22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 05 აპრ 2009, 13:40

საინტერესოა, რომ სალხინოში დღემდე ჩადიან დადიანების შთამომავლები. ერთ-ერთ მათგანთან ინტერვიუც მომზადდა, რომელსაც გთავაზობთ:

"ხვალინდელი დღე "
# 51 (923)
25-26 მაისი, 2006 წელი


"საფრანგეთში სამუზეუმო ექსპოზიციებს მხოლოდ კერძო სექტორი აფინანსებს": ალან და ვერონიკა მიურატები საგვარეულო ისტორიის, ფრანგული
მუზეუმებისა და ქართული ღვინის შესახებ

ემ 33-ის სტუმრები გასულ შაბათს სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანისა და პრინც აშილ მიურატის შთამომავლები ალან და ვერონიკა მიურატები იყვნენ. გთავაზობთ "ეს საქართველოას" ავტორთან ჰანს ფონ საქსენ-ალტენბურგთან მათი საუბრის შემოკლებულ, საგაზეთო ვარიანტს.

- პრინც ალან, გთხოვთ მოგვითხროთ მიურატების ისტორია, ვინ იყვნენ პირველი მიურატები და როგორ შევიდნენ მსოფლიო ისტორიაში.

- პირველი მიურატი, რომელიც ისტორიაში შევიდა, იოაკიმი გახლდათ. ის შესანიშნავი მხედარი გახლდათ და ეს საქმე ბავშვობიდანვე იტაცებდა. შემდეგ ნაპოლეონმა შენიშნა მისი მხედრული თვისებები და კავალერიის უფროსად დანიშნა. მალე მას ნაპოლეონის და მარია ნორსიადი შეუყვარდა. ნორსიადი კორსიკული სახელი გახლავთ და ვინაიდან ნაპოლეონს არ სურდა მისი დის კორსიკული სახელი გახმიანებულიყო, მას ქორწინების წინ ახალი სახელი, კაროლინა დაარქვეს.

- ცნობილია, რომ ნაპოლეონის მიერ რუსეთში წარმოებული საბრძოლო კამპანიისას მიურატს გენერალი ბაგრატიონი დაუპირისპირდა...

- დიახ, იოაკიმ მიურატი რუსეთის მეფის არმიის გენერლის, ბაგრატიონის წინააღმდეგ იბრძოდა. 1801 წელს მიურატი გახდა ნეაპოლისა და სიცილიის მეფე.

- კაროლინა და იოაკიმ მიურატებიდან თქვენამდე როგორ მოვდივართ.

- როდესაც მიურატი ბრძოლის ველზე იმყოფებოდა, კაროლინა ნეაპოლში იყო. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, როცა საფრანგეთის სამეფო ტახტზე ბურბონები ავიდნენ, იოაკიმ მიურატის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. მეფის ერთგულებმა ის დააკავეს და ყოველგვარი გასამართლების გარეშე სიკვდილით დასაჯეს ისე, რომ ცოლ-შვილთან გამომშვიდობების ნებაც არ მისცეს. ნაპოლეონი ამ დროს ვატერლოოში იმყოფებოდა, ბრძოლის ველზე, უკანასკნელ წუთამდე ელოდებოდა იოაკიმ მიურატს და არაფერი იცოდა მისი სიკვდილის შესახებ.

ნაპოლეონის გარდაცვალების შემდეგ, 1821 წელს მიურატები წმინდა ელენეს კუნძულზე განდევნეს და საფრანგეთში ცხოვრების უფლება ჩამოართვეს. ისინი იძულებულნი გახდნენ ამერიკაში გაქცეულიყვნენ. მხოლოდ კაროლინა დარჩა ევროპაში. მისი შვილებიც კი ამერიკაში წავიდნენ. მათგან უფროსმა აშილ მიურატმა ცოლად შეირთო ჯორჯ ვაშინგტონის დისშვილი, მაგრამ მათ შვილი არ ჰყავდათ. მეორე ვაჟს ლუსიანს ამერიკელ მეუღლესთან ჰყავდა სამი შვილი - აშილი, იოაკიმი და ანა.

- რაც შეეხება უშუალოდ თქვენს საგვარეულო ისტორიას.

