Page 1 of 9
					
				ზედაზენი-ჯვრის მონასტერი სანიტარული აქციით
				Posted: 24 მარ 2008, 21:33
				by GAMARJOBA SAKARTVELO
				კარაველებო, გთავაზობთ, კვირას, 30 მარტს (რა თქმა უნდა, 2008 წლის) ავიდეთ ზედაზენზე,
 იქიდან ფეხით დავეშვათ ჯვრის მონასტერში და მისი მიმდებარე უბნები უხრწნელი ნარჩენებისგან 
(ცელოფნები, პლასტმასის ბოთლები და ა.შ.) გავასუფთავოთ.
ეს აქცია წვერის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარე უბნის დასუფთავების გამოძახილია. 
წინა კვირას წვერზე წასულებს იქაურობა რომ დაბინძურებული დაგვხვდა, მივდექ-მოვდექით და დავასუფთავეთ. 
ამჯერად, ჯვარზე ასვლას მიზნობრივი დასუფთავება დავუდე საფუძვლად.
გარწმუნებთ, 
როდესაც ერთ-ერთ რომელიმე ძეგლს ასუფთავებ, სინდისი სხვანაირად გიმშვიდდება, რადგან გრძნობ,
 რომ შენი სამშობლოს გასახარად რაღაც ღირებული გააკეთე...
ჰოდა, წავიდეთ ამ კვირა დღეს.
ვიკრიბებით დილის 08.57ზე სქიმიასთან დაუგვიანებლად.
ფეხით 6-8 კმის გავლა მოგვიწევს.
რატომ ჯვრის მონასტერი? რადგან ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე ბევრი სტუმარი მიდის 
და ბოლო დროს ის ძნ დანაგვიანდა.
			 
			
					
				ზედაზენი-ჯვრის მონასტერი სანიტარული აქციით
				Posted: 24 მარ 2008, 21:36
				by GAMARJOBA SAKARTVELO
				მკდ, ნაგვის ჩასაყრელი ტომრებსა და ტრანსპორტის უზრუნველყოფაზე თავად ვიზრუნებ.
საკვებს ყველა თავად წავიღებთ.
დასუფთავებისთვის საჭირო ხელთათმანებისა თუ სველი და მშრალი ხელსაწმენდებისთვის ინდივიდუალურად ვიზრუნოთ.
ფულს რაც შეეხება: დაგვჭირდება 5 ლ და 85 თ. თანხაში შედის ტრანსპორტისა და სა1ო სასუსნავ-სასმელის საყიდელი ფული.
ჰო, სასურველია, თუ ადგილზე გავაკრავთ წარწერებს "ნუ დაყრი ნაგავს, ისევე, როგორც არ ყრი შენს სახლში" 
(თუ ტექსტის უკეთესი ვარიანტი ვინმეს მოგაფიქრდათ, 2ვე ხელით მხარს დაგიჭერთ).
ამ ფურცლების დაბეჭდვა მომზადებაში   GOGONAს, იმავე ნუცას დიდი იმედი მაქვს.
			 
			
					
				ზედაზენი-ჯვრის მონასტერი სანიტარული აქციით
				Posted: 24 მარ 2008, 22:37
				by Archil
				GAMARJOBA SAKARTVELO
მივესალმები შენ წამოწყებას, ყველა ქართველმა რომ გამოიჩინოს ასეთი ინიციატივა, მაშინ ნაგავი ჩვენს გვერდით აღარ იქნება. 
და შეგროვილ ნაგავს რას უზამთ? გლდანელებს მოუწევთ მისი ნაბოლქვის მონელება ისევ? ამ მიმართულებითაც გაიმართოს დისკუსია.
			 
			
					
				ზედაზენი-ჯვრის მონასტერი სანიტარული აქციით
				Posted: 25 მარ 2008, 01:51
				by GAMARJOBA SAKARTVELO
				Archil wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
 შეგროვილ ნაგავს რას უზამთ? გლდანელებს მოუწევთ მისი ნაბოლქვის მონელება ისევ? ამ მიმართულებითაც გაიმართოს დისკუსია.
რას უზამთ თუ რას ვუზამთ?
უშენოდ ამ აქციის გაკეთება ვერ წარმომიდგენია.
რაც შეეხება შეგრივილ ნარჩენებს, საინტერესო კითხვაა.
ერთ-ერთ გამოსავლად მაინც დაწვა მიმაჩნია.
კიდევ ერთი აზრი მაქვს:
ხმა მივაწოდო მცხეთის ან მცხეთა-მტიანეთის სამხარეო ადმინისტრაციას და საღამოს პირს ნაგვის მანქანა გამოგვიგზავნონ
 
