Post
by Tamari-ch. » 07 ივნ 2011, 11:22
რუკაზე არის სოფელი საყდრიონი
აი ვიპოვე ცნობები ამ სოფელზე - იქაც ყოფილა ძეგლები
საყდრიონი (თიანეთის რ-ნი)
1.საყდრიონი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.IX.-თბ.,1985.-გვ.202.
მოკლე ცნობები სოფ.საყდრიონის (ყოფილი მერეკანი)ტერიტორიაზე განლაგებული ძეგლების: შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის სატრაპეზოსა (დას.მხარეს ამოკვეთილია მედალიონი "ბოლნური ჯვრით")და ორსართულიანი სამრეკლოს, შუა საუკუნეების ლომისგორის ეკლესიის, განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული დარბაზული ეკლესია - დიდბატონთ ხატის, მასზე მიდგმული კოშკის, დევენაანთხევის დარბაზული ეკლესიის, კვირიას ხატისა და თამარის საყდრის ნანგრევების შესახებ.
2.საყდრიონი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.2.-თბ.,2004.-გვ.403406.
მოკლე ცნობა სოფლის შესახებ. საყდრიონის ტერიტორიაზე განლაგებული ძეგლების: ამაღლების ხატის (გვიანდელი შუა საუკუნეების, უაფსიდო, დარბაზული ტიპის, ძლიერ დაზიენებული), დიდბატონის ეკლესიის (განვითარებული შუა საუკუნეების, შვერილაფსიდიანი, დარბაზული ტიპის, აღინიშნება მინაშენი და კოშკი), თამარის საყდრის (დარბაზული, გვიანდელი შუა საუკუნეების, შემორჩენილია მხოლოდ აღმ. კედელი), თეთრი გიორგის ხატის (აგებულია XX საუკუნეში, კუბური ფორმის მასიური ნაგებობა, დაზიანებულია), ლომისის ნიშის (დარბაზული ტიპის ეკლესია, დათარიღებულია გვიანდელი შუა საუკუნეებით), მარიამწმინდის სახ. ეკლესიის (აგებულია ტყეში, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, დარბაზული ტიპის, აღნიშნულია მრუდხაზოვანი მოხაზულობის გალავნის ნაშთი), საღირაანთ ხატის (ძლიერ დაზიანებული, დათარიღებულია გვიანდელი შუა საუკუნეებით, დარბაზული ტიპის), სვიმონის ხატის (ძლიერ დაზიანებული, დარბაზული ტიპის, გვიანდელი შუა საუკუნეებით დათარიღებული ეკლესია), წაწიას ხატის (კედლები მთლიანად ჩამონგრეულია, დარბაზული ტიპის ეკლესიაა, განეკუთვნება გვიანდელ შუასაუკუნეებს), წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (დათარიღებულია VIII-IX საუკუნეებით, დარბაზული, მთელ სიგრძეზე თანადროული ეკვდერი ეკვრის, რომელზეც XVI-XVII საუკუნეებში ორსართულიანი სამრეკლოა მიშენებული)ვრცელი ხუროთმოძღვრულ-მხატვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.
3.რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ. ერწო-თიანეთის ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები //მაცნე: ისტორიის...სერია.-1978.-N1.-გვ.152.
მოკლე ცნობები სოფ. საყდრიონის მიდამოებში აგებული ეკლესიების: ადრე შუასაუკუნეების, მრავალჯერ გადაკეთებული საყდრიონის ეკლესიის, დარბაზული ტიპის, მცირე ზომის ლომისასგორის, ძლიერ დანგრეული შირირმის კვადრებით ნაგები დევენაანთხევის ეკლესიათა, ასევე ძლიერ დაზიანებული დიდბატონთ ხატის, კვირიას ხატისა და თამარის საყდრის ნანგრევების შესახებ.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....