Page 1 of 9
დასუფთავების აქცია 4 მაისს მარტყოფის მონასტერთან მოვაწყოთ
Posted: 29 აპრ 2008, 11:26
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებიდან 1 თვე გავიდა.
მანამდე წვერის
წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორია გამოვახედეთ.
მას შემდეგ ახლო-მახლო მონასტრები და თუ სხვა ძეგლები მოვინახულე.
ვაზანოსთან 1ად კასპის
რაიონის ბევრი წმინდა ადგილი ვნახე. ყველგან სისუფთავეა. უფრო სწორად, 2-3 ადამიანი 2 სთში
წამოკრეფს ეზოებში დაყრილ ნაგავს.
რკონში არ ვყოფილვარ. როგორც მეუბნებიან, იქაურობა ნაგავს მიაქვს.
წითელ პარასკევს
მაკენა, Toma იეტი ვარდანაული და მე რამდენიმე ტაძრის მოსანახულებლად გავედით.
ვიყავით ანტონ მარტყოფელის მონასტერში. ვნახეთ მიმდებარე ტერიტორიები, ტყე, სვეტი.
აი, რა დაგხვდა:

.
ჰოდა, ვისაც გული გერჩით, ვისაც სუფთა ბუნების ნახვა გინდათ, ვისაც სუფთა საქართველოს ნახვა სურს,
გელით 2008ის 4 მაისს, დილის 10ზე სასტუმრო "ივერიის" წინ.
მონსატრის მამებისგან კურთხევა მიღებულია
დასუფთავების აქცია 4 მაისს მარტყოფის მონასტერთან მოვაწყოთ
Posted: 29 აპრ 2008, 11:28
by GAMARJOBA SAKARTVELO
რაც შეეხება ნაგვის დაყრის ამკრძალავ აბრებს, საპურმარილო ადგილებში არის
მაგრამ რად გინდა?
მაინც ყრიან.
დააკვირდით ამ ფოტოს.
ჩვენი აქტიურობით ბევრ სასიკეთოს მივაღწევთ
დასუფთავების აქცია 4 მაისს მარტყოფის მონასტერთან მოვაწყოთ
Posted: 29 აპრ 2008, 11:43
by Truli
გოგა, მონასტერში ბერები არიან. რატომ არ ალაგებენ მიმდებარე ტერიტორიებს? ბოლო ბოლო ანათემას გადასცენ დანმაგვიანებელი, ამ უეცრად გამარლთმადიდებლურ ხალხზე ეგებ იმოქმედოს მაგან. ამიტომ გთავაზობ მონასტრების ნაცვლად ტყეებს მივხედოთ, აბასთუმნის ობსერვატორიის მიდამოებში ისეთი ნაგავია, ასევე ცუდი სიტვაციაა ახალციხე-ბორჯომის გზის მონაკვეთის მიმდებარე ველებზე.
რას აკეთებენ მაგ მონასტრის ბერები?
დასუფთავების აქცია 4 მაისს მარტყოფის მონასტერთან მოვაწყოთ
Posted: 29 აპრ 2008, 11:49
by ლეონტი
Trulala
მონასტრის ბერების საქმე ლოცვაა.
და თუ ამას კარგად აკეთებენ, სხვას ვერაფერს მოსთხოვ.
ხოლო ვიზიტორების საქმე ნაგვის უხვად დაყრაა.
რასაც ისინი მონდომებით აკეთებენ.
აბა ღორს რომ ულაგებ საღორეში, იქ შეზღუდული ტერიტორიაა და მოერევი.
გაშლილ ველზე კი რას მოერევი?
ღორს სადაც მოეპრიანება იქ წაბილწავს.
დასუფთავების აქცია 4 მაისს მარტყოფის მონასტერთან მოვაწყოთ
Posted: 29 აპრ 2008, 12:01
by Truli
ლეონტი
არაა რა ეგრე. ისხდნენ ნაგავში და ილოცონ. ბუნების დასუფთავება რა ნაკლებად ღვთისმოსავი საქმეა?
