Page 12 of 16

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 31 მარ 2010, 18:20
by Sarajistka
როგორც წინა გვერდზე ავღნიშნე, მეგზურობას მე გაგიწევთ. გივიაშვილი-ხუციშვილი-ხოშტარიასთან მიღებულ ცოდნას წამომსვლელებს გავუზიარებ.
რაღაც არ მინდოდა დამეწერა ამ თემაში, მაგრამ... ამ სამი ადამიანისგან ერთად როგორ მიიღე ცდონე? პირადად? თუ წიგნებს გულისხმობ?

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 31 მარ 2010, 19:40
by GUGUA
კარგი იქნება

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 31 მარ 2010, 20:23
by Nini_A
Sarajistka
:D :D :D :D :D

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 31 მარ 2010, 20:37
by QEBURIUS
paata_ wrote:
Nini_A wrote:ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტებთან მაქვს კონტაქტი :D :D :D
ვაა როგორ?

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
კონტრაბანდისტკა :twisted:

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 31 მარ 2010, 20:43
by Nini_A
QEBURIUS
paata_ wrote: თემას ნუ აფუჭებთ! პირწიგნაკისკენ :arrow: (იქ მოგხედავთ ორივეს)

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 31 მარ 2010, 23:23
by saskva
დიდი ხანია ამ თემას თვალყურს ვადევნებ, ძალიან არ მინდოდა აქ რამე დამეწერა.... თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა ამბებმა მაიძულეს....

კარავი ერთი ოჯახია, მე პირადად მას ასე ვუყურებ... შესაბამისად განვიცდი ჩემთვის ახლო ადამიანების კარგსა და ცუდს... ამიტომ არ მინდა ჩემი თუ სხვისი სახელი ვინმემ მათ "წინააღმდეგ" გამოიყენოს... ხოდა თქვენის ნებართვით ერთი ორ სიტყვას დავწერ... იმედია ყველა სწორად გაიგებთ....


სანამ საქმე მე და შესაბამისად ჩემსა და იკას ურთიერთობას ეხებოდა რომელიც კარავს გარეთ სკაიპში ვითარდებოდა ხმა არ ამომიღია მაგრამ როცა მანიპულირება სხვა გვარებითა და სხვისი გაკეთებული საქმით წავიდა თავი ვეღარ შევიკავე.... უბრალოდ ვერ ვითმენ და თავს ვერ ვიკავებ მაშინ როცა სხვის გაკეთებულ რუკას რომელზეც წესით ხმის ამოღების უფლებაც კი არ აქვს ადამიანს სანამ არ იხილავს სხვა აცნობს ტურისტებს, თავს ვერ ვიკავებ მაშინ როდესაც ხუციშვილთან მიღებულ ცოდნას უბრალოდ შატბერდის გზის დაზუსტებას ეძახიან და თავს ვერ ვიკავებ მაშინ როდესაც ადგილის ეკონომიის და ზედმეტი 200$ გაკეთების მიზნით უკვე შეთანხმებულ თურქულის მცოდნე "მეგზურს" უარს ეუბნებიან და ვიკიპედიაზე ამოკითხულ ინფორმაციის გაცნობას მეგზურობას ეძახიან. უბრალოდ არ შეიძლება რომ სხვასთან ერთად დაგეგმილ ტურს მხოლოდ შენი დაგეგმილი ტური უწოდო და ............

სულ ეს იყო ჩემი სათქმელი.... უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალე წამსვლელებისთვის ჩემი აზრი მეთქვა... წასვლამდე "ჩემი ოჯახის" წევრებს უფლება აქვთ სრულ ინფორმაციას ფლობდნენ, ჩემ თავთან ნამდვილად ვიქნები მართალი....

ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ ყველას, მართლაც დაუვიწყარი სანახაობა გელით წინ, მე აუცილებლად დავბრუნდები ტაოში თუმცა მხოლოდ კარვული გასვლით

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 31 მარ 2010, 23:57
by ika-bebo
Nini_A wrote:
ika-bebo
უზომოდ მაინტერესებს ხუციშვილისგან ცოდნა სად მიიღე? :roll:
მასთან საუბრისას და რჩევა დარიგებისას.
Sarajistka wrote:როგორც წინა გვერდზე ავღნიშნე, მეგზურობას მე გაგიწევთ. გივიაშვილი-ხუციშვილი-ხოშტარიასთან მიღებულ ცოდნას წამომსვლელებს გავუზიარებ.

