Page 4 of 5

თავკვეთულა 11 სექტემბერს

Posted: 10 სექ 2011, 17:50
by Archil
shoda1121 wrote:577 05 07 27 ; ჩემი ნომერი; გეგმა იგივეა: უბრალოდ ჩვენი მძღოლი გვპირდება რომ ვარძიაში(იქვეა), ზემო ვარძისა(მონასტერი) და ხერთვისშიც აგვიყვანს;)
კაი იუმორის გრძნობა ჰქონია მაგ მძღოლს :)

ხერთვისი ვარძიის გზაზეა
ვარძია და ზედა ვარძია ხომ უნდა გაიარო რომ თავკვეთულასთან მიხვიდე და...

ბორჯომსაც გაგატარებს? ;) ხაშურსაც? :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

იმედია ჯვარსაც ჩაგატარებთ ეგ მძღოლი, უეჭველი... თუ წალკიდან არ წახევდით

თავკვეთულა 11 სექტემბერს

Posted: 10 სექ 2011, 18:14
by Tamari-ch.
577 05 07 27 ; ჩემი ნომერი; გეგმა იგივეა: უბრალოდ ჩვენი მძღოლი გვპირდება რომ ვარძიაში(იქვეა), ზემო ვარძისა(მონასტერი) და ხერთვისშიც აგვიყვანს

ხერთვისი ვარძიის გზაზეა
ვარძია და ზედა ვარძია ხომ უნდა გაიარო რომ თავკვეთულასთან მიხვიდე და..
მეც ეგ ვიფიქრე - მაგრამ აღარ დავწერე..
:lol:

ხერთვისზე როგორ აგიყვანთ?
ხელში?
ხერთვისს ცხვირით შეეჯახები როცა მიდიხარ ვარძიისაკენ
:lol:

თავკვეთულა 11 სექტემბერს

Posted: 10 სექ 2011, 18:22
by ARCHILI
ბარემ ბონუსად, ვარძიის ქვაბებიც ეთქვა, ეგეც გზაზეა :)

თავკვეთულა 11 სექტემბერს

Posted: 10 სექ 2011, 19:20
by shoda1121
ესე უკეთ დავამარკეტეთ გამოუცდელი ხალხისთვის და უცხოელებისთვისაც:) ვარძია რომ ჩავსვით:) თუმცა 28 კაცს არ ველოდით:)
კარავზე კი ხალხი არ მოგროვდა და მაგიტომაც დავპოსტე ჩემი 'არა-კარვული' (და მასებზე გათვლილი:)) შემოთავაზება- სხვა დროს ნამდვილ გასვლებში სიამოვნებით შემოგიერთდებით:)
რაც შეეხება მარშუტკას, ჩემ ნაცნობ მძღოლს პატარა მარშუტკა ყავს და თუ 15-18 კაცი მოვგროვდებოდით მაშინ ფასდაკლებით წაგვიყვანდა 20-20 ლარად; 20-კაციან მარშუტკაზე სხვას უნდა უთხრას=400 ლარი საბაზრო ფასია:)

თავკვეთულა 11 სექტემბერს

Posted: 10 სექ 2011, 21:16
by GAMARJOBA SAKARTVELO
დასანანი იქნება, თუ კარავული გასვლა არ შედგება.

shoda1121
ნება მიბაბოძეთ, გთხოვოთ, რომ მეტი პატივისცემით მოეპყროთ ქართულ ენას და მარშრუტკა-ივენეთები გვერდზე გადადოთ.[/b]

თავკვეთულა 11 სექტემბერს

Posted: 10 სექ 2011, 21:47
by shoda1121
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:დასანანი იქნება, თუ კარავული გასვლა არ შედგება.

2 კარველი ჩემთან ერთად მოდის;
კარგით, აუცილებლად გავითვალისწინებ!!!

თავკვეთულა 11 სექტემბერს

Posted: 11 სექ 2011, 13:34
by pataputina
წავიდა ვინმე აქ?
არადა როგორ მინდოდა :შ

თავკვეთულა 11 სექტემბერს

Posted: 11 სექ 2011, 20:13
by skopi
pataputina wrote:წავიდა ვინმე აქ?
არადა როგორ მინდოდა :შ
მგონი დოლიძელი წავიდა

თავკვეთულა 11 სექტემბერს

Posted: 12 სექ 2011, 01:20
by dolidzeli
მე და მარიტა ვიყავით, დიდად ნასიამოვნები დავბრუნდით.

თავკვეთულა 11 სექტემბერს

Posted: 12 სექ 2011, 16:08
by Naia
dolidzeli wrote:მე და მარიტა ვიყავით, დიდად ნასიამოვნები დავბრუნდით.
ყოჩაღ თქვენ, რომ ყველაფრის მიუხედავად მოახერხეთ და მაინც წახვედით.
პს. იმ ღამეს გეძინა საერთოდ? :)

თავკვეთულა 11 სექტემბერს

Posted: 13 სექ 2011, 00:25
by GAMARJOBA SAKARTVELO
dolidzeli wrote:მე და მარიტა ვიყავით, დიდად ნასიამოვნები დავბრუნდით.
ეგებ არ დაიზაროთ და შთაბეჭდილებები მოგვიყვეთ.
მტკვარი როგორ გადაიარეთ?

