ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივნ 2008, 18:38

Mta Mkvarebia wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:.
....ყინწვისიდან ქოზიფამდე დაახლოებით 50 წთ -1 სთ.
...
არა გოგა გამორიცხულია ქოზიფაც მოასწრონ მად დღეს, იმდენი ტაძარი აქვთ სანახავი. შენ ჯიპტურის დროს გახსოვს რომ ჯიპები შედარებით სწრაფად ავიდნენ. ჯობია ძამის ხეობის გასვლა ცალკე დაიგეგმოს, მანდ იმდენი საინტერესო მონასტერია სანახავი: მუხილეთი, კოდმანი, ბერთუბანი, მძოვრეთი და სხვა და სხვა
მართალი ხარ მთაშენკა.
მართლა ცალკე დასაგეგმი მიმართულებაა. ისე, ჯიპ-ტურის დროსაც დიდი ხანს ვიარეთ,
რადგან გზა თოვლ-ტალახიან-გუბიანი იყო.

თამარიჩ,
აბა, ზუსტად გვითხარი, გასვლა როდის და საიდან არის და მგზავრთათვის კიდევ სხვა რა პირობებია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Post by Tamari-ch. » 17 ივნ 2008, 18:49

29-ში გავალთ -
რადგან მსუნაგები და ხარბები ვართ
და ბევრის ნახვა გვინდა
გავიდეთ რაც შეიძლება ადრე.
ისე რომ 9- საათამდე მივიდეთ ურბნისში და რუისში..
მანამდე ეკლესია არც იქნება ღია -
ანუ ეს ალბათ 1 საათის გზაა...
ეს პირველი გაჩერება იქნება ...

მერე დავიძრებით ზევითკენ -
ბრეთა - საღოლაშენი - წვერი - დირბი... არადეთი -

Image

მერე წავალთ ქვევითკენ -

Image

ანუ ვნახავთ ხცისი - წრომის

და წამოვალთ აქეთ -
სამწერისი - კეხისჯვარი -ყინწვისი

ახლა კიდევ ერთხელ გადავხედავ რუქას და წიგნშიც ვნახავ
სად რა ეკლესიაა...

ნუ კაკ??
კორექტირებები იქნება?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Post by Tamari-ch. » 17 ივნ 2008, 20:29

ახლა რა საინტერესო რაღაც ხდება....
პირველი პუნქტია ურბნისი -
თავად ეკლესია არ წარმოადგენს ღირშესანიშნაობას არქიტექტურულ-მხავრული მნიშვნელობით -
არც ფრესკებია შიგნით.
უბრალოდ მოვილოცავთ...

მაგრამ!

სოფელ ურბნისში არის უძველესი ნამოსახლარი -
3000 წლით თარიღდება ჩვ -წაღმდე.
ე.წ. ქვაცხელები...
ახლა არ ვიცი რა მდგომარეობაშია,
მაგრამ საინტერესო სანახავი იქნება...
ამიტომ ჩვენ თუ გავედით 7 -საათზე
8-ზე ვიქნებით ურბნისში და სანამ ეკლესია გაიღება-
სწორედ ამ ძეგლს ვნახავთ - ნამოსახლარს...

ქვაცხელები მდებარეობს სოფლის დასავლეთითო - 3 -კმ-ზე
არის კიდევ ხიზაანთ გორა -სოფლის სამხრეთით -
სადაც ასევე უძველესი ნამოსახლარია...

ისე კარგი იქნებოდა გაგვეკითხა არქეოლოგებში ახლა რა მდგომარეობაა იქ...


ჰო და-
კიდევ 5 კაცი დაგვემატა -
ახლობლებში....

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 ივნ 2008, 01:33

თუ არ ვცდები, 29 ივნისს, კვირას, მიქაელ ულუმბოელის დღეობაა და ულუმბოში ამ მხრივაც კგია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Post by Tamari-ch. » 18 ივნ 2008, 08:45

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:თუ არ ვცდები, 29 ივნისს, კვირას, მიქაელ ულუმბოელის დღეობაა და ულუმბოში ამ მხრივაც კგია
ვაიიიი
იქნებ ავიდეთ იქაც.....

:roll:
ჩემი და იყო იქ რამდენიმე კვირის წინ
და გამოვკითხავ ერთი ........

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Post by Toma » 18 ივნ 2008, 09:27

წამომსვლელები:

1) თამარი
2) Xaliana
3) xaliana-ს +
4) Bivrili
5) ჩემი +
6) chitucio
7) Amigo
???
აქედან კიდევ ვინ?

