ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by Mta Mkvarebia » 03 აგვ 2008, 19:40

მოგეხსენებათ, კარველებმა ქვევრის ორგანიზატორობით დავაწერინეთ მოგზაურთა მფარველის რაფაელ მთავარანგელოზის ხატი. ისიც მოგეხსენებათ რომ ჩვენი საყვარელი ქვევრისა და მარიამის ჯვრისწერის გამო ხატის წაბრძანების ადრე გამოცხადებული თარიღი, 3 აგვისტო, შეიცვალა. გუდაურში გამგზავრების წინ ახლადდაქორწინებულებმა ასეთი იდეა შემოგვთავაზეს: 9 აგვისტოს კარველები დავადგებით ყაზბეგის გზას, გავუვლით გუდაურში ჩვენს ნეფე-პატარძალს, რომელთაც უკვე თან აქვთ წაბრძანებული რაფაელ მთავარანგელოზის ხატი, გავემართებით ლარსისკენ, შევწირავთ ხატს ეკლესიას, მერე წავალთ დავბანაკდებით ყაზბეგის რომელიმე ლამაზ ხეობაში, ღამეს გავათევთ ხეობაში, კვირას სურვილისამებრ ნაწილი საფეხოსნო მარშრუტს მოაწყობს ამ ხეობის დასათვალიერებლად, ნაწილი დაისვენებს ბუნებაში და საღამოსთვის გამოვემართებით თბილისისაკენ.
მე ორივე ხელით ვემხრობი ორდღიანი გასვლის იდეას.

მაგრამ ვითვალისწინებთ რა იმ კარველების აზრს, რომელთათვისაც 2-დღიანი გასვლა ფუფუნებაა, ასევე მომავალი კვირის მეტეოპროგნოზს, რომლის მიხედვითაც ყაგბეგში შაბათს და შაბათს ღამით წვიმაა გამოცხადებული:
http://www.accuweather.com/world-foreca ... I&metric=1
გთავაზობთ დროში ალტერნატიულ მარშრუტს იმავე მიმართულებით, ოღონდ ერთდღიანს, კვირას 10 აგვისტოს გავემართებით ყაზბეგისკენ, გუდაურში გავუვლით ქვევრს და მარიამს, წავაბრძანებთ ხატს ლარსში და დროის დარჩენილ ნაწილს თუ მოვასწარით ან გერგეთზე ასვლას დავუთმობთ ან ისევ რომელიმე ხეობის დათვალიერებას. ოღონდ ამ შემთხვევაში დროში ვიქნებით შეზღუდული და ამას ისე გემრიელად ვერ მოვახერხებთ, როგორც 2დღიანის შემთხვევაში.

მაგრამ მე მაინც 2 დღიანი მარშრუტი მხიბლავს, წვიმის მიუხედავად. პროგნოზი ყოველწამს იცვლება, შეიძლება შაბათს სულ უნალექო ამინდი იყოს და კვირას წამოვიდეს წვიმა. აბა, რას ფიქრობთ? ერთდღიანი გავაკეთოთ თუ 2-დღიანი? და რომელი ხეობის დათვალიერება ჯობია? ველოდებით თქვენს წინადადებებს.

მსურველთა რაოდენობის მიხედვით გაირკვევა, თუ რა ტრანსტორტით წავალთ, მინიბუსით თუ მანქანებით. მანქანიანო კარველებო, ისიც მიუთითეთ ვის შეუძლია მანქანით წამოსვლა, თუ რამე ღრმა ღეობაში არ შევალთ, ლარსამდე ჩვეულებრივი გამავლობის მანქანაც მიდის. საწვავის ხარჯი, რა თქმა უნდა, თანაბრად განაწილდება:

სია:
1. მთა მყვარებია -2 დღიანი
2. თიკო-რ -2 დღიანი
3.
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by tiko_r » 03 აგვ 2008, 20:31

მე 2 დღიანის იდეა ძალიან მომწონს, ოღონდ წვიმა ნუ იქნება


დასათვალიერებლად კი გთავაზობთ გეგმაში შევიტანოთ გველეთის 2 შადრევანი

დიდი, რომელზეც დილით დაახლ. 8-დან 10სთ-მდე ცისარტყელა იცის

Image

Image

და პატარა


Image



ამ ორივე შადრევანს ალბათ ჯამში 2-3 სთ უნდა... თუ არ ვცდები
თუ სურვილები იქნება გამოხატული წავიდეთ :D

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by likakoo » 03 აგვ 2008, 21:10

სია:
1. მთა მყვარებია -2 დღიანი
2. თიკო-რ -2 დღიანი
3.likakoo-1-დღიანი..
4.
5.
6.