			 
			
					
				ზედაზენი-ჯვრის მონასტერი სანიტარული აქციით
				Posted: 25 მარ 2008, 11:47
				by Naia
				GAMARJOBA SAKARTVELO
ძალიან კარგი და სასარგებლო წამოწყებაა. დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით
			 
			
					
				ზედაზენი-ჯვრის მონასტერი სანიტარული აქციით
				Posted: 25 მარ 2008, 11:50
				by lama
				GAMARJOBA SAKARTVELO
30 მარტს სტუდენტები მიმყავს 

 ბეთანიაში და

 
			 
			
					
				ზედაზენი-ჯვრის მონასტერი სანიტარული აქციით
				Posted: 25 მარ 2008, 12:08
				by Wanderer
				GAMARJOBA SAKARTVELO
მაგარი წამოწყებაა! ყოჩაღ! მაგას ვამბობდი ყოველთვის, რომ პრეზიდენტის და პარლამენტის გარეშეც შეიძლება მაგ საქმის მოგვარება-მეთქი. 
თუ რამე გადაუდებელი საქმე არ გამომიჩნდა შემოგიერთდებით.
 
			 
			
					
				ზედაზენი-ჯვრის მონასტერი სანიტარული აქციით
				Posted: 25 მარ 2008, 12:34
				by GAMARJOBA SAKARTVELO
				lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
30 მარტს სტუდენტები მიმყავს 

 ბეთანიაში და

 
შენს სტუდენტებს ამ საქმისკენ თუ გადმორთავ, უფრო წესიერ ადამიანებად აგრძნობინებ თავს
 
			 
			
					
				ზედაზენი-ჯვრის მონასტერი სანიტარული აქციით
				Posted: 25 მარ 2008, 12:35
				by GAMARJOBA SAKARTVELO
				Wanderer
Naia
გმადლობთ.
ამ საქმისთვის თქვენნაირ ხალხს ვეძებ
			 
			
					
				ზედაზენი-ჯვრის მონასტერი სანიტარული აქციით
				Posted: 25 მარ 2008, 12:48
				by saskva
				თუ მოვახერხე და ღვთაებაში წასვლა შაბათისთვის გადმოვწიე თქვენს გვერდით მიგულეთ
			 
			
					
				ზედაზენი-ჯვრის მონასტერი სანიტარული აქციით
				Posted: 25 მარ 2008, 12:57
				by Ninukala
				ამას ქვია "ზაკონ პოდლასტი" (ბოდიშით სლენგისთვის მაგრამ ზუსტად ასეა), მთელი ცხოვრება მინდა ზედაზენზე ასვლა და მაინცდამაინც ამ კვირას.... როცა არ მცალია..... 

 პირობა მომეცით რომ 
კიდევ წავალთ!!!!!!!!
გოგა წამოწყება მშვენიერია, იაქტიურეთ ხალხო....
 
			 
			
					
				ზედაზენი-ჯვრის მონასტერი სანიტარული აქციით
				Posted: 25 მარ 2008, 13:14
				by kiki
				გოგა ძალიან კარგი ადამიანი ხარ!:)
მეც მოვდივარ, ხელთათმანებით:) იმედია ბევრ ნაგავს ავკრეფ:) და რისხვასაც აღარ დავიმსახურებ შენგან:):):)
			 
			
					
				ზედაზენი-ჯვრის მონასტერი სანიტარული აქციით
				Posted: 25 მარ 2008, 13:32
				by SHORENA
				
 
-გოგას მორიგი კეთილშობილური იდეა,
გაიხარე, მეც ვეცდები შემოგიერთდეთ.
 
			 
			
					
				ზედაზენი-ჯვრის მონასტერი სანიტარული აქციით
				Posted: 25 მარ 2008, 13:36
				by lama
				კეთილშობილი კაცის 
კეთილშობილური იდეა 
ძალიან მინდა შემოგიერთდეთ მარა 
მოკლედ კვირას ბეთანია დავუგეგმე(თ) სტუდენტებს 

 
			 
			
					
				ზედაზენი-ჯვრის მონასტერი სანიტარული აქციით
				Posted: 25 მარ 2008, 13:53
				by Varvara
				ილიას ვუთხრათ, საზოგადოებრივ მაუწყებელს გადააღებინოს აქცია - კარგი მაგალითი გადამდებია. 
მერე სხვებიც იგივეს გააკეთებენ და ცოტა მოფრთხილების მომენტებიც ექნებათ ბუნებასთან მიმართებაში.