- სალომე იყო დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილი. ლუსიანის უფროსმა ვაჟმა აშილმა იქორწინა სალომე დადიანზე. ის ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი გახლდათ. სალომესა და აშილის (ის ამ დროს ნაპოლეონ მესამის სამხედრო ატაშე გახლდათ) საქორწინო ცერემონიალს ესწრებოდა თავად იმპერატორი ნაპოლეონ მესამე. ამ დროს პარიზში ეკატერინე ჭავჭავაძეც იმყოფებოდა. ის ერთდროულად დედოფალ ევგენიასა და რუსეთის დედოფლის ხელისმომკიდე იყო, რაც უნიკალური შემთხვევაა. სალომე დადიანს ორი ძმა ჰყავდა, ნიკოლოზი და ანდრო. მათ მემკვიდრეები არ დარჩენიათ.

- ამიტომ, დადიანების მემკვიდრეობა სალომეს შთამომავლობას გადაეცათ.

- დიახ, სალომესა და აშილს ჰყავდათ სამი შვილი - ლუსიენი, ნაპოლეონი და ანტუანეტა. ლუსიენი ჩემი ბაბუა იყო. მას ჰყავდა ერთი ვაჟიშვილი აშილი. იოაკიმი, ლუსიენი, აშილი ჩვენი საგვარეულო სახელებია. აშილს ცხრა შვილი ჰყავდა. მე მეცხრე ვარ, ნაბოლარა.

- წარმოგვიდგინეთ თქვენი მეუღლე, რომელიც არანაკლებ დიდი წარსულის მქონე გვარის წარმომადგენელია...

ვერონიკა მიურატი: ჩემი გვარია დე შაბო. ის პირველი ჯვაროსნული ომების დროიდან მოიხსენიება. დე შაბოები ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობდნენ და აქედან მიიღეს ტიტული და გერბი. ამიტომაც ჩვენს საგვარეულო გერბს წარმოადგენს უბრალო ჯვარი. წარმატებული ჯვაროსნული ომების შემდეგ ჩემი წინაპარი იერუსალიმის პირველი ქრისტიანი მეფე იყო. ჩვენს გვარში იყვნენ საფრანგეთის მარშლები. გენერალმა დე შაბომ დააფინანსა კანადის ექსპედიცია და კანადაში დღესაც არის ქალაქი, რომელსაც შაბო ჰქვია. დე შაბოები საფრანგეთში ძალიან გავლენიანი ადამიანები იყვნენ. რევოლუციის შემდეგ ჩვენი გვარის არაერთ წარმომადგენელს თავი გილიოტინაზე მოკვეთეს. რევოლუციის შემდგომი პერიოდი კი ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან ისინი ხელახლა იწყებდნენ ცხოვრებას. გამოვიდნენ პოლიტიკაში, ყოველთვის ქვეყნის სამსახურში იყვნენ, მაგრამ არც ერთი პარტიის წევრები არ ყოფილან. შეინარჩუნეს პირადი დამოუკიდებლობა. ჩვენ 11 დედმამიშვილი ვიყავით, ვიზრდებოდით ისე, როგორც X|||| საუკუნეში ზრდიდნენ. დიდი ოჯახში და ძალიან თბილ გარემოში. ერთმანეთთან დიდი სიყვარული და პატივისცემა გვაკავშირებდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩემმა ბაბუამ 4.000 პირადობის მოწმობა გასცა, რითაც სიკვდილისგან იხსნა ებრაელები. როცა დე გოლი მოვიდა ხელისუფლებაში, ბაბუას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ის იმალებოდა და მხოლოდ წლების შემდეგ მოხდა მისი რეაბილიტაცია. დღეს ჩემი ნათესავები მთელს მსოფლიოში არიან მიმოფანტულნი. მამაჩემის ალალი ბიძაშვილი ჰამსბურგის ჰერცოგია.

- დადიანების სასახლესა და მუზეუმზე გვიამბეთ.

