე ლაპიდარული და ერთი ნაკაწრი წარწერა. ინტერიერში ორი, “მარიამისეული” და “ანასეული” წარწერები, ბუხარი და ულამაზესი თაღი. ცალკე საუბრის თემაა მხატვრობა. ეკლესია სამჯერაა მოხატული (აშენებისას, XIV და XVII საუკუნეებში), მას სამივე მხატვრობის კვალი ეტყობა. შემორჩენილია: მაცხოვრის ფრესკა, თორმეტი მოციქულის კომპოზიცია, ჯვარცმის, მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის, ევსტატი მცხეთელის, წმინდა გიორგის და სხვა წმინდანთა ფრესკები. ქორეთში დაცულია წმინდა გიორგის ორი ფრესკა, ერთ-ერთ მათგანზე ის შავ ცხენზეა ამხედრებული (მსგავსი რამ იშვიათობას წარმოადგენს). :roll: :roll: :roll:
imerkhevli wrote:სვერის ციხე

სვერის ციხე, მდებარეობს ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში, მდ. საძალიხევის ხეობაში. ეს ხეობა გამოირჩევა კლდოვანი შვერილებით და სწორედ ერთ-ერთ მათგანზეა აშენებული ციხე. ის საკმაოდ რთულად მისადგომ ადგილზე მდებარეობს და შორიდან ძნელი შესამჩნევია.

სვერის ციხე მურვან ყრუს შემოსევის პერიოდს განეკუთვნება. მისი მდებარებიდან გამომდინარე მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა აღმოსავლეთ საქართველოდან ლიხთ-იმერეთში გადმოსასვლელი გზების დაცვის საქმეში. ეს გზა გადიოდა ჭერათხევზე, კორბოულის საბაჟოზე, ულევსა და შორაპანზე. წერილობით წყაროებში

სვერის ციხე პირველად XI საუკუნეში მოიხსენიება. 1068 წელს, ალფ-არსლანის შემოსევების შესახებ მემატიანე გადმოგვცემს: “სადაც მოუწიეს დაარბიეს ვიდრე სვერის ციხემდეო.” ციხის შესახებ ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილიც.

დღეს ციხე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, მისი თითქმის არც ერთი კედელი სრული სახით არაა შემორჩენილი. კიდევ ერთი სამწუხარო დეტაილი: ციხის კედლების ნაშალი ქვებით მოსახლეობას ყორეები აქვს აშენებულილი, რომლითაც სახნავ-სათესი მიწებია შემოღობილი.
imerkhevli wrote:ეს კი ჭიათურის რაიონ სოფ ხრეითის მახლობლად მდებარე ტბა
შემორევაა

Image

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
იმერული ტური

Post by pauna » 28 აპრ 2009, 14:13

ARCHILI

კარგათ გარკვიეთ 2 დგე საკმარისი იქნება? თუ ბევრი რამეა სანახავი გვენახა ბარემ :D
ImageImage

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
იმერული ტური

Post by Toma » 28 აპრ 2009, 14:14

pauna
ის ეკლესია ბანას რომ გავს რა ქვია?
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
იმერული ტური

Post by ARCHILI » 28 აპრ 2009, 14:14

pauna wrote:ARCHILI

კარგათ გარკვიეთ 2 დგე საკმარისი იქნება? თუ ბევრი რამეა სანახავი გვენახა ბარემ :D
შენ თუ სამი დღე შეგიძLია, აი, პარასკევიდან, მაშინ სიამოვნებით დავგეგმავ პარასკევიდან, მე ეგეთი გასვლები უფრო მიყვარს, ხომ იცი...

:)

გცალია შენ?

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
იმერული ტური

Post by pauna » 28 აპრ 2009, 14:36

Toma

ტომა სამწუხაროდ არ ვიცი რაგაც გაუგებრობა მეცავნება googleerth-ში ეგრე წერია : Katskhi church ეს სახელი თუ რა, არ ვიცი?

ARCHILI

არჩილ ჯე რარ ვიცი მენდ სიაში რომ ჩამწერე გენაცვალე.. ალბათ ქვედა სიაში ჩამომიტანე

ეხლაც ერთი კაი ინფორმაცია მომაწოდეს სამსახურთან დაკავშირებიტ და არ ვიცი რა და როგრ იქნება?
ImageImage

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იმერული ტური

Post by Mta Mkvarebia » 28 აპრ 2009, 14:52

pauna
Toma
კი კაცხის ეკლესიაა, მე-11 საუკუნის უნიკალური ძეგლი. მაგრამ ბანასგან განსხვავებით მრავალაფსიდიანი ეკლესიაა (ასეთი ეკლესიებია: კუმურდო, Xს., ნიკორწმინდა, XI ს., ბოჭორმა, X ს., ტაოსკარი, Xს.,
კაცხი, XIს. და სხვ) ბანა კი ტეტრაკონქია.

