ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by Tamari-ch. » 28 მარ 2011, 11:35

http://wikimapia.org/#lat=41.6530342&lo ... 13&l=0&m=b

ესეც რუკა

წმინდა გიორგის ეკლესია (ავრანლო)

ავრანლო (წალკის რ-ნი)

1.ბერძენიშვილი დ. თრიალეთის უცნობი წარწერები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული.ტ.VI.-თბ.,1982.-გვ.15-16.
სოფ.ავრალოს (სავარაუდოდ, ძველი ქართული სოფელი თეზი - ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით)თეთრად შელესილი, ძველ საყდარზე აგებული ეკლესიის ექვსსტრიქონიანი ნუსხური წარწერის პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი. აღნიშნულია გამოქვაბულებში მდგარი ორი დარბაზული ეკლესია. ტექსტს დართული აქვს წარწერების ნახაზი.
2.ავრანლო //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.1.-თბ.,1975.-გვ.130.
მოკლე ცნობა სოფ. ავრანლოს , სავარაუდოდ, XI-XIII საუკუნეების ეკლესიასა და კლდეში გამოკვეთილი აბიბოს მონასტრის შესახებ. ტექსტს ერთვის ეკლესიის ფოტო.
4.Такаишвили Е. Археологичкские экскурсии, разыскания и заметки.-Вып.IV.-Тифл.,1913.-с.44-46.-с илл.
В книге дается описание церквей, расположенных в сел. Аврвнлу (Борчалинского уезда).
Старая грузинская церковь разрушена и на ее месте возведена новая греческая церковь св. Георгия. Две другие церкви старинной постройки расположены за селения в глубине ущелья р. Куия.


ხუროთმოძღვრული ძეგლებია: ბეშთაშენის წმ. Gგიორგის, არჯევან-სარვანის ღვთისმშობლის, აიაზმის, კუშჩის, წმ. გიორგის, წალკის ეკლესიები, გუმბათის ციხე-გალავანი და ეკლესია, ავრანლოს და სანთის ციხეები და სხვ.
http://www.kvemokartli.gov.ge/?page=calka&lang=1
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by Tamari-ch. » 28 მარ 2011, 11:43

აიაზმა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი წალკის მუნიციპალიტეტში, მდ. ქციის ნაპირზე, სოფ. აიზმში. აგებულია VI-VII საუკუნების მიჯნაზე. აიაზმა დარბაზული ტიპის ეგვტერიანი ეკლესიაა. აშენებულია უხეშად დამუშავებული, ნაწილობრივ კი თლილი ქვით. აქვს რელიეფები დასვეტის მორთულობა, თაღების მოტივით დამუშავებული ლავგარდანი. აიაზმა აღდგენილია 1045 წელს.

http://saunje.ge/index.php?id=300&optio ... =3&lang=ka

აიაზმა (ყოფილი თეთრი წყარო) - სოფელია წალკის რაიონში (ედიქილისის საკრებ.:), წალკის ქვაბულის სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში, წალკიდან 18 კმ-ზე, მდინარე ქციის მარჯვენა ნაპირზე - ზღვის დონიდან 1580 მეტრ სიმაღლეზე, წალკის წყალსაცავიდან 7 კმ, წალკიდან 17 კმ - ში. სოფელში მდებარეობს ღვთისმშობლის ეკლესია. აიაზმა ისტორიული თრიალეთის უძველესი სოფელია. ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე ( XVIII ს.) იგი თეთრი წყაროს სახელითაა აღნიშნული. აიაზმა შეარქვეს XIX საუკუნის 20 -იან წლებში აქ ჩამოსახლებულმა ბერძნებმა. აიაზმა „წმინდა წყალს“ ნიშნავს.

სოფელში დგას VI – VII სს -ის მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია - აიაზმის ეკლესია. ეკლესიის კედელზე, კარის თავზე წარწერაში ნათქვამია, რომ ძეგლი 1045 წელს აღუდგენიათ. აქვე მოხსენიებულია კათალიკოსი ოქროპირი (მოღვაწეობდა ბაგრატ IV - ის დროს). ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვების სწორი რიგებით.

