Page 1 of 2
ბულბულების ჭალა - ოთხშაბათს
Posted: 29 ივლ 2008, 03:45
by Int3lig3nt
ეს პატარა ლაშქრობა-გასეირნება ეძღვნება მათ, ვინც არ მუშაობს, შვებულება ან არდადეგები აქვს და ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს, რიგი მიზეზების გამო.
ბულბულების ჭალა მდებარეობს კუს ტბის მაღლა. კუს ტბიდან ნახევარი ან მაქსიმუმ ერთი საათის გზაა.
ვაკე ადგილია, ნაძვნარი. იქვეა ცივი, გემრიელი წყაროც.
ანუ არის იდეალური ადგილი საპიკნიკედ-დასასვენებლად და ცხელი თბილისისგან ცოტა ხნით თავის დასაღწევად.
მოკლედ, ვიკრიბებით ოთხშაბათს 12 საათზე ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან.
მოგვაქვს საჭმელები (ალბათ სამარხვო), სხვადასხვა სასუსნავი და ხილი.
სასურველია წამოვიღოთ ”ადიალა” (ქართულად როგორ არის?) და რაიმე გასართობი საშუალება. მაგალითად ბადმინტონი (მე მფრინავი თეფში მომაქვს).
ალკოჰოლის გარეშე.
წამომსვლელთა სია:
1. int3lig3nt
2. ???
ბულბულების ჭალა - ოთხშაბათს
Posted: 29 ივლ 2008, 10:11
by popins
თუ რამე არ გამომიხტა მეც მინდა
ბულბულების ჭალა - ოთხშაბათს
Posted: 29 ივლ 2008, 10:35
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვაჰ, რა კგდ ჟღერს ბულბულებსი ჭალა.
ინტელ, ბულბულები არ მიგყავს?
ლ(ი)ამაა მაგისთანა.
ისეთი ბულ(ი)ბულია, ბარემ 4-5 ჭალასაც ააყვავებს.
ვაჰ, ისე, ვერ გავიხსენე ეგ ადგილი, ზემოდან სამანქანო გზა რომ გადის, ეგ ხომ არ არის?
ბულბულების ჭალა - ოთხშაბათს
Posted: 29 ივლ 2008, 11:21
by Int3lig3nt
GAMARJOBA SAKARTVELO
ვაჰ, ისე, ვერ გავიხსენე ეგ ადგილი, ზემოდან სამანქანო გზა რომ გადის, ეგ ხომ არ არის?
კი, ეგ არის

.
ბულბულების ჭალა - ოთხშაბათს
Posted: 29 ივლ 2008, 11:42
by MIRANDA
Int3lig3nt
ჰმმ, რა კარგი აზრია
იქნებ მეც მოვახერხო

ბულბულების ჭალა - ოთხშაბათს
Posted: 29 ივლ 2008, 13:19
by Ninukala
Int3lig3nt
ვინც დილიდან ვერ წამოვა საღამოს სამსახურის მერე არ მიიღებთ დაგვიანებულებს?
ბულბულების ჭალა - ოთხშაბათს
Posted: 29 ივლ 2008, 14:18
by ნინი_85
Int3lig3nt
მიუხედავად იმისა, რომ სხვა გეგმები მქონდა, მოვდივარ
აბა გავაქტიურ-გავყოჩაღდით უმუშევარ-უსაქმურებ-ქალაქში დარჩენილები
1. int3lig3nt
2. ნინი_85
3. .....
4. .....
ბულბულების ჭალა - ოთხშაბათს
Posted: 29 ივლ 2008, 15:16
by bela
Int3lig3nt
თუ სიგრილის და სიმშვიდეს დამპირდები, მეც წამოვალ, ნერვული სტრესი მაქვს და განმუხტვა მინდა.
ოღონდ 12-ზე უკვე მაგრად ეცხელება...
ბულბულების ჭალა - ოთხშაბათს
Posted: 29 ივლ 2008, 15:40
by Int3lig3nt
MIRANDA
იქნებ მეც მოვახერხო
Ninukala
ვინც დილიდან ვერ წამოვა საღამოს სამსახურის მერე არ მიიღებთ დაგვიანებულებს?
რომელ საათზე ამთავრებ?
იცი სად არის ბულბულების ჭალა? მოაგნებ?
ნინი_85
მიუხედავად იმისა, რომ სხვა გეგმები მქონდა, მოვდივარ
გამახარე
bela
თუ სიგრილის და სიმშვიდეს დამპირდები, მეც წამოვალ, ნერვული სტრესი მაქვს და განმუხტვა მინდა.
სიგრილეს დაგპირდები და სიმშვიდეზე თვითონ იზრუნე