ტეტრაკონქი (ტეტრა... და კონქი), ოთხაფსიდიანი ცენტრული ეკლესია ან სხვა რაიმე შენობა, რომელშიც ნახევრად წრიული აფსიდები სიმეტრიულ-ჯვრისებრ არის განლაგებული ცენტრალური (ჩვეულებრივ, გუმბათქვეშა) სივრცის ირგვლივ. ტეტრაკონქი გავრცელებული იყო ადრინდელ ქრისტიანულ არქიტექტურაში (VI ს.), განსაკუთრებით კი — საქართველოსა და სომხეთში (ავანი, რიფსიმეს ეკლესია, ზვართნოცი). საქართველო ტეტრაკონქს უპირატესად VI-VII საუკუნეებში აშენებდნენ: ძველი გავაზის (ახალსოფელი), მანგლისის, თბილისის ქაშვეთის, ნინოწმინდის ეკლესიები, მცხეთის ჯვრისა და ბანის ტიპის ტაძრები.

აი ცნობები კაცხის ეკლესიის სესახებ:

მაცხოვრის სახელობის ეკლესია, მდებარეობს ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხში, მდ. კაცხურას ხეობაში. ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. მისი ძირითადი ნაწილი 1010—1014 წლებშია აშენებული, 30 წლით გვიან სამი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი. ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937). ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო, რომრლიც კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია. ნაგებობა მთლიანად შემკული იყო მდიდრული ჩუქურთმებით, მაგრამ 1854 წელს ტაძარს საფუძვლიანი „რესტავრაცია“ ჩაუტარეს, რის შედეგადაც ძირითად კორპუსს მოხნეს ძველი პერანგი (რომელსაც ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებდა) და თავიდან მოაპიტკეთეს. დღეისათვის პირვანდელი სახე მხოლოდ გარშემოსავლელის ნაწილს აქვს შენარჩუნებული. კაცხის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირშესანიშნაობას ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სცენა წარმოადგენს, ის გარშემოსავლელის შიგნით მარჯვენა მხარეს მდებარეობს. სამწუხაროდ, ამ ხელოვნების ნიმუშსაც არ აქვს შენარჩუნებული პირვანდელი იერი, რადგან გაუგებარი მიზეზების გამო თეთრი საღებავი აქვს გადასმული. ტაძრის ეზოში გვხვდება ლომის მონუმენტური ბარელიეფი, რომელიც სავარაუდოდ ნაგებობის კედელზე იყო განთავსებული, მაგრამ 1854 წლის „რესტავრაციის“ შემდეგ ჩამოხსენეს. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები (ძირითადად ლომის გამოსახულებები). ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია (ამოგდებულია ხმოვანი).

კაცხის ტაძარს უდიდესი ისტორია აქვს. ის სხვადასხვა დროს სხვადასვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. ის აშენებულია ბაღვაშების მიერ (ნაგებობის მთავარ შესასვლელში გვხვდება ბაღვაშთა გერბის შემადგენელი ფიგურები: ლომი და „მოხუცი ანგელოზი“). კაცხშია დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი ლიპარიტ IV ბაღვაში. ის ბაგრატ IV-ის დროს მოღვაწეობდა (გარდაიცვალა 1064 წელს). დავით აღმაშენებლის მიერ, ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი, მისმა ახალმა მფლობელმა აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVII—XVIII საუკუნეებში კაცხი აბაშიძეების საგვარეულოს კუთვნილება იყო.


პ.ს. ისე ყოჩაღ თქვენ, 2 თვით ადრე თუ იცით, დანამდვილებით მოხვდებით თუ არა კონკრეტულ გასვლაში :D
Image

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
იმერული ტური

Post by Toma » 28 აპრ 2009, 16:17

Mta Mkvarebia
ლოკა გაიხარე დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და ამომწურავი ინფორმაციისთვის
ცხოვრება მშვენიერია :D

tavadi
ბოდიალა
Posts: 217
Joined: 08 თებ 2009, 23:56
Location: Tbilisi, Vera
იმერული ტური

Post by tavadi » 28 აპრ 2009, 19:26

აეეეეეეეეეე
ეხლაც ნასვამი ვარ და მეზარება წაკითხვა .... მარა მოვდივარ უეჭველიი
ჩამწერეთ

მერე ვნახავ სად და როდის მივდივართ :D
მიყვარს: სპორტული მოტოციკლეტი, სნოუბორდი, რაგბი,ხელჩართული ბრძოლა

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
იმერული ტური

Post by ARCHILI » 28 აპრ 2009, 19:28

tavadi

ჯიგარ...

ჩვენი ბანდა საუკეთესოა!!!


:D


წამომსვლელები:


1. არჩილი
2. თავადი
3.

პოტენციურად წამომსვლელები:

1. პაუნა
2.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]