უბრალოდ ხევსურეთი....

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by ნინი_85 » 19 აგვ 2008, 13:49

lika-li


გაიხარე ლიკა, დიდი მადლობა :)


იმედია თემაში ყოველი დღის განრიგი და ხარჯები დაიდება.

წელს სწორედ მარიამობამდე ვაპირებდი მამიდასთან დუშეთში 2 კვირით წასვლას და ვერ მოვახერხე, კაი იქნებოდა ხევსურეთში მარიამობას...

წამო :wink:
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by lika-li » 19 აგვ 2008, 13:52

და ისე.... არ შეიძლება ცოტა ნაკლები დღით წავიდეთ ?

ან ვინც დროში ვიწვებით ცოტა ადრე დავბრუნდეთ?

ააააა? :oops:

მაპატიეთ, თუ რამე უხერხულობას ვქმნი

მაგრამ, რომ მინდა ხევსურეთში?! :(

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by Truli » 19 აგვ 2008, 14:03

მინდა.... თან გული მიკვდება იმ საშინელებაზე რაც საქართველოში ხდება...
ვეცდები შემოგიერთდეთ თუ ეს ჭირი აქედან გავა....
მი მალატ შვან

jaba picxelauri
ბოდიალა
Posts: 156
Joined: 15 ივლ 2008, 22:32
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by jaba picxelauri » 20 აგვ 2008, 12:38

გასვლა:
9:00 გასვლა თბილისიდან სთ ზე სარეისო მიკროავტობუსით
11:00 ფასანაურამდე გზა 2 საათი
12:00 კიტოხამდე 1 საათი ფეხით 5 კმ 20 წუთი მანქანით
14:00 ბაკურხევამდე 2 საათი ფეხით 7 კმ 1 სთ მანქანით
სულ სოფლამდე დრო თავის ფოტოებიან ამბიანად საჭიროა 5 საათი

გამოსვლა:
12:00 გამოსვლა სოფლიდან
15:00 გამოსვლა ფასანაურიდან
16:30 გასვლა სამთო ქიმიიდან სახლებისაკენ

შენიშვნა1:
ჩემი მანქანა იქნება ბარგის გადასატანად, ასე რომ ბარგით სიარული არავის მოუწევს, არც იქითობისას, არც აქეთობისას.

შენიშვნა2:
შესაძლებელია ამ ხნის განმავლობაში შემოერთება და უფრო ადრე წამოსვლა,
იგივე პირობები იმოქმედებს ამ შემთხვევაშიც.

ფინანსური აღწერა:

გზა: 10 ლარი ერთი გზა დაახლოებით. ორივე გზა 20 ლარი
საკვები: დაახლოებით ერთი დღე 10 ლარი, ( ამ თანხაში გათვალისწინებული არაა სასმელის თანხა)
მარიამობისთვის საკლავი 80 ლარი

შენიშვნა3:

სოფელში არის ელექტრო ენერგია, და ტელევიზორიც არის, ასე რომ მთლად მოწყვეტილიც არ იქნება სამყაროს ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება 

შენივნა4:
4.1 შესაძლებელია რამდენიმე დღით ამოსვლა, გადის ავტობუსი პირდაპირ გუდამაყარში დიდუბის ავტოსადგურიდან ყოვედღე 3 სთ-ზე, მგზავრობის დრო დაახლოებით 3-4 საათი. ორონდ ეს წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რათა გუდამაყარში დავხვდეთ, და სოფლამდე ავიყვანოთ მსურველი(ები),
4.2 შესაძლებელია ადრე წამოსვლაც, აგრეთვე ადრე წამოსვლის მსურველებისთვის ფასანაურიდან გამოდის ტრანსპორტი 8 საათამდე. ფასანაურამდე ნივით ჩამოყვანა მოხდება.

შენიშვნა5:

მანძილი მითითებულია დაახლოებით, სადაც მანძილი არ არის ცნობილი, ნამყოფთა მიხედვით დადგენილია დრო, რომალიც საჭიროა მანძილის დაფარვისთვის.

დღეების აღწერა:


დღე 0 23 აგვისტო შაბათი

დილით გამზადება,ხალხის მოგროვება, საჭირო პროდუქციის და საჭირო ნივთების შეძენა. გასვლა(საუზმე), სოფელში მოწყობა, საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა. ადგილის დათვალიერება, სახლის ზედაპირული დათვალიერება,
(სახლი ძველი ხესვურული ბანიანი სახლია, თავისი ჭერხოთი და მჭვარტლიანი ჩონგურით კედელზე)
საღამოს დათრობა საფიხვნოში

დღე 1 24 აგვისტო კვირა

საუზმე, გასვლა მწვერვალ კანჩხზე(2800მ) (6 კმ), მწვერვალიდან უკან დაბრუნებისას ძველ საქართველო რუსეთის გზაზე გადახედვა, სადილი მთაზე, სახლში შებინდებისას დაბრუნება. დასვენება.
საღამოს დათრობა საფიხვნოში

დღე 2 25 აგვისტო ორშაბათი
დილით დასვენება, მერე საუზმე, გასვლა უკენა ახოსკენ, გადასასვლელ კანჩხით გადასვლა უძირო ტბაზე (უკენახოს თავზე 2500მ) (6 კმ), უკან დაბრუნებისას შალშავის და სოკოს დაკრეფა
საღამოს დასვენება,
საღამოს დათრობა ტაბლაზე, (სამამაცო სკამზე და ტაბლაზე გაშლილ სუფრასთან)