- როდესაც პირველად ჩამოვედი ზუგდიდში, უკვე წარმოდგენილი მქონდა იქაურობა - ეზო, სასახლე, ეკლესია. ბავშვები სკოლებიდან მოდიოდნენ და ზეიმს მართავდნენ. ყველაფერი ძალზედ ნაცნობი იყო. ჩვენი გოგონა მატილდა მაშინ ათი წლის იყო. სულ გვეუბნებოდა - დედა, ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლოა და უნდა დავრჩეთო. ამან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ აქ დარჩენა გადავწყვიტეთ. დავრჩით, რათა საქართველოს ევროპასთან დაახლოვებაში დავხმარებოდით.

- პრინცი ალანი საქართველოს ბავშვობიდან იცნობდა, თქვენ როდის შეიტყვეთ საქართველოს შესახებ.

- ჩემს ოჯახში კარგად იცნობდნენ საქართველოს. ბებია ბაგრატიონებთან მეგობრობდა. ეს ქვეყანა ჩემს ცხოვრებაში პატარაობიდანვე შემოვიდა. შემდეგ კი, როგორც ხედავთ, საქართველოში ცხოვრება მომიხდა.

- რა აზრის არის ხალხი თქვენს დაბრუნებაზე.

- მათ ძალიან უხარიათ, ამაყობენ, რომ დავბრუნდით, ვაშენებთ, ვეხმარებით ბავშვებს, რომლებიც ინტერნატებში არიან, ვჩუქნით საჩუქრებს. ინტერნატის დირექტორი მომხრეც არის, რომ ჩვენ სალხინო დავიბრუნოთ. მას უნდოდა, შეგვეგროვებინა მოსახლეობის ხელმოწერები ამ მიზნით. გვაქვს ურთიერთობა ორგანიზაცია "ევროპა ექსპრესთან", რომელიც სასახლეების, კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-რესტავრაციას მთელს ევროპაში აწარმოებს. გვინდა, მათი წარმომადგენლობა საქართველოშიც იყოს. ეს საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან წარმოაჩენს ჩვენს კულტურას და იმას, რომ ევროპის ნაწილი ვართ.

- თუმცა, ნაწილი თქვენი დაბრუნების წინააღმდეგია.

- ასეთი ხალხი ალბათ ძალიან ცოტაა. მე ხშირად მივდივარ სალხინოში და იქ ყოველთვის თბილად გვხვდებიან. ყველა გვეუბნება, რომ ჩვენი ადგილი აქ არის, ეს ჩვენი სახლია და აქ უნდა ვიცხოვროთ.

- ვერონიკ, თქვენ დიდი ხანია ჩართული ხართ კულტურულ და სამუზეუმო საქმეებში. ჩვენს კოლეგებს გაზეთ "ხვალინდელი დღიდან" აინტერესებთ - ქართული და ფრანგული მუზეუმების რა ღირსებებს, საერთოსა და განსხვავებას გამოყოფდით.

- როდესაც ესა თუ ის ექსპოზიცია უნდა მოეწყოს, საფრანგეთში ხალხის აზრს ყოველთვის ითვალისწინებენ. ეს საკითხი ჯერ განიხილება და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღება. ანუ სიტუაცია წინასწარ შეისწავლება. საქართველოში სულ სხვაგვარადაა. საფრანგეთში მუზეუმების, ექსპოზიციების დაფინანსება კერძო სტრუქტურების მიერ ხდება და არც ერთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ. გვინდა, ზუგდიდის სასახლე აღვადგინოთ. უნდა გაიხსნას მუზეუმი, მოეწყოს ექსპოზიციები კონკრეტულ თემებზე, შესაძლოა სპექტაკლებისა და წარმოდგენების თანხლებითაც, როგორც ამას საფრანგეთში ვაკეთებდით და რისი დიდი გამოცდილებაც გვაქვს. ასეთ წარმოდგენებს იქ ყყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი მაყურებელი ესწრება.

- ნება მიბოძეთ, საუბრის თემა შევცვალო. ფრანგული ღვინო საუკუნეების განმავლობაში მეტად პოპულარულია, საქართველო კი ღვინის სამშობლოდ ითვლება. ბატონო ალან, თქვენ ღვინის დიდი სპეციალისტი ბრძანდებით, "ხვალინდელი დღის" ჟურნალისტებს აინტერესებთ, რას იტყოდით ქართული და ფრანგული ღვინის შესახებ.