რაღაც არ მინდოდა დამეწერა ამ თემაში, მაგრამ... ამ სამი ადამიანისგან ერთად როგორ მიიღე ცდონე? პირადად? თუ წიგნებს გულისხმობ?
რადგანაც კითხვას ესე სვამ ალბათ საქმის კურსშიც იქნები, ყველაფერს დეტალურად გაგიშიფრავ. მიუხედავად იმიდა, რომ ამ მეცნიერების აზრი იყოფა და კამათობენ მე მათთან ვურთიერთობ და ყველას აზრს ვისმენ და ვაჯამებ და შემდგომ ჩემი აზრიც გამომაქვს.
ყველაზე მეტი დახმარება და რჩევა გივიაშვილმა გამიწია რომელიც ამჟამად თურქეთში იმყოფება და ჩემს თვითოეულ რაიმე შესწავლასა და პირად და არაპირად აღმოჩენას ნაწილობრივ მისი წვლილიც მიუძღვის.
ბატონ ხუციშვილს დღესაც ჯანაშიას 5 ნომერში რამოდენიმე საათით შევხვდი და ჩემი დაგროვილი ფოტომასალა და წყაროები, რომელიც ამ თვეების განმავლობაში ბიბლიოთეკებსა, არქივებსა და ხელნაწერებში დავაგროვე გავაცანი და დიდად კმაყოფილი დარჩა (ვისაც გადამოწმება სურს PM მის ნომერს მივწერ და გადაამოწომს, მაგრამ ისედაც ეცოდინება ესეთ ადამიანს მისი ნომერი).
ხოშტარიას კი სახლში ვსტუმრობდი კიდეც და საკმაოდ დიდი პოლემიკაც გვქონდა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით.

პ.ს. თურქულის ცოდნა მეგზურობას არ ნიშნავს, განაწყენებული იმის გამო, რომ უფასოდ ორი კაცი ვერ წავიყავნე მემგონი უფლებას არაძლევს ადამიანს რომ სხვას ჩირქი მოსცხოს. შატბერდის ინფორმაცია ეს ერთერთია რომელიც ხუციშვილმა მომაწოდა, რომელზედაც ძალიან მადლობელი ვარ. რაც შეეხება რუკებს ბატონმა თემურიმ თვითონ შემომთავაზა ახალი რუკის გავრცელება ჩემს ტურისტებში სანამ წახვალთო იქამდე უკვე დაბეჭდილიც იქნებაო, რამაც ძალიან გამახარა. დღეს მის მიერ 1600 ბიბლიოგრაფიაზეც ვისაუბრეთ და სამომავლო გეგმებიც ნაწილობრივ დავისახეთ, ასევე ზოგი წესითა და რიგით მადლიერი უნდა ყოფილიყო ჩემი რათა ჩემი მეშვეობით ბატონი თემურ ხუციშვილი გაიცნო. მაგრამ მიუხედავად ამისა მე არაფერი არავისი არ მწყინს ყველანი ადამიანები ვართ კიდეც და ყველა უშვებს შეცდომებს, რომელთაც ადრე თუ გვიან მიხვდებიან. ასევე მე პირადად აქ პოლემიკის გამართვას არ ვაპირებ, დღეს 20:00 შევხვდით კიდეც და ყველამ მნახა ვინც ვარ და რაც ვარ, ასევე თუ სურვილი კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით შევხვდები ყველას. :)

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 01 აპრ 2010, 09:18
by ika-bebo
შეხვედრის ადგილი დღეისწორს 8 აპრილს 05:30 სამთო ქიმიასთან.

წამომსვლელები:
1. გვალდა
2.3. Falcon +
4. თამუნა_გუდარეხი
5. ნათია
6-12. NINUCA+
13. tiskrine
14. Meleksa
15. მთა მყვარებია
16-34. ika-bebo
35.
რაოდენობა გათვლილია არაუმეტეს 38 წამომსვლელისგან.

