Page 1 of 8

მღვიმეები - სათაფლია-ყუმისთავი-ნავენახევი 12 ოქტომბერს

Posted: 07 ოქტ 2008, 01:11
by GAMARJOBA SAKARTVELO
მეგობრებო, მოვიდა იმერეთის მღვიმეების ნავენახევის, ყუმისთავისა და სათაფლიის მონახულების დროც.

ვიკრიბებით კვირას, 12 ოქტომბერს, 06.57ზე სქიმიასთან,
დაუგვიანებლად.


ჯერ ვნახავთ თერჯოლის რაიონში მდებარე ნავენახევის მართლაც მშვენიერ მღვიმეს. ის მთავარი
გზატკეცილიდან 12 კმტში მდებარეობს. გზის გარკვეული ნაწილი ლამაზ ტყეში შედის.
მღვიმეში შესასვლელი ბილეთი 1 ლარი ღირს.
ნავენახევიდან ქუთაისი-წყალტუბოს გავლით ყუმისთავის მღვეში მივალთ.
აქ მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ამის მიუხედავად, დამთვალიერებლებს მაინც იღებენ.
შესვლა უფასოა.
ყუმისთავთან წავიხემსებთ. შემდეგ კი სათაფლიაში წავალთ.
აქაც შესვლა უფასოა.
სათაფლიიდან თბილისს გამოვემგზავრებით და 11-12 სთზე დავბრუნდებით.
სა1ო ჯამში მანქანით 9 სთ მგზავრობა მოგვიწევს.
თითო სთ მღვიმეების დათვალიერებას დასჭირდება. ყუმისთავს, ალბათ, მეტიც.

ფასს რაც შეეხება, მინიბუსისთვის საჭიროა 401 ლარი და 75 თეთრი.
15 მგზავრზე 25 ლარი და 15 თეთრი იქნება დასადები.
'სხვა რა, გეზის სიმარტივის გამო, სარუკე უზრუნველყოფა საჭირო არ არის.

წამომსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ საკვები, სასურველია თან იქონიოთ პირადი არა1ჯერადი ჭურჭელი.
აგრეთვე, სისველეზე სასიარულო ფეხსაცმელი, მღვიმეებში ჩასაცმელი ქურთუკი, აგრეთვე, ფანარი.

დაუშვებელია სტალგტიტების მოტეხვა.

აბა, სია შევადგინოთ

მღვიმეები - სათაფლია-ყუმისთავი-ნავენახევი 12 ოქტომბერს

Posted: 07 ოქტ 2008, 01:13
by GAMARJOBA SAKARTVELO
იმერეთში არსებული მრავალი ღირსშესანიშნაობის მიუხედავად, დროის სიმცირის გამო, ამ გასვლაში მათ არ ვნახავთ.
ეს გავითვალისწინოთ.

მღვიმეები - სათაფლია-ყუმისთავი-ნავენახევი 12 ოქტომბერს

Posted: 07 ოქტ 2008, 02:14
by GAMARJOBA SAKARTVELO
ნავენახევის ფოტოებიც ინებეთ:

Image

Image

Image

მღვიმეები - სათაფლია-ყუმისთავი-ნავენახევი 12 ოქტომბერს

Posted: 07 ოქტ 2008, 02:18
by teo-
vaa vifiqreb amaze :roll:

მღვიმეები - სათაფლია-ყუმისთავი-ნავენახევი 12 ოქტომბერს

Posted: 07 ოქტ 2008, 02:24
by bela
GAMARJOBA SAKARTVELO

რადგან შესვლა ფასიანია, ესე იგი, გიდიც დაგვხვდება ადგილზე? ანუ, სტატიის დასაწერად განვეწყო? და რედაქტორიც შევაგულიანო?