მეგობრები,
მსურველები, თუმცა მანამდე სია ბევრჯერ შეიცვლება:
8 ) ნატო
9) ეკა
10) ამირანი
11) დათო?
12) სოფო.
13) ნინო ?
14) გიო?
15) ქეთი...?
16) - 19) რუსთაველები - ნიკა- ლაშა დასხვ
20) ჩიტუციოს+


21)ტომა
22)მატა
თქვენის ნებარტვით მივემეტები :D ძალიან მაინტერესებს ულუმბო
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Post by Tamari-ch. » 18 ივნ 2008, 09:35

თქვენის ნებარტვით მივემეტები
კი ბატონო..
:)

ახლა რაც შეეხება ულუმბოს -
მეც მაინტერესებს ძალიან -
და მინდა

საოცრებაა, მაგრამ აქ რუქაზე ის არაა აღნიშნული.
http://img73.imageshack.us/img73/9823/xashurirq3.jpg
როგორც მე ვიცი არის გადასახვევი არმისული ხაშურამდე.
Last edited by Tamari-ch. on 18 ივნ 2008, 10:41, edited 1 time in total.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Post by Kakha » 18 ივნ 2008, 09:44

Tamari-ch.
გიორგის დისკზე ნახე, დატანილი აქვს ინფორმაციაც, სურათებიც, კოორდინატებიც.

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Post by Toma » 18 ივნ 2008, 10:14

Tamari-ch.
მე რამდენადაც ვიცი გომის გადასახვევიდან საჩხერისკენ მიმავალ გზაზე მალევე არის მარცხნივ გადასახვევი და ჩვეულებრივი სამანქანო გზა შედის ტყეში რომელიც მიგვიყვანს პირდაპირ მონასტერტან. მონასტერი არის მოქმედი და მრევლი და მამები ხშირად დადიან მაგ გზით ასე რომ მიგნება არ უნდა გაგვიჭირდეს.
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Post by Tamari-ch. » 18 ივნ 2008, 10:22

მაშინ წავიდეთ !!!!!

ისე გავთვალოთ, რომ მოესწროს..

http://www.orthodoxy.ge/tveni/6-ivnisi.htm

აი ივნისის წმინდანთა ხსენების დღეები -
25-ში ისიდორე სამთავნელის ხსენების დღე ყოფილა.

01.07 ღირსი მიქაელ ულუმბოელი (VI)
2 დღეში მართლაც ასურელი მამის ხსენების დღეა.
http://www.orthodoxy.ge/tveni/maisi/07-13asureli.htm

წმიდა პიროს ბრეთელმა, „ღვთაებრივმან ხატმან სინანულისამან“, მდინარე ჯვარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ბრეთში დააარსა სავანე. მისი წმიდა ნაწილები ამ მონასტერშია დაკარძალული.

წმიდა მიქაელ ულუმბოელი ქადაგებდა ზემო ქართლსა და ოსეთში. ულუმბოს ახლოს დააარსა დიდი სავანე. იქვე განისვენებს მისი სასწაულთმოქმედი წმიდა ნაწილები.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Post by Kakha » 18 ივნ 2008, 12:36

Tamari-ch.
პირიქით, ურბნისი ძალზე მნიშვნელოვანი ძეგლია არქიტქტურულ-მხატვრული თვალსაზრისით. სრულიად გამორჩეული ადრეულ ბაზილიკებს შორის. ის რომ მოხატული არაა არანაირად არ ამცირებს მის მნიშვნელობას. კიდევ მეტი, იმ დროს როცა ურბნისი აშენდა ეკლესიები არ იხატებოდა.

რაც შეეხება ქვაცხელას და ხიზანაანთ გორას - მანდ ვერაფერს ნახავთ. ორივე ითხრებოდა მრავალი წლის წინ და ახლა მათ ადგილზე მხოლოდ ბალახს თუ ნახავთ. ანუ ხილულად არაფერია და არც შეიძლება იყოს რამე, რადგან მხოლოდ მცირედ კვალს მიაკვლიეს მტკვარ-არაქსული სამოსახლოსი. სახლები კი იმ დროს ძირითადად სარ-ლასტიდან კეთდებოდა. ამიტომ გათხრების დროს მხლოლდ სარების კვალს იჭერდნენ და თიხატკეპნილ იატაკს, რომელზედაც კერამიკული მასალა იყო. კერამკა მუზეუმშია და თიხატკეპნილ იატაკს და სარის ღრმულებს რა დაიცავს - ვერაფერი. ამოტომ რამდენიმე სახლი აღადგინეს მუზეუმში, უფრო სწორედ მისი სეგმენტები ისეთი სახით როგორც იპოვეს. ახლა მუზეუმში ახალ ექსპოზიციას ამზადებენ და ამიტომ დაკეტილია. ახალ ექპოზიდიაში იქნება თუ არა ქვაცხლას სახლების მოდელი/რეკონსტრუქცია არ ვიცი.