არქიტექტურული ფორმებითა და სტილისტიკური ნიშნებით აიაზმის ეკლესია ახლოს დგას ისეთ ძეგლებთან, როგორიცაა ბოლნისის სიონი, ქვემო ბოლნისისა და ოლთისოს ეკლესიები.

საინტერესო ისააა, რომ ეკლესიის იატაკზე დაგებული ქვის ფილების ქვეშ მოედინება წყალუხვი წყარო, რომელიც მილებით გორაკის ფერდობზე მოწყობილ აუზში ჩადის.


წალკა, ქალაქი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.
ისტორიულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ეძანის VI საუკუნის სამეკლესიანი ბაზილიკა, მეორე ეკლესია X საუკუნეს მიეკუთვნება. წალკაში არის მანგლისისა და წალკის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
ეძანი, ბარმაქსიზი, განვითარებული მეზოლითის ხანის ნამოსახლარი ქალაქ წალკის ჩრდილოეთ ნაწილში. გაითხარა 1936 წელს (ბ. კუტინი) და 1963-1964 წლებში (მ. გაბუნია). აღმოჩნდა ობსიდიანის მრავალფეროვანი საწარმოო იარაღი — გეომეტრიული მიკროლითები (ასიმეტრიული სამკუთხა იარაღი, სეგმენტები, ტრაპეციები). აგრეთვე ისრისპირისებრი იარაღი, კარგად დამუშავებული მრავალი ჩასართი, მიკროლითური მრგვალი საფხეკები და სხვა.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 მარ 2011, 23:15

Tamari-ch. wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:რადგან იქაურობას ვიცნობ, თავს უფლებას მივცემ, გირჩიოთ, რომ ვარდობისთვის ბოლომდე
ავრანლოში წასვლას აზრი არ აქვს.
ჰოლო აბული-შაორი, მოგეხსენებათ, თოვლისგან კიდევ უფრო გვიან, თიბათვის ბოლოდან თავისუფლდება
გუგლით რუკებით ვერ ვნახავთ თოვლი არის თუ არა?
ანუ სატელიტით...
თანამგზავრული რუკები საჭირო სულ არ არის იმის გამოსაცნობად, რომ ახლა იქ თოვლია და თანაც, დიდი.
თუმცა, თუ დღევანდელივით მზიანი ამინდები გაგრძელდა, თანამგზავრი მაინც არ დაგვჭირდება გამოსაცნობად, რომ ვარდობისთვის მე2 ნახევარში თოვლი აღარ იყოს.
1-1 ნინოობას (1ლი თიბათვე) ფოკაში რომ წავედი, თოვლი მხოლოდ მაღალ მთებში იყო.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by Tamari-ch. » 28 მარ 2011, 23:17

GAMARJOBA SAKARTVELO
აიაზმა და ეძანის ბაზილიკა ნანახი გაქვთ?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 მარ 2011, 23:18

აქ ჩამოთვლილი ეკლესიები მთავარი გზიდანაც ჩანს.
არც დიდი ფილოსოფია სჭირდება ავრანლოში მისვლას, რადგან როგორც 1-1 წინა წერილში დავწერე, ავრანლო წალკის რაიონის ბოლო სოფელია, მდებარეობს ფარავნის ტბამდე არსებული უღელტეხილთან.
ვერც თვალი და ვერც მანქანა გვერდს ვერ აუვლის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 მარ 2011, 23:22

Tamari-ch. wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
აიაზმა და ეძანის ბაზილიკა ნანახი გაქვთ?
თამარიჩ, ეგ ყველაფერი გზადვეა.
ჰა-ჰა, მთავარი გზიდან 27 მეტრი გადახვევა დაგჭირდეს 1გან, მე2გან 126 მეტრი და ა.შ.
დასახლებული ადგილებია და ყველამ იცის, სად როგორ მიხვიდე.
ნუ გაირთულებ საქმეს საცნობაროებში ძებნით.
მით უფრო, რომ ახლა წალკის რაიონის სოფლების უდიდეს ნაწილს სახელი შეეცვალა, რაც წიგნებში ჯერ არის ასახული.
მკდ, ადვილი მისაგნები ტაძრებია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by avtokh » 29 მარ 2011, 16:37

თუ შედგება ეს გასვლა დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით

1. კარავი87 (ლადოს მანქანით)
2. Tamari-ch.


