შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Post by Jnosy » 19 აგვ 2010, 10:25

საჭირო ნივთები ამ გასვლისთვის:
დავიწყოთ მთავარით

1) ზურგჩანთა 65-80 ლიტრი
2) საძილე ტომარა. სეზონის მიხედვით მარა მჩატე უფრო სასურველია ზაფხულში. 1-1.5 კილოიანი
3) კარავი. წვიმას უძლებს 2000 მმ და მეტი გამძლეობის კარავი. სასურველია 3 კაციანი რადგან ჯამში ნაკლებს იწონის 3-ზე რო გაყო. გაშლაზეც ნაკლები დრო წავა. ვინც ატარებს ამ კარავს მისი ტვირზთის ნაწილს სხვები გაინაწილებენ.
4) პარალონი.
ასევე ვინმემ აუცილებლად უნდა წამოიღოს ქვაბი ან სხვა ჭურჭელი წყლის ასადუღებლად.

ტანსაცმელი:
1) ფეხსაცმელი. სასურველია ტრეკინგის ბათინკები. იდეალურია თუ წყალგაუმტარი იქნება. ბოტასები ნაკლებად გამოსადეგია. სამწუხაროდ 2 წყვილის წაღება შეუძლებელია ხოლმე წონისა და ზომის გამო.
2) შარვალი. 2 ცალი. ერთი ისეთი რომელიც წვიმაში ადვილად სველდება და შრება. მეორე თბილი (სარეზერვო)
3) სასურველია ჯემპრის წამოღება. თუნდაც ის საერთოდ არ დაგჭირდება.
4) საწვიმარი აუცილებლად.
5) წინდები 2-3 წყვილი.
6) კეპკა ან უმჯობესია პანამა. პანამა იცავს კისერს დამწვრობისგან.

ყველა ვარიანტში უნდა გქონდეს მთელი ტანსაცმლის მეორე ნაკრები რომელიც ზურგჩანთაში ცელოფანის პარკებში ინახება.

პირადი ნივთები
1) ჭიქა (კრუშკა რკინის)
2) მისკა
3) კოვზი, დანა, ჩანგალი. დანა დასაკეცია სასურველი
4) ტუალეტის ქაღალდი/ხელსახოცები
5) კბილის ჟაგრისი/პასტა
6) ფანარი. უმჯობესია სვეტადიოდებიანი.
7) ასანთი+მშრალი სპირტი
8. 1.5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი წყლისთვის.
9) წამლები: ბინტი ან ლეიკო და ა.შ.
10) UV კრემი დამწვრობების ასარიდებლად. (სასურველია მარა არა სავალდებულო, მე არ ვხმარობ)

საჭმელი პირველი დღისთვის:
2) მონადირული ძეხვი (რაოდენობა ინდივიდუალურად). მშვენიერია მიკოიანის ძეხვი მარა ძვირია.
3) მოხარშული კვერცხი (საკმაოდ კალორიულია)
4) სნიკერსი/მარსი/ტვიქსი. კალორიული საჭმელი უცებ თუ მოგშივდა
5) მამაპაპური ჩურჩხელა, ამის ფასი მგონი არ იციან მსოფლიოში ალპინისტებმა.
6) ჭაჭა - ეს კი განსაკუთრებით ბევრი გვჭირდება, რადგან ყოველ საღამოს საჭიროა მინიმუმ 1 ჭიქა (პროფილაქტიკისთვის) ყველამ მიიღოს.


სასურველია სასიარულო ჯოხი. თუ არა და ადგილზე ტოტისგან დამზადდება.


შეგახსენებთ, რომ უკლებლივ ყველა წამსვლელი იკრიბება ხუთშაბათს 7სთ-ზე სააკაძის მოედანზე მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე გაჩერებასთან (საიდანაც გავალთ შაბათს გამთენიისას შოვში)
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Post by Jnosy » 19 აგვ 2010, 12:18

optimisti
shalva
დღეს აუცილებლად მოდით შეკრებაზე, არ დაგავიწყდეთ

შეგახსენებთ, რომ უკლებლივ ყველა წამსვლელი იკრიბება ხუთშაბათს 7სთ-ზე სააკაძის მოედანზე მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე გაჩერებასთან (საიდანაც გავალთ შაბათს გამთენიისას შოვში)
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Post by ლეონტი » 19 აგვ 2010, 12:30

შოვის პანსიონატ მამისონში შაბათს მოვედი.
ყოველდღე წვიმს ღამით, საკმაოდ, ცივა, სისველეა.
ვერსად ავძვერი, რადგან ღრუბლებია და თუ ვერაფერს დავინახავ არ მინდა , ადგილზე ახლო მახლო ვმოძრაობ, რომ ცოტა ფორმაში ვიყო.
თუ კვირას ბუბაზე აძვრებით, მეც შემოგიერთდებით თუმცა ვეჭვობ ღრუბლები იქნება.

