Page 6 of 6

11.02.2012 ავაშენოთ იგლუ(ები)

Posted: 11 თებ 2012, 21:06
by ეკატო
stranger wrote::D ჩამოვედით,კარგი ამინდი დაგვემთხვა , კარგი იგლუც ავაშენეთ გაქირავების პერსპექტივით :))))
ამინდი მართლა კარგი იყო, მაგრამ თოვლი არ ვარგოდა :D

ბევრი შრომა დაგვჭირდა, სანამ გამომშრალ თოვლს საშენ მასალად ვაქცევდით, მაგრამ ეს ჩვენი საშენი მასალა აგურებისგან ძალიან განსხვავდებოდა :D

ბოლოს, სადღაც ჩრდილში გაყინულ თოვლს მივაგენით (მგონი ნინო მჟავიას დამსახურებაა) და გამ გაყინული თოვლისგან გამოჭრილი კუბიკებით ვეცადეთ რაღაცის აწყობას.
ერთ რამეში დავწრმუნდი, როგორც ერთ სახლშია ორი დიასახლისი ძალიან ბევრი, ასევე მშენებლობაზე 2-3-4 "ბრიგადირი" :D

მოკლედ, რაღაც გამოგვივიდა, მაგრამ ვინ გვაცადა დამთავრება? შუა მშენებლობისას თავს დაგვესხა მეორე ბრიგადა და ასე გადუხურავად დასრულდა ჩვენი იგლუს მშენებლობის მცდელობა :D


ფოტოებიც მალე იქნება :)


პ.ს. თემა სად უნდა გავხსნათ? ესეც ლაშქრობაა თუ აქტივობის სხვა სახეობა? :D

11.02.2012 ავაშენოთ იგლუ(ები)

Posted: 11 თებ 2012, 21:10
by avtokh
ეკატო wrote: (მგონი ნინო მჟავიას დამსახურებაა)
ჟვანია :)

11.02.2012 ავაშენოთ იგლუ(ები)

Posted: 11 თებ 2012, 21:12
by avtokh
Archil wrote:აბა მოყევით ეხლა :)

სურათები დაიდოს !!!
სად გვეცალა ფოტოების გადასაღებად ამ ფუტკარივით მშრომელ ხალხს :)

11.02.2012 ავაშენოთ იგლუ(ები)

Posted: 11 თებ 2012, 21:15
by ეკატო
avtokh wrote:
ეკატო wrote: (მგონი ნინო მჟავიას დამსახურებაა)
ჟვანია :)
უი დედააა, როგორ გავყინულვარ, გვარიც კი შემეშალა :D

11.02.2012 ავაშენოთ იგლუ(ები)

Posted: 11 თებ 2012, 21:15
by avtokh
გაყინულებო გათბით და გალღვით?

11.02.2012 ავაშენოთ იგლუ(ები)

Posted: 11 თებ 2012, 21:18
by ეკატო
avtokh wrote:გაყინულებო გათბით და გალღვით?
მე ჯერ გავლღვი, მერე გავთბი და ახლა დასაშვებ ფარგლებს ასცდა ჩემი ტემპერატურა :D

11.02.2012 ავაშენოთ იგლუ(ები)

Posted: 11 თებ 2012, 21:20
by ეკატო
ვინმემ გახსენით თემა და ავტვირთავ ფოტოებს

11.02.2012 ავაშენოთ იგლუ(ები)

Posted: 11 თებ 2012, 21:27
by avtokh
ეკატო wrote:ვინმემ გახსენით თემა და ავტვირთავ ფოტოებს
დასტურ. მე ფოტოებს ვამუშავებ ჯერ :)

11.02.2012 ავაშენოთ იგლუ(ები)

Posted: 12 თებ 2012, 01:24
by QAQUCA
სურათები მანახეთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთტ!

11.02.2012 ავაშენოთ იგლუ(ები)

Posted: 12 თებ 2012, 13:00
by L-O-M-I
თემა გახსნილია აქტივობის სხვა სახეობებში

აი ბმულიც

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 478#370478