როგორ ფიქრობ, მარტო შენ გაგიჩნდა საღამოს წასვლის იდეა? 2 წლის წინ სწორედ მასე მოვიქეცით, მაგრამ მაშინ მანქანებით ვიყავით, ახლა კი მინიბუსით წავალთ, რომელიც ბოლომდე ვერ ადის და შუაღამისას ფეხით მოგვიწევს მარშრუტის საწყის წერტილამდე ასვლა და ჩვენი ზურგით ბარგის თრევა. ამის მიუხედავად, მეორე დღეს მაინც ვერ გავალთ 9 საათზე ადრე, ყოველთვის ასე ხდება, ჰოდა რა აზრი აქვს ? გარდა ამისა პარკის ადმინისტრაციაში უნდა შევიაროთ და თუ იქ არავინ დაგვხვდა ვინ დაუშვებს საშვს და ვისთან მოვახდინოთ ანგარიშსწორება? მარშრუტის ერთი დღით გაზრდა, გარდა იმისა რომ უმრავლესობისთვის მოუხერხებელია, რადგან შვებულების აღება დასჭირდებათ რასაც ბევრი ვერ მოახერხებს, ხარჯებს მინიმუმ 30 ლარით ზრდის და მთლიანი გასვლის თანხა ამ შემთხვევაში 100 ლარამდე ადის. ეს თანხაც არაა ბევრისთვის მისაღები.WenTTo wrote:საინტერესო იცი რა არის?? მაგ მეორე ბილიკისთვის 3 დღეა განკუთვნილი და ჩვენ 2 დღეში ვაპირებთ მოვლას : )) ლიკა იქნებ 24-ში საღამოს წავსულიყავით რომ დილით უთენიას გავსულიყავით თორე გზაში ნამგზავრებს გაგვიჭირდება 25 კილომეტრის გავლა.
ამ ყველაფრის აწონ-დაწონვის შემდეგ ჩამოვყალიბდით იმ ვარიანტზე, რაც შემოგთავაზეთ კიდეც და ისიც აღვნიშნეთ რომ სამეცხვარეოს ვარიანტი რამდენად რეალურია, ეს მხოლოდ ადგილზე, მარშრუტის განხორციელების პროცესში გამოჩნდებათქო. ისიც ხაზგასმით დავწერეთ, ვისაც დაღლა არ აშინებს (თუნდაც გზაში მგზავრობის მერე )და თავის შესაძლებლობებშია დარწმუნებული, მხოლოდ ისინი ჩაეწერონ სიაშითქო .