თავკვეთულა 11 სექტემბერს

Posted: 13 სექ 2011, 06:38
by Kakha
მეც ვიყავი ჩემს მეგობართან ერთად. შაბათს დავიძარით, დილით და ძეგლების ნახვა-ნახვით მივდიოდით. სადღაც ნაშუადღევს წუნდის ეკლესიას ვუღებდი სურათს. იქვე სამანქანო გზის გვერდზე პარარა გორაკიდან. მანქანაში, რომ დავბრუნდი რაღაც მანქანა მოგვადგა და აგვიკლო საყვირის მოცემით. ცოტა არ იყოს გავბრაზდით - ნუთუ ამოდენა გზაზე მაინცადამანც ჩვენ სადაც ვიდექით იქ უნდა გაჩერებაო. მერე მძღოლი გადმოვიდა და იცით ვინ აღმოჩნდა - მონადირე! თურმე მუ იტყვით და ირაკლი და ეკა მოგზაურობდნენ, დამინახეს რომ სურათს ვიღებდი და ამიტომაც მოგვადგნენ. ვარძიის დასათვალიერებლად მიდიოდნენ. რომ გაიგეს ჩვენი გეგმები, რომ იქვე ვარძიასთან ვაპირებდით კარვის დაცემას და მეორე დღეს მტკვირს გავლას და თავკვეთილაზე ასვლას, არც დაფიქრებულან ისე შემოგვიერთდნენ. მშვენიერი საღამო გავატარეთ კოცონთან, მგონია, ცოტა თავიც კი შევაწყინეთ მე და ჩემა მოგობარმა იმდენი ამბავი მოვუყევით. მოკლედ კარგი იყო.

მეორე დილას თავკვეთილაზე ავედით. უამრავი ხალხი იყო. მტკავრი მუხლს ფარავდა, უფრო მაღალი არ ყოფილა. ტაძართან უგრძესი რიგი იყო, რომელიც პრაქტიკულად არ იძრვროდა, რადგან ტაძარში რამდენი კაცი გამოვიდოდა იმდენს უშვებდნენ. რადგან მხოლოდ თითო-ოროლა გამოდიოდა ბევრიც ვერ შედიოდა. სამწუხაროდ ამის გამო ტაძარში ვერ მოვხვდით.

იმისთვის რომ მომლოცველების რაოდენობას როგორმე გამკლავებოდნენ იოანე ნათლისმცემლის ხატი გარეთ იყო გამოსვენებული და იქვე დიდი კარავი, ბალდახინივით იყო გაშლილი სადაც საკურთხეველი იყო გამართული და ზიარებისთვის ემზადებოდნენ.

აგერაა ფოტოები https://picasaweb.google.com/1078017370 ... 1September

მტკვრის დაწევის სასაწაულისა რა გითხრათ. როგორც იქარუებისაგან და ასევე ვარძიელი ბერისგან გავიგე იმ ადგილას ზოგადად ფონია და წელიწადის ამ დროს როცა ნაკლები ნალექია თავსუფლად გადადიხარ და არა მარტო 11 სექტემბერს, მაგრამ ჩემთვის სასწაული და თანაც ძალზე სასიამოვნო იყო ირაკლისა და ეკასთან შეხვედრა.....

თავკვეთულა 11 სექტემბერს

Posted: 13 სექ 2011, 09:31
by Mta Mkvarebia
Kakha
რა მაგარია :D

მიყვარს ასეთი მოულოდნელი სურპრიზები, მახსოვს იმავე ვარძიაში აცა რომ დაგვადგა მოულოდნელად თავზე ნატოსთან ერთად . როგორ გაგვიხარდააა :)

თავკვეთულა 11 სექტემბერს

Posted: 13 სექ 2011, 09:55
by marmenio
2 კვირის მოგზაურობის მერე ვარძიაში რომ მივდიოდით, ვინატრე, კარაველები ვართ და ერთი საღამო როგორ არ უნდა გავატაროთ კარავშითქო და სულ ცოტა ხანში დავინახეთ კახა, ძალიან გაგვიხარდა. რა თქმა უნდა ნატვრა ავისრულეთ და ულამაზესი საღამო გავატარეთ ერთად კოცონის პირას მშვენიერ საზოგადოებაში. ისეთი საინტერესო ამბები მოგვიყვნენ კახამ და დავითმა მეორე დღესაც ვიხსენებდით :) დაუვიწყარი დღე იქნება ჩემთვის ყოველთვის.

გული დამწყდა რომ სხვა კარაველები ვერ ვნახეთ მეორე დღეს, რადგან გვეჩქარებოდა. ზეკარის უღელტეხილით ვიყავით გადასასვლელები იმერეთში.

თავკვეთულა 11 სექტემბერს

Posted: 14 სექ 2011, 12:07
by tengo giuashvili
ზარზმაში გაირეთ. 2 საათი გეყოფათ მაქსიმუმ