ალან მიურატი: საქართველოში კარგი ღვინის დამზადება შეუძლიათ. მთავარია ტექნოლოგია. ძველად, როცა მამა და დიდი ბაბუა საქართველოში ცხოვრობდნენ, კარგ ღვინოს აყენებდნენ. მათ სპეციალისტები საფრანგეთიდან ჩამოყავდათ. აქ ძალიან ბევრი კარგი ღვინოა და შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მთავარი როლი ტექნოლოგიას ეკისრება.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 05 აპრ 2009, 13:49

წამომსვლელები:

ტრული - შემოგვიერთდება სავარაუდოდ მარტვილში.

ლოლაძე ურიგოდ:

1. არჩილი
2. ლოლას პლიუსი ამირანი
3. სიფრა
4.

თუ სალხინო-მარტვილში ცოტა ვიქნებით წასასვლელები, მაშინ წავალთ ავტოსტოპით :)

მსურველები:

1. მალვოლიო
2. ლამა
3. ქსოვრელი
4. თეო_
5. ჯიმი (ჯემალ ბიბილეიშვილი)
6. ნინი 85
7. მამუკა....
8. სმაილი
9.

პარასკევ-შაბათ- კვირას წამომსვლელები, რომლებიც შემოგვიერთდებიან ნოქალაქევში:

1. ელოიზა
2. ინტელიგენტი
3. პატაპუტინა
4. მირანდა
5. ჩიტუციო
6. თეო
7. ხაო (შეუძლია ითევზაოს კიდეც, მეც შევუერთდები ჩასულზე)
8. თავადი
9.


თქვენი ადგილის შესახებ სიაში, გთხოვთ, დაპოსტოთ და სიაში ცვლილებას თავად შევიტან...

ჰო...

შაბათ-კვირიანებისათვის მჭირდება ადამიანი, ვინც დამეხმარება ამის ორგანიზებაში, რადგანაც ორჯგუფიანი გასვლა გამოდის :) მადლობა... ინტელ, შეგიძლია ამაში დახმარება?

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 07 აპრ 2009, 16:12

მსურველებო, რამე ხომ არ გაგირკვევიათ?

ინტელ, შენ თუ აპირებ შაბათ-კვირიანზე, შეგიძლია დახმარება ტურის მაგ ნაწილის ორგანიზებაზე?

:roll:

sipragio
ბილიკზე მოარული
Posts: 30
Joined: 25 მარ 2009, 13:16
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by sipragio » 07 აპრ 2009, 17:29

4შაბათს წამომსვლელები +1

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 07 აპრ 2009, 22:11

sipragio

ძალიან კარგი...

===============================

7 აპრილის მონაცემებით:

წამომსვლელები:

ტრული - შემოგვიერთდება ქუთაისში.

ლოლაძე ურიგოდ:

1. არჩილი
2. ლოლას პლიუსი ამირანი
3. სიფრა
4. sipragio
5.

მსურველები:

1. მალვოლიო
2. ლამა
3. ქსოვრელი
4. თეო_
5. ჯიმი (ჯემალ ბიბილეიშვილი)
6. ნინი 85
7. მამუკა....
8. სმაილი
9.

აქედან, სავარაუდოდ, წავყვებით თბილისი-სალხინოს მარშრუტკას, რომელსაც წინა დღეებში დავაბრონინებ ადგილებს და ვკითხავ, ხომ გაივლის ქუთაისში, რომ ტრული ავიყვანოთ. თუ ერთი მარშრუტკა ხალხი ვიქნებით, მაშინ უპრობლემოდ ავიყვანთ ტრულის, თუ არა და რაღAც სხვა ვარიანტი უნდა მოვიფიქროთ.


შაბათ-კვირას წამსვლელებისგან არაფერი ისმის, სავარაუდოდ, გადაიფიქრეს.

ე.ი. ჩვენი გეგმაა:

დღე 1 ოთხშაბათი 22 აპრილი

1. მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ჩასვლა
2. დაბანაკება. კარვების გაშლა.
3. სალხინოს დათვალიერება.
4. ბანაკში დაბრუნება - აღნიშვნა.