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 01 აპრ 2010, 10:15
by tamuna_gudarexi
სულ რაღაც 7 დღე დარჩა!!!
:oops:
მიხარიააა!

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 01 აპრ 2010, 10:44
by Mta Mkvarebia
saskva wrote: ...კარავი ერთი ოჯახია, მე პირადად მას ასე ვუყურებ... შესაბამისად განვიცდი ჩემთვის ახლო ადამიანების კარგსა და ცუდს... ამიტომ არ მინდა ჩემი თუ სხვისი სახელი ვინმემ მათ "წინააღმდეგ" გამოიყენოს... ხოდა თქვენის ნებართვით ერთი ორ სიტყვას დავწერ... იმედია ყველა სწორად გაიგებთ....

სულ ეს იყო ჩემი სათქმელი.... უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალე წამსვლელებისთვის ჩემი აზრი მეთქვა... წასვლამდე "ჩემი ოჯახის" წევრებს უფლება აქვთ სრულ ინფორმაციას ფლობდნენ, ჩემ თავთან ნამდვილად ვიქნები მართალი....
ორივე ხელით გეთანხმები სასკვა, კარავი მართლა ერთი დიდი ოჯახია და ოჯახის წევრებს უფლება აქვთ, ინფორმაციას ფლობდნენ და მერე თავად გადაწყვიტონ როგორც უნდათ. რადგან მეც მირჩევნია ინფორმირებული ვიყო და რისკიანი გადაწყვეტილება მივიღო, ვიდრე ბოლოს შევიტყო რომ ჩემი ოჯახის წევრმა რაღაც ისეთი იცოდა რაც მე არ მითხრა :) . ამიტომ მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის :** , ნამდვილად სწორად გავიგეთ შენი სიტყვები :*

სიაში ჩავეწერე თუ არა, პირველი რაც ვიკითხე მეგზურის შესახებ ინფორმაცია იყო, რადგან ვიცი, რომ ასეთ გასვლაში მეგზურზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. შარშან გადასარევი და ძალიან გამოცდილი მეგზური გვყავდა, და ბედნიერი ვიყავი რომ მასთან ერთად მოვინახულე პირველად ტაო-კლარჯეთი. გუშინ კი ჩვენს ახლანდელ მეგზურს შევხვდით და მართალი გითხრათ გავოცდი და ცოტა არ იყოს შევშფოთდი მისი ახალგაზრდა ასაკის გამო. ვუთხარით კიდეც იკას ამის შესახებ :D თუმცა გამოცდილება და ცოდნა ხშირად ასაკზე არაა დამოკიდებული. ვნახოთ ამ შემთხვევაში როგორ იქნება :D . ამდენმა ზრდასრულმა ადამიანმა გადაწყვიტა და თქვა"კი" :D , რადგან ეს მათი დიდი ხნის ოცნების განხორციელების შანსია :D , ჩემთვის კი შანსია, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გავიდე, ცოტა დავისვენო და რა თქმა უნდა უკვე მონატრებული ძეგლები ხელახლა ვნახო :D იმედია წარმატებული ტური გვექნება :D , ვინც პირველად მიდის ისინი რომ აღფრთოვანებული ჩამოვლენ, ამაში ეჭვი არ მეპარება :D

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის :D :**

მაშ ასე, დარჩა სულ რაღაც 7 დღე :D

და სია ამ ეტაპზე:
ika-bebo wrote:შეხვედრის ადგილი დღეისწორს 8 აპრილს 05:30 სამთო ქიმიასთან.
დაგვიანების გარეშე

წამომსვლელები:
1. გვალდა
2.3. Falcon +
4. თამუნა_გუდარეხი
5. ნათია
6-12. NINUCA+
13. tiskrine
14. Meleksa
15. მთა მყვარებია
16-34. ika-bebo
35.
რაოდენობა გათვლილია არაუმეტეს 38 წამომსვლელისგან.

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 01 აპრ 2010, 11:24
by meleksa
მერვააპრილება :lol: :lol: :lol:

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 01 აპრ 2010, 15:16
by lama
წარმატებულ გასვლას გისურვებთ

იკას ვიცნობ პირადად და ვიცი თუ რამდენი ცოდნა აქვს ტაო-კლარჯეთის ისტორიაზე და დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად გაუძღვება ტურს...