მღვიმეები - სათაფლია-ყუმისთავი-ნავენახევი 12 ოქტომბერს

Posted: 07 ოქტ 2008, 02:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
bela wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

რადგან შესვლა ფასიანია, ესე იგი, გიდიც დაგვხვდება ადგილზე? ანუ, სტატიის დასაწერად განვეწყო? და რედაქტორიც შევაგულიანო?
მეგზურის დაქირავება შესაძლებელია. ეს განსაკუთრებით სასურველი ყუმისთავსა და სათაფლიაშია.
ნავენახევზე კი მცირეოდენ ცნობებს ადგილზე აბრაზე ან გასაყიდ ბროშურაში ამოკითხავ.
მე მოვლენებს არ ვუსწრებ და, ამიტომ, მღვიმეების თაობაზე ამ თემაში არაფერს დავწერ

მღვიმეები - სათაფლია-ყუმისთავი-ნავენახევი 12 ოქტომბერს

Posted: 07 ოქტ 2008, 08:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
ბივრილს "2008 წლის იდეებში უწერია, რომ ყუმისთავის მღვიმის ნახვა სურს.
აბა, მაშინ სიაში ჩაეწეროს

მღვიმეები - სათაფლია-ყუმისთავი-ნავენახევი 12 ოქტომბერს

Posted: 07 ოქტ 2008, 09:48
by Naia
ძალიან საინტერესო გასვლა უნდა გამოგვივიდეს წესით :)

1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ნაია
3. ?

მღვიმეები - სათაფლია-ყუმისთავი-ნავენახევი 12 ოქტომბერს

Posted: 07 ოქტ 2008, 10:37
by Mta Mkvarebia
1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ნაია
3. მთა მყვარებია
4.

მღვიმეები - სათაფლია-ყუმისთავი-ნავენახევი 12 ოქტომბერს

Posted: 07 ოქტ 2008, 10:40
by Truli
1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ნაია
3. მთა მყვარებია
4. ტრულალა

ეგებ ორ დღიანი ვქნათ???

მღვიმეები - სათაფლია-ყუმისთავი-ნავენახევი 12 ოქტომბერს

Posted: 07 ოქტ 2008, 10:42
by Gvalva
გირჩევთ, თქვენს სამეგობროში ყველაზე ძლიერი ფანარი მოიძიოთ და თან წაიღოთ...

მღვიმეები - სათაფლია-ყუმისთავი-ნავენახევი 12 ოქტომბერს

Posted: 07 ოქტ 2008, 10:47
by ZVIOSULI
თითო საათი დათვალიერება ნახვა შემეცნება გადაღებებზე - ანუ ისევ გადარბენებზე? :twisted:

მღვიმეები - სათაფლია-ყუმისთავი-ნავენახევი 12 ოქტომბერს

Posted: 07 ოქტ 2008, 10:55
by Naia
Gvalva wrote:გირჩევთ, თქვენს სამეგობროში ყველაზე ძლიერი ფანარი მოიძიოთ და თან წაიღოთ...
რატომ? მღვიმეებში განათება არ არის?

მღვიმეები - სათაფლია-ყუმისთავი-ნავენახევი 12 ოქტომბერს

Posted: 07 ოქტ 2008, 11:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
ZVIOSULI wrote:თითო საათი დათვალიერება ნახვა შემეცნება გადაღებებზე - ანუ ისევ გადარბენებზე? :twisted:
აბსოლუტურად საკმარისი დროა იქაურობის შესაგრძნებად.
ყუმისთავის მღვიმე დიდი და საინტერესოა და უფრო მეტ დროს დავყოფთ.
სათაფლია-ნავენახევი ნაკლებ დროსაც ითხოვს.
Naia wrote:
Gvalva wrote:გირჩევთ, თქვენს სამეგობროში ყველაზე ძლიერი ფანარი მოიძიოთ და თან წაიღოთ...
რატომ? მღვიმეებში განათება არ არის?
განათება არ არის, ან სადაც არის, დაბალია. ფანრის წამოღება სასურველია.
აკი ვწერ 1ლივე წერილში

მღვიმეები - სათაფლია-ყუმისთავი-ნავენახევი 12 ოქტომბერს

Posted: 07 ოქტ 2008, 11:56
by saskva
1. gamarjoba sakartvelo
2. naia
3. მთა მყვარებია
4. trulala
5. saskva


Gvalva wrote:გირჩევთ, თქვენს სამეგობროში ყველაზე ძლიერი ფანარი მოიძიოთ და თან წაიღოთ...
მე მაქვს სახლში სანადირო ფანარი, სახლში ნუცუბიძის ქუჩაზე რომ ვანთებ აივანზე, ყაზბეგამდე ანათებს მემგონი. წამოვიღო?????