დღე 2 ხუთშაბათი 23 აპრილი

1. დილით მონასტერში ასვლა მთაზე, სადაც დიდი დღესასწაული იქნება წაჩხურობა.
2. წაჩხურობის აღნიშვნა.

დღე 3 პარასკევი 24 აპრილი

1. სალხინოში დადიანების სასახლის დათვალიერება.
2. გამომგზავრება მარტვილისაკენ ფეხით, 3-4 საათის სავალია დაახლოებით 15-17 კილომეტრი..
3. ჩასვლა მარტვილში.
4. დაბანაკება. კარვების გაშლა.
5. მარტვილის მონასტრის მონახულება.
6 აღნიშვნა.

დღე 4 შაბათი 25 აპრილი

1. საუზმე. კარვების აღება.
2. ფეხით დაძვრა ციხეგოჯის მიმართულებით.
3. ულამაზესი ჩანჩქერების ნახვა.
4 საათის სავალია. სასიარულოა დაახლოებით 17 კილომეტრამდე.
3. ნოქალაქევში ჩასვლა. დაბანაკება.
4. ცხელი წყლების მონახულება. ნოქალაქევის ქვედა ციხეების და კომპლექსის დათვალიერება.
5. აღნიშვნა.

დღე 5 კვირა 26 აპრილი

1. ციხეგოჯის ზედა ციხეების მონახულება.
2. საღამოსკენ 17:00-თვის ნოქალაქევი-სენაკის ავტობუსს გამოყოლა და სენაკის დედათა მონასტრის ნახვა.
4. ღამის მატარებლით თბილისში გამომგზავრება.
5. გამთენიისას თბილისში ჩამოსვლა.

:!:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 07 აპრ 2009, 23:11

ემატებიან ქავთარაძე და მისი პლიუსი, სიონის Fიშტურელი გიორგი

წამომსვლელები:

ტრული - შემოგვიერთდება ქუთაისში.

ლოლაძე ურიგოდ:

1. არჩილი
2. ლოლას პლიუსი ამირანი
3. სიფრა
4. sipragio
5. ქავთარაძე
6. ქავთარაძის პლიუსი - გიორგი
7.

კარვები

სიფრას და სიფრაგიოს აქვთ საკუთარი 2 კაციანი.
ქავთარაძესა და მის პლიიუსსაც ასევე 2 კაციანი.
ამირანი წამოიღებს ალბათ 3 კაციანს.

ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არაა...

მსურველები:


1. მალვოლიო
2. ლამა
3. ქსოვრელი
4. თეო_
5. ჯიმი (ჯემალ ბიბილეიშვილი)
6. ნინი 85
7. მამუკა....
8. სმაილი
9. ტტტ
10.

აქედან, სავარაუდოდ, წავყვებით თბილისი-სალხინოს მარშრუტკას, რომელსაც წინა დღეებში დავაბრონინებ ადგილებს და ვკითხავ, ხომ გაივლის ქუთაისში, რომ ტრული ავიყვანოთ. თუ ერთი მარშრუტკა ხალხი ვიქნებით, მაშინ უპრობლემოდ ავიყვანთ ტრულის, თუ არა და რაღAც სხვა ვარიანტი უნდა მოვიფიქროთ.


შაბათ-კვირას წამსვლელებისგან არაფერი ისმის, სავარაუდოდ, გადაიფიქრეს.

ე.ი. ჩვენი გეგმაა:

დღე 1 ოთხშაბათი 22 აპრილი

1. მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ჩასვლა
2. დაბანაკება. კარვების გაშლა.
3. სალხინოს დათვალიერება.
4. ბანაკში დაბრუნება - აღნიშვნა.

დღე 2 ხუთშაბათი 23 აპრილი

1. დილით მონასტერში ასვლა მთაზე, სადაც დიდი დღესასწაული იქნება წაჩხურობა.
2. წაჩხურობის აღნიშვნა.

დღე 3 პარასკევი 24 აპრილი

1. სალხინოში დადიანების სასახლის დათვალიერება.
2. გამომგზავრება მარტვილისაკენ ფეხით, 3-4 საათის სავალია დაახლოებით 15-17 კილომეტრი..
3. ჩასვლა მარტვილში.
4. დაბანაკება. კარვების გაშლა.
5. მარტვილის მონასტრის მონახულება.
6 აღნიშვნა.