დღე 3 26 აგვისტო სამშაბათი
დილით გასვლა ჭიუხების მხარეს, მთაზე საუზმე, ოხერხევის მთაზე სადილი, გადასვლა ჭიუხების უკანა მხარეს (5 სთ) და ღამის გათენება,

დღე 4 27 აგვისტო ოთხშაბათი

დილით კარვების ალაგება წამოსასვლელად გამზადება, საუზმე. ჩასვლა აბუდელაურებზე (სურვილისამებრ), (1 სთ) უკან დაბრუნება მეორე გზით, საღამოს დასვენება, დაკრეფილი სოკოს დამუშავება.
საღამოს დათრობა ტაბლაზე, (სამამაცო სკამზე და ტაბლაზე გაშლილ სუფრასთან)



დღე 5 28 აგვისტო ხუთშაბათი მარიამობა

დილით დასვენება-საუზმე-დასვენება
მარიამობის წარმართულ დღესასწაულზე დასწრება, (3 კმ)გულიანი დალევა რასაც ქვია, ხატისკარ შეყრა, ქვაზე მჯობინობა, შინ გამთენიისას დაბრუნება
ეხლა, დალევის თავი ვისაც ექნება დალიოს საფიხვნოში, არაა პრობლემა

დღე 6 29 აგვისტო პარასკევი

პარასკევს დილის საათებში დასვენება, მთელი ხნის განმავლბაში სოფელში შემორჩენილი დასათვალიერებელი ადგილების დათვალიერება, წყლის დაგუბება და მთის მდინარეში ბანაობა(500 მ)(ღირსეშანიშნავი და თავადთა სკადრო ) (ამინდის შესაბამისად) საღამოს მე ისევ უნდა დავლიო და თქვენ დაისვენეთ

დღე 7 30 აგვისტო შაბათი

დილით საუზმე, გასვლა მწვერვალ შავქვიშაზე (3000 მ) (8 კმ)მთაზე სადილი და მყინვარის დათვალიერება
დაბრუნება სოფელში, დასვენება, საღამოს მოხუც ხევსურებთან სტუმრობა, ძველი ამბების მოსმენა

დღე 8 31 აგვისტო კვირა პირიმზე ფუძის ანგელოზობა

საუზმე, სოკოთი და ხორცით, უკანასკნელი დღის დამახასიათებელი მოვლენები, საღამოს გამომგზავრება

დღე 9 1 სექტემბერი ორშაბათი
სათადარიგო დღე, თუ რომელიმე დღე ჩავარდა ამინდის გამო, რაც ნაკლებ მოსალოდნელია, რადგან მარიამობის კვირაში ჩემს სოფელში ამინდი ძირითადად არ ფუჭდება

jaba picxelauri
ბოდიალა
Posts: 156
Joined: 15 ივლ 2008, 22:32
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by jaba picxelauri » 20 აგვ 2008, 12:40

მე და ჩვენი ძმა მივდივართ საკუთარ სახლში და გაგვიხარდებოდა თქვენისთანა სტუმრები, ვისაც ექნება სურვილი წამოსვლის ჩვენ ეს გაგვიხარდება


ეს შარშანდელი მოგზაურობის ლინკი :)

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 6%E1%83%94
Last edited by jaba picxelauri on 20 აგვ 2008, 15:34, edited 1 time in total.

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by Int3lig3nt » 20 აგვ 2008, 12:42

რა ამბავია, ამდენი დალევა და დათრობა :D.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by Monadire » 20 აგვ 2008, 13:16

იფ იფ იფ
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by ZVIOSULI » 21 აგვ 2008, 15:45

eeexT............... :?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by Naia » 21 აგვ 2008, 18:17

ZVIOSULI wrote:eeexT............... :?
+1

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by Tamusia » 21 აგვ 2008, 19:26

იფ იფ იფ
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by Varvara » 21 აგვ 2008, 19:28

jaba picxelauri

დღე 10 - 2 სექტემბერი, სამშაბათი

მოწყენილი ვარ

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by Archil » 21 აგვ 2008, 23:31

Naia wrote:
ZVIOSULI wrote:eeexT............... :?
+1
ფორუმ.გე ხომ არ გგონია აქ? +1 და ეგეთები იქ იციან... ჰოდა იქაურობა დაკეტეს და ნუ მოიქცევი აპოლიტიკურად... თვარააააა... :roll:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by GIRA » 21 აგვ 2008, 23:54

jaba picxelauri
მოიცა, მოიცა, რაღაც გავიწყდება..................

ნ ა დ ი რ ო ბ ა ??????
სადღაც შევამჩნიე და მერე გამოგრჩა გეგმაში?

ისე ამდენი დალევის მერე ნადირობა :?: იავიცი იავიცი, ერთად ვერ ძოვს ნადირობა და დალევა ჩემი მწირი გამოცდილებით
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by Archil » 22 აგვ 2008, 02:22

GIRA


სასმელზე ნადირობა იგულისხმება ალბათ, შუა გზაზე რომ არ გაჩერდნენ ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by lika-li » 22 აგვ 2008, 13:18

სამწუხაროდ, მე ვერ მოვდივარ მეგობრებო :( , იმ მიზეზით, რომ ბეიჯინგში მივფრინავ ერთი წლით სტაჟირებაზე.

ყველანი ძალიან მომენატრებით. ჩინეთიდანაც დავპოსტავ ხოლმე :) :wink: მოგაწვდით ცხელცხელ რეპორტაჟებს ბეიჯინგიდან და არა მარტო :)

კარგი დრო გაატარეთ ხევსურეთში!!!

ყველანი ძალიან მიყვარხართ :*

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]