უცნობი გარეჯი 2 (ლავრა, ქოლაგირი, ქვაბები და სხვ)

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი 2 (ლავრა, ქოლაგირი, ქვაბები და სხვ)

Post by Tamari-ch. » 08 ნოე 2011, 14:59

http://amindi.ge/%E1%83%93%E1%83%90%E1% ... %E1%83%98/

კვირას კარგი ამინდია
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
უცნობი გარეჯი 2 (ლავრა, ქოლაგირი, ქვაბები და სხვ)

Post by stranger » 08 ნოე 2011, 18:55

თამაზის ჯიპი:

1) Tamari-ch.
2) მარი ჯაფო
3) მარი ჯაფოს ლევანი
4) მარი ჯაფოს -+
5) სულხანი?
6) stranger
7) მარმენიოს და
8 ) და მისი მეგობარი


მსურველები - ვეძებოთ მეორე ჯიპი....
1) matroska
2) matroska-ს +
3)di
4)di-ს +

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი 2 (ლავრა, ქოლაგირი, ქვაბები და სხვ)

Post by Tamari-ch. » 09 ნოე 2011, 11:26

აბა ჯიპიანებო გამოჩნდით....

თამაზის ჯიპი:

1) Tamari-ch.
2) მარი ჯაფო
3) მარი ჯაფოს ლევანი
4) მარი ჯაფოს -+
5) სულხანი?
6) stranger
7) მარმენიოს და
8 ) და მისი მეგობარი


მსურველები - ვეძებოთ მეორე ჯიპი....
1) matroska
2) matroska-ს +
3)di
4)di-ს +
5) matroska-ს კიდევ ერთი +
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი 2 (ლავრა, ქოლაგირი, ქვაბები და სხვ)

Post by Tamari-ch. » 09 ნოე 2011, 11:53

მეგობრებო!

ჩეპე გვაქვს!
თამაზის ჯიპი ავარიაში მოყოლილა! და დამტვრეულია

შეგვიძლია წავიდეთ კახას სამარშრუტოთი
15 კაცამდე ეტევა
ეს ბოლო ვარიანტში
ნუ მივალთ სამარშრუტოთი...
ცოტა ფეხით მეტი მოგვიწევს სიარული...


მაგრამ ჯიპი (ნივა) ჯობდა...
გზა სწორია - არაა რთული გზა...
მსუბუქი მანქანაც კი გაივლის. ჩვეულებრივი გრუნტის გზაა...
იქნებ ჯიპიანები გამოგვეხმაურონ!!!
ორი ან სამი ჯიპი გვინდა!!!!!
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი 2 (ლავრა, ქოლაგირი, ქვაბები და სხვ)

Post by Tamari-ch. » 10 ნოე 2011, 07:42

ჯერ ჯერობით დავწერ ერთიან სიას - ალბათ მოგვიწევს წასვლა სამარშრუტოთი
:roll:
შეიძლება ზვიად ჩიტაურმა წაგვიყვანოს..
(ამ ეტაპზე სამი მსუბუქი მანქანა გვჭირდება...)


1) Tamari-ch.
2) მარი ჯაფო
3) მარი ჯაფოს ლევანი
4) მარი ჯაფოს -+
5) სულხანი
6) stranger
7) მარმენიოს და
8 ) და მისი მეგობარი
9) matroska
10) matroska-ს +
11)di
12)di-ს +
13) matroska-ს კიდევ ერთი +
14) სულხანის +
15) matroska-ს კიდევ ერთი +
16)
17)
18 ).....