დღე 4 შაბათი 25 აპრილი

1. საუზმე. კარვების აღება.
2. ფეხით დაძვრა ციხეგოჯის მიმართულებით.
3. ულამაზესი ჩანჩქერების ნახვა.
4 საათის სავალია. სასიარულოა დაახლოებით 17 კილომეტრამდე.
3. ნოქალაქევში ჩასვლა. დაბანაკება.
4. ცხელი წყლების მონახულება. ნოქალაქევის ქვედა ციხეების და კომპლექსის დათვალიერება.
5. აღნიშვნა.

დღე 5 კვირა 26 აპრილი

1. ციხეგოჯის ზედა ციხეების მონახულება.
2. საღამოსკენ 17:00-თვის ნოქალაქევი-სენაკის ავტობუსს გამოყოლა და სენაკის დედათა მონასტრის ნახვა.
4. ღამის მატარებლით თბილისში გამომგზავრება.
5. გამთენიისას თბილისში ჩამოსვლა.


რაც შეეხება ხარჯებს, ფულს არ ვაგროვებთ წინასწარ და არც არაფერს ვყიდულობთ.

გზის ფული მიგვაქვს და საჭმელი. დამატებით რაღაცეებზე კი ადგილზე შევაგროვებთ თანხას დამატებით.

ვვარაუდობ, რომ 40 - 50 ლარი 5 დღიანი მოგზაურობისათვის სავსებით საკმარისია.

:!:
Last edited by ARCHILI on 08 აპრ 2009, 12:24, edited 1 time in total.

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ttt » 08 აპრ 2009, 01:55

მშვენიერია :D
მეც ახალი ვარ და დიდი სიამოვნებით წამოვალ ( ჯერჯერობით არაფერი მიშლის ხელს)
რა უნდა წამოვიღოთ?( საჭმელს ვგულისხმობ, მე არ ვიცი თქვენი წესები...... ) ერთიც მაინტერესებს ღამის მატარებელი რომელზე ჩამოდის? (ორშაბათი თენდება და მაგიტომ)9-მდე ტბილისში უნდა ვიყო.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 08 აპრ 2009, 12:22

ttt wrote:მშვენიერია :D
მეც ახალი ვარ და დიდი სიამოვნებით წამოვალ ( ჯერჯერობით არაფერი მიშლის ხელს)
რა უნდა წამოვიღოთ?( საჭმელს ვგულისხმობ, მე არ ვიცი თქვენი წესები...... ) ერთიც მაინტერესებს ღამის მატარებელი რომელზე ჩამოდის? (ორშაბათი თენდება და მაგიტომ)9-მდე ტბილისში უნდა ვიყო.
ღამის მატარებელი დილის 6 საათზე აქაა და ყველა უპრობლემოდ ვახერხებთ სამსახურში წასვლას, ცოტა უძილობას ვუჩივით ხოლმე... ხარჯი ზემოთ წერია, მაქსიმუმ 40-50 ლარი 5 დღეზე...

საჭმელი ნებისმიერი, რომლის თრევაც შესაძლებელია, არ არის მალე ფუჭებადი და განსაკუთრებით მძიმე... ასევე რაც რამდენიმე დღე ქაჩავს და მალე, ორ წამში არ იჭმევა... :) ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უგემური იყოს, ის არათუ დიდხანს შემოინახება, არამედ, საერთოდაც არ იჭმევა ;)

ძეხვეული, ყველეული, მშრალი სუპები, ადვილად გასაკეთებელი, ღვეზელები, ლობიან-ხაჭაპური, შემწვარი ხორცეული, მშრალი სალათები... რაიმე პროდუქტი იქვე გასაკეთებლად, რასაც დიდხანს ხარშვა და წვა არ სჭირდება...

და ა.შ.

მიმიხვდი, ხომ? ;)


უნდა გქობდეს საძილე და პარალონი, თუმცა... კარაველებიც დაგეხმარებიან მაგაში და გათხოვებენ, უბრალოდ, დროულად უნდა გვითხრა აღჭურვილობის შესახებ.. ზურგჩანთა აუცილებლად...

