Page 2 of 6

ტანას ხეობა

Posted: 25 მაი 2012, 16:16
by CheLo
ეს თამარ ივლისში მაინც დაგედო სავსე ხალხს მოგცემდი (თუმცა ისეთი გასვლაა ხალხის ნაკლებობა მაინც არ გემუქრება) მე კიდე არ ვიცი ამდენ ხალხს რა უყო =))))))))

ტანას ხეობა

Posted: 25 მაი 2012, 22:48
by Tamari-ch.
კი ბატონო ვნახოთ ვერეს ეკლესია!
მაგაზე რავა გაწყენინებთ...
:D


დიდი ხანია ტანას ხეობა მიზიდავს და მაინტერესებს...

ძალიან მინდა ვნახოთ ფეტვისხევი და ვერე
ბობნევი ზედ გზაზეა და გინდა არ გინდა, მაინც უნდა ნახო
ძალიან ლამაზი ფრესკებია იქ - სულ მოხატულია!

გადავხედავ კარგად მარშრუტს კიდევ...
თუ 5 კმ-ის ფეხით მოგვიწევს სიარული - მთლად უკეთესი
ექსკურსია კი არა, ლაშქრობა გამოგვივა
მგონი ფეტვისხევშიც მოგვიწევს ფეხით გასვლა...

ტანას ხეობა

Posted: 25 მაი 2012, 22:55
by arcivi9
1). თამარიჩ
2). შოდა
3-4) ჩემი +-ები... (უყვართ ისტორია და ძეგლები )
5) ბედუინი
6) ნიკეა
7) თამი?
8) კახა (იმ შემთხვევაში თუ ვერეს ნამდივლად ვნახავთ)
9) ბავშვი ?
10) არწივი9 (მოგვიანებით გეტყვით ზუსტად)

ტანას ხეობა

Posted: 26 მაი 2012, 07:38
by Tamari-ch.
ვერეს ღვთისმშობელი მართლაც შესანიშნავი ძეგლია
სავარაუდოდ ფეხით მოგვიწევს სიარული და პირველი ეგ ვნახოთ:


Image

Image

იქვეა ვერეს ციხეც

Image


ლევიტანას წმ.გიორგი და ღვთისმშობელი მეტად დანგრეული ძეგლებია და მიუდგომელიც, ამიტომ ეგ შეიძლება გამოვტოვოთ.

ტანას ხეობა

Posted: 26 მაი 2012, 07:48
by Tamari-ch.
აუცილებლად ვნახოთ
ყველაანთ უბანი. "ღვთიშობლის" ეკლესია
ზედ გზაზევეა...


Image

Image

Image

იქვეა ყველაანთ უბნის წმ.გიორგიც და ბარემ იმასაც ვნახავთ

Image

ტანას ხეობა

Posted: 26 მაი 2012, 07:56
by Kakha
ხომ არ დავთქვათ, რომ ატენის სიონთან არ გავჩერდებით. მიუხედავად იმისა, რომ უდავოდ ამ ხეობის და ალბათ ზოგადად ქართული ხუროთმოძღვრებისა და მხატვრობის თვალია, უმეტესობას ნანახი აქვს ანდა დიდი ალბათობით ნახავს რომელიმე ექსკურსიაზე. ხოლო მანდ გაჩერების შემთხვევაში საკმაოდ დიდი დრო წავა მის დათვვალიერებაში (უნდა წავიდეს კიდევაც - ატენი არაა ის ძეგლი რომ რამდენიმე წუთით შეირბინო).

ტანას ხეობა

Posted: 26 მაი 2012, 08:02
by Tamari-ch.
ზემო ბოშურში სამი ეკლესიაა -
მარიამწმინდას ორი ეკლესია და კვირაცხოვლის
სამივე შესანიშნავი სანახავია და ფრესკებიცაა შემორჩენილი
არაა რთული მისასვლელი და ვფიქრობ მოვასწრებთ
მარიამწმინდას ეკლესიაა სწორედ ფეტვისხევის ეკლესია

Image

Image

Image

ტანას ხეობა

Posted: 26 მაი 2012, 08:03
by Tamari-ch.
Kakha wrote:ხომ არ დავთქვათ, რომ ატენის სიონთან არ გავჩერდებით. მიუხედავად იმისა, რომ უდავოდ ამ ხეობის და ალბათ ზოგადად ქართული ხუროთმოძღვრებისა და მხატვრობის თვალია, უმეტესობას ნანახი აქვს ანდა დიდი ალბათობით ნახავს რომელიმე ექსკურსიაზე. ხოლო მანდ გაჩერების შემთხვევაში საკმაოდ დიდი დრო წავა მის დათვვალიერებაში (უნდა წავიდეს კიდევაც - ატენი არაა ის ძეგლი რომ რამდენიმე წუთით შეირბინო).
მეც მაგას ვფიქრობდი კახა

მოდი ასე ვთქვათ - თუ ჩვენს შორის აღმოჩნდება ისეთი ვინმე, ვისაც ატენის სიონი არ უნახავს, მაშინ ბოლო გაჩერება იქნება ატენის სიონთან და იქ მოვისუფროთ კიდეც! წყაროცაა...
ბოლოს იქ დავჯდეთ და ვიქეიფოთ!
თუ არადა საერთოდ ამოვიღოთ ატენის სიონი - მე მგონი ყველას გვაქვს ნანახი
;)