ზვიად ჩიტაურთან არის 18 ადგილი.
Last edited by Tamari-ch. on 10 ნოე 2011, 23:57, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

matroska
ბილიკზე მოარული
Posts: 88
Joined: 19 აგვ 2011, 15:14
უცნობი გარეჯი 2 (ლავრა, ქოლაგირი, ქვაბები და სხვ)

Post by matroska » 10 ნოე 2011, 22:32

კიდევ ერთი დამამატეთ. ჩემი ძვირფასი თავის ჩათვლით ვიქნები 4-იანი. ანუ მომატყეპეთ 3+

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი 2 (ლავრა, ქოლაგირი, ქვაბები და სხვ)

Post by Tamari-ch. » 11 ნოე 2011, 00:20

ამჟამად 15 ვართ

შეგვიძლია კიდევ დავიმატოთ ხალხი

წინა დღის წვიმამ ისევ არ დაგაფრთხოთ

:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი 2 (ლავრა, ქოლაგირი, ქვაბები და სხვ)

Post by Tamari-ch. » 11 ნოე 2011, 00:40

ბატონი ლადოს წერილი და რეკომენდაციები:
:)

ამ რუკაზე რამდენიმე ეკლესია ჩანს ანუ საბერეებში გამოდის რომ რამდენიმე კომპლექსია ხომ?
საბერეების მონასტერში ერთმანეთთან მიჯრით განლაგებული 7 თუ 8 ეკლესიაა.
საბერეებში აუცილებლად იორმუღანლოდან უნდა წახვიდეთ. იორმუღანლოში რომ შეხვალთ, მეჩეთისკენ მიმავალ გზას გაჰყევით. სოფელში შესასვლელიდან ოდნავ მარცხნივ, სიღრმეში მდებარეობს, მაგრამ ახლა ხეებს ფოთლები გაცვენილი აქვს და ამიტომ შორიდანვე დაინახავთ. საბერეებისკენ გზის ორი მონაკვეთი ჩაქცეულია. ერთგან მანქანა გაეტევა, აი მეორეს კი გვერდი უნდა აუაროთ (აქ ხევზე გამავალი ხიდი იყო. ახლა გვერდის ასავლელი მონაკვეთია გაკვალული).

ხომ ვერ დაგვარიგებდით როგორ ვიაროთ და რა ვნახოთ?
ხომ არ იცით მდინარე იორის გადასვლა შესაძლებელია? ხიდი ხომ არაა სადმე?

საბერეების მახლობლად კიდევ ორი მონასტერი – ბერების სერი და ქოლაგირია. უფრო მოშორებით – სატორგე. ბერების სერს რუკით მიაგნებთ. სატორგემდე ვერ მიაღწევთ: მოძებნა გაგიჭირდებათ და მხოლოდ დროს დაკარგავთ.
ქოლაგირში მოსახვედრად მდინარემდე დაახლოებით 50 მეტრით არმისული, მანქანით მარცხნივ უნდა გადაუხვიოთ, ხევში ჩახვიდეთ და ამოხვიდეთ (სანამ ამ ადგილს უშუალოდ არ მიადგებით, ვერ დაინახავთ: შორიდან არ ჩანს) და მანქანა იქვე უნდა დატოვოთ. როცა არ წვიმს, ამ ხევში იმდენივე წყალია რამდენიც მრავალწყაროს პირველ ხევში იყო. ანუ, ქოლაგირის ხევზე მანქანა მარტივად გადავა.
როცა შორიდან ქოლაგირს დაინახავთ, მოგეჩვენებათ, რომ იქ ასასვლელად თოკები დაგჭირდებათ. ეს მხოლოდ ილუზიაა. ბილიკი ქვაბების დონეზე პანდუსივით შედის. მისადგომთან კენჭები და რიყის ქვები ყრია, ამიტომ ფრთხილად უნდა იაროთ.

