ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 მაი 2010, 23:16

teo_si wrote:
Nini_A wrote:

თან ვიქონიოთ ყველამ დაახლოებით 40 დოლარი და 60 ლარი. ეს იქნება ვფიქრობ მაქსიმალური ხარჯი.

ყველანაირი ხარჯი შედის(ბილეთის ხარჯი და ა.შ.)? :O
გაუთვალისწინებელიც? :D
საინტერესო კითხვაა.
150 ლარში შედის სასტუმრო და მისი 2ჯერადი კვება და მინიბუსის ფასი.
სუვენირები ტაოში არ იყიდება.
შეგიძლია, თურქული ტკბილეულის ყიდვა.
2გან ბილეთის ყიდვა გვჭირდება და მათი ფასი 10 ლირას არ გაწვდება.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Post by ika-bebo » 13 მაი 2010, 23:17

Nini_A
ვაცეძორი ნამდვილი ედემია
მეც მიწევს მაისის ბოლოს მანდ ჩასვლა და ერთი სული მაქვს როდის დადგება ეგ დრო გაზაფხულის ედემით რომ დავტკბე. ;)

დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ ;)
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Post by Nini_A » 13 მაი 2010, 23:22

ika-bebo
ოოო წინ დიდი სიამოვნება გელის :))
მე შარშან ჯვართამღლებას ვიყავი მანდ, ყურძენის მტევნებიც კი დაგვხვდა, ნუში, მსხალი, თან მარხვა იყო და სამარხვო საჭმელიც დაგვავიწყდა წაგვეღო, მხოლოდ სუხარი და იქაური ხეხილი იყო ჩვენი საკვები, ეთდროს მართლა ედემის ბაღი იქნებოდა
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
teo_si
ბილიკზე მოარული
Posts: 68
Joined: 23 აგვ 2009, 00:43
Location: tbilisi
ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Post by teo_si » 13 მაი 2010, 23:22

Nini_A wrote:teo_si
შენ შენი ძალიან მაგარი ფოტოებით გიცნობ, მიხარია პირადადაც რომ გაგიცნობ და კაი ფოტოებიც გამოგივა, ვაცეძორი ნამდვილი ედემია უზომოდ მიყვარს ეს უმშვიდესი სამონასტრო კომპლექსი
უი დიდი მადლობა :oops: :oops: :oops: :oops:

ჰო ჰო ვიცი რო დზაან მაგარია, მიხარია მგონი კარგი გასვლა იქნება :)))

უბრალოდ, ყველანაირი ძალისხმევით ვცდილობ ხვალ საღამოს ჯანმრთელად ვიყო (გაციებულად ვარ ) :))))

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 მაი 2010, 23:27

ახლა კი მცირე რჩევები განსაკუთრებით მათთვის, ვინც 1ლად მოდის ტაო-კლარჯეთში -

1. იქონიეთ პირადი ჰიგიენის ნივთები.
2. მინიბუსში გამოსაძინებლად იქონიეთ სამგზავრო ბალიში, მოსახური, ფლოსტები.
3. პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა, სულ მცირე, კიდევ 6 თვე უნდა იყოს.
4. საკუთარი საგზალი და ჭურჭელი 1ლი დღისთვის, ვიდრე სასტუმროს ვახშამი გვექნება.
5. ტაო-კლარჯეთში სანთლები არ იყიდება. ამიტომ, აქედან წავიღოთ.
6. სასურველია, წავიღოთ მცირე ქართული საუქრები, ვთქვათ, მაცივრის მაგნიტები, სვანურ-კახური ქუდი, ქართული შოკოლადი და ა.შ იქაური ქართველების ან ქართველთა მიმართ კეთილგანწყობილთა დასასაჩუქრებლად.
შესაძლებელია წიგნებიც, თუმცა, არააფიშერებულად გადაცემა.
7. შეხვედრის ადგილზე არ ვიგვიანებთ.
8. დაუშვებელია თურქებთან კამათი ქართული ძეგლების წარმომავლობასა დ მდგომარეობაზე.
9. დაუშვებელია მინიბუსში მოწევა.
10. კგ იქნება, თუ მინიბუსში დასაკრავად წავიღებთ გემოვნებიან მუსიკას.
11. სასურველია თან გვქონდეს დოლარი წვრილად ან თურქული ლირა.
1 თურქული დაახლოებით 1 ლარი და 14 თეთრია.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Post by ika-bebo » 13 მაი 2010, 23:29

Nini_A
ეჰ გული მწყდება რა მხარე და რა ადგილებია მიტოვებული და მივიწყებული :(

ისე ვერ მოასწრებთ თორემ შატბერდშიც რომ ასულიყავით ძალიან მაგარი იქნებოდა. უზომოდ შემიყვარდა იქ ყოფნის შემდგომ ის ადგილები :))
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 მაი 2010, 23:31

ვინმე შეძლებთ, რომ ინტერნეტიდან ამობეჭდეთ ოშკი-ხანძთა-ვაჩეძორი-სუმელა-მცირე აია სოფია-პარხალის ამბები?
გთხოვთ, არ დაიზაროთ.
გმადლობთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 მაი 2010, 23:35

Domeniko wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

გამარჯობა :)

პარხალის ხეობაში სად შეიძლება გაჩერება ვერ მიმასწავლი? სასტუმრო რივერა მითხრეს, მაგრამ ზუსტად სადაა და რა პირობებია არ ვიცი.