შეიძლება მეგზური წამოვიდეს.?

მსურველები
Tami
Archil
tutmaji
leo1
ln_ln
avtokh
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by Tamari-ch. » 29 მარ 2011, 18:09

მაკენასგანაც დასტური მოვიდა

ისიც წამოვა

წავიდეთ მაისში

ან დასაწყისში ან შუა რიცხვებისკენ - ამინდი შევარჩიოთ...

1. კარავი87 (ლადოს მანქანით)
2. Tamari-ch.
შეიძლება მეგზური წამოვიდეს.?

მსურველები
Tami
Archil
tutmaji
leo1
ln_ln
avtokh
მაკენა
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by Tamari-ch. » 29 მარ 2011, 18:55

იუტუბიზეც დაიდო!


http://www.youtube.com/watch?v=1kO0TDj8x8M
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by amigo » 29 მარ 2011, 20:59

1. კარავი87 (ლადოს მანქანით)
2. Tamari-ch
3. მეგზური
4. Tami
5. Archil
6. tutmaji
7. leo1
8. ln_ln
9. avtokh
10. მაკენა
11. ამიგო

რადგან ჯერ თარიღი დაზუსტებული არაა, ეს არის პოტენციური წამომსვლელების სია. თარიღს რომ დავაზუსტებთ მერე სიაც გაახლდება.

User avatar
nikolozi
ბოდიალა
Posts: 170
Joined: 18 იან 2011, 23:36
Location: მზის სისტემაში
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by nikolozi » 29 მარ 2011, 23:34

2 წლის წინ ვიყავი საროში და ხიზაბავრაში.ძალიან საინტერესო მხარეა . მეგალითები კი ძალიან მისტიურია .მოკლედ მეც წამოვალ

1. კარავი87 (ლადოს მანქანით)
2. Tamari-ch
3. მეგზური
4. Tami
5. Archil
6. tutmaji
7. leo1
8. ln_ln
9. avtokh
10. მაკენა
11. ამიგო
12. ნიკოლოზი
A NEW ADVENTURE IS WAITING

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 მარ 2011, 00:14

რისი სია შედგა?
სამომავო გეგმაა უკვე თუ იდეაა?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by Tamari-ch. » 30 მარ 2011, 08:10

მივიდვართ - უკვე გადაწყვეტილია

ვნახავთ ავრანლოს მეგალითებს,
აიაზმას, თეჯისის მენჰირს,
დაემატება კიდევ რამდენიმე ძეგლი,
მარშრუტი კიდევ დაზუსტება -
წავალთ მაისში აღდგომის მერე
- თარიღიც დაზუსტდება...

1. კარავი87 (ლადოს მანქანით)
2. Tamari-ch
3. მეგზური
4. Tami
5. Archil
6. tutmaji
7. leo1
8. ln_ln
9. avtokh
10. მაკენა
11. ამიგო
12. ნიკოლოზი
13. ხალიანა.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by leo1 » 09 აპრ 2011, 01:52

ხომ არ დაგეგმილა მეგალითები და მანგლისის ლოდოვანა???

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by Tamari-ch. » 09 აპრ 2011, 08:44

leo1
მაგლისის ლოდოვანები ცალკე მარშრუტია
ერთ დღეშიც კი ძნელია ორივე კომპლექსის ნახვა, იმდენად დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს....
თან გაზაფხულზე წასვლას არ გირჩევთ იქ -
ჩვენი იქ დათვის ბუნაგი ვნახეთ, ჰოდა მძინარე ან ახლადგაღვიძებულ მშიერ დათვს არ წააწყდეთ იქ ნაადრევ გაზაფხულზე..
:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]