ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by guruli » 10 ოქტ 2006, 01:36

Mailo wrote:სულ რამდენი გამოდის ობშიაკი? და მერე ვის დავუკავშირდე???? ე.ი. 21–ში მიდიხართ არა?
ჰუმანიტარულისთვის დადება ნებაყოფლობითია, სხვა კი ხალხის რაოდენობაზეა დამოკიდებული. სეგიძლია ნახო ტემა - ხევსიურეთი - საქველმოქმედო ღონისძიება1.

Mailo
ბილიკზე მოარული
Posts: 92
Joined: 09 ოქტ 2006, 19:07
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Mailo » 10 ოქტ 2006, 01:37

ოკ

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by gobe » 10 ოქტ 2006, 10:33

Mailo,
აი აქ შედი: ხევსურეთი - საქველმოქმედო N1. თუ მანდ არ შედის, მაშინ აქ.

User avatar
tekla
მაწანწალა
Posts: 615
Joined: 12 სექ 2004, 12:30
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by tekla » 10 ოქტ 2006, 12:33

21-22 კარგია :)
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Nika » 10 ოქტ 2006, 12:58

უკვე ყველაფერი ფერადი იქნება მაგ სიმაღლეზე. 1 კვირის წინ ვიყავი წალკაში და იქაც კი უკვე გაფერადდა. მარა რადგან ამბობთ 21-22 იყოს ეგრე. ოღონდ არ გადათქვათ მეტი! :D
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by mika » 10 ოქტ 2006, 18:45

ლელ მოვიფიქრებ...ეხლა ვნახე ეს თემა.....


აქ არ შემოვდივარ ხოლმე იმიტომ რომ ზედმეტ სტრესორებს ვერიდებიი :lol:
medical student

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Gvalva » 11 ოქტ 2006, 00:48

ჩვენს მეგობარ იდუკას ვთხოვე გაგვიგე იქეთ არის შორენას ოჯახი თუ ბარად აპირებს გამოზამთრებას მეთქი. დღეს შემატყობინა, ერთი ხევსური ქალი შემხვდა შემთხვევით და იმასთან ვიკითხეო, ოჯახი უკაცოდ დარჩაო, ისეთი გაჭირვებულები არიან ბარამდე ჩამოსასვლელი ფულიც არ ექნებათ ალბათო.

მოდით ყველამ მოვიფიქროთ რა იქნება საჭირო ასეთი ოჯახისთვის.

ბავშვის თბილი ტანსაცმელი
ზამთრის ფეხსაცმელი
ლოგინის თეთრეული
საბანი(ები) ხომ არ გვეყიდა? მგონი არც ისე ძვირია შეკერილებს რომ ყიდიან ხოლმე.
მე მინდა ჩავამატოთ ხილი, 2-2 კილო სხვადასხვა რამე, კამფეტების მაგიერ თუნდაც.
შეიძლება სასაცილოა მარა შეშა რომ იყიდება ტომრებით, იქ შეშა სერიოზული პრობლემაა და ასე დარჩენილ ოჯახს შეშას ვინ მიუტანს? მარა რამდენი უნდა წავიღოთ?
ნავთი
ფქვილი მგონი არც ისე პრობლემააო
კიდევ იდეები...

რით მივდივართ?

40 ლარი უკვე გვაქვს, წინა მოგზაურობიდან, წამომსვლელებს ისედაც ხარჯები იქნება, მინ 20 ლარი მგზავრობის და ალბათ კიდევ რამე ხარჯები, ასე რომ ძალიან ნუ გაიწეწებით, წამომსვლელი ხალხიც საჭიროა. ვინც ვერ მოდის იმათაც ექნებათ მონაწილეობის მიღების სურვილი.

როგორც წინა ღონისძიებაზე დავინახე, მთავარია ინფორმაციის მიწოდება, თორემ ტანსაცმელის ან მცირე თანხის გაღების სურვილი ბევრს აქვს. ვინც ვერც მოდის და ვერც მონაწილეობს მათ შეუძლიათ უბრალოდ ინფორმაცია მიაწოდონ გულმოწყალე ადამიანებს.

წავიდეთ 21-22 ოქტომბერს, თუმცა როგორც მითხრეს შატილობა თბილისობამდე 1 კვირით ადრეაო :(

შევიკრიბოთ და დავილაპარაკოთ ამ დღეებში

User avatar
lashas
ბილიკზე მოარული
Posts: 82
Joined: 22 ივლ 2006, 15:00
Location: თბილისი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by lashas » 11 ოქტ 2006, 09:27

Gvalva
ფეხსაცმელები და ეგეთი რაღაცეების ნაწილი გადადებული მაქვს უკვე
Изысканный труп будет пить молодое вино.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by gobe » 11 ოქტ 2006, 11:30

kakha_travel ვნახე ამ დღეებში, რომ გაიგო რომ 21 ოქტომბერს ანდაქში ვგეგმავთ წასვლას, თვალები გადმოსცვივდა. რაც მე იმის თვალების ჩასმა-გასწორებაზე ვიწვალე...
რა დროს მანდ წასვლაა, ტურისტული ორგანიზაციები მაგ მარშრუტებს ოქტომბრის დასაწყისში უკვე ხურავენო, ასე მითხრა. არ ჩაგეკეტოთ უღელტეხილი და იქ არ დარჩეთო.

ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრანსპორტს. ლამის ყველგანმავალი დაგვჭირდება. რას ფიქრობთ, "პაზიკი" როგორი მასტია? თუ მიკროავტობუსი გვინდა? მანქანებში გარკვეულებო, აბა რას იტყვით? :roll:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Archil » 11 ოქტ 2006, 12:13

Gvalva

შენ ეტყობა მაშინ შეშა რომ დავუხარჯეთ, იმისი ანაზღაურება გინდა. ისე შეშა თბილისიდან რომ ავიტანოთ, ჩვენზე იფიქრებენ ვერ არიან თავის მატორზეო... ისევ სხვა რამე ხომ არ დაგვეხარჯა ფული? საბნებიც არა მგონია კაი იდეა იკოს, მატყლი იმდენი აქვთ რომ... თეთრეული უფრო უნდათ მაგათ, მაგი მითხრეს მაშინაც. საბნები დადგნენ და შეკერონ, სხვა რა საქმე აქვთ ზამთარში
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Nika » 11 ოქტ 2006, 12:24

gobe
შარშან ოქტომბრის ბოლოს რენო შაფრანით იყო ხალხი გადასული შატილში. მარა წელს ცოტა უფრო ადრე დაიწყო ამინდებმა არევა. ისე თოვლი თუ დაიყწო დიდი შანსია მანდედან ვერაფერმა ვერ გადმოიაროს უკან. ტყუილა კი არ დავწერე წაუექსტრიმებს თქო ეგ წასვლა.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
tekla
მაწანწალა
Posts: 615
Joined: 12 სექ 2004, 12:30
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by tekla » 11 ოქტ 2006, 15:35

Gvalva

შეშის ტომრებით ყიდვა ძვირი დაჯდება. თანაც რამდენიშეიძლება მივუტანოთ? :) ეგებ ალტერნატიულ გასათბობ საშუალებაზე ვიფიქროთ?

საბნების ფასს თუ გნებავთ ამ დღეებში გავიგებ.
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by guruli » 11 ოქტ 2006, 16:56

Gvalva, ბავშვების ტანსაცმელში, თეთრეულში და ნავთში გეთანხმები. ეგენი ყველა ვარიანტში დაჭირდება ოჯახს, როგორც ფქვილი და სხვა სახის საკვები - მაკარონი, ვერმიშელი, ბრინჯი, შაქარი, მარილი... შეიძლება ეს ყველაფერი ცოტ-ცოტა ახლავე წავუღოთ, დანარჩენი კი იქ გავარკვიოთ. Archil-ი კი ამბობს, მატყლი იმდენი აქვთო, მაგრამ საკითხავია, მაგ ოჯახს ცხვარი ჰყავს საერთოდ? თუ ჰყავს, მატყლიც ექნება და არც საბნები დასჭირდებათ, მაგრამ თუ არ ჰყავთ, მაშინ არ იქნება ურიგო. პრინციპში, ახალი ტანსაცმელის ყიდვაც შეიძლება შეგროვებულებთან ერთად. აი, შეშა კი, არა მგონია, აქედან დავეხმაროთ. ან რა უბედურებაა, უკაცოდ კი დარჩა ოჯახი, მაგრამ ნათესავი, მეზობელი, ახლობელი ხომ დარჩა. დავიჯერო, ამ წვრილშვილიან ქვრივს სათბობის გარეშე დატოვებდნენ?
და ტრანსპორტი, მგონი, პაზიკი აჯობებს, მაგრამ თუ არ იწვიმა და გზები არ ჩახერგა, მიკროც წავა.
აი, ზოგადად ამის თქმა შემიძლია, თუმცა ერთი შეკრება მაინც აჯობებს. როდის შევიკრიბოთ?

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Gvalva » 11 ოქტ 2006, 22:59

როდის შევიკრიბოთ?
ორშაბათს, 16 ოქტომბერს, 18.30 ვაკის პარკის შესასვლელთან

იქამდე მოდი ყველამ რამე მოვიფიქროთ, თუნდაც ისეთი როგორიც შეშაა, ანუ, ცოტა ხანში რომ მიხვდები რომ არ ვარგა ეს იდეა, მარა მაინც ხომ მოიფიქრე :), ისე Zura N.-მა თქვა და ვეთანხმები, ჩვენი საკმარი შეშა მაინც უნდა წავიღოთ, ღამე კოცონისთვის, მაშინაც სხვისი შეშა დავწვით

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Bocho » 12 ოქტ 2006, 10:16

ერთი იდეა მაქვს :) ოჯახი უკაცოდ დარჩაო და იქნებ ამდენ წვალებას ერთი ჯანმრთელი კაცი აგვეყვანა? :P :P

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]