Page 6 of 12

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 14 ივნ 2012, 15:28
by Nika
shoda1121
მაგრამ ბაკურიანი–ღართა ნაღდად ჯიპის გზაა არა?
ჯაბიეთიდან სანამ ტყეს გაცდები არის ცუდი მონაკვეთი სადღაც 5 კმ. მანდ იწვალეს ვანიჩკებმა მაგრამ გაცვეთილი საბურავებით და თანაც სრულიად მოუმზადებლები იყვნენ. მაღალ ბალახებში ეზარებოდათ კზის წინასწარ ნახვა და ამიტომაც ურალის ნავალებში ვარდებოდნენ. ალპურში რო გახვალ მერე უკვე კარგი გზაა და ციხიჯვარამდე უპრობლემოდ ჩახვალ. ეს იყო შარშანდელი სიტუაცია. წელს რა იქნება ვერ ვიტყვი ნამდვილად. თუ 1-2 საატზე დაიწყება ეგ მონაკვეთი მაშინ აზრი აქვს. 3 საათის მერე აზრი ეკარგება რადგან შეიძლება 5-6 საათი დაჭირდეს გავლას და დაგვაღამდეს ტყეში. ამიტომაც მეს მგონია რომ საწყის გეგმას გავყვეთ.

თისელამდე წრეს რაც შეეხება ვინაიდან 80% ასფალტის გზითაა ეს წრე, გავლით უფრო მალე გაივლი მაგ ზედმეტ 15-20 კილომეტრს ვიდრე მთამთა ცუდი გზით რო იარო.

პ.ს. ჩვენ ფორუმზე გავხსენი თემა და შეიძლება კვირას კიდევ წამოვიდეს მანქანები.

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 14 ივნ 2012, 16:23
by Kakha
მთალად ოფროუდისთვის არ ვარ მზად. ამიტომ, რთული გზების ძებნას არ ვაპირებ, თუ შემხვდა ცუდი გზა გავივლი. იმის თქმა მინდა, რომ ოფროუდერები ეძებენ ცუდ გზას, მე კი თუ შესაძლებელია თავს ვარიდებ. თისელში ნამყოფი ვარ, ნამდვილად აწყურიდან ჯობია შესვლა.

თუმცა მე რატომღაც მეგონა და ამიტომაც გულით მინდოდა წამოსვლა, რომ პრიორიტეტი იყო ჩიტიკიება, ოშორა და ოთის ხეობა - შორეთი ანუ ის ადგილები, რომლებიც მე არ მაქვს ნანახი.

აქ საუბარს რომ ვუყურებ ყოველ დღე იცვლება მარშრუტი. მინდა ვიცოდე სად მივდივართ, რას ვნახავთ, სად ვჩერდებით და ზუსტად გეტყვით მოვდივარ თუ არა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როცა ვთქვი, მოვდივარ-მეთქი თითქოს ზუსტად იყო განსაზღვრული სად მივდიოდით, ახლა ასე არაა.

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 14 ივნ 2012, 16:41
by shoda1121
შორეთი-ღართა-ჯაბიეთი-ოშორა-ჩიტიკიბეა ჩემთვისაც პრიორიტეტი: ოთას და ოშორას ხეობები ისეთი რთულია ვერაფერს მიამატებ და თუ მაინდამაინც თისელის მიმატებაზეა მაშინ პირველივე დღეს უნდა მიემატოს.
==
ისე მე მინიბუსით წამოსვლის + ფეხით სიარულის მომხრე ვარ: ჩიტიკიბე ხომ მაინც ფეხით გვიწევს :)

ძველ რუკაზეა აღნიშნული ჩიტიკიბე–ოშორა–ღართა–ჯაბიეთი–შორეთი
ყველა ახლოსაა ერთმანეთთან :)

(შორეთი, ციხე და ჩიტიკიბე არც ისე ზუსტადაა აღნიშნული :))

Image

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 14 ივნ 2012, 18:15
by Nika
Kakha
100%. არ გვინდა ეს ოფროუდი :D მით უმეტეს ჩემი მოუმზადებელი მანქანით არ მაქვს სურვილი სადმე ვიარო.

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 14 ივნ 2012, 20:27
by Tamari-ch.
Kakha
მარშრუტი არ შეცვლილა

ჩიტიკიბე ოშორას ეკლესია პირველ დღეს
(ვინაიდან ნიკაც ვერ ივლის ფეხით ამიტომ ეს დარჩება პირველ დღეს)

შორეთი ღართა ჯაბიეთი აგარა მეორე დღეს

თისელი მინდა მეორე დღესთვის დავტოვოთ, რადგან ნიკაც ნახავდა ჩვენთან ერთად,


შოდა, ფეხით თუ ვივლით დროს და ენერგიას მეტს დავხარჯავთ და ნაკლებს ვნახავთ
თუ ჯიპებით ვივლით თისელიც მოესწრება
ჯერ ჯერობით საჯიპოდაა ხალხის რაოდენობა შეკრებილი
არა მგონია 20 კაცზე მეტი შეგროვდეს.
განსხვავება 5 ლარშია და ნამდვილად ღირს 5 ლარის მეტით გადახდა მთელი დღე 5 -5 კილომეტრების ხეობის ორივე მხარეს სირბილს ამ სიცხეში...
ფეხით ისედაც მოგვიწევს სიარული


ახლა ერთი კითხვა:
ტრასიდან როცა ჩადიხარ თისელში რა დრო უნდა გზას,
სადაა ეკლესია - რამდენად დიდ დროს მოითხოვს მასთან მისვლა ახლოს
და რეებია სანახავი თისელში ამათ გარდა?
გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთით, კლდის ქიმზე, ციხის ნანგრევია, ხოლო ხეობის სიღრმეში, ოციოდე წუთის სავალზე - მეორე, უგუმბათო ეკლესია და მასთან დაკავშირებულ შენობათა მთელი კომპლექსი.
http://dzeglebi.com/view.php?id=70

გამეცით კონკრეტული პასუხი!