რამდენიმე წლის წინ გელათში ვიყავი, ტერიტორია სასინელი მოუვლელია, მიდამოებზე აღარაფერს ვამბობ, არა და ბერები, მორჩილები და კიდევ ვინც უბრალოდ სალოცავად ადის რამდენიმე დღით ბერებთან უხვად იყვნენ.
დასუფთავების აქცია 4 მაისს მარტყოფის მონასტერთან მოვაწყოთ
Posted: 29 აპრ 2008, 12:09
by GAMARJOBA SAKARTVELO
Trulala wrote:გოგა, მონასტერში ბერები არიან. რატომ არ ალაგებენ მიმდებარე ტერიტორიებს? ბოლო ბოლო ანათემას გადასცენ დანმაგვიანებელი, ამ უეცრად გამარლთმადიდებლურ ხალხზე ეგებ იმოქმედოს მაგან. ამიტომ გთავაზობ მონასტრების ნაცვლად ტყეებს მივხედოთ, აბასთუმნის ობსერვატორიის მიდამოებში ისეთი ნაგავია, ასევე ცუდი სიტვაციაა ახალციხე-ბორჯომის გზის მონაკვეთის მიმდებარე ველებზე.
რას აკეთებენ მაგ მონასტრის ბერები?
ლეონტიმ ნაწილობრივ გიპასუხა.
ამასთან, თუ მარტყოფის მონასტერი ნანახი გაქვს, გეცოდინება, რომ გარშემო ტყეა და ჩვენც სწორედ ის უნდა დავასუფთავოთ.
დამნაგვინებლები ბერებმა ანათემას კი არ უნდა გადასცენ, ოჯახებმა უნდა ასწავლონ შვილებს სამშობლოს მოფრთხილება.
და კიდევ გაითვალისწინეთ, რომ ეს თემა საკამათოდ არ გამიხსნია.
კონკრეტული მიზანი აქვს - დავასუფთავოთ მარტყოფის (თუ ნორიოს) მაონასტრის მიმდებარე ტერიტორია.
ჰოდა, თუ ვინმეს ამის თაობაზე რამე სასარგებლო რჩევა-წინადადება გაქვთ, გამოამზეურეთ.
საკამათოდ კი სხვა თემა გახსენით.
რაც შეეხება სხვა ადგილებს, მაქამდეც მივალთ.
პირადად მე არასამონასტრო ადგილებში სიამოვნებით დამიკაპიწებია ხელები და არც შემდგომში დავიზარებ.
დასუფთავების აქცია 4 მაისს მარტყოფის მონასტერთან მოვაწყოთ
Posted: 29 აპრ 2008, 12:12
by Truli
GAMARJOBA SAKARTVELO
ლეონტის პასუხს არ ვეთანხმები, ისებვე როგორც ბერ-მონაზვნობის მართლმადიდებლურ კონცეფციას. მაგრამ მართალი ხარ ეს რელიგიური კამათების ადგილი არაა. ტყეს დავალაგებ, მარა არა მონასტრის კედლებთან, მინიმუმ 500 მეტრის მოშორებით. ეგ ბერების საქმეა. ლოცვას მუშაობა ხელს არ უშლის.
დასუფთავების აქცია 4 მაისს მარტყოფის მონასტერთან მოვაწყოთ
Posted: 29 აპრ 2008, 12:22
by lama
Trulala wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მარა არა მონასტრის კედლებთან, მინიმუმ 500 მეტრის მოშორებით. ეგ ბერების საქმეა. ლოცვას მუშაობა ხელს არ უშლის.
გეთანხმები მარა არა ამ ნაწილში
მე მოვდივარ და
მონასტრის კედლებსაც დავასუფთავებ
მოკლედ სია ასე გამოიყურება
1) GAMARGOBA SAQARTVELO
2) Trulala
3) lama
4)...
5)....

დასუფთავების აქცია 4 მაისს მარტყოფის მონასტერთან მოვაწყოთ
Posted: 29 აპრ 2008, 12:23
by GAMARJOBA SAKARTVELO
როგორ მიხარია, ტომრები რომ ვიშოვე.
ახლა მათი ავსებაღა დარჩა.
