Page 4 of 15

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 22 მარ 2009, 02:03
by GAMARJOBA SAKARTVELO
ARCHILI
მშვენივრად მოგიფიქრებია და დაგიგეგმავს ყველაფერი
(ოღონდ, ცხადია, ბარბარიზმებზე თვალს არ ვხუჭავ).
მოანდომებს ყველას წამოსვლას შენი გეგმა.
შეიძლება, 1ლი 2 დღით წამოვიდე.
გამაგებინე, ეს წაჩხურობა რას ნიშნავს?
მხოლოდ ის გავიგე, რომ აღდგომის მომდევნო 5შაბათს ეწყობა და მეზობელი სოფლებიდან იკრიბებიან.
რა ხდება ამ დღესასწაულზე, რამდენად ეთნოგრაფიულია თუ ესეცკომუნისტების დროინდელია?
წინასწარ, გმადლობ

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 24 მარ 2009, 23:34
by ARCHILI
პაუნა

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

ეს ნახე აბა და ეგება ამ, ტურში ჩავსვათ...

:roll:

ძალიან მაგარი ადგილებია...

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 25 მარ 2009, 22:10
by ilia
მაგრად მომინდა წამოსვლა, მაგრამ ამდენი დღით არ ვიცი თუ შევძლებ.

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 25 მარ 2009, 22:14
by pauna
ARCHILI

მაგ ტურში ზის :D :D :D

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 30 მარ 2009, 20:09
by XAO
მსურველებშიც ჩამწერეთ და შაბათ-კვირას ჩამომსვლელებშიც :)

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 30 მარ 2009, 20:20
by teo-
მე პარასკევს წამოვყვები ამათ, მატარებლის საშინელ მუღამზე ვარ:)

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 01 აპრ 2009, 12:26
by ARCHILI
მოკლედ, აქ გამოდის, რომ ორი ჯგუფის გასვლა გამოვა:

(1) გავა ოთხშაბათს 22 აპრილს, მოივლის სალხინო-მარტვილს და ა.შ. და შაბათს ჩავა ნოქალაქევში.

საკმაოდ დატვირთული გეგმა იმისა, თუ რაც უნდა ვნახოთ, მოცემუულია პირველ-მეორე გვერდებზე.

(2) გავა პარასკევს 24 აპრილს მატარებლით და ჩავა ნოქალაქევში დილით 25 აპრილს ჩვენი ამას წინ გავლილი მარშრუტით.

იხილეთ http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2975&start=0

ჯგუფები შეხვდებიან ერთმანეთს ნოქალაქევის ტერიტორიაზე 25 აპრილს და ერთობლივად დავბრუნდებით კვირას 26 აპრილს, თბილისში კი ჩამოვალთ ორშაბათს ანუ 27 აპრილის გამთენიისას.

ტრული მანამდე მიდის საირმეში და სადღაც მარტვილში, სავარაუდოდ, 22 აპრილს შემომიერთდება მე.

პარასკევს წასვლის მსურველები ბევრია და დამჭირდება დამხმარე, რომ ამის ორგანიზებაში დამეხმაროს.

მარშრუტი მოცემულია პირველ გვერდზე, გადახედეთ და ამის მიხედვით ჩამოყალიბდით.

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 01 აპრ 2009, 13:34
by Naia
თუ რამე სხვა გეგმა არ გამომიჩნდა, შეიძლება ჩემი მანქანით წამოვიდე. ოღონდ მინდა, რომ უფრო დატვირთული მარშრუტი მოვიფიქრო. სადმე შეგხვდებით იმედია. მოკლედ, ჯერ კიდევ ვფიქრობ ამ იდეაზე...

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 02 აპრ 2009, 18:32
by ARCHILI
წამომსვლელები:

ტრული - შემოგვიერთდება სავარაუდოდ მარტვილში.

1. არჩილი
2.


თუ სალხინო-მარტვილში ცოტა ვიქნებით წასასვლელები, მაშინ წავალთ ავტოსტოპით :)

მსურველები:

1. ლოლა
2. ლოლას პლიუსი - ამირანი
3. მალვოლიო
4. ლამა
5. ქსოვრელი
6. თეო_
7. ჯიმი (ჯემალ ბიბილეიშვილი)
8. ნინი 85
9. მამუკა....
10.

პარასკევ-შაბათ- კვირას წამომსვლელები, რომლებიც შემოგვიერთდებიან ნოქალაქევში:

1. პაუნა
2. ინტელიგენტი
3. პატაპუტინა
4. მირანდა
5. ჩიტუციო
6. თეო
7. ხაო (შეუძლია ითევზაოს კიდეც, მეც შევუერთდები ჩასულზე)
8.

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 02 აპრ 2009, 20:00
by Trouter
ARCHILI wrote:
7. ხაო (შეუძლია ითევზაოს კიდეც, მეც შევუერთდები ჩასულზე)
არჩილ, სად ფიქრობ თევზაობას? რომელ მდინარეზე? მდინარის რომელ მონაკვეთზე? რომელ თევზზე? რა მეთოდით?

მაგ ადგილები ძალიან მიყვარს!

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 02 აპრ 2009, 20:02
by ARCHILI
Trouter wrote:
ARCHILI wrote:
7. ხაო (შეუძლია ითევზაოს კიდეც, მეც შევუერთდები ჩასულზე)
არჩილ, სად ფიქრობ თევზაობას?

მაგ ადგილები ძალიან მიყვარს!
აი, აქ... სადმე... ეს ჰიპოთეტური ვარიანტია, თუმცა შესაძლებელი...
ARCHILI wrote:ციხეგოჯი, არქეოპოლისი, ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, მდ. ტეხურის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი სოფ. ნოქალაქევის ტერიტორიაზე, სენაკის რაიონში). VI-VIII საუკუნეებში ეგრისის დედაქალაქი.

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 02 აპრ 2009, 20:07
by Trouter
დიდებულია!

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 02 აპრ 2009, 20:20
by ARCHILI
Trouter wrote:მე მად კალმახები მყავს დაჭერილი.

სალხინოში წაჩხურაზე თევზის მარაგზე რას ამბობენ? დარჩა რამე?
აზრზე არ ვარ.. და ისა.. წაჩხურა მდინარეა?

:roll:

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 02 აპრ 2009, 20:24
by Trouter
წაჩხურა სალხინოში უერთდება ტეხურს

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 02 აპრ 2009, 20:35
by ARCHILI
Trouter wrote:

წაჩხურა სალხინოში უერთდება ტეხურს
ძალიან კარგი, ე.ი. ჩვენ მივდუვართ ამ სახელობის დღესასწაულზე - წაჩხურობაზე. არც ვიცოდი თუ ამ სახელობის მდინარე ჩამოდიოდა მანდ..

:)