Page 1 of 5
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი
Posted: 28 სექ 2005, 15:10
by Mrs. Robinson
შაბათს, 1 ოქტომბერს წავიდეთ ლაშქრობაში:
თელათგორი-ლავრისხევი-ლავრა-ქვათახევი-წინარეხი.
მარშრუტი არის საკმაოზე მეტად გრძელი, გთხოვთ გაითვალისწინოთ საკუთარი შესაძლებლობები, რადგან მთელი დღე მოგვიწევს ფეხით სიარული. თუმცა გზაზე სირთულე არ გველოდება.
მაშ ასე, მივყვებით რეისის მარშუტკას "თბილისი-წინარეხი" დინამოს სტადიონიდან დილის 9-ის ნახევარზე, 7-8 კაცი.
ჩამოვდივართ სოფ. თელათგორში, სოფლის ცენტრში არის წმ. გიორგის ეკლესია, გვიან ფეოდალური ხანის, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი "ობოლი კლდისკენ".
20 წუთში ავდივართ სოფ. ლავრისხევში და ტყის ბილიკით 1,5 ან 2კმ მივდივართ ლავრამდე. აქ ვნახავთ ჯვრის ფორმის X საუკუნის პატარა ეკლესიას.
აქედან ისევ ბილიკით მივდივართ ქვათახევში, რომელიც XII-XIIIს.-ის ულამაზესი ტაძარია.
და ბოლო ეტაპი: სოფ. წინარეხამდე მოგვიწევს 6-7კმ. გავლა, გზაზე შევხვდებით მაღალაანთ ეკლესიას, ამასთან უნდა მივუსწროთ 6 საათიან მარშუტკას.
აღნიშნული მარშრუტი ჩემთვისაც ისევე უცხოა, როგორც თქვენთვის და სამწუხაროდ კონსულტანტებიც ვერ მოვიძიე. მივყვებით ბ-ნ რეზო ჟღენტის მიერ აღწერილ გზას.
ხვალ საღამომდე სამწუხაროდ ვერაფერს დავამატებ. იმედია ამინდი არ გვიღალატებს......
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი
Posted: 28 სექ 2005, 15:14
by tekla
მოვდივარ, მოვრბივარ!!!!

მოვფრინავ!!!

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი
Posted: 28 სექ 2005, 16:46
by Nika
ახლავე რუკას მოგართმევთ.
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი
Posted: 28 სექ 2005, 16:54
by Nika
მთლიანობაში სიმაღლეში ასე 500 მეტრამდეა მგონი აღმართი. არც ისე ძნელია (ადვილიც არაა ცხადია). მერე უკვე ეშვები ქვევით ქვათახევისკენ. მთლიანად 15-18 კილომეტრი გამოდის სასიარულო. იმედია დროს სწორად მოზომავთ და მარშუტკაზე არ დააგვიანებთ. მარშუტკა ვთქვათ იქ 0.5-1.0 საათში მივა. ანუ სადღაც 8.5 საათი გექნებათ დრო. არც ისე ბევრია. მთავარია ტორმუზები არ გყავდეთ თან. ძაან საინტერესო მარშუტია მარა მე ვერ მოვდივარ

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი
Posted: 28 სექ 2005, 17:25
by Mrs. Robinson
ნიკა დიდი მადლობა. მეც მაგ რუკებით ვსარგებლობ ყოველთვის. ცუდია რომ ვერ მოდიხარ.......
ქვათახევიდან წინარეხისკენ ადვილად დავეშვებით. ეგ გრუნტის სამანქანო გზაა და კარგად მახსოვს, თან თავდაღმართია. ერთადერთი, რაც მაფიქრებს არის ლავრისხევიდანდან ქვათახევამდე გზა....
მჯერა საინტერესო თავგადასავალი გველის, ვნახოთ!!!!!!!!!!!!!!!!!!
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი
Posted: 28 სექ 2005, 17:35
by tekla
Mrs. Robinson
რა ჯობია გზის უცოდნელად წასვლას...

სამხიარულოდ დამატებითი მიზეზმიგვექნება

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი
Posted: 28 სექ 2005, 17:36
by Mrs. Robinson
თეკლა პირველი მერცხალი ხარ!

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი
Posted: 28 სექ 2005, 17:45
by tekla
Mrs. Robinson
გინდა სხვებიც მოვაჭიკჭიკო?

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი რამდენი იქნება?

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი
Posted: 28 სექ 2005, 18:27
by ma_g_ua
ძალიან კაი. მე თქვენთან ერთად მიგულეთ!
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი
Posted: 28 სექ 2005, 21:10
by Mrs. Robinson
ანუ: 1)2) Mrs. Robinson +1
3) tekla
4) ma_g_ua
თეკლა ვაცადოთ ჯერ კარვის ხალხს, და მერე სხვები მოვაჭიკჭიკებთ აბა რა!
ამინდი ურევს ნამეტნავად.......
გზაზე იქეთ-აქეთ 6-ს ლარზე მეტი არ დაგვეხარჯება....... + საჭმელი.
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი
Posted: 28 სექ 2005, 21:52
by Mrs. Robinson
მეორე ვარიანტიც შეიძლება განვიხილოთ, ანუ დაქირავებული მარშუტკით წასვლის ვარიანტი, იმ შემთხვევაში თუ მსურველები გამოჩნდებიან
(15-16 კაცი).
მაგ შემთხვევაში ფეხით სასიარულო შემოკლდება და ამის ხარჯზე დაემატება ქვათახევიდან თავკავთის ციხეზე ასვლა, რომლის ნახვაც გვალვამ დაჟინებით მირჩია.
გაუმარჯოს გულახდილობას და ამ ჯერზე, გარემოებათა გამო, მე მაინც პირველი მირჩევია, თუმცა თქვენს სურვილებს აუცილებლად გავითვალისწინებ...........
გთხოვთ, ხვალისთვის უკვე ჩამოვყალიბდეთ

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი
Posted: 29 სექ 2005, 11:18
by Gvalva
თუ თავკავთაზე ასვლას აპირებთ შეიძლება ვერ მოასწროთ, იქნებ მძღოლი წინასწარ ნახოთ და უთხრათ რომ დაგელოდოთ, თუ ზუსტად 6-ზე ვერ ჩამოხვდით. შეიძლება არ იყოს წინააღმდეგი

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი
Posted: 29 სექ 2005, 11:34
by tekla
Gvalva
OK... დაგველოდება აბა რას იზამს, ტყეში ხომ არ დატოვებს საქართველოს მომავალს...

თუ დაგვტოვებს კიდევ - მაგას რა ჯობია, 1-2 დათვს მოვკლავთ, ცეცხლს დავანთებთ და დათვიოს მწვადებზე გავათენებთ

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი
Posted: 29 სექ 2005, 11:37
by navigator
მე მგონი არ მივდივარ ბუჩიანში და თქვენთან წამოვალთ მე და თამთა.
რამდენი კილომეტრია? იქნებ მარშუტკა ვიშოვოთ იაფად.
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი
Posted: 29 სექ 2005, 11:43
by igdrasilis-kata
tekla
რამდენი ხანია მწვადი მწვადის გავიძახი, მაგრამ ვინაა პატრონი?! (შეკითხვა რიტორიკულია

)