წარმატებული მიმოტაოკლარჯეთება

აბა თქვენ იცით :)

ძალიან ადრე გადიხართ, თორე გაგაცილებდით :)

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 01 აპრ 2010, 16:00
by Sarajistka
ika-bebo wrote:
Nini_A wrote:
ika-bebo
უზომოდ მაინტერესებს ხუციშვილისგან ცოდნა სად მიიღე? :roll:
მასთან საუბრისას და რჩევა დარიგებისას.
Sarajistka wrote:როგორც წინა გვერდზე ავღნიშნე, მეგზურობას მე გაგიწევთ. გივიაშვილი-ხუციშვილი-ხოშტარიასთან მიღებულ ცოდნას წამომსვლელებს გავუზიარებ.

რაღაც არ მინდოდა დამეწერა ამ თემაში, მაგრამ... ამ სამი ადამიანისგან ერთად როგორ მიიღე ცდონე? პირადად? თუ წიგნებს გულისხმობ?
რადგანაც კითხვას ესე სვამ ალბათ საქმის კურსშიც იქნები, ყველაფერს დეტალურად გაგიშიფრავ. მიუხედავად იმიდა, რომ ამ მეცნიერების აზრი იყოფა და კამათობენ მე მათთან ვურთიერთობ და ყველას აზრს ვისმენ და ვაჯამებ და შემდგომ ჩემი აზრიც გამომაქვს.
ყველაზე მეტი დახმარება და რჩევა გივიაშვილმა გამიწია რომელიც ამჟამად თურქეთში იმყოფება და ჩემს თვითოეულ რაიმე შესწავლასა და პირად და არაპირად აღმოჩენას ნაწილობრივ მისი წვლილიც მიუძღვის.
ბატონ ხუციშვილს დღესაც ჯანაშიას 5 ნომერში რამოდენიმე საათით შევხვდი და ჩემი დაგროვილი ფოტომასალა და წყაროები, რომელიც ამ თვეების განმავლობაში ბიბლიოთეკებსა, არქივებსა და ხელნაწერებში დავაგროვე გავაცანი და დიდად კმაყოფილი დარჩა (ვისაც გადამოწმება სურს PM მის ნომერს მივწერ და გადაამოწომს, მაგრამ ისედაც ეცოდინება ესეთ ადამიანს მისი ნომერი).
ხოშტარიას კი სახლში ვსტუმრობდი კიდეც და საკმაოდ დიდი პოლემიკაც გვქონდა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით.

პ.ს. თურქულის ცოდნა მეგზურობას არ ნიშნავს, განაწყენებული იმის გამო, რომ უფასოდ ორი კაცი ვერ წავიყავნე მემგონი უფლებას არაძლევს ადამიანს რომ სხვას ჩირქი მოსცხოს. შატბერდის ინფორმაცია ეს ერთერთია რომელიც ხუციშვილმა მომაწოდა, რომელზედაც ძალიან მადლობელი ვარ. რაც შეეხება რუკებს ბატონმა თემურიმ თვითონ შემომთავაზა ახალი რუკის გავრცელება ჩემს ტურისტებში სანამ წახვალთო იქამდე უკვე დაბეჭდილიც იქნებაო, რამაც ძალიან გამახარა. დღეს მის მიერ 1600 ბიბლიოგრაფიაზეც ვისაუბრეთ და სამომავლო გეგმებიც ნაწილობრივ დავისახეთ, ასევე ზოგი წესითა და რიგით მადლიერი უნდა ყოფილიყო ჩემი რათა ჩემი მეშვეობით ბატონი თემურ ხუციშვილი გაიცნო. მაგრამ მიუხედავად ამისა მე არაფერი არავისი არ მწყინს ყველანი ადამიანები ვართ კიდეც და ყველა უშვებს შეცდომებს, რომელთაც ადრე თუ გვიან მიხვდებიან. ასევე მე პირადად აქ პოლემიკის გამართვას არ ვაპირებ, დღეს 20:00 შევხვდით კიდეც და ყველამ მნახა ვინც ვარ და რაც ვარ, ასევე თუ სურვილი კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით შევხვდები ყველას. :)
თუ მართლაც ასეთი კონტაქტი გაქვს ამ ხალხთან, მე წარმატებებს გისურვებ. ამათაგნ მართლაც ძალიან ბევრს გაიგებ და რამდენიმე აზრის მოსმენა და შეჯერება ძალიან მომეწონა შენგან. ზოგადად ეგრე ჯობია ხოლმე. მაგრამ მაინც დასაწყისისთვის ასეთ აფიშირებას თუ არ გააკეთებ ყველაფრის, უმჯობესი იქნება მგონი. წარმატებები.