ესეც რუკები

Image

Image

ტანას ხეობა

Posted: 26 მაი 2012, 08:36
by Tamari-ch.
და ბოლო თუ დრო დაგვრჩა და სურვილი ძალიან სინტერესო ეკლესიაა წედისში
5- 6 საუკუნის,
წმ.გიორგის ეკლესია, ფრესკაცაა შემორჩენილი
- მანქანა მივა სოფლამდე



Image
shoda1121 wrote:Kakha
მეც მინდა ვერეს ნახვა, ასევე ფეტვისხევის, ბობნევის და წერეთისკენაც თუ რამეა :) ან გაგლაანთუბნამდე თუ გავალთ სულ უკეთესი :)
შოდა, გაგლაანთუბანში არაფერია სანახავი
დანარჩენი უკვე დავწერე

ტანას ხეობა

Posted: 26 მაი 2012, 09:09
by Tamari-ch.
ტაკს მეგობრებო...
დისკზე აღმოვაჩინე პატარა ეკლესია
წმ.გიორგის რომელიც იქვეა პატარა ატენთან
თუ ბოლოს ატენთან გავჩერდით სუფრისთვის
მე პირადად ამის სანახავადაც ავირბენ
ახლოს უნდა იყოს, გზაზევე..


Image

Image


გასვლის გეგმა დაიწერა პირველ პოსტში

გასვლის თAრიღი - 3 ივნისი
ჩვენი გეგმა ასეთია
ვიკრიბებით დილით 7:25-ზე
და გავდივართ 7:30 საათზე
სამთო ქიმიასთან
პირველ რიგში ვნახავთ ვერეს ღვთისმშობელს
+- ციხე (ეს სათუოა)...

შემდეგ წავალთ ყველაანთ უბანში და ვნახავთ ორ ეკლესიას
შემდეგ ვნახავთ ბოშურის ძეგლებს (ბოშურის ღვთისმშობელია სწორედ ფეტვისხევი)
უკან დავბრუნდებით და გზაზევეა ბობნევის ფრესკებიანი ტაძარი (ძალიან ადვილი მისასვლელია)
ესენია ძირითადი!!
ამის მერე შეგვიძლია მოვრჩეთ - დავისვენოთ ან გავაგრძელოთ - ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული:
ატენის სიონს სავარაუდოდ არ ვნახავთ (ვნახოთ დრო რამდენი დაგვრჩება)
ჯობია გავჩერდეთ მცირე ატენთან, ვჭამოთ იქ... - იქვეა ორბელიანების სასახლე, ციხე და წმ.გიორგის პატარა ეკლესია ლაპიდარული წარწერებით

უკან დაბრუნებისას თუ დრო და ჯანი დაგვრჩა ვნახოთ წედისის წმ.გიორგი, რომელიც მოქცეულია წედისის ციხის გალავანში (ანუ ორ ძეგლს ერთდროულად ვნახავთ) -
ხედებიც ულამაზესი ყოფილა იქედან!
თუმცა ეჭვი მეპარება ეს ბოლო მოესწროს...

ტანას ხეობა

Posted: 26 მაი 2012, 09:35
by Tamari-ch.
1). თამარიჩ
2). შოდა
3-4) ჩემი +-ები... (უყვართ ისტორია და ძეგლები )
5) ბედუინი
6) ნიკეა
7) თამი?
8 ) კახა (იმ შემთხვევაში თუ ვერეს ნამდივლად ვნახავთ)
9) ბავშვი ?
10) არწივი9 (მოგვიანებით გეტყვით ზუსტად)
11) ჩვენი თენგო
12) თენგოს +

ტანას ხეობა

Posted: 26 მაი 2012, 11:29
by Nika
რუკაზე სოფელ ველების გზიდან 300 მეტრშია ვერე.

ვნახოთ ჩემი გრაფიკი როგორი იქნება. ძალიან მინდა წამოსვლა.

ტანას ხეობა

Posted: 26 მაი 2012, 12:30
by Tamari-ch.
Nika
წამოდი აუცილებლად!
გამეხარდება!
:D

ეკლესიასთან მისასვლელი როგორაა?
რამდენი კმ-ია სოფლიდან?

ტანას ხეობა

Posted: 26 მაი 2012, 13:03
by QAQUCA
თამარიჩ ყოჩაღი ხარ და მშურშ შენი მონდომების...

ტანას ხეობა

Posted: 27 მაი 2012, 17:31
by გიგა
1). თამარიჩ
2). შოდა
3-4) ჩემი +-ები... (უყვართ ისტორია და ძეგლები )
5) ბედუინი
6) ნიკეა
7) თამი?
8 ) კახა (იმ შემთხვევაში თუ ვერეს ნამდივლად ვნახავთ)
9) ბავშვი ?
10) არწივი9 (მოგვიანებით გეტყვით ზუსტად)
11) ჩვენი თენგო
12) თენგოს +
13) გიგა