თუ დიდ და მცირე ქვაბებთან რომ მოვხდეთ - უკან უნდა დავბრუნდეთ იორმუღანლოში?
დიდ და პატარა ქვაბებში მე მხოლოდ სოფ. მაღაროდან ვარ ნამყოფი, ამიტომ ქოლაგირიდან იქ მოხვედრის შესაძლებლობაზე ვერაფერს გეტყვით. ერთ დღეში ნამეტანი გადარბენა კი გამოგივათ. არა მგონია ყველაფერი ერთად მოასწროთ, მით უფრო, რომ საბერეებსა და ქოლაგირში კედლის მოხატულობაა შემორჩენილი, რის დათვალიერებასაც დრო დასჭირდება. პირველ ჯერზე, გირჩევდით, საბერეები, ბერების სერი და ქოლაგირი გენახათ. ახლა სწრაფად ღამდება. გზა საკმაოდ ცუდია და მის გავლას დიდი დრო სჭირდება.
როცა დიდ და პატარა ქვაბებში წახვალთ, მაშინ მარშრუტში პირუკუღმარიც შეიტანეთ. თავად დიდ და პატარა ქვაბებში სპეციალური აღჭურვილობის გარეშე მაინც ვერ მოხვდებით: მთის თხემიდან ფლატეზე თოკით უნდა დაეშვათ. ამიტომ, ფაქტიურად, მხოლოდ ზოგადი ხედით უნდა დაკმაყოფილდეთ.

წარმატებულ მგზავრობას გისურვებთ.

ლადო


თამთა,
მთავარის თქმა დამავიწყდა: საბერეებში რომ მოხვდეთ, ამისათვის იორმუღალოდან გამოსულები გარდიგარდმო გაწოლილ ქედამდე არ უნდა მიხვიდეთ; მით უფრო, მასზე ამავალ გზას არ უნდა გაჰყვეთ. ქედამდე არმისული, მარცხნივ, მიწის გზაზე გადაუხვიეთ. ამ გზას ძალიან აშკარად ვერ დაინახავთ, ამიტომ რომ არ გასცდეთ, მარცხენა მხარე ყურადღებით ათვალიერეთ.
სატორგეში რა არის სანახავი? ანუ გამოქვაბულებია, ეკლესიაა თუ კიდევ რამეა?
პირუკუღმარში?

სატორგეში ერთი გუმბათიანი ქვაბ–ეკლესიაა მოხატულობის გარეშე (მანდილოსნებს ქვაბთან დაკავშირებით სამზარეულოს ასოციაცია გაგიჩნდებათ, მაგრამ ქართულად, მართლაც, ქვაბია და არა გამოქვაბული. ისტორიულ ნაკაწრ წარწერებში ასევეა მოხსენიებული. თუ ჩემს ჩიჩხიტურის მოხატულობას წაიკითხავთ, იქ ზოსიმე–პიმენის ნაკაწრი წარწერა მაქვს მოყვანილი, რომლის მიხედვითაც ზოსიმე–პიმენი მოხატულ ქვაბსა და მის აქეთ–იქით მდებარე კიდევ ორ ქვაბს ფლობს. იქვე დამოწმებული მაქვს ქვაბის ფლობის აღმნიშვნელი წარწერები გარეჯის მრავალწყაროდან და წამებულიდან).
პირუკუღმარში გამოქვაბულებია. მოხატულობა არ არის.

და კიდევ გვაინტერესებს ვერანგარეჯაში რა გვაქვს? მგონი ლავრასთან უნდა იყოს ახლოს..
ვერანგარეჯა (იგივე "წითელი უდაბნო") ლავრის ჩრდილო–აღმოსავლეთით, ორიოდ კილომეტრში მდებარეობს. აქ მხოლოდ სამარტომყოფელოებია. ერთ–ერთის მათგანის კერძო სამლოცველოში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ჩვილთან ერთადაა გამოსახული. ადრე აქ გუმბათიანი ქვაბ–ეკლესიაც იდგა, რომელიც, საუბედუროდ, ერთიანად ჩამოიქცა. ჩვენდა საბედნიეროდ, ამ ეკლესიის აზომვა მოვასწარით და დღეისათვის ეს მისი არსებობის დამადასტურებელი ერთადერთი საბუთია. სამომავლოდ, მას შემდეგ რაც დოდორქის მონასტერზე წიგნს გამოვაქვეყნებთ, სავარაუდოდ მომავალი წლის ზაფხულში, ვერანგარეჯასადმი მიძღვნილ წიგნში ამ უნიკალურ გეგმასაც შევიტანთ.