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by ele » 03 აგვ 2008, 22:05

ჩემი რაჭული გეგმები ჩაიშალა და. . .

სია:
1. მთა მყვარებია -2 დღიანი...
2. თიკო-რ -2 დღიანი...
3. likakoo-1-დღიანი...
4. ელე - 1 დღიანი...
5.
6.
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by bela » 03 აგვ 2008, 22:15

მე ორდღიან გასვლას ვემხრობი, რადგან ერთი დღიანი მარათონული მსვლელობები ძალიან მღლის.
ჩემს პლიუსსაც წამოვიყვან.
გეველთის ჩანჩქერების ნახვა ურიგო იდეა არ არის...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by Mta Mkvarebia » 03 აგვ 2008, 22:21

bela
სიაში ჩაეწერე, გეთაყვა :)
Image

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by kiki » 03 აგვ 2008, 22:24

აუ, მე ჩავწერ რა?!!! 8) :lol:

სია:
1. მთა მყვარებია -2 დღიანი...
2. თიკო-რ -2 დღიანი...
3. likakoo-1-დღიანი...
4. ელე - 1 დღიანი...
5. bela 2 დღიანი...
6. bela+1 anu bela=2
7
8

:lol: :lol: :lol:

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by Naia » 04 აგვ 2008, 12:06

tiko_r wrote:მე 2 დღიანის იდეა ძალიან მომწონს, ოღონდ წვიმა ნუ იქნება


დასათვალიერებლად კი გთავაზობთ გეგმაში შევიტანოთ გველეთის 2 შადრევანი

ამ ორივე შადრევანს ალბათ ჯამში 2-3 სთ უნდა... თუ არ ვცდები
თუ სურვილები იქნება გამოხატული წავიდეთ :D
მეც გველეთის შემოთავაზებას ვაპირებდი :) მართლაც არ უნდა დიდი დრო და 2 სთ-ში ყველანაირად მოესწრება. თუ რამე კიდევ მომაფიქრდა გეტყვით.

სამწუხაროდ, მე ამჯერადაც ვერ შემოგიერთდებით. მაგრამ მორალურად და სულიერად თქვენთან ვიქნები, ფიზიკურად კი გონიოში :)

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by gobe » 04 აგვ 2008, 13:21

tiko_r wrote: დასათვალიერებლად კი გთავაზობთ გეგმაში შევიტანოთ გველეთის 2 შადრევანი...
tiko_r,
მე მგონი ეგ ფოტოები 180 გრადუსით უნდა იყოს გადაბრუნებული.
Last edited by gobe on 04 აგვ 2008, 15:04, edited 3 times in total.


User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by gobe » 04 აგვ 2008, 15:03

tiko_r,
არა, ისეთი არაფერი... ან ფოტოები უნდა გადააბრუნო 180 გრადუსით, ან კიდევ ტექსტში სიტყვა "შადრევანი" შეცვალო "ჩანჩქერით" :)


User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by Monadire » 04 აგვ 2008, 15:48

tiko_R
მე პირიქით ვარ .ანუ ქალაქის შადრევნებს ხშირად ჩანჩქერად მოვიხსენიებ. მაგრად გამიკვირდა და გამეცინა შენს შეცდომაზე :lol:
წამოსვლა ძალიან მინდა თრუსოში და როცა 100% ვიქნები დარწმუნებული მერე ჩავეწერები (? არ მიყვარს).
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by Monadire » 04 აგვ 2008, 15:59

ისა თრუსო რა შუაშია დააა.. ლარსში კაცო.ლარსი ვიგულისხმე გეფიცებით.
მე რაღა მეცა?
თუ წამოვალ 2 დღიანს ვემხრობი
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by tiko_r » 04 აგვ 2008, 16:07

Monadireთრუსოში არ მივდივართ :!: :!: :!:



gobe გობე ბიძია,.. ეხლავე გავასწორებ ჩემს შეცდომას :oops:

Image

Image

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]