:D

და კიდევ მეორე შეკითხვა:
აგარის მონასტერი მე ვიცი ურაველის ხეობაში
და კიდევ ტრასაზეა აგარა - რომ მიდიხარ
აქ რა უნდა აგარას?
ესაა აგარა?
http://www.dzeglebi.com/galerea.php?id=79

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 15 ივნ 2012, 00:17
by Kakha
თისელში ბოლომდე მიდის მანქანა, ნუ თითქმის ბოლომდე. ტრასიდან ასე 20 წუთი, ნახევარი საათი უნდა მონასტერამდე. ჯერ გუმბათიანი ეკლესიაა, მოშორებით, დაახლოებით ნახევარ კილომეტრში და ეს ნახევარი კილომეტრია გასავლევლი დარბაზულ ეკლესიამდე. მოკლედ მთლიანად თისელზე დაახლოებით საათნახევარი უნდა იანგარიშოს კაცმა.

რაც შეეხება აგარას - აგარა ბევრია საქართველოში და სამცხეშიც არა ერთია. ზუსტად იგივე ვიკითხე თავის დროზე - აგარა ხომ ურაველის ხეობაშიამეთქი და აღმოჩნდა რომ ოთის წყალზეც ყოფილა კიდევ ერთი.

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 15 ივნ 2012, 00:29
by Tamari-ch.
Kakha
შესანიშნავია კახა...

უკან რომ წამოვალთ 2 საათი მოვიტოვოთ და ბოლოს ვნახოთ თისელი

გვიან ბნელდება და მე მგონი მოესწრება.

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 15 ივნ 2012, 00:45
by shoda1121
Tamari-ch.
მოკლედ ჩამოვყალიბდით )

ეხლა ტრანსპორტი და ადგილები, ფასი დარჩა გასარკვევი

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 15 ივნ 2012, 09:02
by Tamari-ch.
პირველ პოსტში დავწერე გასვლის გეგმა


შევიკრიბოთ შაბათს დილით ადრე - პირველი მეტროს გამოსვლისთანავე - ანუ 6 საათზე გამოდის პირველი მეტრო და შვიდის ნახევარზე ყველა ვიყოთ ადგილზე

ვინაიდან მივდივართ დასავლეთისკენ ვიკრიბებით სამთო ქიმიასთან

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 15 ივნ 2012, 09:20
by Tamari-ch.
1. თამარიჩი
2. თამი?
3) კახა
4) შოდა
5) თამარიჩის +??? (შვილი)
6) ნიკეა?
7)
8 )
9)
10)
---



ჯიპები:
კახასთან 5-7 ადგილი
Holden-თან 2 ადგილი
თენგოსთან 1 ადგილი
კვირას წამოვა ნიკა - მგონი ახლა აქვს 2 -3 ადგილი....

თუ ხალხი შეგროვდა 20 კაცზე მეტი - წავალთ სამარშრუტოთი.

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 16 ივნ 2012, 14:40
by shoda1121
ჯიპით არასდროს ვყოფილვარ გასვლაში და ცოტა არ იყოს დამაბნია სიტუაციამ :)
თან გარდა ჩემი, ორგანიზატორის და მანქანის პატრონების გარდა ყველა ?ნიშანია :(
მოკლედ ნელნელა შეგვიძლია გადავანაწილოთ მანქანებში ხალხი და იმედია სამშაბათამდე მაინც გაირკვევა რომ "შევსებულ" მანქანაში ვიმყოფები :))) იმიტომ რომ თუ ეს ასე არაა სხვა საქმეებიც მაქვს.
==
თუშეთში მივდივარ 5დღიანში და ვუფრთხილდები ფულს თორე არაა სალაპარაკო 20–30 ლარი.

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 16 ივნ 2012, 14:51
by Tamari-ch.
shoda1121
ყველა ვარიანტში წავალთ... ჩვენ....
ჯიპის ნუ გეშინია, არ იკბინება
:lol:
ბევრად მეტი კომპფორტია და სისწრაფეც მეტი აქვს..
კი ბატონო, შეაგროვე 18 კაცი და იყოს შენი საყვარელი სამარშრუტო..
6 კაცი უკვე ერთი ჯიპია
შეიძლება სხვებიც წამოვიდნენ
თუ 3 კაცი იქნა - მაინც წავალთ Holden-ის + თენგოს ჯიპით...
:wink:

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 16 ივნ 2012, 15:35
by Holden
შუა კვირაში მეცოდინება ზუსტად რამდენი ადგილი მექნება მანქანაში. ჩემს (კარველ და არაკარველ) მეგობრებზე ვარ დამოკიდებული :D

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 16 ივნ 2012, 17:02
by Nika
ისე კვირას დაახლოებით რომელ საათზე იქნებით უკვე მზად მეორე დღის ძეგლების სანახავად მითხარით რომ ვიცოდე მე დილით რომელზე გამოვიდე. დაახლოებით 3-3.5 საათი მინდა ასპინძამდე ალბათ.

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 16 ივნ 2012, 17:14
by shoda1121
Nika
ნიკა შენ თუ გაქვს მანქანაში ადგილი?