იმ რუკაზე არის კიდევ აღნიშნული საბერეების მეხუთე ეკლესია
კოორდინატებია 41 34' 15" და განედის 45 34' 08"
http://mygeorgia.ge/default.aspx?map=SO ... 88e97a4970
ანუ ეს უბრალოდ ეკლესიაა თუ გამოქვაბულია? მხატვრობაცაა?

რუკაზე ეს ეკლესიები ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებული მეჩვენება. სინამდვილეში ისინი გვერდიგვერდაა. შესაძლოა, უკიდურესი ეკლესია არა საბერეებს, არამედ ბერების სერს აღნიშნავდეს.
საბერეებში სულ ოთხი ეკლესიაა მოხატული: #5 (დარბაზული), ##6, 7 და 8 (ეს ბოლო სამი გუმბათიანია). ვიმეორებ, ისინი ერთმანეთს მიჯრით მიჰყვება. აქაური მოხატულობები ერთ–ერთი უძველესია საქართველოში და სრულიად განსხვავებული, უცნაური მანერითაა შესრულებული.
წასვლამდე გირჩევდით ბიბლიოთეკაში ტატიანა შევიაკოვას წიგნი გენახათ, რომლისთვისაც ავტორს საბერეები ფრესკების ფერადი ჩანახატები აქვს დართული: Т. Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии, Тб. 1983. თქვენ სპეციალისტები არ ხართ, ამიტომ ამ ჩანახატების გარეშე საბერეების სცენების გარჩევა გაგიჭირდებათ, რადგან ისინი საკმაოდ გადასულია და დაკვირვებას მოითხოვს

დიდი და პატარა ქვაბები მხოლოდ ორჯერ მაქვს ნანახი: პირველად, არქეოლოგებთან ერთად "კოლხოზნიკით" ვიყავი მისული; მეორედ, იტალიელ კინოდოკუმენტალისტთა ჯგუფი წავიყვანე "მიცუბიშის" ჯიპებით. ამ მანქანებით მგზავრობისას რაიმე განსაკუთრებულად რთული მონაკვეთი ან დანგრეული გადასასვლელი არ დამმახსოვრებია. ამჯამინდელი წვიმების შემდეგ გზა რა მდგომარეობაში იქნება ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, ამ ძეგლებამდე საკმაოდ ახლოს უპრობლემოდ უნდა მიხვიდეთ.თუ ბოლოსაკენ მარშრუტკა გზას ვეღარ გაიკვლევს, შეგიძლიათ, მრავალწყაროს მსგავსად, მსვლელობა ფეხით გააგრძელოთ.
Last edited by Tamari-ch. on 11 ნოე 2011, 22:01, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
iko-iko
ბოდიალა
Posts: 133
Joined: 23 თებ 2011, 22:46
Location: თბილისი
უცნობი გარეჯი 2 (ლავრა, ქოლაგირი, ქვაბები და სხვ)

Post by iko-iko » 11 ნოე 2011, 09:40

Tamari-ch.