უახლოეს პერიოდში ვგეგმავ მაქეთ წასვლას.

მადლობა
პარხალის ხეობაში 2 სასტუმრო ვიცი, 2ვეგან მიძინია და ნორმალურია.
განსაკუთრებით მომეწონა პარხალის ეკლესიასთან მდებარე სასტუმრო.
საოჯახო სასტუმროს მიეკუთვნება.
მახსოვს, ბარგი გვარლით (:ტროსის: ქართული შესატყვისი) აჰქონდათ.
მოგვიანებით დაგაკვალიანებ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Post by ika-bebo » 13 მაი 2010, 23:49

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
Domeniko wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

გამარჯობა :)

პარხალის ხეობაში სად შეიძლება გაჩერება ვერ მიმასწავლი? სასტუმრო რივერა მითხრეს, მაგრამ ზუსტად სადაა და რა პირობებია არ ვიცი.

უახლოეს პერიოდში ვგეგმავ მაქეთ წასვლას.

მადლობა
პარხალის ხეობაში 2 სასტუმრო ვიცი, 2ვეგან მიძინია და ნორმალურია.
განსაკუთრებით მომეწონა პარხალის ეკლესიასთან მდებარე სასტუმრო.
საოჯახო სასტუმროს მიეკუთვნება.
მახსოვს, ბარგი გვარლით (:ტროსის: ქართული შესატყვისი) აჰქონდათ.
მოგვიანებით დაგაკვალიანებ
როგორც გოგამ აღნიშნა ორი სასტუმროა პარხლის ხეობაში
უფრო დავაკონკრეტებ:
1. "აგარა" მეპატრონე ქართველია მუხო უზომოდ კარგი ადამიანია და პირადად ჩემგან რეკომენდირებულიცაა
2. "რივერ საიდი" მე პირადად ეს სასტუმრო დიდად გულზე არ მეხატება ბოლოს ჯგუფი, რომ მყავდა იქ არც ცხელი წყალი ჰქონდათ და პირობებიც მოიკოჭლებს უკვე.......

თუ წასვლაა იუსუფელში ან აგარაში უნდა წახვიდე რომელიც 13 კილომეტრითაა დაშორებული იუსუფელიდან ანდა ბარსელონაში რომელიც ქალაქის ცენტრშია ოღონდ ძვირია.
ასევე იუსუფელში არის იაფიანი სასტუმროები ამათ ვერ გაუტოლდება, მაგრამ ერთი ღამის გასათევად გამოდგება.
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Post by tamuna_gudarexi » 14 მაი 2010, 00:02

მეგობრებო, ართვინში მოხვდებით? :roll:
თუ კი, ჩემს დაიკოს შენოლ მჭედლიძის ნომერს გამოვატან, ის ერთ-ერთი იმერხეველი ძმაა, ჩვენ რომ გავიცანით და თუ დრო გექნებათ, შეხვდით... მათთვის თქვენი დანახვა სიხარულის მორიგი ჟრუანტელის ტოლფასი იქნება...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 მაი 2010, 01:17

tamuna_gudarexi wrote:მეგობრებო, ართვინში მოხვდებით? :roll:
თუ კი, ჩემს დაიკოს შენოლ მჭედლიძის ნომერს გამოვატან, ის ერთ-ერთი იმერხეველი ძმაა, ჩვენ რომ გავიცანით და თუ დრო გექნებათ, შეხვდით... მათთვის თქვენი დანახვა სიხარულის მორიგი ჟრუანტელის ტოლფასი იქნება...
შევხედავთ ვითარებას.
შეიძლება, ამ ჯერზე ართვინში ვერ მოვხვდეთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 მაი 2010, 01:20

წამომსვლელთა სიას ჩემს +ს ვამატებ:

1. Nini_A
2-5. GAMARJOBA SAKARTVELO და მისი 3 +, ფრანსისი, ალექსანდრე, მარიუსი.
6. ნაია
7. მარიშკა
8. კაკატული
9. teo_si
10-13. tamuna_gudarexi-ს 4+
14. ოთო
15. Nino M
16-17. ზღარბელიგენტი
18. GAMARJOBA SAKARTVELOს +
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Post by anano » 14 მაი 2010, 02:53

აქამდე არ შემოვდიოდი ამ თემაში, ისე მწყდება გული მანდ რომ არ ვარ თქვენ არც იცით :(((

კეთილი მგზავრობა ჩემო კარგებო!!!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Domeniko
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 12 ივნ 2006, 10:40
ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Post by Domeniko » 14 მაი 2010, 11:15

ika-bebo

წავსულვარ აბა აგარაში :)
13 კმ ალბათ პარხალის მხარეს, არა?
ფასიც მომწერე რა.

მადლობა

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ტაო-კლარჯეთი, სუმელა და აია სოფია, 14-16.05.2010

Post by გვალდა » 14 მაი 2010, 11:54

"თქვენი ძმა მუხო დევიძე"-ს სასტუმრო "აგარა"-ს ვებგვერდი, თუმცა თურქულ ენაზეა :oops:

http://www.apartagara.com/

კარგი იყო. ეხლა, მზიან ამინდებში, იმ ეზოში ჩეროში ჯდომას რა სჯობია, ვახშმად კალმახს შეგიწვავენ ალბათ :) მმმ...
სვანეთოლოგი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]