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Post by Toma » 18 ივნ 2008, 12:45

Tamari-ch. wrote:მაშინ წავიდეთ !!!!!

ისე გავთვალოთ, რომ მოესწროს..

http://www.orthodoxy.ge/tveni/6-ivnisi.htm

აი ივნისის წმინდანთა ხსენების დღეები -
25-ში ისიდორე სამთავნელის ხსენების დღე ყოფილა.
და ვინმემ იცის სად არის ამ წმინდანის ნეშთი?
ცხოვრება მშვენიერია :D

Mata
ბოდიალა
Posts: 113
Joined: 31 მაი 2007, 18:11
Location: Tbilisi
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Post by Mata » 18 ივნ 2008, 12:56

Toma

რა თქმა უნდა სამთავისში. მარცხვენ? :wink:

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Post by Toma » 18 ივნ 2008, 13:13

Mata
უი ბოდიში :D თავი მომეჭრა დუნიაზე და არ გამომეყოფა კარავზე :D :D


მე მინდოდა მეკითხა წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელზე და შემეშალა აბა ამ წმინდანის ადგილსამყოფელი იცის ვინმემ?

თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე.

სულ ეს მწირი ინფორმაცია მოვიძიე http://www.orthodoxy.ge/tveni/maisi/07-13asureli.htm
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Post by Tamari-ch. » 18 ივნ 2008, 14:25

Kakha wrote:Tamari-ch.
პირიქით, ურბნისი ძალზე მნიშვნელოვანი ძეგლია არქიტქტურულ-მხატვრული თვალსაზრისით. სრულიად გამორჩეული ადრეულ ბაზილიკებს შორის. ის რომ მოხატული არაა არანაირად არ ამცირებს მის მნიშვნელობას. კიდევ მეტი, იმ დროს როცა ურბნისი აშენდა ეკლესიები არ იხატებოდა.

რაც შეეხება ქვაცხელას და ხიზანაანთ გორას - მანდ ვერაფერს ნახავთ. ორივე ითხრებოდა მრავალი წლის წინ და ახლა მათ ადგილზე მხოლოდ ბალახს თუ ნახავთ. ანუ ხილულად არაფერია და არც შეიძლება იყოს რამე, რადგან მხოლოდ მცირედ კვალს მიაკვლიეს მტკვარ-არაქსული სამოსახლოსი. სახლები კი იმ დროს ძირითადად სარ-ლასტიდან კეთდებოდა. ამიტომ გათხრების დროს მხლოლდ სარების კვალს იჭერდნენ და თიხატკეპნილ იატაკს, რომელზედაც კერამიკული მასალა იყო. კერამკა მუზეუმშია და თიხატკეპნილ იატაკს და სარის ღრმულებს რა დაიცავს - ვერაფერი. ამოტომ რამდენიმე სახლი აღადგინეს მუზეუმში, უფრო სწორედ მისი სეგმენტები ისეთი სახით როგორც იპოვეს. ახლა მუზეუმში ახალ ექსპოზიციას ამზადებენ და ამიტომ დაკეტილია. ახალ ექპოზიდიაში იქნება თუ არა ქვაცხლას სახლების მოდელი/რეკონსტრუქცია არ ვიცი.
ცუდია...
იმედი მქონდა რამეს ვნახავდით...
არა უშავს -
იმ დროს, რაც უნდა გამოგვეყო ურბნისზე - ულუმბოსთვის დავხარჯავთ...

აი ისიდორე სამთავნელის საფლავი სამთავისის ეკლესიაში -
Image

სამთავისი ულამაზესია-
მისი თითქმის ზუსტი ანალოგია ქაშვეთი,
რომელიც ძმებმა აღლაძეებმა მოაჩუქურთმეს სამთავისის მიხედვით...

Image

Image

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]