ფოცხი და ნიჩაბი დაგვჭირდება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველამ თავისი ხელთათმანი უნდა წამოიღოს
დასუფთავების აქცია 4 მაისს მარტყოფის მონასტერთან მოვაწყოთ
Posted: 29 აპრ 2008, 13:09
by Naia
Trulala
ტყე-ღრე იქნება თუ ეკლესია, ორივე ჩვენია და ჩვენივე მოსაფრთხილებელია. ამიტომ ამაზე კამათი არ გვინდა. შენ თუ გინდა ტყე-ღრე დაალაგე, მე პირადად სიამოვნებით დავასუფთავებ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას.
1) GAMARGOBA SAQARTVELO
2) Trulala
3) lama
4) ნაია
დასუფთავების აქცია 4 მაისს მარტყოფის მონასტერთან მოვაწყოთ
Posted: 29 აპრ 2008, 13:21
by tiko_r
1) GAMARGOBA SAQARTVELO
2) Trulala
3) lama
4) ნაია
5) თიკო ერი
დასუფთავების აქცია 4 მაისს მარტყოფის მონასტერთან მოვაწყოთ
Posted: 29 აპრ 2008, 13:38
by saskva
GAMARJOBA SAKARTVELO
ორი დღის წინ ვიყავი მონასტერში, სახელმწიფოს ნაგვის ურნები დაუდგამს მაგრამ ხალხი მაინც არ ყრის შიგნით ნაგავს, რადგან ურნები არის ე.ი. მანქანაც ადის და ამიტომ შეგროვებული ნაგავის უკან წამოღება (ან მანქანასთან დაკავშირება) რთული არ უნდა იყოს.
მამაოები იძახდნენ ეხლა კიდე სუფთადაა ამინდები გამოვა და ცხვრის კვლა და ტყავის აქ დაგდება მერე ნახეთო. (მართლაც ასეა შარშან ელემენტარული ღვთისმშობლის ეკლესიასთან მისასვლელ ბილიკზე გავლა იყო შეუძლებელი ნაგავის გამო)
დასუფთავების აქცია 4 მაისს მარტყოფის მონასტერთან მოვაწყოთ
Posted: 29 აპრ 2008, 14:04
by lama
saskva
შენც წამოდი ჩაეწერე კაი იქნება

დასუფთავების აქცია 4 მაისს მარტყოფის მონასტერთან მოვაწყოთ
Posted: 29 აპრ 2008, 14:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
saskva wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ორი დღის წინ ვიყავი მონასტერში, სახელმწიფოს ნაგვის ურნები დაუდგამს მაგრამ ხალხი მაინც არ ყრის შიგნით ნაგავს, რადგან ურნები არის ე.ი. მანქანაც ადის და ამიტომ შეგროვებული ნაგავის უკან წამოღება (ან მანქანასთან დაკავშირება) რთული არ უნდა იყოს.
მამაოები იძახდნენ ეხლა კიდე სუფთადაა ამინდები გამოვა და ცხვრის კვლა და ტყავის აქ დაგდება მერე ნახეთო. (მართლაც ასეა შარშან ელემენტარული ღვთისმშობლის ეკლესიასთან მისასვლელ ბილიკზე გავლა იყო შეუძლებელი ნაგავის გამო)
ბერებმა და მრევლმა თავის დროზე დაასუფთავეს, მაგრამ როგოღც ფოტოებიდან ჩანს, სამუშაო მაინც არის.
ასე რომ, ველი კარაველთა შემო1თებას.
ძნ გამიხარდება, თუ
პოპინსიკოსავით პატარებსაც ჩართავთ ასეთ საქმეებში.
აქედანვე უნდა მიეჩვიონ სამშობლოს მოფრთხილებას
დასუფთავების აქცია 4 მაისს მარტყოფის მონასტერთან მოვაწყოთ
Posted: 29 აპრ 2008, 15:48
by s.rodeo
...მიყვარს ესეთი კარგი და კეთილშაბილური იდეები.

ყველაფერს ვიღანებ იმისთვის რომ წამოვიდე... ...თან კაი ხალხსაც გაგიცნაბთ...
ჩემთვის მხალად სუფთა და ლამაზი საქართველოა მისაღები...
1) GAMARGOBA SAQARTVELO
2) Trulala
3) lama
4) ნაია
5) თიკა ერი
6) s.rodeo