:)

თუ რამე შეკითხვა გექნება, დამირეკე 8 99 284 282 ან დაპოსტე..

ვეცდებით, დაგეხმაროთ...

გაგვიხარდება თუ წამოხვალ :)

mamuka.....
ასფალტზე მოარული
Posts: 16
Joined: 27 სექ 2008, 16:00
Location: rustavi
Contact:
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by mamuka..... » 08 აპრ 2009, 17:49

გამოცდილ კარავლებთან მაქ შეკიტხვა ..

__ პირველად ვაპირებ 5 დგიან პახოდში წამოსვლა და რეები ვიქონიო,რა არის საჭირო თან წამოსაგებათ? :?: :roll: :roll:

"kogo_55" სკაიპის ID ია და აქ რო მომწეროთ უკეტესია


მადლობა წინასწარ :wink:

sipragio
ბილიკზე მოარული
Posts: 30
Joined: 25 მარ 2009, 13:16
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by sipragio » 08 აპრ 2009, 19:52

არჩილ ძმობილო აქედანაც მატარებლით რო წავიდეთ არაა შანსი? მატარებელში გაცილებით კომფორტულად ვმგავრობ. მგონი სხვებიც

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 08 აპრ 2009, 20:38

mamuka..... wrote:გამოცდილ კარავლებთან მაქ შეკიტხვა ..

__ პირველად ვაპირებ 5 დგიან პახოდში წამოსვლა და რეები ვიქონიო,რა არის საჭირო თან წამოსაგებათ? :?: :roll: :roll:

"kogo_55" სკაიპის ID ია და აქ რო მომწეროთ უკეტესია


მადლობა წინასწარ :wink:

მამუკა...

ეს ნახე ამ საკითხზე:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1129&start=0

ჩემი სკაიპი რაღაცას ურევს და მერე თუ რამე დაგაინტერესებს, სკაიპითაც გეტყვი...

ჩაგწერო წამომსვლელებში?

კარავი, საძილე და პარალონი თუ გაქვს?

დანარჩენზე პირადად...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 08 აპრ 2009, 20:40

sipragio wrote:არჩილ ძმობილო აქედანაც მატარებლით რო წავიდეთ არაა შანსი? მატარებელში გაცილებით კომფორტულად ვმგავრობ. მგონი სხვებიც
არ მიდის მატარებელი იქ, როგორც ვიცი, მაგრამ თანხებს დავიანგარიშებ და თუ მეტი არ გამოვიდა, გადაჯდომა-გადმოჯდომით შეგვიძლია წასვლა...

იქიდან ყველა ვარიანტში მატარებლით წამოვალთ...



=============

ჰო, შაბათ-კვირიანებისაგან ისმის რამე?

:roll:

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by z g a r b i » 08 აპრ 2009, 21:02

ARCHILI

ჯერ რომ ციხეგოჯი გენახათ და შაბათ-კვირას მარტვილი არ გინდოდათ? :lol:

ჩემწერე პარასკევს.. სხვა რა გზაა.. ამჯერად იმედია მზიან ციხეგოჯს ვიხილავ :)
Image

tavadi
ბოდიალა
Posts: 217
Joined: 08 თებ 2009, 23:56
Location: Tbilisi, Vera
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by tavadi » 08 აპრ 2009, 22:05

ARCHILI
რას არ მოვდივართ კაცო მე და კავთარაძე მოვდივართ პარასკევს და ალბათ ჩემი პლიუსებიც :D
მიყვარს: სპორტული მოტოციკლეტი, სნოუბორდი, რაგბი,ხელჩართული ბრძოლა

mamuka.....
ასფალტზე მოარული
Posts: 16
Joined: 27 სექ 2008, 16:00
Location: rustavi
Contact:
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by mamuka..... » 08 აპრ 2009, 22:36

ARCHILI__ს


ყველაფერი მაქვს პარალონის გარდა და იმედია მაგის გარეშე არ გამიჭირდება :?

ჯერ მსურველებში დავრჩები და ამ დგეებში გეტყვი ზუსტად წამოვალ თუ არა :wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]