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Post by Jnosy » 19 აგვ 2010, 12:50

ლეონტი
წინ 2 დღეა, წესით უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ
თუ არადა, ბუბაზე ნისლშიც შეიძლება აძრომა

მთავარია კატიწვერაზე წასასვლელად იყოს კარგი ამინდი :)
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

giorgi-bunturi
ბოდიალა
Posts: 146
Joined: 23 ივნ 2010, 23:57
Location: tbilisi
შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Post by giorgi-bunturi » 19 აგვ 2010, 13:14

მესამე მცვერვალი ტეტნულდიააა უსჰბასადა სჰხარას სჰორის

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Post by ლეონტი » 19 აგვ 2010, 18:37

ეხლა დღის მეორე ნახევარში გაწვიმდა, თუმცა აკუ ვედრზე ვნახე რომ ონის რაიონში დღის მეორე ნახევარში მოწმენდილია.
ხვალაც მზიანი დღეა გამოცხადებული.
აქ 1 ჯგუფი ვნახე დღეს დაბანაკებული, რაღაც ვერ იყვნენ ხასიათზე , ეტყობოდათ გეგმას ვერ ახორციელებდნენ, რადგან ირგვლივ ღრუბლებია.
მაგრამ ვნახოთ , ამხელა უწვიმობის მერე 1 თვიანი თუ დაიჭირა...
იმედია არა.
მოკლედ ბუბაზე მაინც ავიდეთ , ღრუბლებში თავი შევყოთ.
იმედებით შოვის ინტერნეტ კაფედან.
:?:

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Post by ilia » 20 აგვ 2010, 09:31

ამინდებს გადაავლეთ თვალი

http://www.meteoblue.com/en_US/point/fo ... /6175/c/ge
Image

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Post by konstantine » 20 აგვ 2010, 09:33

გაიხარე ლეონტი,


ბაი ზე ვეი,
ეს ამინდის საიტები მთლად სანდოები არ არის....
ამიტომ ძაან გათვლებსაც მაზე ნუ გავაკეთებთ
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Post by Archil » 20 აგვ 2010, 09:47

6) ჭაჭა - ეს კი განსაკუთრებით ბევრი გვჭირდება, რადგან ყოველ საღამოს საჭიროა მინიმუმ 1 ჭიქა (პროფილაქტიკისთვის) ყველამ მიიღოს.
რას ნიშნავს პროფესიონალი მოლაშქრის გამოცდილება 8)

მართლა საჭიროა მაგი.
დიდუბის ბაზარში ერთი ქალია ენისელიდან,იმისგან ვიღებთ ამ ბოლო ხანებში. ერთნახადი წაიღეთ,ორნახადი უკვე მაგარი გამოდის და ლაშქრობაში ძალიან მაგარი არაა რეკომენდირებული.

აბა ხალხებო, თქვენ იცით :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Post by Archil » 20 აგვ 2010, 10:35

დალიე, დამალევინე
ჭკუას მოვალ, გონებასა

რაჭას წასვლა მირჩევნია
მილიონის ქონებასა
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Post by Jnosy » 20 აგვ 2010, 12:01

ესეიგი გავდივართ შაბათს დილის 06.20-ზე სააკაძის მოედანზე მდებარე, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის გაჩერებიდან!!!
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Post by konstantine » 20 აგვ 2010, 12:18

გთხოვთ უმორჩილესათ რომ არ დავაგვიანოთ
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Post by Jnosy » 20 აგვ 2010, 13:53

მოკლედ, კარგი ახალი ამბავია:
აღმოჩნდა ხალხი, რომლებიც ვერ მოხვდნენ სიაში და წამოსვლის დიდი სურვილი აქვთ.

893 345-138 შოთა
ეს კაცი მოდის ხვალ დილას შოვში დაგეგმილი რეისით ოკრიბადან (დიდუბე)

ვინც ჩვენი სამარშუტოს სიაში ვერ მოხვდა და მაინც მოდის სარეისოთი, შეეხმიანეთ ამ კაცს და 7-ზე იყავით ოკრიბაში რომ არ დარჩეთ.

ვისაც წამოსვლის ამბავი აწუებს ვეტყვი, რომ შოვიდან ყოველ დღე (დილას ადრე) გამოდის სამარშუტო თბილისის მიმართულებით...
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Post by nagli33 » 20 აგვ 2010, 16:02

shalva

ე.ი. რაჭაში წასვლა გადაწყვიტე??
Image

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Post by konstantine » 20 აგვ 2010, 16:02

Jnosy

კაი ამბავია ეგ...
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]