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 01 აპრ 2010, 16:24
by anano
lama wrote:
ძალიან ადრე გადიხართ, თორე გაგაცილებდით :)
სამაგიეროდ შენ ტაო-კლარჯეთიდან ჩამოსულების არაჩვეულებრივი დახვედრა შეგიძლია ....ამას პირადი გამოცდილებით ვამბობ ! :)

რაც შეეხება მოგზაურობას, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ წინ ძალიან ძალიან ბედნიერი წუთები გელით....აღფრთოვანებით, სიხარულით, სამშობლოსა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის სიყვარულითა და სიამაყით სავსვე წუთები!

სიამოვნებით შემოგიერთდებოდით მანდ რომ ვიყო!
შარშან, ამ ყველაფერს ჩემი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აღებული ბოლო ხელფასი მივუძღვენი :)) ...და არცერთი წამით არ მინანია...რომ მთელი თვის განმავლობაში ნათენები ღამეების გასამრჯელო 3 დღეში ამ სამოთხეში დავხარჯე!

ახლაც დარწმუნებული ვარ, ბებერი ტაო-კლარჯეთი სიყვარულითა და მოუთმენლობით ელის თავის შვილებს, გულში უნდა ჩაგიკრათ და მოგეფეროთ!

"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Posted: 01 აპრ 2010, 23:17
by tamuna_gudarexi
მადლობა, მეგობრებო, კეთილი სურვილებისთვის!
ბებერ ტაოს თქვენს ამბავსაც ჩავუტანთ!
მოენატრებოდით და ელის...

არ იცით, როგორ მიხტის გული ყოველ გახსენებაზე, რომ სულ მალე იქ ვიქნები!


ესეც უნდა დავდო აქ :roll:

ნუკრი ბერეთელი

ოშკი

ჩვენი კოჭლი ბერიკაცი მომენატრა, ძამულია.
ალბათ ყინვა უცახცახებს ჩამორღვეულ ბეჭებს.
ტაოს კარში, ეს ოხერი, თითქოს ჯაჭვით დაბმულია -
ქარი წივის, ქარი ყმუის, ქარი ძვალ-რბილს ღეჭავს.

ცაა უფრო ღრუბლიანი. მხოლოდ შუბლი უბრიალებს,
ისე, ცივად უპრიალებს... დეკემბრის მზე ჩადის.
ახლა რა დროს მუმლი არი? რა დროს ძმებთან შუღლი არი?!
წმინდა თვალებს (შუბლიანად!) აგვიფარეს ჩადრი.

გუმბათიდან განაპირა კრამიტს ფეხი დაცდენია,
რაც მანდ წვეთი ჩამოჟონავს, ყველა გულზე დამდის.
მიმწუხრისას ნაფრესკალი ეს კედლებიც ბაცდებიან -
აჰა, ჩემი ზაფხულიდან შენახული კადრი.

ჩამომტვრეულ ჩუქურთმასთან ბალახს ღერო მიხმობია.
ვინ ასწავლა მკურნალობა ბალახებით ტაძარს?..
აქ არც გზები მემხრობიან, აღარც მთები მემხრობიან,
ნეტავ ახლა, ნეტავ, ოშკის, ახლა ფერხთით დამსვა!

საკმევლისსუნმონატრებულ კედლებს ბზარი ემატება,
ეს ზამთარი ალბათ კიდევ ერთ ჩუქურთმას მოშლის.
ვის - ათონი, სხვას - პარიზი, ჩვენ კი ოშკი გვენატრება,
ჩვენი კოჭლი, ჩვენი თბილი, მოტეხილი ოშკი.