Page 3 of 6

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 09 აპრ 2012, 00:41
by arcivi9
გადავდოთ უფრო მოგვიანებითი დროისათვის? პრინციპში მაისში უფრო სახალისო იქნება ალბათ მანდ წასვლა :)

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 09 აპრ 2012, 15:48
by llev
არ გადავდოთ რა :roll:

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 09 აპრ 2012, 17:03
by MaiLy
llev
არც მე მინდა გადადება მაგრამ ტრანსპორტი არ არის. მიკროავტობუსები უარზე არიან ძალიან გაფუჭებულიაო გზა მემორიალამდე. :(

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 09 აპრ 2012, 17:51
by Nika
leo1
ჰმ საინტერესოა წოდორეთში მყოფი მტერი დიდგორისკენ რატო წავიდა. თბილისი საპირისპორო მხარეს იყო.

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 09 აპრ 2012, 18:25
by arcivi9
llev
MaiLy
აქ ზამთრისათვის გადადებაზე ხომ არა საუბარი :)

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 10 აპრ 2012, 09:41
by MaiLy
arcivi9
არა რა ზამთრისთვის.. :) გადავდოთ სანამ არ ვიპოვით ტრანსპორტს რომელიც მემორიალამდე აგვიყვანს.
Nika
მაგ დროს თბილისში არაბი ამირა იდგა. ილღაზის მიზანი დავითის განადგურება იყო და არა ტფილისის აღება. ეს დავითს ჰქონდა განზრახული ტფილისის აღება. ზუსტად უცნობია საიდან მოხვდნენ არაბები დიდგორზე. ისინი ან ტფილისიდან უნდა მოსულიყვნენ ან მანგლისიდან რომ დავითისთვის გზა გადაეკეტათ. ცნობილია რომ ილღაზი ამ დროს სომხეთიდან მოდიოდა თავისი ჯარით. სომხეთიდან ორი გზა მოდის მარნეული-ტფილისი და წალკა-მანგლისი. ორივე შემთხვევაში დიდგორი იყო ადგილი რომელიც გზაჯვარედინს კეტავდა. აქ მოდიოდა გზა მანგლისიდან, შიდა ქართლიდან, ქვემო ქართლიდან, ტფილისიდან. ამიტომ შეტყუება ჩემის აზრით ხმამაღლა ნათქვამია. ორივე მხარემ იცოდა ამ ადგილის სტრატეგიული მნიშვნელობა.

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 10 აპრ 2012, 10:48
by Kakha
MaiLy
მოუთმენლად ველი როდის შევძლებთ გასვლას. იდეალური იქნებოდა თუ მოხერხდებოდა სანამ სიცხეები დაიჭერს, თორემ მერე, მგონია, მზის გულზე მოგვიწევს სიარული კარგა გვარიან სიცხეში.

რაც შეეხება დიდგორის ბრძოლას - არსებობს სოსო მარგიშვილის სრულიად ფანტასტიკური წიგნი, ნამდვილად ახალი მწვერვალი ქართულ ისტორიოგრაფიაში "დავით მეოთხე, მითი და რეალობა" (მგონი ასე ჰქვია - ახლა ხელთ არა მაქვს რომ შევამოწმო ზუსტი სათაური). ასევე გირჩევდით წაიკითხოთ მისივე "შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება".

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 10 აპრ 2012, 12:28
by avtokh
Kakha wrote:MaiLy
რაც შეეხება დიდგორის ბრძოლას - არსებობს სოსო მარგიშვილის სრულიად ფანტასტიკური წიგნი, ნამდვილად ახალი მწვერვალი ქართულ ისტორიოგრაფიაში "დავით მეოთხე, მითი და რეალობა" (მგონი ასე ჰქვია - ახლა ხელთ არა მაქვს რომ შევამოწმო ზუსტი სათაური). ასევე გირჩევდით წაიკითხოთ მისივე "შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება".
მარგიშვილი ს. მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ, თბ., "სიესტა", 2006
მარგიშვილი ს. შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორია IX-XV საუკუნეებში, ნაწ. I, თბილისი, 2008

ამათ გულისხმობ ალბათ ხო კახა? საკმაოდ დამაინტერესა ახლა მე ამ წიგნებმა, განსაკუთრებით პირველმა.

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 10 აპრ 2012, 13:31
by Nika
MaiLy
გაიხარე. მადლობა ინფორმაციისთვის. ყოველთვის მაინტერესებდა მანდ რატო მოხდა ბრძოლა. ისე კლდეკარიც არც ისე შორსაა იქიდან.

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 10 აპრ 2012, 13:34
by Nika
Kakha
გზის დიდი ნაწილი ტყეში გადის.

აი მაისის დროინდელი ფოტოები (2007 წელი). ავედით წოდორეთიდან და ჩამოვედით ჭილი-მუხათგვერდით.
http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=306

თოვლი კიდევ იყო 1-2 ადგილას.

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 10 აპრ 2012, 13:35
by Kakha
avtokh
ეგ წიგნებია. ძნელი საშოვნია. თუმცა ღირს წვალებად და შოვნად. მეცნიერულად ძალზე მაღალ დონეზეა დაწერილი, მაგრამ ამავდროულად რომანივით იკითხება.

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 17 აპრ 2012, 10:13
by Kakha
MaiLy და ჭელო,

რახან სამანქანო გზა გაფუჭებულია და მემორიალამდე ვერ ჩავდივართ, ხომ არ ჯობია ორდღიანზე ვიფიქროთ - 30 კმ მანგლისის ტრასიდან ორ დღეზე გადავამანწილოთ. ერთი დღე მემორალამდე, იქ ვბანაკდებით (წყალი არის მანდ? მე ნამყოფი არ ვარ) და მეორე დღეს წოდორეთამდე.

სხვათა შორის, ორდღიანი ხარჯს მინშვნელოვნად შეამცირებს, რადგან მანგლისის სარეისოს გავყვებით ალბათ თბილისიდან.

რას იტყვით?

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 17 აპრ 2012, 10:38
by Nika
მგონი მონუმენტთან არაა წყარო. და საერთოდ მთელ მაგ გაყოლებაზე არ მახსენდება. ზედ ქედზე მიდის თითქმის სულ გზა. თუმცა შეიძლება სადმე რო ჩახვიდე ქედიდან იყოს.

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 17 აპრ 2012, 11:01
by MaiLy
Kakha
ეხლა ზუსტად ამ იდეის შემოთავაზებისთვის შემოვედი. მაგრამ ორი დღე შეიძლება ყველას არ ეცალოს. ხელახლა უნდა დავთქვათ მაშინ თარიღი. წყალი არ არის ტაბარუკამდე. ჯამში სადღაც 22 კილომეტრი წყალი თან უნდა ვატაროთ.

დაველოდოთ აბა სხვები რას იტყვიან.

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 17 აპრ 2012, 13:19
by llev
მე თანახმა ვარ 2დღიანზე
ოღონდ ეს ყველაფერი აპრილის ბოლომდე თუ მოხერხდება. მაისიდან აქ არ ვიქნები