თბილისში რომელ საათისთვის დაბრუნდებუთ?
უფალო შეეწიე
მგზავრობას ჩვენსას

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი 2 (ლავრა, ქოლაგირი, ქვაბები და სხვ)

Post by Tamari-ch. » 11 ნოე 2011, 09:52

iko-iko
ნუ რა თქმა უნდა დაღAმებამდე
ახლა 6 საათის მერე უკვე ბნელდება
ჰოდა ალბათ იქედან ამ დროისთვის წამოვალთ...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი 2 (ლავრა, ქოლაგირი, ქვაბები და სხვ)

Post by Tamari-ch. » 11 ნოე 2011, 10:48

1) Tamari-ch.
2) მარი ჯაფო
3) მარი ჯაფოს ლევანი
4) მარი ჯაფოს -+
5) სულხანი
6) stranger
7) matroska
8 ) matroska-ს კიდევ ერთი +
9) matroska-ს კიდევ ერთი +
10) matroska-ს +
11) di
12) di-ს +
13) სულხანის +
14)
15)
16)
17)
18 ).....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი 2 (ლავრა, ქოლაგირი, ქვაბები და სხვ)

Post by Tamari-ch. » 11 ნოე 2011, 13:41

ლიკა დამპირდა ეს ადამიანთან დავრეკავო - 7 კაციანი ჯიპის თაობაზე.

ლეომ დამირეკა - შეიძლება მეგობარი წამოვიდესო ჯიპით..
ვნახოთ იქნებ გამოვიდეს რამე..

ისე კი მსუბუქი მანქანებით ჯობია წასვლა...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
llev
ბოდიალა
Posts: 127
Joined: 23 აგვ 2007, 17:32
უცნობი გარეჯი 2 (ლავრა, ქოლაგირი, ქვაბები და სხვ)

Post by llev » 11 ნოე 2011, 15:27

Tamari-ch.

თამთა ჩემი ჯიპიც გამოირიცხა :( ჩემს მეგობარს გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა ამ წუთას შემატყობინა :(
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი 2 (ლავრა, ქოლაგირი, ქვაბები და სხვ)

Post by Tamari-ch. » 11 ნოე 2011, 22:49

შევიკრიბოთ კვირას დილით რედისონ ივერიასა და ფოსტას შორის კუთხეში

8 საათზე....


ხვალ წვიმაა და არ დაფრთხეთ...

კვირას ისევ მზეს აჩვენებს...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი 2 (ლავრა, ქოლაგირი, ქვაბები და სხვ)

Post by Tamari-ch. » 12 ნოე 2011, 09:01

შევიკრიბოთ კვირას დილით რედისონ ივერიასა და ფოსტას შორის კუთხეში

8 საათზე....
წამოიღეთ 15 - 20 ლარამდე..
შეიძლება ნაკლებიც დაჯდეს (თუ ხალხი დაემატა)
სულ 180-200 ლარამდე - ეს დამოკიდებულია იმაზე
რა მარშრუტით ვივლით და რამდენს გაივლის სამარშრუტო


წამოიღეთ ბოტები (იმ შემთხვევისთვის თუ იქნა ტალახი)
მაინც წამოიღეთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი და წინდები..
ყოველი შემთხვევისათვის გედოთ საწვიმარიც -
თუმცა კი კვირას პროგნოზით მზე უნდა იყოს...
http://www.freemeteo.com/default.asp?pi ... 73&nDate=1
Image

ჩაიცვით თბილად - საღამოს ყინავს.

ადგილები არის,
5 -6 კაცს შეუძლია დაემატოს...

შეიძლება ვიშოვოთ მეგზურიც...

შეიძლება სოფელში ვთხოვოთ ვინმეს გამოგვყვეს...
თუ არადა ჯიპიესით გავიკვლევთ გზას...

ჯერ არ ვიცი რამდენის მოგვიწევს ფეხით სიარული
თუ სამარშრუტომ გაიარა ბოლომდე - მაშინ საერთოდ არ ვივლით
თუ ვერ გაიარა ცუდი ადგილები შეიძლეაბ რამდენიემ კილომეტრი ფეხით მიგვიწიოს გავლა.. მასიმუმ 15-20 კმ (ორივე მხარეს)
ამიტომ იყავით მზად ყოველგვარი სირთულისთვის..

წამოიღეთ საჭმელი, ფანრები, წყალი.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]