Page 7 of 8

დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Posted: 05 სექ 2009, 21:23
by Shanshika
ხვალ 7ზე სამთოსთან ვიქნები ...

:D :roll: 8)

ხოდა ისა უკვე ვიძინებ(სავით) ...

:D :D :D

დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Posted: 05 სექ 2009, 21:45
by tamuna_gudarexi
კეთილი მგზავრობა, ხალხ! იყოჩაღეთ! :wink:

დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Posted: 05 სექ 2009, 21:48
by Naia
კეთილი მგზავრობა და მშვიდობიანი მოლაშქრება!

დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Posted: 05 სექ 2009, 21:52
by z g a r b i
ვახ, რამდენ მონატრებულ ხალხს ვნახავ ხვალ და როგორ მიხარია :)
მაგრამ ადგომა კი მესიკვდილება :?

დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Posted: 05 სექ 2009, 21:56
by pataputina
აკი გადაიდოვო


:roll:








































:oops:

დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Posted: 05 სექ 2009, 22:09
by Int3lig3nt
მიკროავტობუსი შეგვიცვალეს და ერთი ადგილი დაგვემატა
ასე რომ, ერთ კაცს კიდევ მივიღებთ :)

დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Posted: 05 სექ 2009, 22:51
by nica-nica
რაღაც არამგონია აწი ვინმე დაგვემატოს :roll:

დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Posted: 06 სექ 2009, 06:38
by Int3lig3nt
აბა გევეით. გევეით :)

დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Posted: 06 სექ 2009, 13:19
by Nika
მაინც და მაინც დღეს აურია ამინდმა :(
კიდე კაი GPS გავატანე. იმედია ნისლში ვინმეს არ დაკარგავენ. გზის აბნევაზე არ ვნერვიულობ.

დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Posted: 06 სექ 2009, 20:29
by Nika
ვანოსთან დარეკვა ვცადე და ჯერ მიუწვდომელიაო მობილური

დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Posted: 06 სექ 2009, 22:27
by tamuna_gudarexi
ახლა ვბრუნდებით და ალბათ შუა ღამეს ჩამოვალთო, ალექსმა..

დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Posted: 06 სექ 2009, 22:34
by Nika
ვანომაც დამირეკა. მშვიდობაა. ნისლები იყო ძაანო.

დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Posted: 07 სექ 2009, 00:28
by Shanshika
ვაიმეე არ მჯერააა...

:shock: :shock: :shock:

კი არა და ...

ჩამოვედიიიიიით ...

:D :D :D

დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Posted: 07 სექ 2009, 00:59
by Int3lig3nt
ჩამოვეით...

იმედი გვქონდა, რომ შუადღისთვის მაინც გამოანათებდა მზე, მაგრამ...

ნიკას GPS რომ არა, ან დათვიჯვარის უღელტეხილიდანვე გამოვბრუნდებოდით, ან სადმე დავიკარგებოდით.
უმეტესად 10-20 მეტრში არ ჩანდა, რა ხდებოდა და მხოლოდ GPS-ის იმედზე ვიყავით.
მარტო ნისლი არ ყოფილა პრობლემა, ერთი-ორჯერ წამოწვიმა.
სუსხიანი ქარი ბოლო 2-3 კილომეტრამდე არ მოგვშორებია.
ზოგჯერ ისეთი ძლიერი იყო, კლდოვან ვიწრო თხემებზე გავლას საშიშს ხდიდა.

სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ამ სიძნელეებისა, წინა გასვლის შედეგი გავაუმჯობესეთ.
10 საათსა და 20 წუთში ყველა მიკროავტობუსთან ვიყავით.
მოლაშქრეთა უმეტესი ნაწილი 9 საათშიც ჩაეტეოდა, უბრალოდ თავიდან ბოლომდე ვცდილობდით მთელი ჯგუფი ერთად ყოფილიყო და ყველაზე ნელა მოსიარულის ტემპით მოვდიოდით.

სამწუხაროა ის, რომ ვერც ხედებით დავტკბით და ვერც ვერანაირი სიამოვნება ვერ მივიღეთ.
რაღაც უაზრო გადარბენას გავდა, ფოტოებიც კი ვერ გადავიღეთ :(.

მოკლედ, ძალიან გამიგრძელდა, გათიშული ვარ და შევყევი.
თემას გავხსნი და იქ დავწერთ შთაბეჭდილებებს.

დათვიჯვარი - შუაფხო - 6 სექტემბერი

Posted: 07 სექ 2009, 01:14
by mgeli
მიუხედავად იმისა რომ:

1) იყო ქარი;
2) წვიმდა;
3) ციოდა
4) იყო ნისლი და შედეგად კამერა თითქმის სულ ჩანთაში მედო
5) და ბოლოსკენ რაღა დაგიმალოთ და ძალიან დავიღალე კიდეც...

მაინც რაღაცნაირად კმაყოფილი დავრჩი ამ გასვლით :) ასე რომ მადლობა ინტელიგენტს ლაშქრობის მოწყობისათვის და ყველას "კამპანიის" გაწევისათვის.