.
ჩვენ შეიძლება რამით გავერთოთ იქ. შენ თუ სიწყნარე გინდა, მოშორებით გაშალე შენი ქვეშაგები და გინდა დაიძინე და გინდა ჩიტების ჭიკჭიკს უსმინე

.
12-ზე უკვე მაგრად ეცხელება...
არაუშავს, ერთ საათს გავუძლებთ როგორმე გზაში

.
თუმცა რა ვიცი, თუ უმეტესობა ადრე გასვლას ისურვებთ, მე არ ვიქნები წინააღმდეგი

.
1. int3lig3nt
2. ნინი_85
3. bivrili
4. მირანდუხტ ?
5. ბელა ?
6. ???
ბულბულების ჭალა - ოთხშაბათს
Posted: 29 ივლ 2008, 15:54
by ნინი_85
Int3lig3nt
იმედია მსურველები ბევრი იქნებიან დილით ადრე რომ გავიდეთ, ხომ იცით: ადრე ამდგარსა კურდღელსაო და უტრა უდრინეე ვეჩერაო, თუ რაღაც მსგავსები
თან დღეს დილის 6ზე ვარ სახლიდან გამოსული და მივხვდი, რომ
სიგრილეში სიარულს არაფერი ჯობია

ბულბულების ჭალა - ოთხშაბათს
Posted: 29 ივლ 2008, 16:00
by Int3lig3nt
ნინი_85
ოკ, მე არ ვარ წინააღმდეგი

.
ჯერ მსურველები გამოჩნდნენ.
5-6 მაინც ვიყოთ, რომ ძალიან არ მოვიწყინოთ

.
პრინციპში ასეც შეიძლება ვქნათ.
ვისაც დილით უნდა, დილით ავიდეთ, მერე დათქმულ დროს ჩამოვირბენ კუს ტბასთან და შემდეგ მოსულ ხალხსაც ავიყვან.
მე ვიცი ერთი-ორი ადამიანი, რომლებსაც უნდათ წამოსვლა, მაგრამ ჯერ არ იციან, რომელ საათზე ეცლებათ.
ბულბულების ჭალა - ოთხშაბათს
Posted: 29 ივლ 2008, 19:04
by Tamusia
მგონი მეც წამოვალ
ბულბულების ჭალა - ოთხშაბათს
Posted: 29 ივლ 2008, 19:43
by kiki
ხვალ?
ხვალ ერთი დღე ჩემს საქმეებს უნდა დაუთმო:)
ძალიან მინდა მაგრამ........
საუკეთესო, ლამაზ დღეს გისურვებთ!!!!:)
ბულბულების ჭალა - ოთხშაბათს
Posted: 29 ივლ 2008, 21:51
by Int3lig3nt
ჰა, აბა რა ხდება...
ვინ მივდივართ?
ბულბულების ჭალა - ოთხშაბათს
Posted: 29 ივლ 2008, 22:04
by GOGONA
Int3lig3nt
კარგი აზრია,
პმ-ში მომწერე შენი ტელეფონის ნომერი რაა,
კუს ტბაზე რომელ საათზე ვიყო?